„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 154) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებები და მოვალეობები საწარმოო უსაფრთხოების სფეროში
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებებსა და მოვალეობებს საწარმოო უსაფრთხოების სფეროში განეკუთვნება:
ა) სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ბ) ადგილობრივი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
გ) საწარმოო ობიექტის განთავსების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამის ორგანოებთან შეთანხმებით;
დ) ამ კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებული ორგანოების მიერ უსაფრთხოების მოთხოვნების დამრღვევთა მიმართ წაყენებული მოთხოვნების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ე) მოსახლეობის ინფორმირება ობიექტებზე ავარიებით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებში მოქმედებათა გეგმის შესახებ;
ვ) ობიექტზე ავარიის შემთხვევაში მისი ლოკალიზაციისა და აღმოფხვრისათვის, ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრების გადარჩენისათვის, წესრიგის დაცვისა და საწარმოს საქმიანობის აღდგენასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელის შეწყობა;
ზ) ობიექტების განთავსების შესახებ საჯარო განხილვების უზრუნველყოფა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლა.“.
2. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა თავიანთ ტერიტორიებზე განლაგებული ობიექტებისათვის;“.
3. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ახლად აშენებული ან რეკონსტრუირებული ობიექტი საექსპლუატაციოდ მიიღება დამკვეთის, შემსრულებელი ორგანიზაციის, ამ კანონის მე-3 მუხლში აღნიშნული უფლებამოსილი ორგანოებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლების მონაწილეობით.“.
4. მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) უფლებამოსილ სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს დაუყოვნებლივ მიაწოდოს ინფორმაცია მომხდარი ავარიების შესახებ;“.
5. მე-16 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საწარმოო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო ზედამხედველობასა და კონტროლს თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სპეციალურად უფლებამოსილი სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები.“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2006 წლის 10 ნოემბერი.
№3642–IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 10.11.2006.
- როდის იქნა მიღებული „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე?
- „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მიღებულია 10.11.2006. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №3642. სარეგისტრაციო კოდი — 300.190.000.05.001.002.415.
- სად არის „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 10.11.2006 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საშიში საწარმოო ობიექტის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, №3642, 10.11.2006, სარეგისტრაციო კოდი 300.190.000.05.001.002.415 (კონსოლიდირებული რედაქცია 10.11.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/24658/