ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.127.016131
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,442 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2014 მიღება
09.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2014 წლის 21 აგვისტო ქ. ზესტაფონი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება  (დანართი  №1). მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2010 წლის 22 ივლისის №23 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის დებულება  მუხლი1. ზოგადი დებულება  1. გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) წარმოადგენს მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. 2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს : ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონი საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის მოქმედი კანონმდებლობისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ შემუშავებული მეთოდური მითითებებით, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის დებულებას მუნიციპალიტეტის გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო. 4.სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 5.სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი,შტემბი, ბეჭედი  თავისი დასახელებისა და საიდენფიკაციო კოდის აღნიშვნით. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლება მოვალეობანი 1.სამსახურის ფუნქციაა: ა) მუნიციპალიტეტის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის  შესადგენად საორგანიზაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ გამგებლის ბრძანებით პროექტის მომზადება, გამგეობის სტრუქტურული ერთეულების შესაბამისი მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა, ბიუჯეტის პროექტის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებების,წერილების,ინსტრუქციების, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმების მომზადება. ბ). გამგეობის სტრუქტურული ერთეულების , ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძვნებული საწარმოების საფინანსო პროგნოზების , ნაერთი ხარჯთააღრიცხვებისა და ადმინისტრაციული ერთეულების ხარჯთააღრიცხვის პროექტების ანალიზის ჩატარება, საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება მათ დასაზუსტებლად. გ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შედგენის სამუშაოების ორგანიზაცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტის სხვა  სამსახურებთან კოორდინაციით ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების გაანგარიშებათა მიხედვით, მუნიციპალიტეტის სოციალ–ეკონომიკური განვითარების პროგრამის საფუძველზედ ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და გამგებლისა და საკრებულოს ბიუროსათვის განსახილველად წარდგენა, საკრებულოს ბიუროს მიერ წარმოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით ბიუჯეტის პროექტის კორექტირება და კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საკრებულოსათვის წარდგენა; მონაწილეობის მიღება  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებისას გამოთქმულ შენიშვნებისა და გადადებების, აღრიცხვა, მათი ანალიზი და შესაბამისი დასკვნის წარდგენა საკრებულოსათვის საკრებულოს სხდომაზე ბიუჯეტის პროექტის განხილვამდე. დ). ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასასხდელების განწერა კვარტლებისა და თვეების მიხედვით. ე) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა  და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საქართველოს კანონების შესაბამისად თვითმმართველი ერთეულის შემოსულობებისა და გადასახადების დაბალანსება. ვ) ბიუჯეტის წლიური განწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამების და სამუშაოების დაფინანსება.  ზ) წინადადებების მომზადება ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათი განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; ადგილობრივი მოსაკრებლების ადმინისტრირება; თ)  ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ი) ბიუჯეტით დადგენილი შემოსულობების  შესახებ სისტემატიური (ყოველდღიური) ინფორმაციის  მიღება: ბიუჯეტის შემოსულობების მდგომარეობის გაანალიზება და  წინადადებების მომზადება ბიუჯეტის შესრულების უზრუნველსაყოფად; კ) ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის ანალიზის ჩატარება, ბიუჯეტის შემოსულობების გაზრდისა და  გადასახდელებში ეკონომიის მიზნით წინადადებების მომზადება; ლ) ბიუჯეტის შედგენისა და შესრულების სამუშაოთა ორგანიზაციის გაუმჯობესების მიზნით შესაბამის წინადადებათა მომზადება; მ)  ადგილობრივ ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ დაწესებულებებსა და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოებში საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების მდგომარეობა.მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საბიუჯეტო სახსრების რაციონალურ გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა; ნ) კონტროლის განხორციელება ბიუჯეტის საკასო შესრულებაზე; ადმინისტრაციული ერთეულების, ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებების და თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოების პერიოდული და წლიური ანგარიშების განხილვა და ანალიზი; ო)  წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოებიდან  კუთვნილი დივიდენდების დაგეგმვისა და ბიუჯეტში სრულად ჩარიცხვის მიზნით თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული საწარმოებისა და ორგანიზაციების ბალანსებისა და ანგარიშების კონტროლი და ანალიზი; პ) მიზნობრივი და სარეზერვო ფონდების შექმნის შესახებ წინადადებების მომზადება, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, სათანადო გადაწყვეტილებების საფუძველზედ, სარეზერვო ფონდიდან თანხების ხარჯვის კანონიერების დაცვა. ჟ) სესხის აღებისა და გაცემის შესახებ წინადადებების და შესაბამისი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება; რ)  წინადადებების  მომზადება ინვესტირების მიმართულებების, საკუთარი, აგრეთვე ერთობლივი მიზნობრივი პროგრამების, საგარეო–ეკონომიკური საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრის შესახებ; ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ წინადადებების და შესაბამის ხელშეკრულებათა პროექტების შედგენა; ს) ბიუჯეტის შესრულების შესახებ წლიური და კვარტალური ანგარიშის მომზადება; ტ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის სტრუქტურული ორგანოების საბუღალტრო აღრიცხვა–ანგარიშგების კონტროლი და ადგილობრივი ბიუჯეტით მათზე გამოყოფილი სახსრებით (ათვისების) უზრუნველყოფა; უ) საქართველოს  კანონი სახელმწიფო შესყიდვების შესახებ   და  სახელმწიფო შესყიდვების  სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უზრუნველყოფა; ფ)   ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“  საქართველოს კანონის შესაბამისად შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის და საჭიროების შემთხვევაში გეგმის კორექტირების პროექტის მომზადება და  დამტკიცებული  და კორექტირებული გეგმის წარდგენის ორგანიზება. ქ) ,, შესყიდვების  გეგმით განსაზღვრული მუნიციპალური შესყიდვების განხორციელებას  მუნიციპალიტეტის სტენდერო კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად.  ღ) ტენდერების და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზება; ყ) შესყიდვების პროცესის საჯაროობისა და გამჭირვალობის უზრუნველყოფა; შ) მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული საქონლის, სამუშაოს და მომსახურეობის შესყიდვების მიზნით დადებული ხელშეკრულებების რეგისტრაცია და შენახვა, ხელშეკრულებების პირობების შესრულების უზრუნველყოფა. ჩ) სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანებით ,, შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ. ,,გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების შესახებ ანგარიშგების მომზადება და უზრუნველყოფა. 2.სამსახურს უფლება აქვს: ა). მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შედგენა–შესრულების პროცესთან დაკავშირებული მონაცემები: საჭიროების შემთხვევაში  ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა, დაწესებულებების და საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია. ბ). შეზღუდოს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში შეაჩეროს საწარმოთა ინფორმაციათა, დაწესებულებათა ან სამუშაოთა  ბიუჯეტიდან დაფინანსება, საბიუჯეტო სახსრების უკანონო, არამიზნობრივი ან უყაირათო ხარჯვის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში  დაუყოვნებლივ მოახსენოს გამგებელს და წარუდგინოს ინფორმაცია საკრებულოს ბიუროს. გ) ჩაატაროს შემოწმებები (კამერალური)  საბიუჯეტო ხარჯვის სისწორეზე. დ).სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე ჩაატაროს თათბირები და სხვა ორგანიზაციული ღონისძიებები: საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს სპეციალისტები და ექსპერტები: ე). განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. მუხლი 3🔗. საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია. 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი,რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია  გამგებლის წინაშე. 2. სამსახურის უფროსის  უფლებამოსილებები და სამსახურებრივი ფუნქციები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 3.საფინანსო–საბიუჯეტო სამსახური აერთიანებს: ა) სამსახურის უფროსი ბ) მთავარი სპეციალისტი საბუღალტრო საკითხებში გ) მთავარი სპეციალისტი ბიუჯეტის დაგეგმვისა და ფორმირების საკითხებში დ) მთავარი სპეციალისტი სახელმწიფო შესყიდვების საკითხებში 4. სამსახურის სამსახურებრივ მოვალეობათა  ჩამონათვალი განისაზღვრება მომსახურეთა  თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულების შესაბამისად, აგრეთვე იმ ამოცანებიდან, რომელიც დაკისრებული აქვს საფინანსო საბიუჯეტო სამსახურს. 5. სამსახურის სტრუქტურას, მუშაკთა ზღვრულ რიცხოვნობას, მათი შენახვის ხარჯებს და შრომის ანაზღაურების წლიურ ფონდს კანონით დადგენილი განაკვეთის ფარგლებში ამტკიცებს საკრებულო, გამგებლის წარდგინებით. 6. სამსახურის საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 7. სამსახურის საქმიანობაზე  სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებლის პირველი მოადგილე მუხლი 4🔗 . სამსახურის უფროსი ა)უზრუნველყოფს მუშაობის ზუსტ ორგანიზაციას და აგებს პასუხს საფინანსო ორგანოებზე დაკისრებულ ამოცანებსა და ფუნქციების შესრულებაზე, მოქმედი საფინანსო–საბიუჯეტო კანონმდებლობის დაცვასა და სწორად გამოყენებაზე: ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის საჯარო მოხელეებს შორის და კოორდინაციას უწევს მათ საქმიანობას. გ) განსაზღვრავს სამსახურის მოხელეთა და სამსახურის საქმიანობას  ცალკეული მიმართულებებით; დ) დადგენილი წესით ამზადებს წინადადებებს საშტატო განრიგისა და ხარჯთააღრიცხვაში ცვლილებებსა და დამატების შეტანის თაობაზე  ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნების ფარგლებში. ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. ვ) სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. ზ) სამსახურის უფროსის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. ი) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსხურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 5🔗. მოხელის ზოგადი უფლება-მოვალეობები 1. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა თანამდებობრივი ინსტრუქცით. 2. საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) ისარგებლოს შესაბამისი სამუშაო პირობებით, გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის/მერიის თანამდებობის პირებისგან, სტრუქტურული ერთეულებისგან, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი მოკვლევა; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ზ) კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება; ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის თანამდებობრივ ინსტრუქციას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; მ) მოითხოვოს სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურება; ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; ო) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. გამგეობის საფინანსო–საბიუჯეტო სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და  თანამდებობრივი ინსტრუქციით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას გამგეობის/მერიის შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს გამგეობის/მერიის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.