საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
დადგენილება №35
2014 წლის 15 აგვისტო
ქ. თბილისი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2014 წლის 16 აპრილის №27 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„1. ცენტრის საქმიანობის კოორდინაციისა და მართვის მიზნით, იქმნება მთავრობის სათათბირო ორგანო საზოგადოებრივი სამეთვალყურეო საბჭო (შემდეგში - სამეთვალყურეო საბჭო), რომელიც შედგება 21 წევრისაგან, რომელთაგან 16 წევრი არის სამოქალაქო სექტორის, მათ შორის საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირი, 3 - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ წარდგენილი პირი და 2 მთავრობის თავმჯდომარის მიერ წარდგენილი პირი.
2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევარებისაგან, საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო უნდა იყოს ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ხელშეწყობა ან/და დევნილთა უფლებების დაცვა ან/და ჟურნალისტიკური საქმიანობა. თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ორგანიზაცია უფლებამოსილია მთავრობის აპარატს წარუდგინოს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის არაუმეტეს 2 კანდიდატურისა. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების წარდგენა სავალდებულოა სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შერჩევის თაობაზე ინფორმაციის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 დღის ვადაში. კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს სარეკომენდაციო წერილი, კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია, პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი, უმაღლესი განათლებისა და ამ პუნქტით დადგენილი მოთხოვნის დამადასტურებელი საბუთების ასლები, კანდიდატის წერილობითი თანხმობა. იმ კანდიდატთა სია, რომლებიც წარდგენილი არიან ამ პუნქტით დადგენილი პირების მიერ და შეესაბამებიან ამავე პუნქტით დადგენილ მოთხოვნებს, სათანადო საბუთებთან ერთად მთავრობის აპარატის მიერ წარედგინება მთავრობას განსახილველად. მთავრობა უფლებამოსილია კანდიდატს მოსთხოვოს მთავრობისათვის ცენტრის განვითარების კონცეფციის წარდგენა. მთავრობა უფლებამოსილია მისთვის კანდიდატთა სიისა და შესაბამისი დოკუმენტების წარდგენიდან მთავრობის პირველივე სხდომაზე შექმნას სამეთვალყურეო საბჭო. თუ სამეთვალყურეო საბჭო ვერ იქნა შექმნილი ხმების თანაბრად გაყოფის გამო, მაშინ გადამწყვეტი ხმის უფლებით სარგებლობს მთავრობის თავმჯდომარე. თუ კენჭისყრის გამართვის შემდეგ სამეთვალყურეო საბჭო ვერ შეიქმნა, 14 კალენდარული დღის ვადაში გაიმართება ხელახალი კენჭისყრა ამ პუნქტით დადგენილი წესით.
3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა არ წარმოადგენს ანაზღაურებად საქმიანობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაა არაუმეტეს 4 წლისა. თუ სამეთვალყურეო საბჭოს წევრის მიმართ კანონიერ ძალაში შევა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი, ან თუ სასამართლო მას ქმედუუნაროდ ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებს ან გარდაცვლილად გამოაცხადებს, ან თუ 1 კალენდარული წლის განმავლობაში ის ზედიზედ 2 თვის განმავლობაში არასაპატიო მიზეზით არ ან ვერ განახორციელებს თავის უფლებამოსილებას, ან თუ მისი ქმედება შეიცავს ინტერესთა კონფლიქტს ამ დებულებით დადგენილი ნორმების მიმართ, ან თუ მას სამეთვალყურეო საბჭოს 2/3 გამოუცხადებს უნდობლობას, ან თუ ის საკუთარი ნებით, თავისივე წერილობითი განცხადებით გადადგება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობიდან, ან თუ გარდაიცვლება, მთავრობა პირველსავე სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის შესახებ. სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხის დაყენების უფლება აგრეთვე აქვთ საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირს (მის მიერ წარდგენილი კანდიდატის მიმართ), აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოსა (მის მიერ წარდგენილი კანდიდატის მიმართ) და მთავრობის თავმჯდომარეს (მის მიერ წარდგენილი კანდიდატის მიმართ). სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის ინიციატორმა შესაბამისი მტკიცებულებით უნდა დაასაბუთოს მის მიერ წარდგენილი სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის კონკრეტული საფუძველი. ერთი ფაქტის საფუძველზე სამეთვალყურეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის ორჯერ დასმა დაუშვებელია.“.
მუხლი 2. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
მთავრობის თავმჯდომარის
მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია