ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.127.016134
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,236 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2014 მიღება
09.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №34 2014 წლის 21 აგვისტო ქ. ზესტაფონი      ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისადზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულება (დანართი 1 თან ერთვის) მუხლი 2🔗 ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2012 წლის 28 თებერვლის №8 დადგენილება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე დანართი  №1 ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის  და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  გამგეობის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის  და საზოგადოებრივი მომსახურეობის  სამსახური 1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის სამსახური (შემდგომში-სამსახური) არის  გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და  კეთილმოწყობის  სამუშაოთა  დაგეგმვასა და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება­განხორციელებას და შესაბამისი ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადების უზრუნველყოფას. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის კეთილმოწყობასა და შესაბამისი საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარებას; ტერიტორიის დასუფთავებაზე, გამწვანებაზე და გარე განათებაზე ზედამხედველობას, გარე რეკლამის განთავსების რეგულირებას; მყარი (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების შეგროვებასა და გატანაზე კონტროლს; მიწისქვეშა და მიწის ზედა საკომუნიკაციო ქსელების რეგულირებას შესაბამისი წინადადებების წარმოდგენის გზით; შეკრებების და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირებას; ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მართვას, საგზაო მოძრაობის ორგანიზება, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პარკირების ადგილებით უზრუნველყოფას და დგომა–გაჩერების წესების რეგულირებსა; მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის გაცემას; შინაურ და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას; სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობასთან დაკავშირებული  საკითხების გადაწყვეტაზე ზედამხედველობას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის საშტატო განრიგი და მოხელეთა თანამდებობრივი სარგოები განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით.  მუხლი 2🔗.სამსახურის  სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მოხელეებისაგან. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით. 2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის  თანამდებობის პირი,  რომელსაც  თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის და საზოგადოებრივი მომსახურეობის  სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების,  დისციპლინური  პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული     სამუშაოს შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ  აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება- მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის მოხელე. 5. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. მუხლი 4🔗. სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონის შესაბამისად და ამ დებულებით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის  საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის  ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი  პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ)   მიიღოს   თანამდებობრივი   სარგო,   პრემია   და   მოქმედი   კანონმდებლობით   გათვალისწინებული   სხვა დანამატები; თ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ი) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; კ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი   კანონმდებლობის,    ამ    დებულებისა    და    მუნიციპალიტეტის    სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ)   შეასრულოს  შესაბამისი  დებულებითა   განსაზღვრული  სამსახურებრივი ფუნქციები; გ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი; დ) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ე) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ვ) გაუფრთხილდეს გამგეობის ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ზ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს:  1. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის – ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების  კოორდინაციას.  2. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვასა და მოვლა-პატრონობაზე ზედამხედველობას.  3. მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის დაგეგმვას, შესაბამისი პროგრამებისა და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების კოორდინაციას. 4. წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის დასახლებათა დასუფთავების, ნარჩენების გატანისა და უტილიზაციის საკითხებზე. 5. ტერიტორიის დასუფთავებისა და ნარჩენების გატანის სამუშაოთა ორგანიზებაზე ზედამხედველობას. 6. ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის სფეროში მომსახურების, რეაბილიტაციისა და  განვითარების საკითხების კოორდინაციას. 7. ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვა, მშენებლობა და განვითარების უზრუნველყოფა. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარება. ავტომანქანების პარკირების ადგილების განსაზღვრა, საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების მომზადება და განხორციელებსა. 8. ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიის  კეთილმოწყობა, შესაბამისი პროგრამების მომზადება, პროგრამით გათვალისწინებულ ღონისძიებათა  განხორციელება,  საქართველოს  კანონმდებლობით დადგენილი წესით, კეთილმოწყობის ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობსა და კოორდინაციას.  9. გამწვანების, გაფორმების, გარეგანათების, შუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის ხელშეწყობასა და კოორდინაციას. 10. შიდა სარგებლობის გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, მდინარეთა სანაპირო, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის, სარეკონსტრუქციო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელების ხელშეწყობას და კოორდინაციას. 11. მიწისქვეშა და მიწის ზედა საკომუნიკაციო ქსელების რეგულირებას შესაბამისი წინადადებების წარმოდგენის გზით. 12. ქუჩებსა და მოედნებზე, საპატრულო პოლიციასთან შეთანხმებით, საგზაო ნიშნებისა და მოძრაობის ორგანიზების სხვა საშუალებების დაყენებასა ან მოხსნაზე, მონიშვნითი სამუშაოების განხორციელებაზე წინადადების მომზადებასა და კოორდინაციას. 13. ელექტრომომარაგების, გაზმომარაგებისა და კავშირგაბმულობის რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადება და განხორციელების ხელშეწყობას; წყალმომარაგებისა  და საკანალიზაციო სისტემების რეაბილიტაციისა და განვითარების მიზნით, წინადადებების მომზადებასა და განხორციელების ხელშეწყობას, კომპეტენციის ფარგლებში. 14. ადგილობრივი შესყიდვების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება: ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ხიდების, გვირაბების, მიწისქვეშა გადასასვლელების, მდინარეთა სანაპირო, საყრდენი კედლებისა და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატაციის უზრუნველყოფის; გარე განათების, სანიაღვრე მეურნეობის, მუნიციპალიტეტის გამგებლობაში არსებული კომუნიკაციების შექმნის, რეაბილიტაციისა და განვითარების;  მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის შექმნის; მუნიციპალიტეტის დასახლებათა ტერიტორიების კეთილმოწყობის, ადგილობრივი მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის ობიექტების შენახვის, მშენებლობის და განვითარების; ასევე ადგილობრივი მნიშვნელობის  საავტომობილო გზებისა და საგზაო მოძრაობის დაგეგმარების, ტერიტორიების გამწვანების, გაფორმების, გარეგანათების, შუქნიშნების, შადრევნების, სანიაღვრე მეურნეობის სრულფასოვანი ფუნქციონირების უზრუნველყოფის საკითხებში. 15. შეკრებების და მანიფესტაციების გამართვასთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 16. გარე რეკლამის განთავსების გეგმის შემუშავებას და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მომზადებას. 17. შინაურ და უპატრონო ცხოველებთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტაზე ზედამხედველობას. 18. სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა–პატრონობასთან დაკავშირებული  საკითხების გადაწყვეტაზე ზედამხედველობას. 19. კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პროცესების კვლევას, დარგის განვითარების პერსპექტივების განსაზღვრას, შესაბამისი პროექტების მომზადებას. 20. მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების  განხორციელებას. მუხლი 6🔗. სამსახურის  უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; გ)   საჭიროების   შემთხვევაში   მონაწილეობა  მიიღოს  სასამართლოში  წარსადგენი  სარჩელის   მომზადებაში, კომპეტენციის  ფარგლებში; დ)        მოამზადოს    წინადადებები   და   მონაწილეობა   მიიღოს   სახელმწიფო   შესყიდვებთან   დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მონაწილეობა მიიღოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში; ვ)  ითანამშრომლოს  საზოგადოებრივ  ორგანიზაციებთან  და  მედიასაშუალებებთან,  იზრუნოს  საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ზ)  დადგენილი  წესით  განახორციელოს  ყველა  აუცილებელი  ქმედება,  რაც  დაკავშირებულია  დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე; ბ)  კეთილსინდისიერად  შეასრულოს  მოქმედი  კანონმდებლობისა  და  შესაბამისი  სამართლებრივი  აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს თავისი საქმიანობის შესახებ; დ) დაიცვას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის  შინაგანაწესი. მუხლი 7🔗. სამსახურის  რეორგანიზაცია სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით დადგენილი წესით.