⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.10.2017)
გაუქმებულია:

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 15.08.2014
ძალის დაკარგვა 04.10.2017
გამომცემი ორგანო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010340000.32.061.016100
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,005 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.08.2014 მიღება
04.10.2017 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება №36 2014 წლის 15 აგვისტო ქ. თბილისი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და 81-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების,  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-6 მუხლისა და „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის მთავრობის 2005 წლის 22 თებერვლის №12 დადგენილების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს თანდართული „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება’’. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 5 აპრილის №12 დადგენილება „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესისა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების თაობაზე“. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი                                      ვახტანგ  ყოლბაია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს  დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება მუხლი 1🔗. გამოყენების სფერო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების  დეპარტამენტის და მასში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება სატყეო სამმართველოს (შემდგომში – დეპარტამენტი) მოხელეთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესი და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულება შემუშავებულია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის,  „საჯარო მოხელეთა ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №411 დადგენილების, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №412 დადგენილების შესაბამისად და ვრცელდება დეპარტამენტის მოხელეებზე, დეპარტამენტში თანამდებობის კონკურსის წესით დაკავების მსურველ კანდიდატებზე, ასევე განსაზღვრავს კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების პრინციპებს, პროცედურებს, ფორმებს, პირობებსა და მუდმივმოქმედი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) საქმიანობის წესს. მუხლი 2🔗. ზოგადი დებულებანი 1. ატესტაცია არის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოხელის სამსახურებრივი საქმიანობის, პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული ან დასაკავებელი თანამდებობის მოთხოვნებთან. 2. კონკურსი არის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის შესაბამისობის დადგენა ვაკანტური თანამდებობის მოთხოვნებთან. მუხლი 3🔗. კონკურსის/ატესტაციის განხორციელების პრინციპები კონკურსის/ატესტაციის განხორციელების პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სამართლიანობა გ) ობიექტურობა; დ) მიუკერძოებლობა; ე) გამჭვირვალობა; ვ) არადისკრიმინაციულობა; ზ) საჯაროობა; თ) კოლეგიურობა; ი) კორექტულობა. მუხლი 4🔗. კონკურსის/ატესტაციის მიზნები და ამოცანები 1. კონკურსის მიზანია ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, დადგენილ მოთხოვნათა გათვალისწინებით, შესაბამისი კანდიდატის შერჩევა. 2. ატესტაციის მიზანია: ა) მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაბამისობის განსაზღვრა დაკავებული (ან დასაკავებელი) თანამდებობის მოთხოვნებთან; ბ) მოხელის მიერ საატესტაციო პერიოდში შესრულებული პროფესიული სამსახურებრივი საქმიანობის შეფასება; გ) საკლასო ჩინისა და სპეციალური წოდების მინიჭებასა ან ჩამორთმევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება; დ) მოხელის პროფესიული დონის გამოყენების პერსპექტივების განსაზღვრა; ე) მოხელის კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიული მომზადების ან გადამზადების საჭიროების დადგენა; ვ) მოხელის პროფესიული ზრდის სტიმულირება; ზ) მოხელეთა კარიერის დაგეგმვა და მართვა. 3. კონკურსის/ატესტაციის ამოცანებია: ა) კანდიდატის/მოხელის კვალიფიკაციის, პროფესიული დონის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შეფასება; ბ) კანდიდატის/მოხელის პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების დასაკავებელი თანამდებობების მოთხოვნებთან შესაბამისობის დონის განსაზღვრა. მუხლი 5🔗. კონკურსის გამოცხადება 1. კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს (შემდგომში – ბიურო) მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. დასაშვებია, დეპარტამენტმა კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, დამატებით, განათავსოს შესაბამისი დაწესებულების ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში; 2. ბიურო, ვაკანსიის გამოცხადებამდე, ამოწმებს გამოსაცხადებელი ვაკანტური  თანამდებობისათვის დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში ადგენს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას; 3. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, ბიურო უფლებამოსილია დეპარტამენტს დაუდგინოს ხარვეზი; 4. დეპარტამენტი ვალდებულია, ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზეზები დაასაბუთოს წერილობით. ასეთ შემთხვევაში, ბიურო ვალდებულია გამოაქვეყნოს ვაკანსია ხარვეზის მიუხედავად; 5. ბიურო ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი ასახოს შესაბამის ანგარიშში და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას; 6.  კონკურსი ცხადდება, მხოლოდ, ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად; 7. კანდიდატს განცხადების წარსადგენად ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, კონკურსის გამოცხადების დღიდან; 8. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, თანამდებობა ვაკანტურად ითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ: ა) ამ თანამდებობაზე დანიშნულია თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოხელის მოვალეობის შემსრულებელი; ბ) არსებობს თანამდებობის ვაკანტურად გამოცხადების დადასტურებული საფუძველი. 9.  კონკურსის შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:  ა) დეპარტამენტის და კონკურსის წესით შესავსები ვაკანტური თანამდებობის დასახელებას; ბ) კანდიდატის მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს; გ) შესასრულებელ სამუშაოს; დ) თანამდებობრივი სარგოს ოდენობას; ე) განცხადებისა და სხვა აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადას; ვ) შესაბამისი კომისიის მისამართს; ზ) კონკურსის ეტაპებს; თ) კომისიის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების  მიღების ვადას; 10. დეპარტამენტის გადაწყვეტილებით, შესაძლებელია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში აისახოს სხვა ინფორმაციაც; 11. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს, რომელიც ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, 21 წლის ასაკიდან – სახელმწიფო სამსახურში ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად. ასაკი დგინდება დეპარტამენტის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზოგადი პრინციპების გათვალისწინებით; 12. საჯარო მოსამსახურეს და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნულ პირს უფლება აქვს მიიღოს კონკურსში მონაწილეობა საერთო წესის საფუძველზე, მის მიერ დაკავებული თანამდებობის მიუხედავად; 13. კანდიდატს უფლება აქვს ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად  არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე; მუხლი 6🔗. ატესტაციის დრო 1. ატესტაციის ჩატარების დროს განსაზღვრავს დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის თავმჯდომარესთან შეთანხმებით; 2. ატესტაციას დაქვემდებარებულ მოხელეთა სიას და ატესტაციის ჩატარების გრაფიკს ამზადებს დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი და საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს დეპარტამენტის თავმჯდომარე; 3. ატესტაციის გრაფიკი, ინფორმაცია ატესტაციის ჩატარების პრინციპების, პროცედურების, ფორმებისა და პირობების შესახებ, ასევე, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმა, ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს, ასევე, საჯარო სამსახურის ბიუროს უნდა ეცნობოს ატესტაციის დაწყებამდე ორი კვირით ადრე მაინც; 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული ინფორმაციის საჯაროობას უზრუნველყოფს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე. 5. ატესტაციას ექვემდებარება: ა) მოხელე, 3 წელიწადში ერთხელ (საატესტაციო პერიოდი); ბ) კანდიდატი, მოხელის თანამდებობაზე, თუ თანამდებობა კონკურსის წესით უნდა დაიკავოს. 6. ატესტაციას არ ექვემდებარება: ა) მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს ან ირჩევს, შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოები; ბ) მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება განსაზღვრული ვადით. 7. მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის ბოლო წლის განმავლობაში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. 8. მოხელე, რომელსაც საატესტაციო პერიოდში, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფუძვლებით, შეჩერებული აქვს სამსახურებრივი ურთიერთობა, ატესტაციას ექვემდებარება მომავალ წელს. მუხლი 7🔗. კონკურსის/ატესტაციის ჩატარების პროცედურა 1. კონკურსს/ატესტაციას ატარებს კომისია. 2. კონკურსი შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ ეტაპებს: ა) განცხადების გადარჩევა; ბ) წერითი დავალება; გ) ტესტირება; დ) გასაუბრება. 3. განცხადების გადარჩევა  (პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა წარდგენილი დოკუმენტების მიხედვით, სავალდებულო დოკუმენტაციის  სრულად  შემოწმება) კომისიის დავალებით და მასთან შეთანხმებით, შესაძლებელია უზრუნველყოს დეპარტამენტის პასუხისმგებელმა პირებმა, რაც დასტურდება კომისიის სხდომის ოქმით და კომისიის წევრების ხელმოწერით. 4. ატესტაცია შეიძლება ჩატარდეს შემდეგი ფორმით; ა) წერითი დავალება ან/და გასაუბრება; ბ) სხვადასხვა სახის ტესტირება. 3. კონკურსის/ატესტაციის პროგრამას, ჩატარების ფორმებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას კანდიდატის მიერ დასაკავებელი/ მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, კონკურსის/ატესტაციის პირობებსა და ჩატარების გრაფიკს განსაზღვრავს კომისია დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით. 4. ატესტაციის პროცესის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელის უშუალო ხელმძღვანელი დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატში წარადგენს დახასიათებას თანდართული ფორმის მიხედვით (დანართი 1). იგივე ფორმას ავსებს და წარადგენს დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატში ატესტაციას დაქვემდებარებული მოხელე. 5. მოხელეს უფლება აქვს ატესტაციის  დაწყებამდე გაეცნოს ხელმძღვანელის მიერ მასზე შედგენილ დახასიათებას. 6. ატესტაციის ჩატარებისათვის შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადებას უზრუნველყოფს  დეპარტამენტის თავმჯდომარის აპარატი. 7. გასაუბრების პროცესში დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კომისია ისმენს მოხელის ანგარიშს საატესტაციო პერიოდში გაწეული საქმიანობის შესახებ, ამოწმებს მის პროფესიულ დონესა და კვალიფიკაციას დადგენილ თემატიკასა და სამსახურებრივ მოვალეობასთან დაკავშირებულ საკითხებში. 8.ატესტაციის დროს მოხელესთან გასაუბრების პროცესს შეიძლება დაესწროს იმ სტრუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელი, რომელშიც მოხელე მუშაობს. 9. ატესტაციის ჩატარების ფორმებს, შესაბამისი შეფასების ფორმულარებს, სატესტო მეთოდიკებსა და თემატიკას, მოხელის მიერ დაკავებული თანამდებობის სპეციფიკის გათვალისწინებით, განსაზღვრავს კომისია, დაწესებულების ხელმძღვანელთან შეთანხმებით. მუხლი  8🔗. კონკურსის/ატესტაციის მონაწილის შეფასება და გადაწყვეტილების მიღება 1. კომისია უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება, თუ სხდომას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი, მაგრამ არანაკლებ 3 წევრისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას ღია კენჭისყრით, მხარს დაუჭერს სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტად ითვლება სხდომის თავმჯდომარის ხმა. 2. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და კომისიის დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 3. კომისია აფასებს კანდიდატის შესაბამისობას ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებთან, აუცილებლობის შემთხვევაში, ისმენს აღნიშნულ თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირის აზრს და გამოაქვს შესაბამისი გადაწყვეტილება, დადგენილი წესით. 4. კომისია აფასებს მოხელეს, საჭიროების შემთხვევაში, ისმენს მოხელის და მისი უშუალო ხელმძღვანელის განმარტებებს. 5. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 6. ატესტაციის შედეგების მიხედვით კომისიას გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და ექვემდებარება დაწინაურებას; ბ) მოხელე შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; გ) მოხელე ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას (საჭიროებს კვალიფიკაციის ამაღლებას); დ) მოხელე არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას. 7. კომისია, ასევე, უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ქულათა სისტემით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული შემადგენლობით. 8. საჭიროების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას და დეპარტამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს წინადადებას მოხელისათვის საკლასო ჩინის ან სპეციალური წოდების მინიჭების ან ჩამორთმევის შესახებ. მუხლი 9🔗. კონკურსის/ატესტაციის შედეგები 1. კომისია ვალდებულია თითოეული კანდიდატის/მოხელის კონკურსის/ატესტაციის შედეგების შესახებ მოამზადოს დასკვნა. დასკვნა ფორმდება სხდომის ოქმით და ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. 2. ატესტაციის შედეგები შეტანილ უნდა იქნეს საატესტაციო ფურცელში (დანართი №2), რომელიც ივსება ერთ პირად და დახასიათებასთან ერთად თან ერთვის მოხელის პირად საქმეს. საატესტაციო ფურცელს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. 3.ატესტაციას დაქვემდებარებული პირი საატესტაციო ფურცელს ეცნობა და ხელს აწერს შევსებიდან 2 სამუშაო დღეში. 4. კონკურსის/ატესტაციის შედეგების შესახებ კომისია დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოახსენებს კონკურსის პროცესის დასრულებიდან 5 დღეში, ხოლო ატესტაციის პროცესის დასრულებიდან – ერთ კვირაში. 5. კონკურსის შედეგების მიხედვით, კომისია თითოეულ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს ერთ კანდიდატს ან უარს აცხადებს კანდიდატის წარდგენაზე. 6. კომისიის თავმჯდომარე ან კომისიის სხვა უფლებამოსილი პირი, გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა, წერილობით ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით აცნობებს ყოველ კანდიდატს მის მიმართ გამოტანილ გადაწყვეტილებას, ხოლო დეპარტამენტის თავმჯდომარეს – კომისიის მიერ წამოყენებული კანდიდატის ან კანდიდატის წამოყენებაზე უარის შესახებ. 7.დეპარტამენტის თავმჯდომარე კომისიის დასკვნისა და რეკომენდაციის საფუძველზე, კონკურსის/ატესტაციის დასრულებიდან ერთი თვის განმავლობაში, იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატის დანიშვნის, საკლასო ჩინის მინიჭების/ჩამორთმევის, კვალიფიკაციის ამაღლების, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების ან მოხელის დაწინაურება/დაქვეითების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 8. თუ ატესტაციის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მოხელე არ შეესაბამება ან ნაწილობრივ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას და იგი სხვა თანამდებობის დაკავებაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე უარს აცხადებს, დეპარტამენტის თავმჯდომარეს უფლება აქვს მოხელე გაათავისუფლოს დაკავებული თანამდებობიდან. 9. თუ კომისიამ უარი განაცხადა თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წამოყენებაზე ან ამ თანამდებობაზე არ იქნა მიღებული არც ერთი განცხადება, ამ თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ითვლება ჩაშლილად. 10. კომისია, კონკურსის დასრულებიდან (გადაწყვეტილების მიღებიდან) ერთ კვირაში, საჯარო სამსახურის ბიუროში წარადგენს ინფორმაციას ჩატარებული კონკურსის შესახებ: ვაკანტური თანამდებობების დასახელების, შესული განცხადებების რაოდენობის, კონკურსის ეტაპების, პროცედურების და კონკურსის შედეგების მითითებით. 11. კომისია ვალდებულია, გამოცხადებულ კონკურსზე–ვაკანტურ თანამდებობაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს განცხადების წარდგენის ვადის დასრულებიდან არა უგვიანეს 3 თვის ვადაში. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის მიერ წინასწარ განსაზღვრულია უფრო მცირე ვადა, კომისია უფლებამოსილია გაზარდოს იგი ვადის ამოწურვამდე. ასეთ შემთხვევაში, თავდაპირველად განსაზღვრული და გაზრდილი ვადის ჯამი არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. მუხლი 10🔗. კონკურსზე/ატესტაციაზე გამოცხადების წესი 1. კანდიდატი/მოხელე კონკურსზე/ატესტაციაზე უნდა გამოცხადდეს კომისიის მიერ დადგენილ დღესა და დროს. დაგვიანების შემთხვევაში, კანდიდატი/მოხელე კონკურსის/ატესტაციის პროცედურებზე არ დაიშვება. 2. ატესტაციაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, კომისიის გადაწყვეტილებით, მოხელე იღებს ამ წესის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შეფასებას. მუხლი 11🔗.კომისიის საქმიანობის წესი 1. მოხელეთა კონკურსის/ატესტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად დეპარტამენტში იქმნება კომისია, რომელიც თავის საქმიანობას წარმართავს ამ დებულების მე-2 მუხლის მოთხოვნათა სრული დაცვით. 2. კომისიის მუშაობის წესს განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ამ დებულების მე-8 მუხლის შესაბამისად. მუხლი 12🔗. კომისიის თავმჯდომარე 1. კომისიის თავმჯდომარეს დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი. 2. კომისიის თავმჯდომარედ, როგორც წესი, ინიშნება დეპარტამენტის თავმჯდომარე ან მისი მოადგილე. 3. კომისიის თავმჯდომარეს შეუძლია პროფესიული ან ტერიტორიული პრინციპის მიხედვით, შექმნას კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა და დანიშნოს ასეთი სპეციალიზებული კომისიის თავმჯდომარე. მუხლი 13🔗. კომისიის შემადგენლობა 1.კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე, აუცილებელი საჭიროების გათვალისწინებით. 2. კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში. 3. მოხელე არ შეიძლება იყოს იმ კომისიის წევრი, რომელმაც უნდა მოახდინოს მისი ატესტირება. 4. კომისიის შემადგენლობაში მონაწილეობენ მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრები, დამოუკიდებელი სპეციალისტები (პირები, რომლებიც სამსახურებრივად არ არიან დაკავშირებულნი შესაბამის დაწესებულებასთან) და ასევე, შესაძლებელია მონაწილეობდნენ ადამიანური რესურსების მართვისათვის პასუხისმგებელი პირები. 5. კომისიის შემადგენლობის კანონთან შესაბამისობისა და კონკურსის პრინციპების დაცვის უზრუნველყოფის მიზნით, საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამოსილია, მოითხოვოს ინფორმაცია კომისიაში მოხელეთა პროფესიული კავშირების წევრის და დამოუკიდებელი სპეციალისტის მონაწილეობის თაობაზე. აღნიშნული ინფორმაცია უნდა ეცნობოს ბიუროს, კანონმდებლობით დადგენილი წესით. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დარღვევის აღმოჩენისას, საჯარო სამსახურის ბიურო კომისიის თავმჯდომარეს მიმართავს რეკომენდაციით კომისიის შემადგენლობის კორექტირების თაობაზე და დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია, აღნიშნული ასახოს საქართველოს მთავრობისთვის წარსადგენ შესაბამის ანგარიშში. 7. პირს უფლება აქვს მოითხოვოს კომისიის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 14🔗. კომისიის წევრის აცილება 1. კომისიის წევრი ვალდებულია კონკურსის დაწყებამდე, წინასწარ განაცხადოს ყველა იმ გარემოების თაობაზე, რომელმაც შეიძლება მას ხელი შეუშალოს კანდიდატის/მოხელის ობიექტურად შეფასებასა და კანდიდატის/მოხელის მიმართ გადაწყვეტილების მიუკერძოებლად გამოტანაში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას, კომისიის წევრი ვალდებულია, განაცხადოს თვითაცილება. ის, შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას იმავე ვაკანტურ თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატების/მოხელის მიმართ შეფასებასა და კანდიდატის/მოხელის მიმართ   გადაწყვეტილების მიღებაში. 3. იმ შემთხვევაში, თუ კომისიის წევრი არ განაცხადებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების არსებობის შესახებ, ხოლო აღნიშნული, კომისიისათვის ცნობილი გახდება კონკურსის მიმდინარეობისას, კომისიის შესაბამისი წევრის მიერ კანდიდატის/მოხელის  შეფასება არ იქნება გათვალისწინებული საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას. მუხლი 15🔗. საჯარო სამსახურის ბიუროს უფლება-მოვალეობანი 1. კონკურსის ოფიციალურად გამოცხადება ხდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. დასაშვებია, დეპარტამენტმა კონკურსის გამოცხადების შესახებ ინფორმაცია, დამატებით, განათავსოს შესაბამისი დაწესებულების ვებგვერდზე, შრომით ურთიერთობებთან დაკავშირებულ შესაბამის ვებგვერდებზე, სოციალურ ქსელებსა და ბეჭდვით ორგანოებში. 2. საჯარო სამსახურის ბიურო, ვაკანსიის გამოცხადებამდე, ამოწმებს გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობისათვის დადგენილ საკონკურსო მოთხოვნებს და 3 დღის ვადაში ადგენს მის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობას.  3. გამოსაცხადებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ წაყენებული მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, საჯარო სამსახურის ბიურო უფლებამოსილია დეპარტამენტს დაუდგინოს ხარვეზი. 4. დეპარტამენტი ვალდებულია, ხარვეზის გამოუსწორებლობის მიზეზები დაასაბუთოს წერილობით. ასეთ შემთხვევაში, საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია გამოაქვეყნოს ვაკანსია ხარვეზის მიუხედავად. 5. საჯარო სამსახურის ბიურო ვალდებულია, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ხარვეზი ასახოს შესაბამის ანგარიშში და წარუდგინოს საქართველოს მთავრობას. მუხლი 16🔗. დეპარტამენტის უფლება-მოვალეობანი 1. დეპარტამენტი უფლებამოსილია გამოაცხადოს კონკურსი ვაკანტურ თანამდებობაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დეპარტამენტის ხელმძღვანელი ან ზემდგომი უფროსი უფლებამოსილია, დასაკავებელი ვაკანტური თანამდებობის მიმართ დაადგინოს დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. დეპარტამენტი უფლებამოსილია, კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შეიტანოს შესწორება (ტექნიკური, აგრეთვე, გამოთვლის დროს დაშვებული შეცდომა). კონკურსის შესახებ შეტყობინებაში არსებითი ცვლილების შეტანა ნიშნავს ახალი კონკურსის გამოცხადებას. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, დეპარტამენტი ვალდებულია, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, მოახდინოს კანდიდატის ინფორმირება კონკურსის შესახებ შეტყობინებაში შესული ცვლილების ან/და კონკურსის ახალი ვადის შესახებ, რის შემდეგაც კანდიდატს ეძლევა არანაკლებ ათდღიანი ვადა, ცვლილების გათვალისწინებით ან კონკურსის შესახებ ახალი შეტყობინების შესაბამისად, განცხადების წარსადგენად. 5. კონკურსის შესახებ შეტყობინებაში ცვლილების შეტანა ხდება იმავე წესით, რაც დადგენილია კონკურსის გამოცხადებისათვის. 6. დეპარტამენტი  უფლებამოსილია, დასაბუთებული ობიექტური მიზეზის არსებობისას (დეპარტამენტის ლიკვიდაცია, რეორგანიზაცია, არასაკმარისი საბიუჯეტო სახსრები), შეწყვიტოს გამოცხადებული კონკურსი ნებისმიერ ეტაპზე, კანდიდატისათვის საბოლოო გადაწყვეტილების გაცნობამდე. 7. კონკურსის შეწყვეტის შესახებ დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გაეგზავნოს საჯარო სამსახურის ბიუროს და შეტყობინების სახით ეცნობოს თითოეულ კანდიდატს. მუხლი 17🔗. კანდიდატის უფლება-მოვალეობანი 1. კონკურსში მონაწილეობისათვის განცხადების წარდგენა კანდიდატის მიერ უნდა მოხდეს მხოლოდ ელექტრონულად, ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის (www.hr.gov.ge) მეშვეობით. კანდიდატი ვალდებულია დამსაქმებელს მიაწოდოს უტყუარი ინფორმაცია საკონკურსო მოთხოვნებთან დაკავშირებით. 2. კანდიდატი უფლებამოსილია განცხადებაში შეიტანოს ცვლილება დეპარტამენტის მიერ განცხადების წარდგენისთვის განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. 3. კანდიდატს უფლება აქვს ერთი კონკრეტული უწყების მიერ გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის თაობაზე განცხადება წარადგინოს ერთდროულად არაუმეტეს ხუთ ვაკანსიაზე. მუხლი 18🔗. კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება კომისიის წევრთა შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 19🔗. საპრეტენზიო კომისია 1. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიების განხილვის მიზნით, დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებით, იქმნება საპრეტენზიო კომისია. 2. საპრეტენზიო კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას განსაზღვრავს  დეპარტამენტის თავმჯდომარე. 3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში შედიან საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები (მათ შორის, მოწვეულები). საპრეტენზიო კომისიის წევრი, რომელიც მონაწილეობდა ატესტაციის რომელიმე ეტაპის ჩატარებაში, არ შეიძლება იყოს საპრეტენზიო კომისიაში. 4. საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს თავმჯდომარის მოადგილე. 5. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა ნახევარზე მეტი. კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. 6. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება დამსწრე კომისიის წევრთა ხმების უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა. 7. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საპრეტენზიო კომისიის სხდომის თავმჯდომარე და კომისიის წევრები. 8. საპრეტენზიო კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. 9. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, მხოლოდ წერილობითი ფორმით ატესტაციის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, შედგება ოქმი და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. 10. პირს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება აქვს, მხოლოდ წერილობითი ფორმით კონკურსის შედეგების (მის მიმართ გამოტანილი საბოლოო გადაწყვეტილება) გამოცხადებიდან (გადაწყვეტილების ჩაბარებიდან – წერილობით გაგზავნის შემთხვევაში და გაგზავნიდან – გადაწყვეტილების ელექტრონული ფოსტით გაგზავნის შემთხვევაში) არაუგვიანეს 2 სამუშაო დღისა. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არაუმეტეს 3 სამუშაო დღეში. მიღებული გადაწყვეტილება აისახება ოქმში და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარედგინება კომისიას. 11. საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს კომისია საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილების გათვალისწინებით. კომისიას უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით. მუხლი 20🔗. კონკურსის/ატესტაციის შედეგების გასაჩივრება 1. კონკურსანტს/ატესტაციას დაქვემდებარებულ პირს უფლება აქვს, კონკურსის/ ატესტაციის შედეგები გაასაჩივროს საპრეტენზიო კომისიაში (მისი არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდეგ – სასამართლოში, ან არ გამოიყენოს საპრეტენზიო კომისიისადმი მიმართვის უფლება და კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული საჩივარი წარადგინოს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სასამართლოში. 2. კონკურსის/ატესტაციის პროცედურებსა და შედეგებთან დაკავშირებული დავა, დაწესებულებაში საპრეტენზიო კომისიის არარსებობის შემთხვევაში შესაძლებელია გადაწყდეს ადმინისტრაციული წესით, უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალებების გამოყენებით. დანართი №1 მოხელის დახასიათება სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაკავებული თანამდებობა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სამსახურებრივი მოვალეობების ჩამონათვალი –––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– საატესტაციო პერიოდში შესრულებულ საკითხთა ჩამონათვალი და შედეგების შეფასება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– პროფესიული და ინდივიდუალური ჩვევები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დადებითი და უარყოფითი მხარეები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წახალისება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წინადადებები კვალიფიკაციის ამაღლების, წახალისების, თანამდებობრივი დაწინაურების, სპეციალური წოდების ან საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ხელმოწერა –––––––––––––––––––––– თარიღი –––––––––––––––––––––––– დანართი №2 საატესტაციო ფურცელი მოხელის სახელი, გვარი –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაბადების თარიღი და ადგილი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დაკავებული თანამდებობა და დანიშვნის (არჩევის) თარიღი ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– თანამდებობრივი რანგი, საკლასო ჩინი, სპეციალური წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– განათლება (სასწავლო დაწესებულება, სპეციალობა) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– სამეცნიერო ხარისხი, სამეცნიერო წოდება ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შრომის საერთო სტაჟი (მ/შ საჯარო სამსახურში) ––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დასკვნა ––––––––––––––––––––––––––––––––– საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეკომენდაცია––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შენიშვნა ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– კომისიის თავმჯდომარე –––––––––––––––––––––––– კომისიის წევრები –––––––––––––––––––––––––––––– თარიღი ––––––––––––––––––––––––