„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№101/ნ
სარეგისტრაციო კოდი
480180000.22.022.016836
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება №101/ნ

2014 წლის 19 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ვბრძანებ:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელისა და ხელმძღვანელის მოადგილის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 12 დეკემბრის №202/ნ ბრძანებაში (www.matsne.gov.ge, 13/12/2013, სარეგისტრაციო კოდი: 480180000.22.022.016722) და ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებულ დანართს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

,,21. სსიპ -  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  დირექტორი:

21.1. კონკურსში მონაწილე კანდიდატი უნდა იყოს 21 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე, ჰქონდეს უმაღლესი განათლება და ფლობდეს სახელმწიფო ენას.

21.2. სსიპ -  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის  დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ა) უმაღლესი განათლება: მაგისტრი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან დოქტორი ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;

ბ) ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება – არანაკლებ 5 წელი;

გ) კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel; Microsoft Office PowerPoint; Microsoft Office Outlook) ცოდნა;

დ) უცხო ენის კარგად ცოდნა (ინგლისური,  რუსული);

ე) პროექტების დაგეგმვისა და მართვის გამოცდილება;

ვ) განათლების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

21.3. სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატებისათვის დამატებით დადგენილია შემდეგი საკონკურსო თემატიკა:

ა) სწავლების მეთოდებისა და ფორმების ცოდნა;

ბ) საქართველოს კონსტიტუცია;

გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

დ) ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ე) ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი;

ვ) ,,საქართველოს შრომის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონი;

ზ) ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი;

თ) „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 20 ივლისის N714/ნ ბრძანება;

ი) „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრითამარ სანიკიძე