სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 19.08.2014
ძალაში შესვლა 18.09.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ნომერი №2-149
სარეგისტრაციო კოდი 340170000.22.032.016154
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 20/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,643 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
19.08.2014 მიღება
18.09.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (7)
1 2
6 7
7 8
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია სოფლის მეურნეობის მინისტრი
დათესვის, მოყვანისა და კულტივირების შედეგად მიღებული ნედლეულისა და მათგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერებების   დასახელება
მოყვანის/კულტივირების დასრულების თარიღი მოყვანის/კულტივირების დასრულების შედეგად მიღებული მცენარის /სოკოს/ დასახელება
გამოყენების მიზეზი გამოყენების შედეგად დარჩენილი ნედლეულისა და მათგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერებების   დარჩენილი რაოდენობა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-149 2014 წლის 19 აგვისტო ქ. თბილისი სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესის დამტკიცების შესახებ „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,  ვბრძანებ : მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესი. მუხლი 2🔗 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან ოცდამეათე დღეს.სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ დანელია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესი მუხლი 1🔗 ეს წესი (შემდგომში - წესი) არეგულირებს  სამეცნიერო-კვლევითი მიზნით  ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების პროცედურებს. მუხლი 2🔗 1. „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა  და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ნებადართულია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა გამოყენება სახელმწიფო დაწესებულების და ეროვნულ კომპეტენტური ორგანოს (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო (შემდგომში -სააგენტო)) მიერ უფლებამოსილი იურიდიული პირისათვის. 2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვა, მოყვანა  და კულტივირება ხორციელდება მხოლოდ იურიდიული პირების მიერ ამ ბრძანების შესაბამისად. მუხლი 3🔗 „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა  და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის უფლებამოსილების მქონე იურიდიულ პირებს უფლება აქვთ, განახორციელონ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა იმპორტი, შესაბამისად, მხოლოდ სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად. ამ შემთხვევაში იმპორტი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4🔗 „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა  და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად,   ნებადართულია სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი  შემდეგი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვა, მოყვანა და კულტივირება: ა) კოკას ბუჩქი − Erythroxylon-ის გვარის ნებისმიერი სახეობა; ბ) ოპიუმის ყაყაჩო (დამაძინებელი ყაყაჩო, ხაშხაში) − Papaver somniferum L-ის სახეობის მცენარე; გ)  მცენარე კანაფი − Cannabis-ის გვარის ნებისმიერი სახეობა; დ) Lophophora-ს გვარის კაქტუსის ყველა სახეობა; ე) Echinopsis-ის გვარის კაქტუსის ყველა სახეობა; ვ) Catha-ს გვარის მხოლოდ Catha edulis-ის სახეობის მცენარე; ზ) მცენარე ეფედრა − Ephedra-ს გვარის ყველა სახეობა; თ) Strophariaceae-ს ოჯახის ყველა გვარის სოკო. მუხლი 5🔗 1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვა, მოყვანა და კულტივირება ნებადართულია   მხოლოდ  შენობა - ნაგებობაში,  ამ მიზნით  გამოყოფილ ფართში,  რომელსაც უნდა ჰქონდეს კაპიტალური კედლები,  შესასვლელი რკინის  კარი,  ფანჯრები ნებისმიერ კონსტრუქციის რკინის გისოსებით და  შესასვლელი  აღჭურვილი უნდა იყოს  შუქხმოვანი სიგნალიზაციით, სადღეღამისო დაცვით და ვიდეომეთვალყურეობის სისტემით როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე, რომელზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტის უფლებამოსილი პირი ელექტრონული სახით ადგენს ვიდეომეთვალყურეობის სისტემის დამონტაჟების დამადასტურებელ აქტს. 2. ვიდეომეთვალყურეობის სისტემა უნდა შეესაბამებოდეს „აზარტული და სხვა მომგებიანი თამაშობების (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) ადგილებზე და გარე პერიმეტრზე ვიდეომეთვალყურეობის სისტემებისა და მათი დამონტაჟება-ექსპლოატაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2007 წლის 29 აგვისტოს №1143 ბრძანებით განსაზღვრულ ვიდეომეთვალყურეობის სისტემებსა და მათი დამონტაჟება-ექსპლუატაციის წესებს. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შენობა-ნაგებობაში შესვლის უფლება აქვს  სათანადო ნებართვის  მქონე იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრულ უფლებამოსილ პირს(ებს), ხოლო გარეშე პირი დაიშვება სათანადო ნებართვის საფუძველზე. მუხლი 6🔗 სამეცნიერო-კვლევითი მიზნით  ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვა-მოყვანით და კულტივირებით დაინტერესებული  იურიდიული პირი (შემდგომში - დაინტერესებული პირი)  ვალდებულია შესაბამისი სამუშაოების დაწყებამდე ექვსი თვით ადრე სააგენტოში წარადგინოს დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებული ქვემოთ ჩამოთვლილი ინფორმაციის შემცველი  დოკუმენტაცია: ა) მონაცემები დაინტერესებული პირის შესახებ (იურიდიული პირის დასახელება, იურიდიული მისამართი, საიდენტიფიკაციო ნომერი); ბ) დაგეგმილი საქმიანობის მიზნები, ამოცანები და  დაგეგმილი საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის   ნუსხა ქართული და ლათინური  დასახელების მითითებით; გ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით, ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის განკუთვნილი ფართის  შესახებ; დ) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ფართზე  გამოყენებული თესლის, ან/და ნერგის ან/და მიცელიუმის რაოდენობაზე; ე) ამ მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოდგენილ ფართზე  დათესვის, მოყვანისა და კულტივირების შედეგად მისაღები ნედლეულის სავარაუდო  რაოდენობის შესახებ; ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების კონკრეტული ვადები, შესაბამისი დასაბუთებით; ზ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების განხორციელების ადგილი (სრული მისამართისა და კოორდინატების მითითებით); თ) გამოსაყენებელი საჭირო სპეციალური ტექნიკური საშუალებების და მეთოდების დეტალური აღწერა, შესაბამისი დასაბუთებით. მუხლი 7🔗 1. დაინტერესებული პირის მიერ სააგენტოში წარდგენილ ინფორმაციას უნდა დაერთოს:  ა) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირებისათვის გამოყოფილი შენობა-ნაგებობის, ასევე ტექნიკური აღჭურვილობის საკუთრების უფლების ან სხვაგვარად  კანონიერი ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გაცემული დასკვნა, იმის თაობაზე, რომ ობიექტებში, სადაც უნდა განხორციელდეს  ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვა, მოყვანა და კულტივირება, დაცულია მათი მოყვანისა და  შენახვის კანონმდებლობით დადგენილი წესი და ამგვარი ობიექტების აღჭურვისა და საინჟინრო-ტექნიკური საშუალებებით დაცვის დადგენილი მოთხოვნები; გ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების განხორციელებაზე  უფლებამოსილი პირის(ების) გამოყოფის თაობაზე იურიდიული პირის ხელმძღვანელის მიერ გამოცემული დოკუმენტის ასლი და უფლებამოსილი პირის(ების) კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების განხორციელებაზე  უფლებამოსილი პირზე(ებზე), შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილი ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულების ნიშნებისა და ამ ნივთიერებათა ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარების ფაქტის არ არსებობა; ე) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული ცნობა იმ თანამშრომლებზე, რომელთაც სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში ექნებათ დაშვება ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმთან, რომ ისინი არ არიან ნასამართლევი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის, ან  ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორის უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაულისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დასკვნის გასაცემად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იურიდიული პირის მიერ უნდა მიეწოდოს ინფორმაცია იურიდიული პირის დამფუძნებლ(ებ)ის, ხელმძღვანელ(ებ)ისა და წევრ(ებ)ის საიდენტიფიკაციო მონაცემების შესახებ. მუხლი 8🔗 სააგენტოს უფლება აქვს დაინტერესებულ პირს ამ წესით გათვალისწინებული დოკუმენტაციის გარდა, საჭიროების შემთხვევაში მოსთხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია. მუხლი 9🔗 წინამდებარე წესით დადგენილი ინფორმაციის (დოკუმენტაციის) მიღების შემდეგ სააგენტო ამოწმებს წარდგენილი ინფორმაციას (დოკუმენტაციას)  და  ერთი თვის  ვადაში იღებს გადაწყვეტილებას სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვა-მოყვანა და კულტივირებაზე თანხმობის გაცემაზე ან ეუბნება დასაბუთებულ უარს. მუხლი 10🔗 1. სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების განმახორციელებელი ვალდებულია: ა) ისარგებლოს ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის მხოლოდ იმ სახეობებით და ოდენობით, რომლებიც მითითებულია ამ წესის მე-4 და მე-6 მუხლების  შესაბამისად წარდგენილ ინფორმაციაში; ბ) განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის კულტივირება იმ მეთოდებითა და საშუალებებით, აგრეთვე იმ ტერიტორიაზე და ვადებში, რომლებიც მითითებულია წინასწარ წარდგენილ ინფორმაციაში; გ) დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის ბრუნვის მოთხოვნები, რომელთა  დარღვევა გამოიწვევს ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვა-მოყვანისა და კულტივირების განმახორციელებელი პირის პასუხისმგებლობას  კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) მიღებული ნედლეულისა და მათგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერებების გადაადგილება განახორციელოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით და სსიპ-დაცვის პოლიციის თანხლებით. ე) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარეების დათესვა-მოყვანისა და კულტივირების პროცესის ყველა ეტაპზე აწარმოოს №1 დანართის შესაბამისად სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეების დათესვის, მოყვანისა და კულტივირების პროცესის ყველა ეტაპის აღწერის ჟურნალი, რომელიც უნდა შეივსოს ელექტრონულად, მონაცემები აისახოს ცენტრალიზებულ მონაცემთა ბაზაში, სათანადო პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, რომელზე წვდომა ექნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირ(ებ)ს; ვ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების დასრულებიდან ერთი თვის ვადაში სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №2 დანართით დადგენილი „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების შედეგების შესახებ“ შეტყობინების ფორმის შესაბამისად წარუდგინოს  ინფორმაცია; ზ) სააგენტოსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ყოველთვიურად, მომდევნო თვის 10 რიცხვამდე,  წარუდგინოს ანგარიში „სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების შედეგად მიღებული ნედლეულისა და მათგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერებების   გამოყენებული რაოდენობისა და არსებული ნაშთების  შესახებ“ №3 დანართით დადგენილი შეტყობინების  ფორმის შესაბამისად. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია ადგილზე მისვლით განახორციელოს  იურიდული პირის საქმიანობის შემოწმება. მუხლი 11🔗 იურიდიულმა პირმა, სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეების გაუვარგისების, დაზიანების ან კვლევის მიზნებისათვის გამოუყენებლობის შემთხვევაში უნდა უზრუნველყოს მისი განადგურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და   საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მონაწილეობით. დანართი №1 სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეების დათესვის, მოყვანისა და კულტივირების პროცესის ყველა ეტაპის აღწერის ჟურნალი № მცენარის /სოკოს საწყისი მასალის დასახელება საზომი ერთეული რაოდენობა დათესვამდე /დარგვამდე მოყვანის/კულტივირების/ დაწყების თარიღი ეტაპების აღწერა 1 2 3 4 5 6 მოყვანის/კულტივირების დასრულების თარიღი მოყვანის/კულტივირების დასრულების შედეგად მიღებული მცენარის /სოკოს/ დასახელება მოყვანის/კულტივირების /დასრულების შედეგად მიღებული რაოდენობა საზომი ერთეული შენიშვნა 7 8 9 10 11  შენიშვნის გრაფაში მიეთითება  მცენარის/სოკოს მოყვანის, კულტივირების დასრულების შედეგად მათგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერების დასახელება და რაოდენობა. დანართი №2 შეტყობინების ფორმა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების შედეგების შესახებ იურიდიული პირის დასახელება და მისამართი--------------------------------------------- ტელეფონი---------------------- ფაქსი----------------------------------------------------------- № მცენარის /სოკოს საწყისი მასალის დასახელება საზომი ერთეული რაოდენობა დათესვამდე /დარგვამდე/ მოყვანის/კულტივირების/ დაწყების თარიღი 1 2 3 4 5 მოყვანის/კულტივირების დასრულების თარიღი მოყვანის/კულტივირების დასრულების შედეგად მიღებული მცენარის /სოკოს/ დასახელება მოყვანის/კულტივირების /დასრულების შედეგად მიღებული რაოდენობა საზომი ერთეული შენიშვნა 6 7 8 9 10 პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა: ბ.ა. დანართი №3 შეტყობინების ფორმა სამეცნიერო-კვლევითი მიზნით ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორის შემცველი მცენარეებისა და სოკოების მიცელიუმის დათესვის, მოყვანისა და კულტივირების შედეგად მიღებული ნედლეულისა და მათგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერებების   გამოყენებული რაოდენობისა და არსებული ნაშთების  შესახებ იურიდიული პირის დასახელება და მისამართი--------------------------------------------- ტელეფონი---------------------- ფაქსი----------------------------------------------------------- საანგარიშო წელი და თვე---------------------------------------------------------------------- № დათესვის, მოყვანისა და კულტივირების შედეგად მიღებული ნედლეულისა და მათგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერებების   დასახელება საზომი ერთეული ნაშთი თვის დასაწყისისათვის საზომი ერთეული მიღებული რაოდენობა 1 2 3 4 5 6 გამოყენების მიზეზი გამოყენების შედეგად დარჩენილი ნედლეულისა და მათგან გამოყოფილი აქტიური ნივთიერებების   დარჩენილი რაოდენობა შენიშვნა 7 8 9 პასუხისმგებელი პირის თანამდებობა და ხელმოწერა: ბ.ა.  შენიშვნა - მონაცემების წარდგენა სავალდებულოა როგორც  მოყვანილ კულტივირებულ მცენარეზე/სოკოზე, ასევე მათგან გამოყოფილ აქტიური ნივთიერებების   შესახებ.