⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (24.02.2017)
გაუქმებულია:

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ

მიღების თარიღი 15.08.2014
ძალის დაკარგვა 24.02.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.170.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 4,101 სიტყვა · ~21 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.2014 მიღება
24.02.2017 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (1)
ნარჩენები - ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ
წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე ან მფლობელი ან თუ ამგვარი რამ, /როგორც ვალდებულება/, გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან.
მუხლი 2
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 2
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
სამეწარმეო საქმიანობა
1. მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები
2. სახელმწიფო ორგანიზაციები
3. ოფისები, სააგენტოები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები
4. კინოთეატრები და თეატრები
5. სკოლები, ინტერნატები,  ბაგა-ბაღები
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები, ინსტიტუტები. პროფესიული სასწავლებლები, კოლეჯები
7. სასტუმროები  (რესტორნის გარეშე)
8. საავადმყოფოები
9. პოლიკლინიკები, სტომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი
10. აფთიაქები
11. სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნები
12. დახურული ტიპის სპორტული დარბაზები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2014 წლის 15 აგვისტო ქ. ზუგდიდი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ საქართველოს ორგანული  კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“–ს  93-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების საფუძველზე,  „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“   საქართველოს კანონის პირველი მუხლის, მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 12 ​1   მუხლის და   „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად ქალაქ  ზუგდიდის  მუნიციპალიტეტის  საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნას დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი. დამტკიცდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წესი დანართი №1-ს და  დანართი №2-ს შესაბამისად. (დანართი №1 და  დანართი №2 თან ერთვის). მუხლი 2🔗 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი  ერთ სულ მოსახლეზე განისაზღვროს  0.5 ლარით  თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად  სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. მუხლი 3🔗 იურიდიული პირის, ორგანიზაციისა და დაწესებულებებისათვის, მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს  25 ლარით თვეში ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე დანართი №3-ს შესაბამისად (დანართი №3 თან ერთვის).   მუხლი 4🔗 დასუფთავების  მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის თანახმად ნაკლებია კანონით მიღებულზე (დადგენილზე). მუხლი 5🔗 საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენის  გაუვნებლობის და განთავსების, ასევე ქუჩების დაგვა-დასუფთავებისათვის ხარჯები დაიფაროს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან. მუხლი 6🔗 ქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შემოღებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის მობილიზება დაევალოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას.  მუხლი 7🔗 დადგენილება გაეგზავნოს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას. მუხლი 8🔗 კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხთა კომისიას. მუხლი 9🔗 დადგენილების მე-2 მუხლი ამოქმედდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამატებითი დადგენილების მიღების შემდეგ. მუხლი 10🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემერაბ ქვარაია დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში `წესი) შემუშავებულია `ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის  გადახდის წესს. მუხლი 1🔗. ზოგადი ნაწილი. 1. ეს წესი აწესრიგებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს. 2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში-მოსაკრებელი) წარმოადგენს  ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს. 3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში. 4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები. მუხლი 2🔗. მოსაკრებლის გადამხდელი. 1.მოსაკრებლის გადამხდელია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი. მუხლი 3🔗. მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი. 1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ქალაქის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად. 2. მოსაკრებელი გაიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის (მომსახურების), მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო კომუნალური მომსახურეობის მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნას სიდიდეების კომბინაციებიც. 3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი  გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე,  რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 4. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლიდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. 5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე,  ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს  მოსაკრებლის გახდევინებისათვის პასუხიმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს. 6. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება იმ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი. 7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნას ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ. 8. მოსაკრებლის გადახდის საბანკო დოკუმენტი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მისი დაკარგვისას აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო სამსახური სახაზინო მონაცემებიზე დაყრდნობით. 9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა. 10. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან  ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო  ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.  მუხლი 4🔗. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან განთავისუფლება. 1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე. 2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციებისა და შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი. 3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვოს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან განთავისუფლება ან განაკვეთის შემცირება. მუხლი 5🔗. მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა. მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მუხლი 6🔗. მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები. 1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით. 2. მოსაკრებელი გადაიხდევინება თვეში ერთხელ, თვის ბოლო კალენდარული დღის მეორე დღიდან 20 დღის განმავლობაში. 3.  გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ მუხლი 7🔗. პასუხიმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის. მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ეკისრება უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს (პირთა ჯგუფს). ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებისა და უტილიზაციის სამუშაოთა წარმოების განხორციელების წ ე ს ი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი ნარჩენების, მოსახლეობისა და იურიდიული პირების მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და ნარჩენების საბოლოო განთავსებას „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს სანიტარული კოდექსის, „კომუნალური მეურნეობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე. 2. ეს წესი არ ვრცელდება ყოფა-ცხოვრებაში გამოსაყენებლად აკრძალული მავნე ნივთიერებების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიური ნარჩენების შეგროვებაზე, ტრანსპორტირებაზე, გაუვნებლობასა და საბოლოო განთავსებაზე, ეს საკითხი რეგულირდება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. 3.ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში გარემოს უსაფრთხოებისა და სანიტარული სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონისა და  საქართველოს სანიტარული კოდექსის შესაბამისად,  ვალდებულია ქალაქის ქუჩებისა და სხვა საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაგვა-დასუფთავების, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი, იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებსა და შენობა-ნაგებობებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო და სამშენებლო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, მათი საბოლოო განთავსებისა და გაუვნებლობის, ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილების მოვლა-პატრონობის ორგანიზებასა და ამ წესით დადგენილი ნორმების დაცვის ზედამხედველობაზე. 4. ქალაქ ზუგდიდში საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებას, ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების, მოსახლეობის, იურიდიული პირების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, საბოლოო განთავსებასა და გაუვნებლებას ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სპეციალური სამსახურის მეშვეობით ან მომსახურების მუნიციპალური შესყიდვით. 5.ზუგდიდის ქალაქის ტერიტორიაზე წარმოქმნილი სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას ადგილობრივი თვითმმართველობა უზრუნველყოფს  ამ მომსახურების ორგანიზაციული ხელშეწყობითა და წინამდებარე და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილი ნორმების შესრულების შესაბამისი ადმინისტრირებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარჩენები - ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრისათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე ან მფლობელი ან თუ ამგვარი რამ, /როგორც ვალდებულება/, გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობიდან. ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები - ნარჩენები (გარდა ფეკალური მასების და ნახმარი წყლებისა), რომლებიც წარმოიქმნება მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების შედეგად შენობა-ნაგებობებში, საცხოვრებელ სახლებსა და ბინებში, მათ შორის გაქირავებულ ბინებში,  სასტუმროებსა და საერთო საცხოვრებლებში და  მიწის ნაკვეთებზე, აგრეთვე, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მყოფი ან მოქმედი ნებისმიერი პირის მიერ წარმოქმნილი ანალოგოური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს. გ) დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენები_საყოფაცხოვრებო ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო დანაწევრების გარეშე არ ეტევა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსში. დ) მავნე ნივთიერებები-საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საშიში და/ან მავნე ნივთიერებები, რომელთა შენახვა და ყოფა-ცხოვრებაში გამოყენებაც მოსახლეობას არ ეკრძალება. ე) სამშენებლო ნარჩენები-შენობა-ნაგებობების ნგრევის ან რემონტის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები,  ამოთხრილი მიწა, აყრილი გზატკეცილი,  მშენებლობისას გამოყენებული მასალების და მსგავსი ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად  წარმოქმნილი ნარჩენებისა. ვ) ნარჩენების წარმომქმნელი - პირი, რომლის საქმიანობის შედეგადაც  წარმოიქმნება ნარჩენები. სასტუმროებში, საერთო საცხოვრებლებში, სავაჭრო, საზოგადოებრივი კვების, საყოფაცხოვრებო და სანიტარულ-ჰიგიენური მომსახურების, ჯანმრთელობის დაცვის ობიექტებსა და მსგავს დაწესებულებებში ამ დაწესებულებების მომსახურებით მოსარგებლეთა მიერ წარმოქმნილი ნარჩენების მიმართ ნარჩენების წარმომქმნელად მიიჩნევა პირი, რომელიც ახორციელებს აღნიშნულ მომსახურებას. თუ ნარჩენები წარმოიქმნება რომელიმე პირის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ან შენობა-ნაგებობაში მესამე პირის მიერ მესაკუთრის ან მოსარგებლის დავალებით ან ნებართვით, ნარჩენების წრმომქმნელად ითვლება მესაკუთრე ან მოსარგებლე პირი. ზ) ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები-სანაგვე კონტეინერები, ურიკები, ურნები, საცხოვრებელი სახლების სანაგვე ბუნკერები, ნაგავმზიდი მანქანები  და Aა.შ. თ) ნარჩენების საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი სათავსები - ურნები, რომლებიც განთავსებულია ღია ცის ქვეშ, საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში. ი) დაგვა-დასუფთავება - მექანიკური ან ხელით დაგვა, მორეცხვა, მოხვეტა, მორწყვა. კ) მომხმარებელი - პირი, რომელიც სარგებლობს ამ წესით განსაზღვრული ერთი ან რამოდენიმე მომსახურებით. ლ) პასუხისმგებელი სუბიექტი- ადგილობრივი თვითმმართველობის სპეციალური სამსახური ან სამეწარმეო სუბიექტი, რომელიც ახორციელებს  ამ წესით განსაზღვრულ მომსახურებას ან სამუშაოს. მ)  ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილი - სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილიბრივი თვითმმართველობის მიერ გამოყოფილია ნარჩენების განსათავსებლად ან/და გასაუვნებლებლად. ნ) ნარჩენების გაუვნებლება - ნარჩენების დამუშავება, მათ შორის ნარჩენების დაწვა   სპეციალურ დანადგარებში, ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით. მუხლი 3🔗. ურთიერთობები და უფლება-მოვალეობები ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, საბოლოო განთავსების, გადამუშავებისა და გაუვნებლების პროცესებში 1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მყოფი ყველა ადამიანი, ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე მოქმედი ყველა  იურიდიული პირი (მისი ფილიალი ან სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფი), ორგანიზაცია და დაწესებულება წარმოადგენს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელს. ნარჩენების წარმომქმნელთა რეესტრს აწარმოებს  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამისი სამსახური. ნარჩენების წარმომქმნელთა რეესტრის წარმოების წესი განისაზღვრება ამ სამსახურის დებულების საფუძველზე დამტკიცებული ინსტრუქციით. 2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ყველა წარმომქმნელი ვალდებულია და უფლება აქვს ისარგებლოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების მომსახურებით ამ წესებით განსაზღვრული პირობებით. 3. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების უფლება აქვს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის  სპეციალურად ამ მიზნით შექმნილ სამსახურს ან ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ამ მომსახურებაზე უფლებამოსილ სუბიექტს (სუბიექტებს)- პირს, რომლისგანაც ადგილობრივი თვითმმართველობა შეისყიდის აღნიშნულ მომსახურებას. 4. სამშენებლო ნარჩენების  ნებისმიერი წარმომქმნელი ვალდებულია, თვითონ უზრუნველყოს ამ ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ან, თუ არა აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება, გადასცეს ეს ვალდებულება სხვა პირს. 5. ისეთი  ნარჩენების  ნებისმიერი  წარმომქმნელი, რომელთა შეგროვება, ტრანსპორტირება და გაუვნებლება ამ წესებით არ რეგულირდება, ვალდებულია უზრუნველყოს ამ ნარჩენების შეგროვება - ტრანსპორტირება, საბოლოო განთავსება და გაუვნებლება თავისი ძალებით  ან მესამე პირთა მეშვეობით, შესაბამისი  კანონმდებლობის ნორმების ზუსტი დაცვით. 6.პირი, რომელიც პასუხისმგებელია ნარჩენების ტრანსპორტირებაზე, ვალდებულია ეს პროცესი  განახორციელოს ისე,  რომ ნარჩენების ტრანსპორტირებამ  არ გამოიწვიოს ამ ნარჩენებით ან მათგან გამომდინარე ნივთიერებებით ტრანსპორტირების მარშრუტზე გარემოს, მათ შორის ატმოსფეროსა და სავალი გზის საფარის რაიმე დაბინძურება. 7. ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილი  (ადგილები) დგინდება საკრებულოს გადაწყვეტილებით. აკრძალულია ნარჩენების საბოლოო განთავსება და გაუვნებლება (მათ შორის ნარჩენის დაწვა) სხვაგან, გარდა ამ ადგილებისა. საყოფაცხოვრებო ნარჩენების საბოლოო განთავსება დასაშვებია მხოლოდ საკრებულოს მიერ  სპეციალურად საამისოდ დადგენილ ადგილებში. სამშენებლო ნარჩენების საბოლოო განთავსება, გარდა ზემოთ აღნიშნულისა,  დასაშვებია მათი წარმომქმნელის ან მესამე პირის საკუთრებაში ან  სარგებლობაში არსებულ ტერიტორიებზეც იმ პირობებით, რომ ეს ნარჩენები გამოყენებულ იქნება  ინერტულ მასალად ამავე  ტერიტორიაზე წარმოებულ მშენებლობაზე ან მეორად სამრეწველო ნედლეულად და, რომ მათი განთავსება არ გამოიწვევს გარემოს დაბინძურებას. 8. ნარჩენები  წარმოადგენს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის საკუთრებას:  ა) საყოფაცხოვრებო ნარჩენები-მათი განთავსების მომენტიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების  შესაგროვებელ სათავსში.  ბ) სამშენებლო ნარჩენები-მათი განთავსების მომენტიდან ნარჩენების საბოლოო განთავსების იმ ადგილებზე, რომლებიც ადგილობრივი თვითმმართველობის  ქვემდებარეა. 9. საყოფაცხოვრებო ნარჩენების  განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობის, ამ ადგილებში ნარჩენების გადამუშავებისა და გაუვნებლების უფლება აქვს მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ საამისოდ უფლებამოსილ სუბიექტს. ნარჩენების საბოლოო განთავსების ადგილების მოვლა-პატრონობის, ამ ადგილებში ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლების პირობები განისაზღვრება ხელშეკრულებით  ადგილობრივ  თვითმმართველობასა  (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა) და ამ სუბიექტს შორის. 10. საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება, საბოლოო განთავსება და გაუვნებლება, საზოგადოებრივი სარგებლობის ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება ფინანსდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია, ადგილობრივი ბიუჯეტის გარკვეული ხარჯების კომპენსაციის მიზნით, შემოიღოს მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის `ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ~ საქართველოს კანონის  (მუხლი 121🔗) შესაბამისად. 11. სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირებისა და საბოლოო განთავსების ხარჯებს ამ მომსახურების შემსრულებელს უნაზღაურებს სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი. მუხლი 4🔗. საყოფაცხოვრებო ნარჩენების  შესაგროვებელი სათავსები და მათი გამოყენების წესები 1. ქუჩებსა და მასობრივი თავშეყრის სხვა ღია ადგილებში სანიტარული სისუფთავის უზრუნველყოფის მიზნით, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა განალაგებს ურნებს - ნარჩენების საზოგადოებრივი სარგებლობის სათავსებს, რომლებიც განკუთვნილია ამ ადგილებით  მოსარგებლე ადამიანების მიერ წარმოქმნილი წვრილმანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად. აკრძალულია ასეთი სათავსოების გამოყენება მოსახლეობის ან იურიდიული პირების  მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენების შესაგროვებლად. 2.საცხოვრებელ სახლებსა და სხვა შენობა-ნაგებობებში, სადაც არის სტაციონარული სანაგვე    ბუნკერები, საყოფაცხოვრებო ნარჩენები, გარდა დიდგაბარიტიანი, საშიში ნივთიერებების შემცველი და ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენებისა, უნდა შეგროვდეს მხოლოდ ამ ბუნკერებში. 3.ისეთ სახლებში მცხოვრები მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომლებსაც სტაციონარული სანაგვე ბუნკერი არა აქვს, ადგილობრივი თვითმმართველობა საცხოვრებელი სახლების ეზოებში, სავალი გზების ნაპირებზე  ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებში განალაგებს სანაგვე კონტეინერებს. 4.იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებულნი არიან იქონიონ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი საკუთარი სათავსები და აცნობონ მათი განლაგების ადგილების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის  შესაბამის სამსახურს.  ასეთი სათავსები უნდა განლაგდეს მათი მფლობელების საკუთრებაში ან სარგებლობაში მყოფ ტერიტორიაზე ისე, რომ შესაძლებელი იყოს საცავთან ნაგავმზიდი მანქანით დაუბრკოლებლად მისვლა. თუ ეს შეუძლებელია და აუცილებელია სათავსის განლაგება საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილზე, საჭიროა განლაგების ადგილის შეთანხმება ადგილობრივი თვითმმართველობის  შესაბამის სამსახურთან. 5.  საზოგადოებრივი სარგებლობის ურნებისა და მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შესაგროვებელი სანაგვე კონტეინერების  კონსტრუქციას, ზომებსა და განლაგების ადგილს ადგენს ადგილობრივი თვითმმართველობა. თუ იურიდიული პირი, ორგანიზაცია ან  დაწესებულება საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსს განალაგებს საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილზე, ეს სათავსი კონსტრუქციითა და ზომებით ისეთივე უნდა იყოს, როგორიცაა მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო    ნარჩენების შესაგროვებელი სათავსები. 6. საზოგადოებრივი სარგებლობის  ადგილებში განლაგებული ურნები და მოსახლეობის მიერ  წარმოქმნილი ნარჩენების შესაგროვებელი სანაგვე კონტეინერები არის  ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრება ან მის სარგებლობაში არსებული ქონება. 7. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების შეგროვება, სითხეების  ჩასხმა, თოვლისა და ყინულის ჩაყრა და სხვა ისეთი ნივთების  ან ნივთიერებების განთავსება, რომლებმაც საცავის დაზიანება ან უჩვეულო დაბინძურება შეიძლება გამოიწვიოს. 8. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ნარჩენების ჩაწნეხა, დაქუცმაცება, დაწვა ან ქიმიკატებით დამუშავება. 9.აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების გამოყენება  სამშენებლო ნარჩენების, საშიში ნივთიერებების შემცველი და/ან  დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად. ასეთ სათავსებში ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამ წესებით განსაზღვრულ შემთხვევებში. 10. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებიდან ნარჩენების ნაგავმზიდ  მანქანაში გადატვირთვა, სათავსების განლაგების ადგილის დაგვა-დასუფთავება, როცა ეს საჭიროა ნარჩენების გადატვირთვის შედეგად ამ ადგილის დაბინძურების გამო, სათავსების (გარდა სტაციონარული სანაგვე ბუნკერებისა) პერიოდული წმენდა ევალება შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებაზე პასუხიმგებელ სუბიექტს. 11. იმ შენობის მესაკუთრე (მესაკუთრეები) ან მოსარგებლე, რომელსაც აქვს სტაციონარული სანაგვე ბუნკერი, ვალდებულია, ყოველთვიურად უზრუნველყოს ბუნკერის დეზინფექცია და დერატიზაცია, ხოლო ზაფხულის თვეებში –ასევე დეზინსექცია. 12. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ნარჩენების საცავის მფლობელი (მოსარგებლე) ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციას და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ სამსახურს სათავსის დაკარგვის, მისი განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანების შესახებ. იგი ვალდებულია აგრეთვე, შეცვალოს დაკარგული საცავი ახლით ან აღადგინოს დაზიანებული საცავი ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სამსახურის მიწერილობით, განსაზღვრულ ვადებში. მუხლი 5🔗. ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება, დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება 1. ტერიტორიის დაგვა-დასუფთავება გულისხმობს ამ ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნაგვის, შლამის, მცირე ზომის ქვების, ცხოველური ექსკრემენტების, მცენარეთა ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების, მათ შორის მცენარეთა გადაბელვის, ან თიბვის შედეგად წარმოქმნილი  ნარჩენების ერთად მოგროვების და ტერიტორიისთვის მოცილებას. 2. დაუშვებელია  დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება. დაგვა-დასუფთავება არ უნდა იწვევდეს გარემოს დამტვერიანებას. 3. დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე. 4. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა პასუხისმგებელია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქცეული საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილი სამანქანო და ქვეითად სავალი  ქუჩების, ტროტუარების,   კიბეების, ხიდების, გვირაბების, მათი გამყოფი და მიმდებარე გამწვანების ზოლების, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებული ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების დაგეგმვასა და განხორციელებაზე ან განხორციელების ორგანიზებაზე. 5.  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობით დაგვა-დასუფთავებას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალსა და მათი დაგვა-დასუფთავების გრაფიკს ქალაქ  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის წარდგენით ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. 6. თუ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალურ საზღვრებში მოქცეული ესა თუ ის ტერიტორია რომელიმე ფიზიკური ან იურიდიული პირის საკუთრებაში ან სარგებლობაშია ან მისი მოვლა-პატრონობა ევალება რომელიმე ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელია ეს პირი და იგი ვალდებულია, სისუფთავეში იქონიოს ეს ტერიტორია. 7.  ტერიტორიის დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ეს ნარჩენები შეაგროვოს ერთად, სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ სათავსში ან მის გარეშე ისე, რომ არ მოხდეს გარემოს დაბინძურება შეგროვებულ ნარჩენებზე ქარის, ატმოსფერული ნალექების ან ცხოველების და ფრინველების ზემოქმედებით. ქუჩებსა და საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება საცავს გარეთ მოკლე პერიოდით (არაუმეტეს 3 საათისა) შეუძლია მხოლოდ იმ სუბიექტს, რომელიც პასუხისმგებელია ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე. ყველა სხვა შემთხვევაში დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ქუჩაში ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებში შეგროვება დაუშვებელია. 8. იმ ადგილებში, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება ღია სატვირთო მანქანებით, დასაშვებია ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსებში (გარდა შენობა-ნაგებობების სტაციონარული სანაგვე ბუნკერებისა). 9. იმ ობიექტების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას, რომლებზეც ვრცელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის პასუხისმგებლობა, ახორციელებს ამ ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. 10. ადგილებიდან, სადაც დაშვებულია ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსებში, ამგვარი ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო  განთავსება ხორციელდება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად იმ სუბიექტის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. 11. ადგილებიდან, სადაც დაუშვებელია ტერიტორიების დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსებში, ამგვარი ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება ხორციელდება სხვა საყოფაცხოვრებო  ნარჩენებისაგან განცალკევებით იმ სუბიექტის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. ასეთ ადგილებში დაგვა-დასუფთავებით ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. ასეთ ადგილებში დაგვა-დასუფთავებით ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამგვარი ნარჩენების შეგროვებისთანავე ტელეფონით აცნობოს მათი წარმოქმნისა და შეგროვების ადგილის შესახებ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, რომელიც თავის მხრივ, ვალდებულია, არაუგვიანეს სატელეფონო შეტყობინების მიღების მომდევნო სამუშაო დღისა, ტელეფონითვე აცნობოს ნარჩენების წარმომქმნელს ამ ნარჩენების გატანის ზუსტი დრო და სატელეფონო შეტყობინების მიღებიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს მათი ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება.  მუხლი 6🔗. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება 1. მომხმარებელი ვალდებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენები შეაგროვოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენების დადება ქუჩაში ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილებში, მათი ჩაყრა მდინარეებში, არხებში, ხევებში და ა.შ. 2. მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება ხდება ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დადგენილ ადგილებში განლაგებულ  საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან შენობის სანაგვე ბუნკერებში. აკრძალულია საცხოვრებელ ბინებში წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება ნარჩენების საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილ სათავსებში. 3. იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები მათ მიერ წარმოქმნილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებს აგროვებენ მხოლოდ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელ საკუთარ სათავსებში. ამ პირებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილ ან მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსოებში. 4. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის იმ ადგილებში, სადაც საყოფაცხოვრებო ნარჩენების სათავსები არ დგას, მომხმარებელმა ნარჩენები უნდა მიიტანოს და ჩაცალოს ნაგავმზიდ მანქანაში. აკრძალულია შეგროვებული საყოფაცხოვრებო ნარჩენების უმეთვალყურეოდ დატოვება ნაგავმზიდი მანქანის დგომის ადგილზე. 5.  აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსებში სამშენებლო ნარჩენების, მიწის, ქვების და ისეთი სახის ნარჩენების შეგროვება, რომელთა  სათავსში მოთავსება მათი ფიზიკური მდგომარეობის ან გაბარიტების გამო არ ხერხდება ან რომელთა ასეთ სათავსებში მოთავსებაც გამოიწვევს სათავსის დაზიანებას ან უჩვეულო დაბინძურებას. 6.  აკრძალულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსებში მავნე ნივთიერებების, რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების შეგროვება საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად ან მათგან განცალკევებით. 7.  საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსებში  ტერიტორიების დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხილოდ ამ წესის 5.8 მუხლის პირობებით. 8.  საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას ახორციელებს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი სუბიექტი გრაფიკით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი. მუხლი 7🔗. დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება 1.  აკრძალულია დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების განთავსება საყოფაცხოვრებო  ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში. 2.  დიდგაბარიტიანი ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, საკუთარი ხარჯით მოამზადოს იგი ტრანსპორტირებისათვის. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დაბინძურდეს მიმდებარე ტერიტორია.  დაშლილი ნარჩენები მაგრად უნდა შეიკრას და, თუ ეს აუცილებელია გარემოს დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, უნდა შეიფუთოს. 3.  დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ტრანსპორტირებამდე უნდა ინახებოდეს მის წარმომქმნელთან. 4. დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებას ახორციელებს სუბიექტი, რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებაზე. ამგვარი ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ტელეფონით აცნობოს მათი წარმოქმნის, დაახლოებითი გაბარიტებისა და წონის შესახებ აღნიშნულ სუბიექტს. 5.   ადგილებიდან, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააქვთ ღია სატვირთო მანქანებით, დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად. 6.  ადგილებიდან, საიდანაც საყოფაცხოვრებო ნარჩენები გააქვთ სპეციალიზებული დახურული ნაგავმზიდი მანქანებით, დიდგაბარიტიანი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ხდება ცალკე, საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ ნარჩენების წარმომქმნელისაგან სატელეფონო შეტყობინების მიღებიდან 2 დღის ვადაში. ეს სუბიექტი ვალდებულია ტელეფონით აცნობოს ნარჩენების წარმომქმნელს მათი გატანის ზუსტი დრო არაუგვიანეს გატანის წინა დღისა. მუხლი 8🔗. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება, ტრანსპორტირება და  საბოლოო განთავსება 1. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენები წარმომქმნელმა უნდა შეაგროვოს ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში სხვა ნარჩენებისაგან განცალკევებით და ტრანსპორტირებამდე უნდა შეინახოს თავისთან, ცხოველების, ფრინველებისა და მესამე პირთათვის მიუწვდომელ დახურულ სათავსში. აკრძალულია ამგვარი ნარჩენების შეგროვება სხვა სახის ნარჩენების შესაგროვებელ სათავსში ან ამგვარ ნარჩენებიანი ჭურჭლის უმეთვალყურეოდ დატოვება საზოგადოებრივი სარგებლობის ან სხვა ღია ადგილებში. 2.  მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებაზე პასუხისმგებელია სუბიექტი, რომელსაც გააქვს შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენები. 3. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება ხორციელდება მხოლოდ სპეციალიზებული ტრანსპორტით. 4. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ტელეფონით აცნობოს მათი წარმოქმნის შესახებ ამგვარი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და საბოლოო განთავსებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია შეტყობინების მიღებისთანავე ტელეფონითვე აცნობოს ნარჩენების წარმომქმნელს მათი გატანის ზუსტი დრო და უზრუნველყოს ამ ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება არაუგვიანეს სატელეფონო შეტყობინების მიღების მომდევნო სამუშაო დღისა. 5. მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენები ნარჩენების წარმომქმნელმა მხოლოდ დათქმულ დროს უნდა მიიტანოს სპეციალიზებულ ტრანსპორტთან. აკრძალულია ნარჩენების უმეთვალყურეოდ დატოვება  ასეთი ტრანსპორტის სადგომთან მის მოსვლამდე ან მისი წასვლის შემდეგ. ტრანსპორტის დათქმულ დროს მიუსვლელობის შემთხვევაში, ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, უკან წაიღოს მავნე ნივთიერებების შემცველი საყოფაცხოვრებო ნარჩენები, შეინახოს დადგენილი წესით და ტელეფონით აცნობოს  ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურს ტრანსპორტის მიუსვლელობის შესახებ.  მუხლი 9🔗. სამშენებლო ნარჩენების შეგროვება და ტრანსპორტირება 1. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელია პირი, რომლის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე ან/და შენობა-ნაგებობაში ამ პირის მიერ უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით სრულდება სამუშაოები სამშენებლო ნარჩენების წარმოქმნით. 2. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოების წარმოების პროცესში სამშენებლო ნარჩენები შეაგროვოს ერთად, მისსავე ტერიტორიაზე. თუ სამშენებლო ნარჩენების შეგროვება ამ წესით შეუძლებელია და ამ მიზნით აუცილებელია ქუჩის სავალი ნაწილის, ტროტუარის ან საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილის  გამოყენება, ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია, ეს საკითხი შეათანხმოს ადგილობრივი თვითმმართველობის შესაბამის სამსახურთან. 3. სამშენებლო ნარჩენები უნდა შეგროვდეს ისე, რომ არ გამოიწვიოს მიმდებარე ტერიტორიებისა და გარემოს დაბინძურება, მათ შორის ატმოსფერული ნალექების, ქარის, ცხოველებისა და ფრინველების ზემოქმედებით. 4. დასაშვებია სამშენებლო ნარჩენების შეგროვება ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებით წარმოქმნილ საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად იმ პირობით, რომ საერთო მასაში სამშენებლო ნარჩენების წილი არ იყოს 10 პროცენტზე მეტი. ყველა სხვა შემთხვევაში აკრძალულია სამშენებლო ნარჩენების შესაგროვებლად საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი სათავსების გამოყენება.  5. სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი ვალდებულია ამ ნარჩენების წარმოქმნასთან დაკავშირებული სამუშაოების დამთავრებიდან სამი დღის ვადაში უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება საკუთარი ხარჯით.  6. შესაბამისი ტერიტორიიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანაზე პასუხისმგებელი სუბიექტი ვალდებულია, თუ ამას მოითხოვს სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი, უზრუნველყოს სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება და საბოლოო განთავსება. ამ მომსახურების ღირებულებას მას უნაზღაურებს სამშენებლო ნარჩენების წარმომქმნელი. მუხლი 10🔗. პასუხისმგებლობა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სანიტარული დასუფთავების წესების      დარღვევაზე, წესების დარღვევაზე, წესების დაცვის კონტროლი და ზედამხედველობა. 1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი ან მოქმედი ნებისმიერი ადამიანი ან იურიდიული პირი ვალდებულია დაიცვას ამ წესების მოთხოვნები. 2. საყოფაცხოვრებო ნარჩენების საცავის მითვისება, მოპარვა, განზრახ ან გაუფრთხილებლობით დაზიანება იწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. მომხმარებლის ან პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ ამ წესების დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461.1 ან 148 მუხლის შესაბამისად. 4. თუ ამა თუ იმ პირის მიერ ამ წესების დარღვევით ზიანი მიადგება მესამე პირს, სასჯელის ადმინისტრაციული სახდელის მოხდა არ ათავისუფლებს დამრღვევს მესამე პირისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურების ვალდებულებისაგან. 5.  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობას არა აქვს უფლება,  არ მოითხოვოს ამ წესების დარღვევით მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება 6. პასუხისმგებელი სუბიექტის მიერ ამ წესების დარღვევისათვის ადმინისტრაციული სახდელის მოხდა არ ათავისუფლებს მას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობასთან დადებული ხელშეკრულებით ასეთი დარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციისაგან. 7. ამ წესების დაცვაზე ყოველდღიურ კონტროლს ახორციელებენ პასუხისმგებელი სუბიექტები, რომლებსაც ევალებათ ტერიტორიების დაგვა-დასუფთავება და საყოფაცხოვრებო ნარჩენების ტრანსპორტირება. დარღვევის გამოვლენისთანავე, ეს სუბიექტები ვალდებულნი არიან აცნობონ ამის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის სამსახურს, რომელსაც ევალება ამ წესების დაცვაზე ადმინისტრაციული ზედამხედველობა. 8. წინამდებარე წესების ნორმების დაცვაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ ზედამხედველობას  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ახორციელებს ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მეშვეობით. 9. სამსახურის მიერ ადმინისტრაციული ზედამხედველობის  განხორციელების ფორმები და  პირობები განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ქალაქ ზუგდიდს მუნიციპალიტეტის საკრებულო და ამ დებულების საფუძველზე დამტკიცებული ინსტრუქციებით.  დასუფთავების მოსაკრებლის ტარიფები № სამეწარმეო საქმიანობა ზომის ერთეული მოსაკრებლის  განაკვეთი თვეში  (ლარებში) შენიშვნა 1 2 3 4 5 1.         მუზეუმები, ბიბლიოთეკები, არქივები საერთო ფართობი      მ​2 0,03 2.         სახელმწიფო ორგანიზაციები საერთო ფართობი      მ​2 0.50 ან ნარჩენის   1 მ3 –ზე 25 ლარი 3.         ოფისები, სააგენტოები, ბანკები, საკრედიტო და საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები საერთო ფართობი      მ​2 0,5 4.         კინოთეატრები და თეატრები მაყურებლის ერთი  სავარძელი 0,15 5.         სკოლები, ინტერნატები,  ბაგა-ბაღები ერთ მოსწავლეზე 0,1 6.         უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები, ინსტიტუტები. პროფესიული სასწავლებლები, კოლეჯები ერთ სტუდენტზე 0.15 ან ნარჩენის   1 მ3 –ზე 25 ლარი 7.         სასტუმროები  (რესტორნის გარეშე) მომსახურების ერთეული (ერთი საწოლი) 3 8.         საავადმყოფოები  ნარჩენის   1 მ​3 25 ლარი 9.         პოლიკლინიკები, სტომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი სამუშაო ფართობის  1 კვმ 1 10.     აფთიაქები სამუშაო ფართობის  1 მ​2 1 11.     სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნები საერთო ფართობის 1 მ​2 0,1 12.     დახურული ტიპის სპორტული დარბაზები 1 მ​3 25 ლარი 13.     სასურსათო და სხვა დასახელების მარკეტები სამუშაო ფართის 1 მ​2 1 14.     ოქროს სავაჭრო ბირჟები, ლომბარდი სამუშაო ფართის 1 მ​2 1 15.     აგრარული ბაზრები საერთო ფართობის 1 მ​2 1 16.     შერეული საქონლის ბაზრობები საერთო ფართობის 1 მ​2 1 17.     ავტოსადგომები 1 მ​2 0,4 18.     ბენზინგასამართი სადგურები 1 მ​2 0.8 19.     აბანოები,  საუნები 1 მ​2 0,5 20.     სადალაქოები, სილამაზის სალონები 1 მ​2 1 21.     რესტორნები, კაფე-ბარები, სასადილოები და სწრაფი კვების ობიექტები (შაურმა) ერთი დასაჯდომი ადგილი, ან 2 1 მ​2 25 ლარი 22.     საცხობები და საკონდიტროები 1 მ​2 1 23.     ტოტალიზატორები, სისტემურ ელექტრონული აპარატები და სხვა სათამაშო კლუბები 1 მ​2 1 24.     რკინიგზის და საავტომობილო სადგურები 1 მ​2 25 25.     ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები 1 მ​2 0,1 26.     სამხედრო ნაწილები, პენიტენციალური სისტემა 1 მ​2 25 27.     ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო 1 მ​3 1 28.     მშენებარე ობიექტები ფართის 1 მ​2-ზე 1 29.     საბითუმო საწყობი, მაცივარი, ბაზა 1 მ​3 1 30.     საბანკეტო დარბაზები 1 მ​2 25 31.     სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრის და სხვა სახელოსნო სამუშაო ფართობის 1 კვმ                      1                             32.     თხილის გადამამუშავებელი საწარმოები 1 მ​2 25 სეზონურად შენიშვნა: ინფრასტრუქტურის ფართზე მოსაკრებელი არ დაირიცხება.