ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
მიღების თარიღი 15.08.2014
ძალის დაკარგვა 30.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 210020000.35.170.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 23.01.2018
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს 93-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, მე-5 მუხლის მე-4 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთები სახეობის მიხედვით:
1. სამორინეს თითოეულ სათამაშო მაგიდაზე-კვარტალში 21000 (ოცდაერთი ათასი) ლარი;
2. თითოეულ სათამაშო აპარატზე-კვარტალში 2000 (ორი ათასი) ლარი;
3. თითოეულ წამახალისებელ გათამაშებაზე-საპრიზო ფონდის 10 %.
4. სისტემურ-ელექტრონული ფორმის სათამაშოებზე-კვარტალში 30000(ოცდაათი ათასი) ლარი;
5. ლატარიების მოწყობაზე-ლატარიის ბილეთებზე რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები თანხის 15 %.
6. აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის ნებართვით ორგანიზებული ობიექტის გარეთ განთავსებული, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის თითოეულ სალაროზე - კვარტალში 5000 (ხუთი ათასი) ლარი.
7. თითოეულ კლუბის მაგიდაზე - კვარტალში 4000 (ოთხი ათასი) ლარი.
მუხლი 3🔗
წამახალისებელი გათამაშების მომწყობი ორგანიზატორი ვალდებულია ყოველკვარტალურად ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში წარადგინოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 4🔗
წამახალისებელი გათამაშების მომწყობის (ორგანიზატორის) ყოველკვარტალური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საანგარიშო კვარტალში გათამაშებული საპრიზო ფონდის მიხედვით. ამასთანავე, წამახალისებელი გათამაშების ბოლო საანგარიშო კვარტალში მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება საპრიზო ფონდის ნარჩენი ღირებულებით (თანხით).
მუხლი 5🔗
სისტემურ ელექტრონული ფორმის თამაშობის მომწყობი (ორგანიზატორი) ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტლის მომდევნო თვის 15 რიცხვისა.
მუხლი 6🔗
სამორინეს სათამაშო მაგიდების, სათამაშო აპარატებისა და ტოტალიზატორის, ბინგოს, ლოტოს სალაროების მოწყობისას თამაშების ორგანიზატორები სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს იხდიან მოსაკრებლის გადახდის ნიშნების შეძენისას.
მუხლი 7🔗
მოსაკრებლის გადახდის ადმინისტრირება ეთხოვოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს.
მუხლი 8🔗
შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს ქალაქის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში.
მუხლი 9🔗
დადგენილება გაეგზავნოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელო, გურია, ზემო სვანეთის სამმართველოს.
მუხლი 10🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია