საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2014
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი
ნომერი №133
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.023.016256
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
22.08.2014 მიღება
📜 ცვლილებების ისტორია (2)
შეცვლილია შემდეგი აქტებით
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი | საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის
ბრძანება №133
2014 წლის 22 აგვისტო
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ
„საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლისა და ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1.
დამტკიცდეს თანდართული ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.’’
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 9 ოქტომბრის №78 ბრძანება;
3.
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრიელგუჯა ხოკრიშვილი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები
მუხლი 1🔗.
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი
იურიდიული დეპარტამენტის უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება (სასურველია გარემოსდაცვითი მიმართულებით);
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არ მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საპარლამენტო მდივნის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
სამართლებრივ აქტებზე, ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - ძალიან კარგად) ცოდნა.
მუხლი 2🔗.
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება, მათ შორის საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არ მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
ვ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS office Word - ძალიან კარგად) ცოდნა.
მუხლი 3🔗.
იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი
იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია გარემოსდაცვითი მიმართულებით საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია სამართლებრივ აქტებზე, ხელშეკრულებებზე მუშაობის გამოცდილება;
ვ)
ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა.
მუხლი 4🔗.
იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
დ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ე)
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
ვ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა.
მუხლი 5🔗.
იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
იურიდიული დეპარტამენტის პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართალშემოქმედებითი სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
დ)
ინგლისური ენის ცოდნა (კარგად);
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა.
მუხლი 6🔗.
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება, სასურველია საჯარო სამსახურში ან საჯარო სამართლის იურიდიულ პირში მუშაობის გამოცდილება;
დ)
სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
ე)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არ მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (გარდა მე-4, მე-5 და მე-6 წიგნებისა), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის (გარდა მე-7, 71, 72 კარებისა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს ტყის კოდექსის, ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საქართველოს „წითელი ნუსხისა’’ და ,,წითელი წიგნის’’ შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ვ)
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე მუშაობის, აგრეთვე სასამართლო დავებში მონაწილეობისა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამოცდილება;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა.
მუხლი 7🔗.
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი;
გ)
სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 1-წლიანი გამოცდილება;
დ)
სასურველია ჩაბარებული ჰქონდეს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა;
ე)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არ მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (გარდა მე-4, მე-5 და მე-6 წიგნებისა), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (გარდა მე-7, 71, 72 კარებისა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ეკოლოგიური ექსპერტიზის შესახებ’’ საქართველოს კანონის ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წიაღის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონის, ,,ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
ვ)
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებზე მუშაობის, აგრეთვე სასამართლო დავებში მონაწილეობისა და ადმინისტრაციული საჩივრების განხილვის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების ჩატარების გამოცდილება;
ზ)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა.
მუხლი 8🔗.
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი
იურიდიული დეპარტამენტის სასამართლოებთან ურთიერთობისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:
ა)
უმაღლესი იურიდიული განათლება;
ბ)
ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;
გ)
საქართველოს კონსტიტუციის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კოდექსის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ქვემდებარეობაში არ მყოფი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მუხლების გარდა), საქართველოს სამოქალაქო კოდექსის (გარდა მე-4, მე-5 და მე-6 წიგნებისა), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი (გარდა მე-7, 71, 72 კარებისა), სისხლის სამართლის კოდექსის (ზოგადი ნაწილი და კარი მეათე - დანაშაული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ), ,,გარემოს დაცვის შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 26 აპრილის N98 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დებულების, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2013 წლის 10 მაისის N17 ბრძანებით დამტკიცებული სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის დებულების ცოდნა;
დ)
სასურველია ინგლისური ენის ცოდნა;
ე)
საოფისე კომპიუტერული პროგრამის (MS office Word - კარგად) ცოდნა.