სს „საქწყალპროექტი“-ს აქციონერთა მორიგ საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
განცხადება მოქმედი
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№21-01/93
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 20/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის” აქციონერთა საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

 სააქციო საზოგადოება „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭო იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერთა მორიგ საერთო კრებას, რომელიც გაიმართება 2014 წლის 11 სექტემბერს დღის 15 საათზე, საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის ქ. №11.

   სს „საქწყალპროექტის” სამეთვალყურეო საბჭოს მიერ სააღრიცხვო დღედ დადგენილია 2014 წლის 11 აგვისტო.

 

დღის წესრიგი:

1. სამეთვალყურეო საბჭოს და დირექტორის ანგარიში 2013 წლის IV და 2014 წლის I და II კვარტლების შესახებ.

2. სს „საქწყალპროექტის” 2013 წლის IV კვარტლის და 2014 წლის I და II კვარტლების წმინდა მოგების დივიდენდებად განაწილების საკითხის განხილვა, დივიდენდების განაწილებისათვის სააღრიცხვო თარიღის დადგენა.

დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს „საქწყალპროექტის” დირექტორატში, ხოლო განმარტებების მისაღებად, მოთხოვნა წერილობით უნდა იქნას დაყენებული დირექტორატის წინაშე კრებამდე 10 დღით ადრე.

 

 კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეული არიან:

  – ჩვეულებრივი აქციის მფლობელი აქციონერები, თუ ისინი რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციონერთა რეესტრში 2014 წლის 11 აგვისტოს მდგომარეობით.          

  აქციონერები კრებაზე მონაწილეობის მიღების უფლებას შეამოწმებენ ს/ს „საქწყალპროექტის” რეგისტრატორთან სს „საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებულ რეგისტრატორთან“, შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, მოსაშვილის. №11, ტელ.: 222-53-51, 225-15-60.

 

დირექტორი:                               ნ. ფალავანდიშვილი