,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების’’ დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 20.08.2014
ძალაში შესვლა 21.08.2014
ძალის დაკარგვა 04.02.2015
გამომცემი ორგანო წყალტუბოს მუნიციპალიტეტი
ნომერი №45
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.122.016214
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 22/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 893 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
20.08.2014 მიღება
21.08.2014 ძალაში შესვლა
04.02.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე პაატა ახალაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების’’ დამტკიცების შესახებ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება  №45 2014  წლის 20 აგვისტო ქ. წყალტუბო ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების’’ დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის’’ 61-ე მუხლის შესაბამისად, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულომ  დაადგინა: მუხლი 1🔗    დამტკიცდეს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და  შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის’’ დებულება დანართი N1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗   ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლისა და  ზედამხედველობის  განხორციელების, სახელმწიფო შესყიდვებით განხორციელებული სამუშაოების (სამშენებლო) მიღება-ჩაბარების მიზნით  შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ’’  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 31 იანვრის N5 დადგენილება (სსიპ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ ვებ. გვერდი www.matsne.gov.ge. სარეგისტრაციო კოდი 010250050.35. 122.016171.   04/02/2014). მუხლი 3🔗  დადგენილება ამოქმედდეს  2014 წლის 21 აგვისტოდან.მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეპაატა ახალაძე დანართი №1 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელებისა და  შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების მიზნით შექმნილი მუდმივმოქმედი კომისიის დებულება თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1🔗 1. ეს დებულება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ,  ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონისა და ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენეტოს თავმჯდომარის 2011 წლის  7 აპრილის №9 ბრძანების შესაბამისად, განსაზღვრავს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის, შესყიდვის ობიექტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან  სამუშაო და შესყიდვის სხვა საგანი) მიღება-ჩაბარების მიზნით მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის წესს და აწესრიგებს კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებს. 2. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების პირობების შესრულებაზე კონტროლის, შესყიდვის ობიექტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან  სამუშაო) მიღება-ჩაბარების მიზნით  შექმნილი კომისია წარმოადგენს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედ კომისიას, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ’’ საქართველოს კანონით, ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენეტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით და ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებას. თავი II სტრუქტურა, მუშაობის წესი და უფლებამოსილება მუხლი 2🔗. კომისიის სტრუქტურა 1. მუდმივმოქმედი კომისია (შემდგომში კომისია),  არანაკლებ  5 წევრის შემადგენლობით, იქმნება წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებლის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება კომისიის შემადგენლობა: კომისიის  თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, კომისიის მდივანი  და კომისიის წევრები. 2. კომისიის  შემადგენლობაში შედიან:  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი და/ან გამგებლის მოადგილე (მოადგილეები) და/ან წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის უფროსი (უფროსები) და/ან გამგებლის თანაშემწე (თანაშემწეები) და/ან განყოფილების უფროსი (უფროსები) და/ან მთავარი სპეციალისტი (სპეციალისტები) და/ან წამყვანი სპეციალისტი (სპეციალისტები) და/ან უფროსი სპეციალისტი (სპეციალისტები) და/ან საკრებულოს წევრი (წევრები). კომისიაში მონაწილეობის მისაღებად შესაძლებელია მოწვეულ იქნან  სხვა პირებიც. 3. კომისიას თავმჯდომარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგებელი ან მის მიერ დანიშნული პირი. 4. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს კომისიის თავმჯდომარის  მოადგილე, ხოლო ამ უკანასკნელის არყოფნის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის  დავალებით, კომისიის ერთ-ერთი წევრი. 5. კომისიის თავმჯდომარე ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის. 6. კომისიის მდივანი უზრუნველყოფს კომისიის მუშაობის ორგანიზებას (კომისიის თავმჯდომარისათვის მის მიერ გაცემული დავალებების შესრულებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარდგენას, კომისიის წევრთა ინფორმირებას სხდომის დღის წესრიგისა  და ჩატარების დროსთან დაკავშირებით, კომისიის შესაბამისი სხდომის ოქმის შედგენას, სხვა საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას). კომისიის სამუშაო დოკუმენტაცია ინახება კომისიის მდივანთან. 7. ცალკეული ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით კომისია უფლებამოსილია შექმნას ინსპექტირების ჯგუფი. 8. კომისიის მატერიალურ - ფინანსური უზრუნველყოფა, საჭიროების მიხედვით,  ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით. მუხლი 3🔗. კომისიის მუშაობის წესი 1. კომისიის სხდომას იწვევს კომისიის თავმჯდომარე  როგორც საკუთარი ინიციატივით, აგრეთვე გამგებლის დავალებით  (თუ გამგებელი არაა კომისიის თავმჯდომარე) ან კომისიის არანაკლებ 3 წევრის წერილობითი მოთხოვნით. კომისიის თავმჯდომარე უფლებამოსილია მიმართოს გამგეობის სამსახურს (სამსახურებს) შესაბამისი დასკვნების მომზადების, კანონმდებლობითა და ხელშეკრულებით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენის მიზნით. 2. წყალტუბოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახური კომისიას კონტროლისათვის გადასცემს სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების ერთ  ეგზემპლარს, გაფორმებიდან არაუგვიანეს ორ სამუშაო დღეში, ხოლო შესაბამისი სამსახურებიდან საჭირო დოკუმენტაცია კომისიას განსახილველად წარედგინება სხდომამდე. 3.  იმ შემთხვევაში, როცა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულებით შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების უფლებამოსილება მინიჭებული აქვს გამგეობის მოხელეს (მოხელეებს), კომისიას გადაეცემა მიღება-ჩაბარების აქტი (მასთან დაკავშირებული დოკუმენტაციით), გაფორმებიდან  არაუგვიანეს ორ სამუშაო დღეში. 4. კომისიის წევრები ვალდებულნი არიან საკითხის განხილვის დაწყებამდე ხელმოწერით დაადასტურონ, რომ მათი მონაწილეობა  საკითხის განხილვაში  არ იწვევს ინტერესთა კონფლიქტს  ('სახელმწიფო შესყიდვების შესახებ' საქართველოს კანონის  მე-8 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად). 5. ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაში კომისიის წევრი არ მონაწილეობს  საკითხის განხილვაში. მუხლი 4🔗. კომისიის უფლებამოსილება 1. კომისია ახორციელებს: ა) კონტროლს მიმწოდებლის მიერ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. ბ) მისაწოდებელი ან/და მიწოდებული საქონლის, მომსახურების, სამუშაოს  მოცულობის, ხარისხისა და მიწოდების ვადების სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას. გ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესყიდვის ობიქტის (შესასყიდი საქონელი, მომსახურება ან სამუშაო და შესყიდვის სხვა საგანი) მიღება-ჩაბარებას და  შესაბამისი აქტის გაფორმებას. დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში შესატანი ცვლილებების/დამატებების, ხელშეკრულების შეწყვეტის, ხელშეკრულების მოქმედების                 ან/და შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადის გაგრძელების თაობაზე წინადადებების განხილვას და შესაბამისი დასკვნის მომზადებას. ე) საჭიროების შემთხვევაში მოითხოვს შესრულებულ სამუშაოებზე შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნას. ვ) საჭიროების შემთხვევაში მოიწვევს ექსპერტებს და შესაბამისი დარგის სპეციალისტებს. ზ)  ახდენს რეაგირებას ხელშეკრულების პირობების მოსალოდნელ ან უკვე აღმოჩენილ დარღვევებზე და წერილობით ატყობინებს გამგებელს. თ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომისია ამოწმებს აქტს შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან  და გამგებელს წარუდგენს დასკვნას. 2. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების პირობების შესრულების კონტროლის განხორციელება შესაძლებელია ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე. მუხლი 5🔗. კომისიის სხდომა 1. კომისია უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი. 2. კომისია გადაწყვეტილებას იღებს  დამსწრე  წევრთა  უმრავლესობით. 3. ხმათა თანაბარი გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. 4. კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი წერილობითი ფორმით დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. თავი III დასკვნითი დებულებები მუხლი 6🔗. დებულებაში ცვლილების შეტანის წესი კომისიის დებულებაში ცვლილების შეტანა ხდება კანონონმდებლობით  დადგენილი წესით.