ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 21.08.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 010260050.35.127.016135
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,660 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
21.08.2014 მიღება
09.01.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №35 2014 წლის 21 აგვისტო ქ. ზესტაფონი      ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის დებულება (დანართი 1 თან ერთვის) მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე დანართი №1 ზესტაფონის   მუნიციპალიტეტის გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის  სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. გამგეობის სივრცითი მოწყობის, არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახური  1. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის,  მშენებლობისა  და  ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე შექმნილი ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებას მიკუთვნებული სივრცით – ტერიტორიული მოწყობის, დასახლებების დაგეგმარებისა და მშენებლობის საკითხების კოორდინაციას, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა­ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობას საპროექტო­ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, არქიტექტურულ – სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის,  საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს კანონებისა და მათგან გამომდინარე სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის სამართლებრივი აქტების საფუძველზე, დადგენილი წესის შესაბამისად. 3.   სამსახურის   საშტატო   განრიგი   და   მოხელეთა   თანამდებობრივი   სარგოები   განისაზღვრება   გამგეობის საშტატო ნუსხით. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სტრუქტურული ქვედანაყოფის: არქიტექტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის  განყოფილებისაგან და სამსახურის მოხელეებისაგან. 2. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი. 3.სამსახურის მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის დებულებით. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის შესაბამისად. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით. 2.   სამსახურის   უფროსი   არის   ადგილობრივი   თვითმმართველობის   თანამდებობის პირი,   რომელსაც   თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. გამგეობის არქიტექტურის, მშენებლობისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს   სტრუქტურული     ერთეულის    საქმიანობას    და    პასუხისმგებელია    ამ  ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების,  დისციპლინური  პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ;  ზ) უზრუნველყოფს მისთვის გამგებლის მიერ დელეგირებულ, გამგებლისათვის საქართველოს  ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-თ, საქართველოს საკანონმდებლო, კანონქვემდებარე და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას, გამგეობის დებულებით დადგენილი წესით; თ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ­სამართლებრივ  აქტებს;  ი) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება მოვალეობებს  ახორციელებს  სამსახურის  მოხელე. მუხლი 4🔗. სამსახურის მოხელე 1.   სამსახურის   მოხელის   უფლება­მოვალეობები   განისაზღვრება   „საჯარო   სამსახურის   შესახებ“   კანონის შესაბამისად ამ დებულებით და გამგეობის დებულებით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი  პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის    ფარგლებში    ზეპირად    ან    მოხსენებითი    ბარათით    მიმართოს   ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ვ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; ზ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება; თ)  უარი  თქვას  ისეთი  დავალების  შესრულებაზე,  რომელიც  ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს; ი) მიიღოს   თანამდებობრივი   სარგო,   პრემია   და   მოქმედი   კანონმდებლობით   გათვალისწინებული   სხვა დანამატები; კ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ლ) ისარგებლოს ყოველწლიური 30­დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით; მ) ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე მოვალეა:  ა) საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი   კანონმდებლობის,    ამ    დებულებისა    და    მუნიციპალიტეტის    სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად;  ბ)   შეასრულოს  შესაბამისი  დებულებით განსაზღვრული  სამსახურებრივი ფუნქციები;  გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე;  დ) დაიცვას გამგეობის შინაგანაწესი;  ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები;  ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები;  ზ) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია;  თ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები.  4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა – გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 5🔗. სამსახურის ფუნქციები 1.  სამსახურის  ძირითადი  ფუნქციაა  მის  კომპენტენციას  მიკუთვნებულ  საკითხებთან  დაკავშირებით  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი საჯარო ხელისუფლების განხორციელების ხელშეწყობა. 2. ზესტაფონის   მუნიციპალიტეტის   სივრცით   –   ტერიტორიული  მოწყობისა  და  დასახლების დაგეგმარებისთან დაკავშირებული საკითხების მომზადება. 3. არქიტექტურულ – ქალაქთმშენებლობითი პროცესების მართვის ხელშეწყობა. 4. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის,  არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარსადგენად. 5. მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსება და გაცემა. 6. შენობა – ნაგებობის ექსტერიერებისა და ინტერიერების პროექტების განხილვა, ფერთა შეთანხმება, მუნიციპალიტეტში არსებულ ობიექტებზე განსათავსებელი საინფორმაციო დაფების, აბრებისა და ფირნიშების ესკიზების შეთანხმებაზე შესაბამისი აქტების მომზადება. 7. შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა­ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. უნებართვოდ ან პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტების ან მათი ნაწილების ლეგალიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისათვის საკითხის განხილვა, შესაბამისი წინადადებების მომზადება და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენა. 8. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. 9. სივრცით – ტერიტორიული და  მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება; 10. სამშენებლო საქმიანობის კოორდინაციისა და რეგულირების ერთიანი პოლიტიკის გატარება, ამ საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში. 11. მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისა და განაშენიანების რეგულირების გეგმის შედგენაში მონაწილეობის მიღება და კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში. მწვანე ინფრასტრუქტურის გენერალური გეგმისა და განაშენიანების ერთიანი სტრუქტურის შემუშავება ტყე – პარკების, სკვერების, გაზონებისა და ზოგადად, სარეკრეაციო ზონებისათვის. 12. დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამის პროექტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში. 13. ქალაქთმშენებლობითი კადასტრის შედგენის პროცესში მონაწილეობის მიღება, დადგენილი წესის შესაბამისად. 14. წინადადებების მომზადება და განხილვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გარე გაფორმების ელემენტების /მონუმენტურ–დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმების  მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით, კანონით დადგენილი წესით. 15. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული საწარმოო­დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ გარე იერსახის დაცვაზე კონტროლი: შენობა­ ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, მიწისქვეშა გადასასვლელების, გამწვანებული ტერიტორიების, ვიტრინების, მარკიზების, კომუნიკაციების, ჯიხურებისა და  მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ­ესთეტიკურ მდგომარეობაზე ზედამხედველობა. 16. აუცილებელი საგზაო სამუშაოების დაგეგმვის მიზნით, ყოველწლიურად მუნიციპალიტეტში დაზიანებული გზის საფარის აღდგენის ღონისძიებათა გეგმა­გრაფიკის შედგენაში მონაწილეობა და შესრულების თაობაზე ინფორმაციის მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში. 17. უკანონო, უსახური დახლების,  სავაჭრო და საინფორმაციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატებისა და სხვა სარეკლამო ატრიბუტების უკანონო განთავსების ფაქტების გამოვლენა. 18. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებარე შენობა – ნაგებობების შესაბამისობის ზედამხედველობა საპროექტო­ ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტებთან, ორგანიზაციულ – სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან დასრულებამდე, კანონით დადგენილი წესით. 19. არქიტექტურულ – სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, ობიექტის მშენებლობის შეჩერება ან/და დემონტაჟი, მის მიმართ საჯარიმო სანქციების გამოყენებაზე გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებების მომზადება. 20.   ზედამხედველობა   სამშენებლო,   სარემონტო   და   საავარიო   სამუშაოების   წარმოების  წესების  დაცვაზე.  21. კანონმდებლობით დადგენილი წესით, კონტროლის განხორციელება საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ – სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში დოკუმენტაციის მოთხოვნა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისათვის, კომპეტენციის ფარგლებში. 22. არქიტექტურულ – სამშენებლო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების მიზნით, სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთა მიმართ მითითების გაცემა მშენებლობის პროექტის, სამშენებლო ნორმების, წესებისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. 23. საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირების მიმართ  „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ საქართველოს კანონით დადგენილი ზომების მიღება. 24. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობის მიღება, კომპეტენციის ფარგლებში. 25. მონაწილეობის მიღება სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში. 26. მიღებული კორესპოდენციის განხილვა და შესწავლა.  27. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებლის, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგეობის შესაბამისი თანამდებობის პირების დავალებების შესრულება. 28. საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებითა და გამგებლის დავალებით  სხვა უფლებამოსილებების  განხორციელება.  მუხლი  6🔗.  არქიტექტურის, მშენებლობის და სივრცითი მოწყობის  განყოფილების ფუნქციები  1. ზესტაფონის   მუნიციპალიტეტის   სივრცით   –   ტერიტორიული  მოწყობისა  და  დასახლების დაგეგმარებისთან დაკავშირებული საკითხების მომზადება.  2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის,  არქიტექტურული და სამშენებლო დოკუმენტის პროექტის შეთანხმების, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემისა და მშენებლობის ნებართვის მოქმედების ვადის გაგრძელების, ახალი მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის, ასევე შეთანხმებულ პროექტში ცვლილებისა და კორექტირების შეტანის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, დოკუმენტაციის განხილვა და შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. 3. მშენებლობის სანებართვო მოწმობის შევსება. 4. შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის შესაბამისად შენობა­ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების მიზნით დოკუმენტებისა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. 5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენასთან დაკავშირებით შესაბამისი დოკუმენტაციის განხილვა და ადმინისტრაციული აქტის პროექტის მომზადება. 6. სივრცით – ტერიტორიული და  მიწათსარგებლობის დაგეგმვისა და ურბანული დაგეგმარების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში კანონით დადგენილი შესაბამისი დოკუმენტაციის დამუშავება. 7. წინადადებების მომზადება და განხილვა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გარე გაფორმების ელემენტების /მონუმენტურ–დეკორატიული, მცირე არქიტექტურული ფორმების  მხატვრული იერსახისა და განთავსების საკითხებთან დაკავშირებით. მუხლი 7🔗. სამსახურის უფლება –მოვალეობები 1.  სამსახურს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაცია; ცალკეულ საკითხთა განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით, მოიწვიოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების, დაწესებულებების, საწარმოების წარმომადგენლები, სპეციალისტები და მიიღოს საჭირო ინფორმაცია; ბ) მონაწილეობა მიიღოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის დასახლებების განვითარებისა და რეაბილიტაციის პროექტების შემუშავებაში;  გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, განახორციელოს კონტროლი მის საზედამხედველო ობიექტში არქიტექტურულ­სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვასა და შესრულებაზე, შემოწმების პროცესში მოითხოვოს დოკუმენტაცია სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ნებისმიერი ფიზიკური ან/და იურიდიული პირისაგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა  და  უწყებრივი  ქვემდებარეობისა, კომპეტენციის  ფარგლებში; დ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე და აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) მონაწილეობა მიიღოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპენტენციის ფარგლებში; ზ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ  ორგანიზაციებთან და მედიასაშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; თ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლა–პატრონობაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; დ) ანგარიში წარუდგინოს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგებელს და საკრებულოს თავისი საქმიანობის შესახებ; ე) დაიცვას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შინაგანაწესი.   მუხლი 8🔗. დასკვნითი დებულებები სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია და ამ დებულებაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობითა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით დადგენილი წესით.