„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№505
სარეგისტრაციო კოდი
010220030.10.003.018125
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №505

2014 წლის 18 აგვისტო

ქ.თბილისი

 

„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის მიზნით დაფინანსების გამოყოფის საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2013 წლის 8 ნოემბრის №289 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 11/11/2013;  010220030.10.003.017456) შეტანილ იქნეს ცვლილება და  პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშესაწყობად დაფინანსების გამოყოფის საკითხების შესწავლის მიზნით, შეიქმნას უწყებათაშორისი კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ქეთევან ნატრიაშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე,  კომისიის   თავმჯდომარე;

თამაზ მარსაგიშვილი – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

გიორგი შარვაშიძე – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე;

გიორგი ამაშუკელი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე;

დიმიტრი ქუმსიშვილი – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე;

მარიამ ჯაში – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე;

გიორგი ჯავახიშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე;

რატი ბრეგაძე – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე;

ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის კანცელარიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსი;

გრიგოლ გაგოშიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორი;

მინდია ოკუჯავა – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უმაღლესი განათლების განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი