ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
მიღების თარიღი 21.08.2014
ძალის დაკარგვა 25.04.2017
გამომცემი ორგანო ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.105.016165
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (15)
| 1 | მუზეუმი, ბიბლიოთეკები |
| 2 | ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცველელი პუნქტები |
| 3 | კინოთეატრები და თეატრები |
| 4 | სკოლები, ინტერნატები, კოლეჯები, ბაგა-ბაღები(საგანმანათლებლო დაწესებულებები) |
| 5 | უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები, ინსტიტუტები |
| 6 | სასტუმროები(რესტორნის გარეშე) |
| 7 | საავადმყოფოები |
| 8 | პოლიკნინიკები, სტპომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი |
| 9 | აფთიაქები |
| 10 | სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნები |
| 11 | დახურული ტიპის სპორტული დარბაზები |
| 12 | სასურსათო და სხვა დასახელების მარკეტები |
| 13 | ოქროს სავაჭრო ბირჟები, ლომბარდი |
| 14 | აგრარული ბაზრები |
| 15 | შერეული საქონლის ბაზრობები |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება
№19
2014 წლის 21 აგვისტო
ქ. ზუგდიდი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის შემოღების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მეორე პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების, 121 მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
შემოღებულ იქნეს დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, დანართი №1-ის შესაბამისად, რაც გულისხმობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დაგვა-დასუფთავებას და ტერიტორიაზე წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას, გაუვნებლობას და ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მოვლა-პატრონობას.
მუხლი 2🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის დასუფთავების მოსაკრებლის განაკვეთი განისაზღვროს ერთ სულ მოსახლეზე 0,5 ლარით თვეში, ოჯახის წევრთა რაოდენობის მიუხედავად კი სულადობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 4 სულით. დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ ოჯახებს, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია კანონით მიღებულზე (დადგენილზე).
მუხლი 3🔗
დაწესებულებებისათვის, ორგანიზაციებისათვის და სხვა იურიდიული პირებისათვის დასუფთავების მოსაკრებელი განისაზღვროს 25 ლარით თვეში ერთ კუბურ მეტრ ნარჩენზე (დანართი №2) .
მუხლი 4🔗
საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირების, ამ ნარჩენის გაუვნებლობის და განთავსების, ასევე დაგვა-დასუფთავებისათვის ხარჯები დაიფაროს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან.
მუხლი 5🔗
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის მობილიზება დაევალოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 6🔗
დადგენილება გაეგზავნოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 7🔗
დაევალოს საკრებულოს აპარატს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.
მუხლი 8🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარელაშა გოგია
დანართი №1
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მოსაკრებლის ტარიფები
№№
სამეწარმეო საქმიანობა
ზომის ერთეული
მოსაკრებლის განაკვეთი თვეში (ლარებში)
შენიშვნა
1
2
3
4
1
მუზეუმი, ბიბლიოთეკები
საერთო ფართობი მ2
0.03
2
ოფისები, სააგენტოები, პროფესიული და სახელმწიფო ორგანიზაციები, ბანკები, საფინანსო ორგანიზაციები, ვალუტის გადამცველელი პუნქტები
საერთო ფართობი 1 მ2
0.50
3
კინოთეატრები და თეატრები
მაყურებლის ერთი სავარძელი
0.15
4
სკოლები, ინტერნატები, კოლეჯები, ბაგა-ბაღები(საგანმანათლებლო დაწესებულებები)
ერთ მოსწავლეზე
0.05
5
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები: უნივერსიტეტები, ინსტიტუტები
ერთ სტუდენტზე
0.10 ან ნარჩენის 1მ3-ზე 25 ლარი
6
სასტუმროები(რესტორნის გარეშე)
მომსახურების ერთეული(ერთი საწოლი)
3.0
7
საავადმყოფოები
საწოლი
1
8
პოლიკნინიკები, სტპომატოლოგიური და სხვა სამედიცინო კაბინეტები, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრი
სამუშაო ფართობის 1 კვ
1.0
9
აფთიაქები
სამუშაო ფართის 1 მ2
1.0
10
სტადიონები, ღია ტიპის სპორტული მოედნები
საერთო ფართობის 1 მ2
0.10
11
დახურული ტიპის სპორტული დარბაზები
1 მ3
25 ლარი
12
სასურსათო და სხვა დასახელების მარკეტები
სამუშაო ფართის 1 მ2
1.0
13
ოქროს სავაჭრო ბირჟები, ლომბარდი
სამუშაო ფართის 1 მ2
1.0
14
აგრარული ბაზრები
საერთო ფართობის 1 მ2
1.0
15
შერეული საქონლის ბაზრობები
საერთო ფართობის 1 მ2
1.0
16
ავტოსადგომები
1 მ2
0.4
17
ბენზინგასამართი სადგურები
1 მ2
0.8
18
აბანოების, საუნები
1 მ2
0.5
19
სადალაქოები, სილამაზის სალონები
1 მ2
1.0
20
რესტორნები,,კაფე–ბარები, სასადილოები და სწრაფი კვების ობიექტები(საშაურმე)
ერთი დასაჯდომი ადგილი 1 მ3
2,0
25 ლარი
21
საცხობი და საკონდიტროები
1 მ2
1.0
22
ტოტალიზატორები, სისტემური ელექტრონული აპარატები და სხვა სათამაშო კლუბები
1 მ2
1.0
23
რკინიგზის და საავტომობილო სადგურები
1 მ3
25
24
ღია ტიპის დასვენების და გასართობი ადგილები, სკვერები, ბაღები, ატრაქციონები
1 მ2
0.1
25
სამხედრო ნაწილები, პენიტენციური სისტემა
1 მ2
25
26
ავტოტექმომსახურების სადგურები, სახელოსნო, ავტოსამრეცხაო
1 მ2
1.0
27
მშენებარე ობიექტები
ფართის 1მ2-ზე
1.0
28
საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტების მშენებლობისათვის
ფართის 1მ2-ზე
3.0
29
საბითუმო საწყობი, მაცივარი, ბაზა
1 მ2
1.0
30
საბანკეტო დარბაზები
1 მ3
25
31
სადურგლო, მეტალოპლასტმასის, მინის დაჭრის და სხვა სახელოსნო
სამუშაო ფართის 1 მ2-ზე
1.0
32
სხვადასხვა დაწესებულებები
1 მ3
25
დანართი N2
დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია
წინამდებარე ინსტრუქცია (შემდგომში ,,ინსტრუქცია“) შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრვი თვითმმართველობის კოდექსი“ საფუძველზე და განსაზღვრავს საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი ნაწილი
1. ეს ინსტრუქცია აწესრიგებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელთა მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებლის გადახდასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსაკრებლის განაკვეთების დაწესების, გადახდის წესსა და მოსაკრებლის გადამხდელთა უფლება-მოვალეობებს.
2. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელი (შემდგომში – მოსაკრებელი) წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის გაწეული მომსახურების საფასურს.
3. ნარჩენის წარმომქმნელი ვალდებულია მოსაკრებელი გადაიხადოს დადგენილ ვადებში.
4. მოსაკრებლის გადაუხდელობა, გადახდის ვადების დარღვევა ითვლება დასუფთავების წესების დარღვევად და დამრღვევის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს ადმინისტრაიცული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მოსაკრებლის გადამხდელია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების წარმომქმნელი ყველა პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის განაკვეთი, მისი გამოანგარიშებისა და გადახდის წესი
1. მოსაკრებლის განაკვეთი, როგორც წესი, წესდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავებისათვის კალენდარული წლისათვის საჭირო ხარჯების შესაბამისად.
2. მოსაკრებელი გამოიანგარიშება მოსახლეობისათვის სულადობის მიხედვით, ორგანიზაციებისათვის, დაწესებულებებისათვის და იურიდიული პირებისათის დაგროვებული ნარჩენების წონის, მოცულობის ან/და ნარჩენების დაგროვების ნორმის, ნარჩენების სახეობის მიხედვით, აგრეთვე, ნარჩენების წარმომქმნელის შემოსავლის, ქონების, დაკავებული ფართობის, დასაქმებული პერსონალის რაოდენობის, საქონლის(მომსახურების), მომხმარებელთა რაოდენობის, მიღებული სხვა საბინაო-კომუნალური მომსახურების მოცულობის (ღირებულების) და ა.შ. მიხედვით. მოსაკრებლის ოდენობის დადგენისას შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სიდიდეების კომბინაციებიც.
3. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის გაწეული მომსახურების დამადასტურებელი საბანკო ქვითარი გამოიწერება იმ უძრავი ქონების მესაკუთრეზე, რომლის საკუთრებაშიც წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
4. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მოსახლე მოსაკრებელს იხდის მხოლოდ ერთი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
5. ამხანაგობის შემთხვევაში ამხანაგობის ყველა წევრის თანხმობისას შესაძლებელია მოსაკრებლის გადახდა მოხდეს ერთიანად ამხანაგობის სახელზე, ამ შემთხვევაში ამხანაგობა წერილობით მიმართავს მოსაკრებლის გახდევინებისათვის პასუხისმგებელ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს და წარუდგენს ყველა მესაკუთრის თანხმობის დამადასტურებელ საბუთს.
6. მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბანკო დოკუმენტი ორგანიზაციებისა და დაწესებულებებისათვის გამოიწერება ამ ორგანიზაციის, დაწესებულების და იურიდიული პირის სახელზე, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება საყოფაცხოვრებო ნარჩენი.
7. მოსაკრებელი შეიძლება გადახდილ იქნეს ნებისმიერი გადამხდელის ან მისი წარმომადგენელი სხვა პირის მიერ.
8. მოსაკრებლის გადახდის საბანკო დოკუმენტი შენახული უნდა იქნეს ერთი წლის განმავლობაში. მისი დაკრგვისას აღდგენას დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე ახდენს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახური სახაზინო მონაცემებზე დაყრდნობით.
9. მესაკუთრის შეცვლის შემთხვევაში ყოფილმა მესაკუთრემ მოსაკრებლის მიმდინარე დავალიანება უნდა დაფაროს იმ თვის ბოლომდე, რომელშიც მოხდა საკუთრების გადაცემა.
თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო მოსაკრებლის ახალი განაკვეთის ძალაში შესვლისას უფრო მცირეა, ვიდრე გადახდის დღის დადგომის შემდეგ, სხვაობა უნდა დაიფაროს განაკვეთის ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში. თუკი წინასწარ გადახდილი თანხა, რომელიც შეტანილი იყო ახალი განაკვეთის ძალაში შესვლამდე, აღემატება ახალ ამოქმედებულ განაკვეთს, სხვაობა ახალი განაკვეთის ამოქმედების შემდეგ უნდა გამოაკლდეს ახალი განაკვეთის თანხას.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების წარმოქმნა, შეცვლა და მისგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდის ვალდებულება წარმოიქმნება მოსახლეობისათვის მომსახურების ერთი თვის განმავლობაში მიღების შემთხვევაში. ორგანიზაციების, დაწესებულებებისა და იურიდიული პირებისათვის მომსახურების მიღებისთანავე.
2. არ დაერიცხება დასუფთავების მოსაკრებელი საწარმოო ობიექტებისა და ორგანიზაციებისა და შენობა-ნაგებობების ფართს ან მათ ნაწილს, ღია ტერიტორიების ფართს ან მათ ნაწილს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზების გამო არ ფუნქციონირებს, გამოუყენებელია და არ წარმოიქმნება ნარჩენი.
3. მუნიციპალიტეტის ტერიტორიის დასუფთავების მომსახურების შეფერხების, შეზღუდვის, დაგვიანების, აგრეთვე, მომსახურების ერთ თვეზე ნაკლები დროის განმავლობაში შეწყვეტის შემთხვევაში მოსაკრებლის გადამხდელს არა აქვს უფლება მოითხოვს მოსაკრებლის განაკვეთის გადახდისაგან გათავისუფლება ან განაკვეთის შემცირება.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვა
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის პერიოდულობა და ვადები
1. მოსაკრებლის გადახდა წარმოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე საბანკო ან ელექტრონული ანგარიშსწორების საშუალებით.
2. გადამხდელს შეუძლია მოსაკრებელი გადაიხადოს წინასწარ.
მუხლი 7🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადაუხდელობისათვის
მოსაკრებლის დროულად გადაუხდელობა გამოიწვევს დაჯარიმებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ინდ. მეწარმე და ფიზიკური პირისათვის გადასახდელი თანხის 0.5 პროცენტის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის 5 პროცენტს.
მუხლი 8🔗.
პასუხისმგებლობა მოსაკრებლის გადახდევინებისათვის
მოსაკრებლის გადახდევინებისათვის ადმინისტრირება ეკისრება უფლებამოსილ სამსახურს ან საამისოდ უფლებამოსილ იურიდიულ პირს (პირთა ჯგუფს).