ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
მიღების თარიღი 18.08.2014
ძალის დაკარგვა 01.02.2015
გამომცემი ორგანო ბაღდათის მუნიციპალიტეტი
ნომერი №121
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.124.016096
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 21/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (3)
| 5 | საკრებულოს წევრი – საკრებულოს არათანამდებობის მქონე პირი |
| ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ მაჩიტაძე | ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 13.02.2015
დოკუმენტის ტექსტი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №121
2014 წლის 18 აგვისტო
ქ. ბაღდათი
ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' 41-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 21 ივლისის №112 დადგენილების 16-მუხლის 1-ლ პუნქტის შესაბამისად ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
საკრებულოს წევრებზე სადეპუტატო უფლებამოსილების განსახორციელებელი ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით აპარატის უფროსის ინფორმაციის საფუძველზე საკრებულოს წევრის მიერ თვის განმავლობაში საკრებულოს, საკრებულოს კომისიის, ფრაქციის სხდომებსა და საკრებულოს სხვა ორგანოებში მონაწილეობის პროპორციულად.
მუხლი 3🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 14 თებერვლის №88 დადგენილება.
მუხლი 4🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგრიგოლ მაჩიტაძე
დანართი 1
საკრებულოს წევრების (გარდა თანამდებობის პირებისა) უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა(ზღვრული ოდენობა)
.
№
საკრებულოს წევრი
ანაზღაურების ოდენობა (ლარი) საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებისათვის
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი) ამომრჩევლებთან შეხვედრებისთვის; საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის
5
საკრებულოს წევრი – საკრებულოს
არათანამდებობის მქონე პირი
300
75