,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№01-58/ნ
სარეგისტრაციო კოდი
290160000.22.035.016285
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 22/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

ბრძანება №01-58/ნ

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. თბილისი

 

,,ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის №53/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


მუხლი 1
,,ჯანმრთელობის  დაზღვევის  სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში სადაზღვევო ვაუჩერის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის  მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ” საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 26 თებერვლის N53/ნ ბრძანებაში (სსმ, III 2010წ., №23 მუხლი 307) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით გათვალისწინებული ფარმაცევტული პროდუქტების (სამკურნალო საშუალებების) ნუსხისა და ამ სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციარისათვის  მიწოდების ფორმატის დამტკიცების შესახებ“.

2. ბრძანების   პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ა) ,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის“ სახელმწიფო პროგრამის პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების თანდართული  ნუსხა (დანართი N1);“

3. ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 და დანართი N2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს  2014 წლის 1 სექტემბრიდან.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიზაზა სოფრომაძე




 

დანართი N1

 

,,საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის  პირობებით გათვალისწინებული სამკურნალო საშუალებების ნუსხა

 

II ჯგუფს მიკუთვნებული სამკურნალო საშუალებები

 

I. გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები

1

ბეტა ადრენომაბლოკირებელი საშუალებები

 

ატენოლოლი

 

მეტოპროლოლი

 

პროპრანოლოლი

 

ბისეპროლოლი

 

კარვედილოლი

2

კალციუმის არხების ანტაგონისტები

 

ამლოდიპინი

 

ნიფედიპინი

 

ვერაპამილი

3

აგფ ინჰიბიტორები

 

ენალაპრილი

 

კაპტოპრილი

 

რამიპრილი

 

პერინდოპრილი

4

დიურეზული საშუალებები

 

ჰიდროქლოროთიაზიდი

 

ფუროსემიდი

 

სპირონოლაქტონი

5

პერიფერიული ვაზოდილატატორები

 

იზოსორბიდ დინიტრატი

6

ანტიაგრეგანტული სამკურნალო საშუალებები

 

კლოპიდოგრელი

7

ანტიარითმიული საშუალებები

 

ამიოდარონი

8

ანტიკოაგულანტები

 

ვარფარინი

9

საგულე გლიკოზიდები

 

დიგოქსინი

II. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

 

ჰელმინთების საწინააღმდეგო საშუალებები

 

მებენდაზოლი

 

პირანტელი

 

ალბენდაზოლი

III. ანტიალეგიული სამკურნალო საშუალებები

 

პრომეთაზინი

 

ცეტირიზინი

 

კეტოტიფენი (თვალის წვეთები)

IV. სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

 

ბრონქების გასაფართოებელი საშუალებები

 

ამინოფილინი (საინექციო)

 

სალბუტამოლი

 

 

V. ანტიბაქტერიული სამკურნალო საშუალებები (0-5 წლის (ჩათვლით) ასაკის მოსარგებლეებისათვის)

 

ამოქსაცილინი

 

აზითრომიცინი

 

კოტრიმოქსაზოლი

 

ცეფტრიაქსონი

 

 

III ჯგუფს მიკუთვნებული სამკურნალო საშუალებები (გარდა საინექციო ფორმებისა)

 

I.  გულსისხლძარღვთა დაავადებების სამკურნალო საშუალებები

1

პერიფერიული ვაზოდილატატორები

 

ნიტროგლიცერინი

2

ანტიაგრეგანტული სამკურნალო საშუალებები

 

აცეტილსალიცილის მჟავა

3

ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები (კალიუმის დეფიციტის შემავსებელი)

 

კალიუმის ასპარტატი+მაგნიუმის ასპარტატი

II. კუჭ-ნაწლავისტრაქტის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

1

H+-K+-ატფ-აზა ინჰიბიტორები

 

ომეპრაზოლი

 

რანიტიდინი

2

ანტაციდები

 

ალუმინის ჰიდროქსიდი+მაგნიუმის ჰიდროქსიდი

3

ფერმენტული საშუალებები

 

პანკრეატინი

4

ღებინების საწინააღმდეგო საშუალებები

 

დომპერიდონი

 

მეტოკლოპრამიდი

5

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ტონუსის და მოტორიკის შემამცირებელი საშუალებები

 

დროტავერინის ჰ/ქ

 

ჰიოსცინის ბუთილ ბრომიდი

6

ნაწლავური მიკროფლორის წონასწორობის მარეგულირებელი ბიოლოგიური წარმოშობის საშუალებები

 

Bifidobacterium infants, Lactobacillus acidophilus, Enterococcus feacium

 

ლიოფილიზირებული Saccharomyces boulardii

 

bacillus claus

7

ელექტროლიტურ ცვლაზე მოქმედი საშუალებები

 

რეჰიდრონი

8

მეტეორიზმის შემამცირებელი საშუალებები

 

გააქტივებული ნახშირი

 

სიმეტიკონი

III. ანტიალეგიული სამკურნალო საშუალებები

 

კლემასტინი

 

ქლოროპირამინი

 

ფექსოფენადინი

 

ლორატადინი

 

დესლორატადინი

 

კეტოტიფენი (გარდა თვალის წვეთებისა)

IV. სასუნთქი სისტემის დაავადებების სამკურნალო საშუალებები

1

ამოსახეველებელი საშუალებები

 

ამბროქსოლი

 

კარბოცისტეინი

 

აცეტილცისტეინი

2

ბრონქების გასაფართოებელი საშუალებები

 

ამინოფილინი

 

დოქსოფილინი

 

იპრატროპიუმის ბრომიდი (საინჰალაციო)

 

ფლუტიკაზონი (ნაზალური აეროზოლი)

V. არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები

 

აცეტილსალიცილის მჟავა

 

პარაცეტამოლი

 

იბუპროფენი

 

დიკლოფენაკი

 

 

 



დანართი N2

 

სამკურნალო საშუალებების ექიმის დანიშნულებით ბენეფიციართათვის მიწოდების ფორმატი

1. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის პირობებით გათვალისწინებული II ჯგუფისათვის მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტების  ბენეფიციართათვის გამოწერა ხორციელდება ,,მეორე ჯგუფს მიკუთვნებული ფარმაცევტული პროდუქტის (სამკურნალო საშუალების) რეცეპტის გამოწერის წესისა და ფორმა №3 - რეცეპტის ბლანკის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 18 ივლისის N01-53/ნ ბრძანებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად.

2. საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის განმახორციელებელსა  და სააფთიაქო დაწესებულებას შორის ანგარისწორების წესი განისაზღვრება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტორლს დაქვემდებარებული სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.