ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2014
ძალის დაკარგვა 30.04.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.127.016129
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთი დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 26.04.2018
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2014 წლის 21 აგვისტო
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესების დადგენის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლისა 1-ლი პუნქტის „ა.დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს „საპატიო ზესტაფონელისა“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესები დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე
დანართი №1
,,საპატიო ზესტაფონელისა“ და ,,ზესტაფონის საპატიო მოქალაქის”
წოდების მინიჭების წესები
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1.,,საპატიო ზესტაფონელისა” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური ცენზისა, საზოგადოებრივი-პოლოტიკური შეხედულებებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, თუ მისი მოღვაწეობა და გაცხადებული იდეები მიმართული არ არის საქართველოში დამკვიდრებული კულტურული ტრადიციების, ზნეობრივ-ეთიკური ნორმებისა და სულიერი ცხოვრების წესის წინააღმდეგ.
2.,,საპატიო ზესტაფონელის” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდება შეიძლება მიენიჭოს ასევე, საქართველოსა და მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრებ სრულწლოვან მოქალაქეს, ან მოქალაქეობის არმქონე პირს ზესტაფონისათვის წლების განმავლობაში განსაკუთრებული ღვაწლისა და საგანგებო ვითარებისას გაწეული უანგარო სამსახურისათვის.
3.,,საპატიო ზესტაფონელის” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდება დასტურია ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ეკონომიკის, განათლების, მეცნიერების, კულტურის, ხელოვნების, სპორტის, ჯანმრთელობის დაცვის, ბუნებათსარგებლობისა და ეკოლოგიის შემოქმედებითი, საზოგადოებრივი და სულიერი ცხოვრების განვითარებისათვის, აგრეთვე, ადამიანთა უფლებებისა და თავისუფლებებისათვის, უანგარო სიქველისა და სიმამაცისათვის პატივგებისა და აღიარების.
4.,,საპატიო ზესტაფონელის” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდება უცხო სახელმწიფოს მოქალაქისათვის მინიჭება ხორციელდება მისივე თანხმობის შემთხვევაში.
5.,,საპატიო ზესტაფონელის” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების ჩამორთმევა დაუშვებელია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რასაც წყვეტს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
მუხლი 2🔗. ,,საპატიო ზესტაფონელის” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენება
1. ,,საპატიო ზესტაფონელის” და `ზესტაფონის საპატიო მოქალაქის~ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილება აქვს დადგენილი წესით რეგისტრირებულ:
ა)საზოგადოებრივ, პროფესიულ და შემოქმედებით კავშირებსა და ორგანიზაციებს,
ბ) სპორტულ ორგანიზაციებს, გაერთიანებებსა და ფედერაციებს,
გ) საპატიო წოდების მქონე მოქალაქეთა ჯგუფს.
2. ,,საპატიო ზესტაფონელის” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირები, კანდიდატურას წარუდგენენ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ახლდეს:
ა) საპატიო წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება.
ბ) ბიოგრაფიული და დემოგრაფიული ცნობები.
გ)კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი, საზოგადოებისათვის უკვე ცნობილი და საპატიო წოდებაზე წარდგენის დღემდე უცნობი დოკუმენტალური და სხვა სახის მასალები.
დ) შუამდგომლობა თან უნდა ერთვოდეს წარდგენილის პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტი, ორი ფოტოსურათი და წერილობითი თანხმობა.
მუხლი 3🔗. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომისია
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიას ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ქმნის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიაში ,,საპატიო ზესტაფონელის“ და `ზესტაფონის საპატიო მოქალაქის~ წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურები განიხილება ღიად და საჯაროდ პატივგების დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არაუმეტეს 15 წევრისაგან.
მუხლი 4🔗. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის კომისიაში კანდიდატურების განხილვა
1.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისიაში ,,საპატიო ზესტაფონელის“ და `ზესტაფონის საპატიო მოქალაქის~ წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურები განიხილება ღიად და საჯაროდ პატივგების დროებითი კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება არაუმეტეს 15 წევრისაგან.
2. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია:
ა) შეისწავლის საპატიო წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღირსებისა, ღვაწლისა და დამსახურების შესახებ ხელთარსებულ რეკომენდაციებს, მუნიციპალიტეტის წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისა და დამსახურების წერილობით მტკიცებულებებს.
ბ) გამოითხოვს და მოიპოვებს დამატებით ცნობებსა და ინფორმაციებს სახელმწიფო ორგანიზაციებისა და დაწესებულებათა ხელმძღვანელებისაგან, ასევე სხვა ნებისმიერი იურიდიული და ფიზიკური პირისაგან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-3 თავით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
გ) სწავლობს კანდიდატურასთან დაკავშირებით შემოსულ განცხადებებს, სურვილებს, მოსაზრებებსა და წინადადებებს, ახდენს მათ შეჯერებას და იღებს გადაწყვეტილებას საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად.
მუხლი 5🔗. ,,საპატიო ზესტაფონელის~ და `ზესტაფონის საპატიო მოქალაქის~ წოდების მინიჭება
1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის პატივგების კომისია განიხილავს წამოყენებულ კანდიდატთა რეკომენდაციებს და იღებს გადაწყვეტილებებს წარმოდგენილ კანდიდატურებზე ,,საპატიო ზესტაფონელის~ და `ზესტაფონის საპატიო მოქალაქის~ წოდების მინიჭების შესახებ.
2. ,,საპატიო ზესტაფონელის~ და `ზესტაფონის საპატიო მოქალაქის~ წოდების მოწმობისა და მედლების გაცემა ხდება საზეიმო ვითარებაში. ცერემონიალს ესწრებიან: საკრებულოს თავჯდომარე, საკრებულოს წარმომადგენლები, აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლები, საპატიო წოდების მქონე მოქალაქეები, ჟურნალისტები, გამოჩენილი ადამიანები, პროფესიული და საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, მოწვეული სტუმრები, საპატიო წოდების მქონე ოჯახების წევრები და უახლოესი მეგობრები.
3. საპატიო ზესტაფონელს, ,,საპატიო ზესტაფონელის~ და `ზესტაფონის საპატიო მოქალაქის~ წოდების დამადასტურებელ მოწმობასთან და მედალიონთან ერთად, გადაეცემა ფასიანი საჩუქრები ან ფულადი ჯილდო დადგენილი წესის შესაბამისად.
4. საპატიო წოდება შეიტანება გამოჩენილ ადამიანთა პატივგების წიგნში
მუხლი 6🔗. ,,საპატიო ზესტაფონელის~ და `ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მქონე პირის უფლებები
1. საპატიო ზესტაფონელი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ადგილის მიუხედავათ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სარგებლობს ყვალა იმ სიკეთითა და შეღავათებით, რითაც სარგებლობს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ყველა მოქალაქე.
2. საპატიო ზესტაფონლებს აქვს სრული უფლებამოსილება:
ა) გაერთიანდნენ ერთ ან რამდენიმე საზოგადოებრივ ორგანიზაციაში, ან დამოუკიდებლად შექმნან საზოგადოებრივი ორგანოები რომელიც შეიმუშავებს მუნიციპალიტეტის სოციალ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტებს.
ბ) მონაწილეობა მიიღონ საპატიო სტუმრებთან შეხვედრებში, დიალოგებში, დისკუსიებში, მუნიციპალიტეტის საკეთილდღეო ღონისძიებათა შემუშავებაში.
გ) ჩაერთონ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით დელეგაციებში, მონაწილეობა მიიღონ დაძმობილებულ ქალაქებთან სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის ხელშეკრულებათა პროექტის შემუშავებაში.
დ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის წინაშე დააყენონ საკითხი ნიჭიერი, უნარიანი და კეთილსინდისიერი თანაქალაქელების თვითრეალიზაციის ხელშემწყობი პირობების შექმნის თაობაზე, მისცენ და დაასაბუთონ საკრებულოსა და გამგეობის წინაშე შუამდგომლობები და მიცემული რეკომენდაციები.
3. ღირსშესანიშნავ თარიღებთან და მოვლენებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მუნიციპალიტეტის ცხოვრებაში წონადი წვლილის შეტანისათვის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე ხორციელდება საპატიო წოდების მქონე პირთა ერთდროული ინდივიდუა ლური მატერიალური წახალისება.
მუხლი 7🔗. ,,საპატიო ზესტაფონელის” და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ
,,საპატიო ზესტაფონელის“ და „ზესტაფონის საპატიო მოქალაქის“ წოდების მინიჭების წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ადმინისტრაციული აქტის საფუძველზე.