ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 20.08.2014
ძალის დაკარგვა 27.04.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №17
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.176.016017
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე | ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №17
2014 წლის 20 აგვისტო
ქ. თელავი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის თანდართული დებულება;
მუხლი 2🔗
დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეარჩილ თხლაშიძე
დანართი
ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის
დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი
1🔗. ზოგადი დებულებანი
1. დებულება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შესახებ განსაზღვრავს ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების საფუძვლებს;
2. მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა:
ა) ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიური, კულტურული, საზოგადოებრივ - პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის.
ბ) უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მუდმივი კავშირი თვითმმართველი ერთეულის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები თვითმმართველი ერთეულის ორგანოებს და თანამდებობის პირებს თვითმმართველ ერთეულში არსებული მიმდინარე პრობლემების და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ უზრუნველყოს თვითმმართველობის ორგანოების მიერ გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება.
3. თვითმმართველი ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ოფიციალური მისამართია (www.telavi-gov.ge).
მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება
1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ თელავი მუციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური.
2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს:
ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას;
ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას;
გ) ინფორმაციის განთავსებას;
დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებისა და წერილების სისტემატიზაციას და გადაცემას ქალაქ თელავის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსისათვის;
ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას,მათ შორის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლის და დაბლოკვისაგან.
3. ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების შესახებ ვებგვერდზე განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად თვითმმართველობის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის.
მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი.
1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა.
2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას აქვს ოფიციალური (შესაბამისი მითითებით) ან არაოფიციალური სტატუსი.
3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით.
4. ვებგვერდის შევსების წყაროებია:
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები;
ბ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები;
გ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები;
დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტ რესურსები;
ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები;
5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად:
ა) მუდმივი (ყოველდღიური);
ბ) პერიოდული (ყოველკვირეული,ყოველთვიური);
გ) ერთჯერადი.
მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება.
1. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, თვითმმართველი ერთეულის იურიდიული პირები, თვითმმართველი ერთეულის საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები ადმინისტრაციულ სამსახურს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით.
2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის განყოფილებაში (ქვეგანყოფილებაში) განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე ადმინისტრაციული სამსახური.
3. ინფორმაციის მიწოდება (განახლება) სავალდებულოა ყოველთვიურად - ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ.
3.1 მუდმივ განახლებას ექვემდებარება ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მერიის სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების შესახებ ინფორმაცია და სხვა სიახლეების - განთავსება ხორციელდება ყოველი დღის 13.00 სთ.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ,, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების’’ მიხედვით, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერთან კონსულტაციის შესაბამისად.
მუხლი 5🔗. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა
1. ვებგვერდის ძირითადი სტრუქტურა მოიცავს ინფორმაციას ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მერიის, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების, სამართლებრივი აქტების, ჩატარებული ტენდერების, მომხდარი სიახლეებისა და სხვა ინფორმაციის შესახებ.