ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 25.08.2014
ძალის დაკარგვა 02.05.2018
გამომცემი ორგანო ქედის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.134.016141
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 26/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე | ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
📋 აუქმებს — 1 აქტი
- ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 15.08.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №22
2014 წლის 25 აგვისტო
დაბა ქედა
ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლისა და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების გათვალისწინებით ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქედის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი თანახმად დანართისა.
მუხლი 2🔗
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების თაობაზე“ ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 აგვისტოს №20 დადგენილება (სსმ, ვებგვერდი 19/08/2014, სარეგისტრაციო კოდი:010250050.35.134.016139).
მუხლი 3🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეამირან ცინცაძე
დანართი
ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე
პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗
ეს წესი განსაზღვრავს ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗
პრემია გაიცემა ქედის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ პირებზე მათ მიერ დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურსათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.
მუხლი 3🔗
პრემიის გაცემაზე ინიცირების უფლება აქვს გამგებელს ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს თავმჯდომარეს ქედის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, საკრებულოს აპარატის უფროსს მის დაქვემდებარებაში მყოფი პირებისათვის და გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს მის სტრუქტურულ ერთეულში დასაქმებულ პირებზე.
მუხლი 4🔗
სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და საკრებულოს აპარატის უფროსის ინიცირება უნდა იყოს დასაბუთებული, რომელშიც უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
მუხლი 5🔗
პრემიის გაცემაზე გადაწყვეტილებას იღებს გამგებელი მუნიციპალიტეტის გამგეობაში დასაქმებული პირებისათვის და საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოში დასაქმებული პირებისათვის, ბრძანების ფორმით.
მუხლი 6🔗
ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
მუხლი 7🔗
პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
მუხლი 8🔗
პრემია ასევე შეიძლება გაიცეს არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა გადაწყვეტილების შესაბამისად ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.