„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№31
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.106.016130
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/08/2014
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

  ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №31

2014 წლის 22 აგვისტო

ქ.ხობი

 

„ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და  „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. „ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 28 ივლისის N15 დადგენილებაში („საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ (ვებგვერდი - www.matsne.gov.ge), 04.08.2014 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.106.016114) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 2. გამგეობის სამართლებრივი სტატუსი

1. გამგეობა არის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს – გამგებლისადმი დაქვემდებარებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს გამგებლის უფლებამოსილების განხორციელებას.

2. გამგეობას ხელმძღვანელობს გამგებელი.

3. გამგეობა შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან – გამგეობის სამსახურებისგან (შემდგომში – „გამგეობის სამსახური“), რომლებიც შესაბამისი დებულებებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის დავალებების შესრულებას.“;

ბ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის დებულებას და საშტატო ნუსხას, აგრეთვე გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს;“;

გ) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის „გ.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის მიერ წლის განმავლობაში განსახორციელებელი შესყიდვების გეგმას; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;“;

დ) მე-12 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის სამსახური შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგებლის დავალებების შესრულებას, ამზადებს გამგებლის და მისი დავალებით - საკრებულოს გადაწყვეტილებების პროექტებს.“;

ე) 45-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ დებულების ამოქმედებამდე ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების სამსახურებრივ სარგებლობაში არსებული ხობის მუნიციპალიტეტის რწმუნებულების ბეჭდები ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას 2014 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით და მათი გამოყენება ამ დებულებით დადგენილი წესით და შემთხვევებში გაგრძელდეს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშნული გამგებლის წარმომადგენლის მიერ, ამ პუნქტში მითითებულ ვადამდე.

3. ამ დებულების ამოქმედებამდე მოქმედი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის სარგებლობაში არსებული სამსახურებრივი ბეჭედი ინარჩუნებს იურიდიულ ძალას 2014 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით და ამ ვადამდე მისი გამოყენების უფლება გადაეცეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურს, სამსახურის დებულებით, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 10 მაისის N41 დადგენილებით და „მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის) სანებართვო მოწმობის ფორმის, მათი გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გამოსაყენებლად უვარგისი სანებართვო მოწმობის ფორმების ჩამოწერის აქტის ფორმისა და სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 25 მაისის N18 დადგენილებით განსაზღვრული უფლებამოსილებების განსახორციელებლად.“;

ვ) 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:

„6. ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი არ ვრცელდება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის უფროსზე.“;

ზ) 46-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის რეორგანიზაციის ვადად განისაზღვროს ამ დადგენილების ამოქმედებიდან 2015 წლის 10 იანვრამდე პერიოდი:

ა)  2014 წლის 31 ოქტომბრამდე - გამგეობის სტრუქტურის და საჯარო მოსამსახურეთა საშტატო რაოდენობის „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 156-ე მუხლით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით;

ბ) 2015 წლის 10 იანვრამდე – „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით დადგენილი მოთხოვნებით განპირობებული ცვლილებების განსახორციელებლად.“;

თ) 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ დებულებით განსაზღვრული ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ახალშექმნილი სამსახურები და ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2014 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოფილნი იქნენ შესაბამისი სამსახურებრივი ბეჭდებით.“.

2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეედიშერ ჯობავა