ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2014
ძალის დაკარგვა 09.01.2018
გამომცემი ორგანო ზესტაფონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №36
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.127.016136
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღრაძე | ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სკოლამდელი აღზრდის, ძეგლთა დაცვის, სპორტის, ტურიზმის განვითარებისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 29.12.2017
დოკუმენტის ტექსტი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №36
2014 წლის 21 აგვისტო
ქ. ზესტაფონი
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის” 24-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ.ბ“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს,
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულება (დანართი №1).
მუხლი 2🔗
ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 აპრილის №7 დადგენილება და ,,ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 25 აპრილის №8 დადგენილება.
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზესტაფონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღრაძე
დანართი №1
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულება.
მუხლი.1 ზოგადი დებულება
1.განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდისა და სკოლისგარეშე დაწესებულებების, განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა, ტურიზმის განვითარების, მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარება, ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე. ადგილობრივი თვითმყოფადობის, შემოქმედებითი საქმიანობისა და და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება. ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა-შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია. მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადებების წამოყენება.
2. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“. საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
3. სამსახურის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
4. სამსახურს აქვს შესაბამისი ბლანკი, შტამპი, ბეჭედი თავისი დასახელების აღმნიშვნელი.
მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია.
1)განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური შედგება ორი განყოფილებისგან:
ა)განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილება:
ბ) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
მუხლი 3🔗. სამსახურის ხელმძღვანელობა
3.1.სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც:
ა)წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
ბ) უნაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეებს.
გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს.
დ) სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ.
ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა რეკომენდაციებს სხვადასხვა შესყიდვის ხელშეკრულების პროექტებს.
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ.
ზ) ანგარიშ ვალდებულია გამგებლის წინაშე.
თ) გამგეობის დებულების შესაბამისად თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტებს.
ი) სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების უფროსი.
3.2. განყოფილების უფროსი:
ა)წარმართავს განყოფილების საქმიანობას
ბ)უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას
გ)სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს
დ) ანაწილებს დავალებებს, განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ
ვ)ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმის წარმოებას.
თ) განყოფილების უფროსი ანგარიშ ვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
ი) გაყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
მუხლი 4🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობანი
განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური ახორციელებს:
ა)მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი აღზრდისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების, განათლების კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავებისა და განხორციელების უზრუნველყოფა
ბ) უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების საქმიანობაზე კონტროლს, სამუშაო გეგმების და პროგრამების შეთანხმებას უწევს მეთოდურ ხელმძღვანელობას.
გ)უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლის გარეშე დაწესებულებების ხელოვნების სკოლის, სამხატვრო სკოლის, სამუსიკო სკოლის საქმიანობაზე ზედამხედველობას, ათანხმებს კონტროლს ზემოთ აღნიშნული დაწესებულებების სამუშაო გეგმებსა და პროგრამებზე.
დ)ტურიზმის განვითარების მასობრივი სპორტის ხელშეწყობის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ადამიანის ჯანმრთელობის უსაფრთხო გარემოს შექმნისათვის ღონისძიებების გატარებას სპორტსა და ტურიზმში. თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სპორტული ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა მათი რეაბილიტაცია. საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა. ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება. მოქმედი კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება. ტურისტული პოტენციალის კვლევის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა. ახალგაზრდებში ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
ე)ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების ხელშეწყობა. ახალგაზრდების ინტერესების დაცვა, ახალგაზრდულ ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, პროექტების შემუშავება და განხორციელება. მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა. ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა. ახალგაზრდული ღონისძიებების, დღეების თამაშობების ორგანიზება. თემატური გუნდებისგან შემდგარი ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზება. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა.
ვ) წინადადებების შემუშავება ახალგაზრდობის და გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
ზ) ადგილობრივი თვითმყოფადობის შემოქმედებითი საქმიანობისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-განვითარება. ამ სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფა. ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრებისა და ისტორიული ძეგლების აღნუსხვა, შესწავლა, მოვლა პატრონობა და სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტროლი.
თ)ადგილობრივი მნიშვნელობის კულტურის ძეგლთა მოვლა შენახვა, რეკონსტრუქცია და რეაბილიტაცია.
ი) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების საკლუბო დაწესებულებების, კინოთეატრების, თეატრების, მუზეუმების, საგამოფენო დარბაზებისა და სპორტულ-გამაჯანსაღებელი ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადების წამოყენება. უზრუნველყოფს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში არსებული ცენტრალური ბიბლიოთეკისა და მუზეუმების გაერთიანების საქმიანობაზე კონტროლს.
მუხლი 5🔗. განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების სტრუქტურა და მისი მუშაობის ორგანიზაცია
1. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი (ტექსტში შემდგომ ,,უფროსი~), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და გამგებლის წინაშე.
2. განყოფილება აერთიანებს:
ა) განყოფილების უფროსი;
ბ) მთავარ სპეციალისტს _ კულტურის საკითხებში;
გ) მთავარ სპეციალისტს _ განათლების საკითხებში. (სკოლამდელი აღზრდა)
დ) მთავარ სპეციალისტს - განათლების საკითხებში(საჯარო სკოლები)
ე) მთავარ სპეციალისტის _ ძეგლთა დაცვის საკითხებში.
3. განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს განსაზღვრავს საკრებულო, ხოლო საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად
მუხლი 6🔗. განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციებია
ა) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი განათლებისა და კულტურის ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა; რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადება. დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.
ბ) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება დაქვემდებარებული კულტურის, საგანმანათლებლო, სკოლის გარეშე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად.
გ) განათლების და კულტურის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და განხორციელება.
დ) კულტურულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხურ შემოქმედების, თეატრალურ, მუსიკალურ, მხატვრულ და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა;
ე) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება;
ვ) თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე განლაგებული სკოლამდელი აღზრდის, საგანმანათლებლო დაწესებულებების, თვითმმართველი ერთეულის დაფინანსებაზე მყოფი კულტურისა და განათლების ინფრასტრუქტურის ობიექტების მოვლა-პატრონობა.
ზ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული და ისტორიული ძეგლების აღნუსხვა, შესწავლა, მოვლა-პატრონობა და სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტროლის დაწესება ,მათი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელება;
თ) ახალი სასწავლო წლისთვის და ზამთრის სეზონისათვის შესაბამის სამუშაოთა მომზადების ორგანიზება და კოორდინაცია;
ი) კულტურულ ღონისძიებათა ორგანიზება და ღონისძიების ჩატარების კოორდინაცია;
კ) განყოფილების მმართველობის სფეროში შემავალ დაწესებულებებში თავმოყრილი ეროვნული სიმდიდრის დაცვა და პოპულარიზაცია. გამოჩენილი პიროვნებების უკვდავყოფა;
ლ) ზესტაფონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია, ეკლესია-მონასტრებისა და ისტორიული ძეგლების აღნუსხვა, შესწავლა, მოვლა-პატრონობა და სარესტავრაციო სამუშაოებზე კონტროლის დაწესება;
მ) კონტროლი და მონიტორინგი ობიექტებში წყალმომარაგების, ელექტრომომარაგებისა და საკომუნიკაციო სისტემის მუშაობაზე;
ნ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების, მუზეუმების, თეატრების, საგამოფენო დარბაზებისა და ობიექტების ფუნქციონირების უზრუნველყოფა და ახალი ობიექტების მშენებლობისათვის წინადადებების წამოყენება;
ო) საქართველოს კანონმდებლობით, სამსახურის დებულებით და გამგებლის დავალებით სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
6. განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.
მუხლი 7🔗. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება
1. განყოფილება აერთიანებს:
ა) განყოფილების უფროსი
ბ) მთავარი სპეციალისტი _ სპორტის საკითხებში;
გ) მთავარი სპეციალისტი _ ტურიზმის საკითხებში;
დ) მთავარი სპეციალისტი _ ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში;
2. განყოფილების უფროსი
ა) წარმართავს განყოფილების საქმიანობას.
ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ სამსახურის დებულებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას;
გ) სამსახურის უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს განყოფილების სამუშაო გეგმებს;
დ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით და სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;
ე) იღებს და აფასებს მოხელეების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ;
ვ) ამზადებს და სამსახურის უფროსს წარუდგენს ანგარიშებს განყოფილების მიერ სამუშაო გეგმებით და ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;
ზ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით განყოფილების საქმის წარმოებას;
თ) უზრუნველყოფს მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას და დისციპლინას;
ი) უზრუნველყოფს განყოფილების მოხელეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომით დისციპლინას. დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ.
კ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით ამ დებულებით და სამსახურის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ლ) სამსახურის განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე.
3. განყოფილების ფუნქციებია:
თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სასპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მართვა, მათი რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების მომზადება, დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.
სპორტის ობიექტების რეაბილიტაციის პროგრამებისა და გეგმების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
სპორტის განვითარების მიზნით საინვესტიციო წინადადებების მომზადება და პროგრამების განხორციელების ხელშეწყობა.
საზღვარგარეთისა და საქართველოს ქალაქებთან, მათ შორის დაძმობილებულ ქალაქებთან სპორტული ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა.
მოსახლეობის ფიზიკური გაჯანსაღებისა და სპორტის განვითარების მიზნით პროგრამების შემუშავება.
საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, ფედერაციებთან და სპორტის სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა.
საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა.
სპორტის სფეროში პრიორიტეტების განსაზღვრის მიზნით წინადადებების მომზადება და მათ განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
სპორტის სფეროში მოღვაწე პირების საპატიო წოდებების მინიჭებისა და მათი დაჯილდოვებაზე წარდგენის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება და წარდგენა კანონით დადგენილი წესით.
ზესტაფონის მუნიციპელიტეტში ტურიზმის განვითარების ძირითადი განმსაზღვრელი და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და მათ განხორციელებაზე ზრუნვა.
ტურიზმის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება.
ტურიზმის სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია.
ტურიზმის სფეროს განვითარებისა და ეფექტური მართვის უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელება.
მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.
ტურისტული პოტენციალის კვლევის, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობა.
ახალგაზრდული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა.
ახალგაზრდების ინტერესების დაცვა. Aახალგაზრდულდა ბავშვთა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექტების შემუშავება და განხორციელება.
ახალგაზრდობის სფეროში პრიორიტეტული მიმართულებების ჩამოყალიბება, სახელმწიფო და ადგილობრივი ახალგაზრდული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა.
მოზარდებისა და ახალგაზრდების თავისუფალი დროის ორგანიზებისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის ხელშეწყობა.
ახალგაზრდა შემოქმედთა ჯგუფებთან ურთიერთობა და მათი საქმიანობისათვის ხელშეწყობა.
მასობრივი ახალგაზრდული ღონისძიებების, ახალგაზრდული დღეების, თამაშობების ორგანიზება.
სამხედრო-პატრიოტულ აღმზრდელობით ღონისძიებების და წვევამდელთა გამწვევი კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება, კანონით დადგენილი წესით.
ახალგაზრდებში ტურიზმის განვითარებას ხელშეწყობა.
თემატური გუნდებისაგან შემდგარი ახალგაზრდული პარლამენტის ორგანიზება.
შეზღუდული შესაძლებლობის ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩაბმის აუცილებელი პროექტების შემუშავება, ან წარმოდგენილ პროექტებში მონაწილეობის მიღება.
განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებული ბავშვებისა და ახალგაზრდების შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა და განვითარების ხელშეწყობა.
გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესწავლა და და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ღონისძიებათა დაგეგმვა.
მუხლი 8🔗. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია
სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად.