⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (09.01.2018)
გაუქმებულია:

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №33
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.127.016133
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 754 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2014 მიღება
09.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №33 2014 წლის 21 აგვისტო ქ. ზესტაფონი      ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს   ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური  ქონების მართვის სამსახურის დებულება (დანართი №1). მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე დანართი №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.გამგეობის ეკონომიკისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების პროგრამების პროექტების შემუშავებას და მათი განხორციელების კოორდინაციას, მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ადგილობრივი ქონების აღრიცხვა-რეგისტრაციას, მართვას და ეფექტურ გამოყენებას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური  შედგება სამსახურის უფროსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან. 2. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა 1. სამსახურის მუშაობას ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს  და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და  პასუხისმგებელია  სამსახურისათვის  დაკისრებული  ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის. ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების,  სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ამგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტებს. თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე; 3. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 4. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის'' 58-ე და 59-ე მუხლების შესაბამისად. 5. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს სამსახურის ერთ-ერთი მოხელე. მუხლი 4🔗.   სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ამ დებულებით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის  საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის  ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი  პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ)   მიიღოს   თანამდებობრივი   სარგო,   პრემია   და   მოქმედი   კანონმდებლობით   გათვალისწინებული   სხვა დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.  3. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი   კანონმდებლობის,    ამ    დებულებისა    და    მუნიციპალიტეტის    სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ)   შეასრულოს  შესაბამისი  დებულებითა   განსაზღვრული  სამსახურებრივი ფუნქციები; გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი; დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათ განხორციელების კონტროლს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; გ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; დ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას; ე) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; ვ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ზ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; თ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ი)  ზედამხედველობას  მუნიციპალური      ქონების     დაცვაზე,     მოვლა-პატრონობაზე,      მართლზომიერ სარგებლობასა და განკარგვაზე; კ)   მუნიციპალიტეტის   მონაწილეობით   დაფუძნებულ   საწარმოებში   პარტნიორის,   აქციონერის   უფლება- მოვალეობათა  განხორციელებას; ლ)   კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მოსაკრებელის ამოღებას; მ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებზე; ნ) საჭირო დოკუმენტაციის მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების, მუნიციპალურ საკუთრებაში გადმოცემასთან დაკავშირებით; ო) გარე ვაჭრობის, გამოფენების, ბაზრების და ბაზრობების რეგულირება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება-დამუშავება. სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამების მხარდაჭერა; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.