ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
,,3. საკრებულოს აქვს ბლანკი, მრგვალი ბეჭედი საკუთარი დასახელებით და მუნიციპალიტეტის გერბის გამოსახულებით, შტამპი შემოსული და გასული დოკუმენტებისათვის.’’.
დებულების მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,1. საკრებულოს მორიგი სხდომები, ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს მორიგი სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის პირველ პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს)”.
დებულების მე-13 მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებში, 23-ე მუხლის მე-8 პუნქტში, 27-ე მუხლის მე-4 პუნქტში, 35-ე მუხლის მე-10 პუნქტში, მე-13 და მე-14 პუნქტებში, 65-ე მუხლის მე-5 პუნქტში, 75-ე მუხლის მე-3 პუნქტში და 93-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სახელწოდება შეიცვალოს იურიდიულ საკითხთა კომისიით.
4. დებულების მე-16 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,1. საკრებულოს წევრს, გარდა საკრებულოს თანამდებობის პირებისა საკრებულოს მიერ ნორმატიული აქტით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმარველი ერთეულის ბიუჯეტიდან უნაზღაურდება საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯები”.
5. დებულების მე-20 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,1. საკრებულოს ბიუროს სხდომებს იწვევს და უძღვება საკრებულოს თავმჯდომარე. საკრებულოს ბიუროს სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც. ბიუროს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის მიერ საკუთარი ინიციატივით, კომისიის ან ფრაქციის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე ვრცელდება ამ რეგლამენტის 51-ე მუხლის 2-5 პუნქტით დადგენილი წესები.’’.
6. დებულების მე-20 მუხლის მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
7. დებულების 26-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კი კომისიის უხუცესი წევრი.’’.
8. დებულების 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო რეგლამენტის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილის არყოფნის შემთხვევაში, კი კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის სხდომები იმართება თვეში ერთხელ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.’’
9. დებულების 28-ე მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
10. დებულების 104-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,104. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არჩევიდან ერთი თვის ვადაში ფრაქციების კვოტების შესაბამისად, საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის შემადგენლობას. კომისია უნდა შედგებოდეს არანაკლებ 5 წევრისაგან. საკრებულოს წევრს უფლება აქვს იყოს მხოლოდ ორი კომისიის შემადგენლობაში. კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც.’’.
11. დებულების 117-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოღებულ იქნეს.
12. დებულების 135-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად:
,,1. საკრებულოს აპარატი ვალდებულია გამოაქვეყნოს:
ა) ცნობა საკრებულოს სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე სხდომის ჩატარებამდე 7 დღით ადრე“.