,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№40
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016257
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

 დადგენილება №40

2014 წლის 22 აგვისტო

ქ. ახმეტა

 

,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში შეტანილ  იქნეს შემდეგი  სახის ცვლილებები:
  • ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებას დაემატოს 11  მუხლი:
  • ,,მუხლი 11. გამგეობის ბეჭედი  და ბლანკი

    1. გამგეობას აქვს საკუთარი გერბით და დასახელებით შედგენილი ბეჭედი და ბლანკი, დამოუკიდებელი ბალანსი და ანგარიშები ხაზინასა და ბანკში.

    2. გამგეობის ცალკეული უფლებამოსილებიდან გამომდინარე, სტრუქტურული ერთეულებისთვის შესაძლებელია დამატებით დაიშვას ერთი ან რამდენიმე ბეჭედი და  ბლანკი, რომელთა არსებობა, აღწერილობა და გამოყენების წესი განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის (ერთეულების) დებულებით (დებულებებით).“.

  • ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების:
  • ა)  მე-14 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“, „ე“, „ვ“, „ზ“, „თ“,     ქვეპუნქტები:

    „დ)  უზრუნველყოფს მოქალაქეებზე ხე-ტყის ადგილწარმოშობის და საქართველოს  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემას“;

    „ე) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობას ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში“;

    „ვ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებს, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციასა და წარდგენას გამგეობაში“;

    „ზ) უზრუნველყოფს გამგეობის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზებას“;

    „თ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს გამგეობასთან“.

    ბ)  მე-14 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის  მე-5 პუნქტი:

    ,,5. გამგებლის წარმომადგენელს აქვს ბლანკი  და ბეჭედი, რომელზეც აღნიშნულია ადმინისტრაციული ერთეულის სახელწოდება “.

     

    მუხლი 2
    დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2014 წლის 22 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეგელა ჯუგაშვილი

    ხშირად დასმული კითხვები

    მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
    არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 22.08.2014.
    როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
    „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 22.08.2014. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №40. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.162.016257.
    რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
    დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
    რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
    legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
    სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
    ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.08.2014 მდგომარეობით.

    როგორ დავიმოწმოთ

    მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ'' ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 5 აგვისტოს №26 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №40, 22.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016257 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2470645/