ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №30
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.127.016130
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №30
2014 წლის 21 აგვისტო
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 22 ივლისის №22 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის
დებულება
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური
1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (შემდგომ ტექსტში – ადმინისტრაციული სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულს, რომელიც ახორციელებს გამგეობის საქმიანობის ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტალურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ–ტექნიკურ უზრუნველყოფას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციასა და მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოხელეების საქმიანობის მონიტორინგსა და კონტროლს;
2. ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს გამგეობის საქმიანობისათვის შესაბამისი პირობების შექმნას; უწევს დახმარებას გამგეობას უფლებამოსილების განხორციელებაში მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობისას, გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებაში.
3. ადმინისტრაციულ სამსახურს აქვს ბლანკი, ბეჭედი და შტამპი. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის და ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეთა შრომის ანაზღაურება ხორციელდება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
4. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.
მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები
ადმინისტრაციული სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად.
მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანა
1. ადმინისტრაციული სამსახურის ამოცანაა:
ა) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობა, გამგეობის ერთიანი საქმისწარმოების, მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის, სამართლებრივ, საკადრო საკითხთა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფა; ადგილობრივი მნიშვნელობის არქივის წარმოება; საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამართალდარღვევათა და სამსახურებრივ გადაცდომათა ჩადენის ფაქტების გამომწვევი მიზეზებისა და რისკების დადგენა; სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება.
ბ) ორგანიზაციულ-ტექნიკურად უზრუნველყოფა გამგეობის სამუშაო თათბირების, სტრუქტურული ერთეულების და გამგეობის თანამდებობის პირების მიერ სხვა ღონისძიებების, გამგეობის საქმიანობის შესახებ ოპერატიული ინფორმაციის მომზადება და გამოქვეყნება;
გ) გამგებლის დავალებების შესაბამისად გამგეობის სამუშაო გეგმების და გამგებლის ადმინისტრაციული აქტების პროექტების მომზადება;
დ) სასამართლოში გამგეობის წარმოდგენა და დაცვა.
თავი II. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
მუხლი 4🔗. ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურა
1. ადმინისტრაციული სამსახური შედგება ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, გამგებლის თანაშემწის, სტრუქტურული ქვედანაყოფების – განყოფილებებისაგან და მოხელეებისაგან.
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილება;
ბ) ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილება;
გ) იურიდიული განყოფილება.
მუხლი 5🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობა
1. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.
2. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის უფლებამოსილება განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით.
3. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 58-ე და 59-ე მუხლებით.
4. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის ერთ–ერთი განყოფილების უფროსი.
მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების ხელმძღვანელობა
1. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან.
2. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი.
3. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით.
4. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის წინაშე.
5. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წარდგინებითა და გამგებლის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ–ერთი მოხელე.
თავი III. ადმინისტრაციული სამსახურის უფლებამოსილება
მუხლი 7🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციები
1. ადმინისტრაციული სამსახურის ფუნქციებია:
ა) ადმინისტრაციული სამსახური გამგებლის დავალებების შესაბამისად დადგენილი წესით:
ა.ბ) ორგანიზებას უწევს გამგეობის გამართულ კომუნიკაციას საკრებულოსთან, მუნიციპალიტეტის ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისულების ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან;
ა.გ) ორგანიზებას უწევს გამგეობის თანამშრომლობას სხვა მუნიციპალიტეტის თვითმმართველ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ა.დ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას, ოფიციალური დელეგაციების მიღებას, საგარეო ვიზიტების დაგეგმვასა და ორგანიზებას;
ბ) ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში
ბ.ა) მეთოდურ დახმარებას და ორგანიზებას უწევს გამგეობის სამსახურებს სამუშაოთა გეგმების და სამუშაოთა აღწერილობის მომზადებაში; გამგეობის სამსახურების სამუშაოთა გეგმების საფუძველზე უზრუნველყოფს გამგეობის სამუშაო გეგმის პროექტის მომზადებას; აკონტროლებს სამუშაო გეგმით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებას;
ბ.ბ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას, ადმინისტრაციული წარმოების დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვას;
ბ.გ) უზრუნველყოფს გამგებლის დავალებების რეგისტრაციას, პროექტების მომზადებას და მათი შესრულების კონტროლს;
ბ.დ). უზრუნველყოფს საქმის-წარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას; თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე; ელექტრონულ საქმისწარმოებას;
ბ.ე) ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების ფუნქციური და მართვის პროცედურების ანალიზს და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებას სტრუქტურული ერთეულების ორგანოების მართვის სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით;
ბ.ვ) უზრუნველყოს გამგეობაში მოქალაქეთა მიღების ორგანიზება, შესაბამისი მასალების მომზადება, დავალებათა აღრიცხვა და კონტროლი მათ შესრულებაზე.
ბ.ზ) გამგებლის დავალებით აწარმოოს სამსახურებრივი მოკვლევა მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და შეიმუშაოს შესაბამისი დასკვნები.
გ) ადმინისტრაციული სამსახური საზოგადოებასთან ურთიერთობის, საინფორმაციო-ანალიტიკური საქმიანობის სფეროში:
გ.ა) ახდენს გამგეობის საქმიანობის საინფორმაციო, საცნობარო და ტექნოლოგიურ- პროგრამულ მომსახურებას.
გ.ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემის ფუნქციონირებას, ინტერნეტ-პორტალის, საიტებისა და ინტერნეტ-გვერდების შექმნას, მათ განახლებასა და საჯარო ინფორმაციის მათზე განთავსებას;
გ.გ) უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოებში (საკრებულოსა და გამგეობის) და მათ სტრუქტურული ერთეულებში არსებული ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისადმი;
გ.დ). უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ვებ–გვერდის ადმინისტრირებას;
გ.ე) უზრუნველყოფს თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნებას;
გ.ვ) უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს–კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს–დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
დ) ადმინისტრაციული სამსახური კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში დადგენილი წესით:
დ.ა) ახორციელებს გამგეობის სამუშაო თათბირების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას: პირთა მოწვევას, თათბირზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით მასალების გამრავლებას და დარიგებას მოწვეულ პირებზე და ამ თათბირების ოქმების შედგენას;
დ.ბ) უზრუნველყოფს საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავებასა და მის განხორციელებას; უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოსამსახურეთა პირადი საქმეების და სხვა საკადრო დოკუმენტაციის შედგენას, აღრიცხვასა და წარმოებას;
დ.გ) უზრუნველყოფს საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; კონტროლს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამდებობის პირთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე;
დ.დ) აფორმებს გამგეობის მოხელეთა სამუშაოზე მიღების, სამუშაოდან განთავისუფლების, შვებულებაში გასვლის გრაფიკს, სამივლინებო, საპენსიო და სხვა დოკუმენტებს;
დ.ე). უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე;
დ.ვ).ამზადებს წინადადებებს საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით მოსამსახურეთა პროფესიული დონის, კადრების საჭიროების; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზების; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ; ადგენს კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიას; განსაზღვრავს გადამზადების პროგრამას; კონტროლს ახორციელებს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე; უზრუნველყოფს მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზებას;
დ.ზ) ამზადებს წინადადებებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინური ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის, ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების შესახებ;
დ.თ). ადგენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის მოხელეთა რეზერვს; კანონმდებლობის შესაბამისად ახდენს პირების რეზერვში შეყვანას და ამორიცხვას;
დ.ი) ორგანიზაციას უწევს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისათვის სასწავლო პრაქტიკისა და სტაჟირების გავლას თვითმმართველობის ორგანოებსა და სამსახურებში;
დ.კ) უზრუნველყოფს გამგეობის სამსახურების კორესპოდენციის გაგზავნას და მათ სახელზე შემოსული კორესპოდენციის მიღებას, რეგისტრაციას, სარეკვიზიტო და დოკუმენტურ გაფორმებას, მათ განაწილებას დანიშნულებისამებრ და ადრესატისადმი გადაცემას, კორესპოდენციის გადაგზავნას; საარქივო მასალების ანოტირებას და არქივის წარმოებას; საქმეთა ნომენკლატურის შედგენას და დაარქივებას;
დ.კ) აფორმებს და აღრიცხავს მიღებულ დოკუმენტებზე გამგეობის თანამდებობის პირების დავალებებს და გადასცემს შემსრულებლებს; აკონტროლებს კორესპოდენციის მოძრაობას და საკითხის განხილვაზე კანონით დადგენილი ვადის დაცვას; აკონტროლებს დოკუმენტის შესრულებას და ამზადებს ინფორმაციას შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
დ.მ) უზრუნველყოფს აპარატში ერთიან საქმისწარმოებას; აყალიბებს საქმეთა ნომენკლატურას, შეიმუშავებს კლასიფიკატორებს, ინდექსებს, შიფრებსა და კოდებს. უზრუნველყოფს საქმის-წარმოებაში დაშვებული დოკუმენტების სათანადოდ გაფორმებას და დოკუმენტთბრუნვას;
ე.) მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში
ე.ა) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულების მოხელეთათვის სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური პირობების შექმნას;
ე.ბ) ახორციელებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის და თანამდებობის პირების საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას და შესაბამისი საფინანსო დოკუმენტაციის მომზადება–წარდგენას საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურში;
ე.გ) უზრუნველყოფს გამგეობის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობების შენახვას, მოვლა–პატრონობას.
ე.დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული შენობების დაცვას, აღჭურვას, კეთილმოწყობას და კომუნალურ მომსახურეობას, ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ორგანიზებას, ადმინისტრაციულ შენობაში და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების დაცვას;
ე.ე) უზრუნველყოფს გამგეობის ბალანსზე რიცხული ადმინისტრაციული შენობაში საინჟინრო კომუნიკაციების, მოწყობილობების, ენერგომომარაგების, გათბობა-კონდიცირების, წყალმომარაგების და სატელეფონო ქსელების გამართულ მუშაობას; შეიმუშავებს და უზრუნველყოფს საქვეუწყებო მეურნეობის განვითარების, სარემონტო და საამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების ჩატარების ღონისძიებებს;
ე.ვ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ბალანსზე არსებული ინვენტარისა და მატერიალურ ფასეულობათა აღრიცხვას, შენახვას, რაციონალურ გამოყენებას, მოვლასა და დაცვას.
ვ) ადმინისტარაციულ ერთეულებთან ურთიერთობის სფეროში:
ვ.ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა მიმდინარეობის შესახებ;
ვ.ბ) წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ვ.გ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ადმინისტრაციულ ერთეულში ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეთა საქმიანობას და საქმისწარმოებას.
ვ.დ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი დასახლებების მოსახლეობის კავშირს თვითმმართველობის ორგანოებთან.
ვ.ე)ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს.
ვ.ვ)აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების და ინვესტირებით დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს გამგებლისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
ვ.ზ)ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებების მოსახლეობის გამოკითხვების საფუძველზე მონაწილეობს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელების ღონისძიებებში.
ვ.თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციებს.
მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის უფლებამოსილებანი
1. ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების და ამ დებულების საფუძველზე:
ა) წარმართავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისათვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის;
ბ) უნაწილებს ფუნქციებს ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეებს;
გ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს წინადადებებს: ადმინისტრაციული სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამსახურის სტრუქტურის და საშტატო ნუსხის შესახებ; თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებლად ადმინისტრაციული სამსახურის შესაბამის საჯარო მოსამსახურეთა კანდიდატურებს; მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;
დ) წარუდგენს გამგებელს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;
ე) განსაზღვრავს ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; ადმინისტრაციული სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
ვ) პერიოდულად წარუდგენს გამგებელს ანგარიშს ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;
ზ) გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს გამგეობის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში
მუხლი 9🔗. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსის უფლებამოსილება
1. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილების უფროსი ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების საფუძველზე:
ა) დასამტკიცებლად წარუდგენს ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს განყოფილების სამუშაო გეგმას;
ბ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
გ) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
დ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ე) დადგენილი წესით აფასებს განყოფილების მოხელეთა საქმიანობას, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას;
ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საქმისწარმოებას დადგენილი წესით;
თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით ,გამგეობის დებულებით და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს
მუხლი 10🔗. ადმინისტრაციული სამსახურის კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების ფუნქციები
ა) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულება და კონტროლი;
ბ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წინაშე არსებული რისკების დადგენა, ამ რისკების მართვისათვის შემუშავებული შიდა კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის გამოკვლევა და შეფასება, კანონიერების მიზანშეწონილობა;
გ) საარქივო მასალების, საქმისწარმოების დოკუმენტაციის და სხვა ინფორმაციების ადეკვატურად დაცულობის შეფასება;
დ) სამსახურებრივი გადაცდომების ჩადენის ფაქტებთან დაკავშირებით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება და სათანადო დასკვნების წარდგენა სამსახურის უფროსისათვის;
ე) საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობა;
ვ) გამგეობის მოსამსახურეების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების დაცვის კონტროლისა და ზედამხედველობის განხორციელება;
ზ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულების მიერ განხორციელებული საქმიანობის სტატისტიკისა და ანალიზის წარმოება. საქმიანობის სრულყოფის მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება;
თ) შესაბამის შემთხვევაში გამგეობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგი და რეკომენდაციების წარდგენა ეფექტიანობის გაზრდის მიზნით;
ი) გამგებლის ცალკეული დავალებების შესრულება.
მუხლი 11🔗. სამსახურის იურიდიული განყოფილების ფუნქციები
1. სამსახურის იურიდიული განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) გამგებლის ადმინისტრაციული აქტების, გამგებლის მიერ საკრებულოში წარსადგენი სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას; ამზადებს შესაბამის დასკვნებს;
ბ) გამგეობაში შემუშავებული ადმინისტრაციული აქტების პროექტების, ადმინისტრაციული გარიგებების, და სხვა დოკუმენტების სამართლებრივ გამართულობას, მათ შესაბამისობას მოქმედ კანონმდებლობასთან და მუნიციპალიტეტის ნორმატიულ აქტებთან;
გ) საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადებას მიღებული ადმინისტრაციული აქტების გაუქმების ან მასში ცვლილების შეტანის შესახებ;
დ) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სასამართლოში შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე;
ე) მუნიციპალიტეტის კანონიერი ინტერესების დაცვას სამართლებრივ ურთიერთობებში სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან შესაბამისი რწმუნებულების საფუძველზე;
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
მუხლი 12🔗. ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების ფუნქციები
1. ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილება უზრუნველყოფს:
ა) ინფორმაციის მიწოდებას გამგებლისათვის შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების შესახებ;
ბ) წარმომადგენლისათვის წინადადებების მომზადებას გამგებელთან წარსადგენად შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) საჭიროების შემთხვევაში გამგებლის წარმომადგენელთა თათბირების ორგანიზებას;
დ) გამგებლის წარმომადგენელთათვის მეთოდურ დახმარებას;
მუხლი 13🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეები
1. ადმინისტრაციული სამსახური თავის ფუნქციებს ახორციელებს ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეების მეშვეობით, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელი ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეების თანამდებობრივ სარგოს განსაზღვრავს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო,
2. ადმინისტრაციული სამსახურის მოხელეების უფლება–მოვალეობები განისაზღვრება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით.
3. სამსახურის მოხელეთა თანამდებობებზე დანიშვნა–განთავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 14🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ცალკეულ მოხელეების ფუნქციები
1. გამგებლის თანაშემწე:
ა)ახორციელებს ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს გამგებლის საქმიანობის უზრუნველსაყოფად;
ბ) უზრუნველყოფს გამგებლის კომპეტენციაში შემავალი საკითხების ორგანიზაციულ გადაწყვეტას;
გ) ორგანიზაციას უკეთებს სხვადასხვა დარგებში განსახორციელებელი ღონისძიებების მომზადებასა და ჩატარებას.
დ)უზრუნველყოფს შემოსული კორესპოდენციების საფუძველზე წერილების, მიმართვებისა და რეკომენდაციების მომზადებას.
ე) უზრუნველყოფს გენდერული თანასწორობის პრინციპის დასაცავად გამგებლისათვის რჩევებისა და რეკომენდაციების მომზადებას.
ვ) ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
2. გამგებლის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში.
გამგებლის წარმომადგენელი არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი:
ა) აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ბ) წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
გ) უზრუნველყოს ადმინისტრაციული ერთეულის შემადგენლობაში შემავალი დასახლებების მოსახლეობის კავშირს თვითმმართველობის ორგანოებთან.
დ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს.
ე) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამების და ინვესტირებით დაფინანსებული მიზნობრივი პროგრამების განხორციელების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს გამგებლისათვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდებას.
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი დასახლებების მოსახლეობის გამოკითხვების საფუძველზე მონაწილეობს ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებასა და მათი განხორციელების ღონისძიებებში.
ზ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივ თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას და გამოკითხვებისა და სახალხო განხილვების ორგანიზებას;
თ) გასცემს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის, საცხოვრებელი ადგილის, სულადობისა და უძრავი და მოძრავი ქონების ფაქტობრივი მფლობელობის შესახებ ცნობებს;
ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების შესახებ აღძრავს შუამდგომლობებს გამგებლის წინაშე;
კ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურისა და ისტორიული ძეგლების, მუნიციპალური და სახელმწიფო ქონების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს გამგებელს
ლ) ხელს უწყობს შესაბამისს სამსახურს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ღონისძიებების გატარებაში;
მ) პერიოდულად დადგენილი ფორმით წარუდგენს ინფორმაციას გამგებელს ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის, მოსახლეობის შობადობისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლის შესახებ;
ნ) აღძრავს შუამდგომლობებს ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის შესაბამისი პროგრამებიდან;
ო) აწვდის გამგებელს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობისა და მათი საყოფაცხოვრებო მდგომარეობის შესახებ;
პ) აწვდის გამგებელს ინფორმაციას ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;
ჟ)ასრულებს გამგებლის ცალკეულ დავალებებს;
რ) გამგებლის წარმომადგენელს თავისი უფლება–მოვალეობის განსახორციელებლად აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს გამგებელი. იგი ანგარიშვალდებულია გამგებლისა და ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წინაშე;
ს) გამგებლის წარმომადგენლის მიერ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის ან მისი არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის წარდგინების საფუძველზე გამგებლის ბრძანებით ასრულებს ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების საჯარო მოხელე;
3.იურიდიული განყოფილების მთავარი სპეციალისტი - საკუთარ უფლება–მოვალეობებს ახორციელებს ამ დებულების მე-11 მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციების შესაბამისად. ამასთან ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
4. კონტროლისა და მონიტორინგის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - საკუთარ უფლება–მოვალეობებს ახორციელებს ამ დებულების მე-10 მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციების შესაბამისად. ამასთან ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
5. ადმინისტრაციულ ერთეულებთან კოორდინაციის განყოფილების სპეციალისტი – თავის სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ ფუნქციების შესაბამისად. ამასთან ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
6. მთავარი სპეციალისტი კადრებისა და საქმისწარმოების საკითხებში უზრუნველყოფს:
ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვას;
ბ) შემოსული კორესპონდენციის რეგისტრაციასა და ინდექსაციას;
გ) დოკუმენტების გადაცემას შემსრულებლისათვის;
დ) დავალებების სათანადოდ გაფორმებას;
ე) დოკუმენტების შესრულების კონტროლს და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადებას;
ვ) გასული დოკუმენტების გაგზავნას;
ზ) საქმეთა მომზადებას არქივისათვის ჩასაბარებლად;
თ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენას;
ი) ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვას;
კ) საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენებას;
ლ) თვითმმართველობის მოხელეთათვის საქმისწარმოების წესის გაცნობას და კონტროლს მათ დაცვაზე;
მ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის/მერიის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ნ) საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოებას; მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმებას; მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმებას; აღრიცხვასა და კონტროლს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობების დაცვაზე;
ო) მუნიციპალურ მოსამსახურეთა შვებულებაში გასვლის გრაფიკის შედგენას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ კანონით დადგენილი დეკლარაციების წარდგენაზე; მუნიციპალურ მოსამსახურეთა სამსახურეობრივი მოწმობების გაფორმებას და აღრიცხვას;
პ) საჯარო მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის პირობების, წახალისების და დისციპლინარული ზომების გამოყენების წესების განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას;
ჟ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკლასო ჩინების მინიჭების საკითხების მომზადებას;
რ) ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთა სტაბილურობის, სამსახურეობრივი გადაადგილების და დენადობის თაობაზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას, მათ პერიოდულ ანალიზსა და შეფასებას;
ს) მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა პროფესიული დონის ანალიზს, კადრების საჭიროებათა შესწავლას და საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადებას; მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზებას; სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენას; გადამზადების პროგრამათა განსაზღვრას; კონტროლს მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებას;
ტ) თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეთათვის კონსულტაციების გაწევას მათი სამართლებრივი მდგომარეობის, შეზღუდვების და სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებზე;
უ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ფ) ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
7. მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში -უზრუნველყოფს:
ა) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირებას;
ბ) ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობის საჯაროობას; საჯარო ინფორმაციის რეესტრის წარმოებას, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის გაცემას;
გ) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაციას მოქალაქეებთან, სახელმწიფო ხელისულების ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მოქალაქეებთან.
დ) მოთხოვნის შესაბამისად უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ორგანოებში (საკრებულოსა და გამგეობის) და მათ სტრუქტურული ერთეულებში არსებული ინფორმაციის მიწოდებას მოსახლეობისადმი;
ე) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ვ) ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
8. წამყვანი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში - უზრუნველყოფს
ა) ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირების პრეს-კონფერენციების ჩატარების ორგანიზებას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის შესახებ ყოველთვიური პრეს-დაიჯესტის მომზადებასა და გამოქვეყნებას; მათ ურთიერთობას მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან;
ბ) უზრუნველყოფს ადგილობრივი და ქვეყნის მასშტაბით მომუშავე მედია–საშუალებებთან კომუნიკაციას.
გ)ახორციელებს საკრებულოსა და გამგეობის სამსახურებისათვის საჭირო მედია–საშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის მოძიებასა და სელექციას;
ე) გამგეობის საქმიანობის წარმოსაჩენად უზრუნველყოფს შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა–განხორციელებას(პიარი);
ვ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
ზ) ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
9) მთ. სპეციალისტი მატერიალურ–ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხებში - უზრუნველყოფს:
ა)მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას, აღჭურვას, რემონტს, კომუნალურ მომსახურეობასა და დაცვას;
გ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა-პატრონობას, რემონტს და ტექნიკურ მომსახურეობას;
დ) მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების საოფისე მასალებით მომარაგებას;
ე) მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ინვენტარის, ტექნიკისა და სხვა აღჭურვილობით სარგებლობის წესების დაცვას;
ვ) მუნიციპალური სამსახურებისა და ადმინისტრაციული ერთეულების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობას, რემონტსა და ტექნიკურ მომსახურეობას;
ზ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.
თ) ასრულებს გამგებლისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს;
მუხლი 15🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა მოვალეობები
ადმინისტრაციული სამსახურის საჯარო მოხელეები ვალდებულნი არიან:
1. ზუსტად შეასრულონ და დაიცვან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“, საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული მათზე დაკისრებული მოვალეობანი.
2. დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელობის დავალებები;
3. დაიცვან სამსახურებრივი საიდუმლოების რეჟიმი;
4. იმუშაონ თავიანთი პროფესიული დონის ასამაღლებლად;
5. განუხრელად შეასრულონ დადგენილი ,,შრომის შინაგანაწესის“ მოთხოვნები;
6. გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო, საკომუნიკაციო სისტემას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.
მუხლი 16🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.