ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2014
ძალის დაკარგვა 30.01.2018
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №18
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.105.016164
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 196 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2014 მიღება
30.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №18 2014 წლის 21 აგვისტო ქ. ზუგდიდი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შემოღებისა და განაკვეთების განსაზღვრის შესახებ საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  ,,სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, ,,ადგილობრივი მოსაკრებლს შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: მუხლი 1🔗 შემოღებულ იქნეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი. მუხლი 2🔗 დადგინდეს მოსაკრებლის განაკვეთების სახეობების მიხედვით: ა)  თითოეულ სამორინეს მაგიდაზე – კვარტალში 15 000 ლარი; ბ) თითოეულ სათამაშო აპარატზე – კვარტალში  2000 ლარი; გ) სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაზე – კვარტალში 30 000 ლარი; დ) ლატარიების მოწყობაზე–ლატარიის ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული ამონაგების – 10%; ე) თითოეულ წამახალისებელ გათამაშბაზე – საპრიზო ფონდის – 10%. მუხლი 3🔗 წამახალისებელი გათამაშების მომწყობი ორგანიზატორი ვალდებულია ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში ყოველკვარტალურად წარადგინოს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის დეკლარაცია და გადაიხადოს მოსაკრებელი არაუგვიანეს საანგარიშო კვარტალის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. მუხლი 4🔗 შემოღებული მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამის კოდში. მუხლი 5🔗 დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს. მუხლი 6🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია