მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის დაჩქარებული მომსახურების) შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2014
ძალის დაკარგვა 01.01.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 210020010.35.173.016032
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების
მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის დაჩქარებული მომსახურების) შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №32
2014 წლის 22 აგვისტო
ქ. ახალციხე
მშენებლობის (განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების
მშენებლობის გარდა) ნებართვის გაცემის და სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მოსაკრებლის (მათ შორის დაჩქარებული მომსახურების) შემოღების, ოდენობის (განაკვეთის) განსაზღვრისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
1. შემოღებულ იქნეს და დამტკიცდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე:
ა)
ადგილობრივი მოსაკრებელი მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის;
ბ)
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების ადგილობრივი მოსაკრებელი.
მუხლი 2🔗
განისაზღვროს მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელი (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) შემდეგი განაკვეთები ერთ კვადრატულ მეტრზე:
ა)
ახლად ასაშენებელი ობიექტის პროექტით გათვალისწინებული განაშენიანების ფართისათვის – 1 (ერთი) ლარი;
ბ)
ხაზობრივი ნაგებობებისათვის (რკინიგზა, წყალსადენი, გაზსადენი, ელ. გადაცემის ხაზები, ელ. კავშირი, არხები და სხვა) – 1 (ერთი) ლარი;
გ)
კომერციული და სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 1 (ერთი) ლარი.
მუხლი 3🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 4🔗
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა)
II და III კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ა.ა)
განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში:
ფიზიკურ პირზე – 300 (სამასი) ლარი; იურიდიულ პირზე – 500 (ხუთასი) ლარი;
ა.ბ)
განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში:
ფიზიკურ პირზე – 200 (ორასი) ლარი; იურიდიულ პირზე – 300 (სამასი) ლარი;
ა.გ)
განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში:
ფიზიკურ პირზე – 100 (ასი) ლარი; იურიდიულ პირზე – 200 (ორასი) ლარი;
ბ)
IV კლასის შენობა-ნაგებობების შემთხვევაში:
ბ.ა)
განცხადების წარდგენიდან სამ სამუშაო დღეში - 1500 (ათას ხუთასი) ლარი;
ბ.ბ)
განცხადების წარდგენიდან ხუთ სამუშაო დღეში - 1000 (ათასი) ლარი;
ბ.გ)
განცხადების წარდგენიდან ათ სამუშაო დღეში - 700 (შვიდასი) ლარი;
ბ.დ)
განცხადების წარდგენიდან თხუთმეტ სამუშაო დღეში - 500 (ხუთასი) ლარი.
მუხლი 5🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის ინსტრუქცია დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 6🔗
მოსაკრებლის თანხა მთლიანად ჩაირიცხოს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში.
მუხლი 7🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
ინსტრუქცია
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის გადახდევინების წესის შესახებ
ინსტრუქცია შემუშავებულია „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იგი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის წესს.
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებანი
1. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვა – შემდგომში „მშენებლობის ნებართვა“ არის, განსაზღვრული ფორმის მქონე ერთჯერადი დოკუმენტი, რომელიც უფლებას აძლევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, განახორციელოს შენობა-ნაგებობების მშენებლობა, ნებართვაში მითითებულ ვადებში.
2. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვა ადასტურებს მისი მიმღების უფლებას, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, განახორციელოს სამშენებლო სამუშაოები, ნებართვაში მითითებულ ვადებში.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის დაბეგვრის ობიექტი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლით დაბეგვრის ობიექტია მშენებარე ობიექტის მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირი.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის გადამხდელი
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) ნებართვის მოსაკრებლის გადამხდელნი არიან, მშენებარე ობიექტების მესაკუთრე ფიზიკური და იურიდიული პირები, ან მათი უფლებამოსილი წარმომადგენლები, რომლებთაც სამშენებლო სამუშაოების განსახორციელებლად სჭირდებათ მშენებლობის ნებართვა.
მუხლი 4🔗.
მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლებულია:
ა) სტიქიური უბედურებების შედეგად დაზიანებული ობიექტის მშენებლობა;
ბ) ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის (ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის) ბიუჯეტიდან დაფინანსებული სამშენებლო სამუშაოები.
მუხლი 5🔗.
მოსაკრებლის გაანგარიშების წესი
მოსაკრებელი გამოიანგარიშება ობიექტის პროექტით განსაზღვრული განაშენიანების ფართის (კვადრატულ მეტრში) გაანგარიშებით მოსაკრებლის განაკვეთზე.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის ბიუჯეტში ჩარიცხვის წესი
მოსაკრებელი მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების შესაბამისად.
მუხლი 7🔗.
მშენებლობის ნებართვის გამცემი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას გასცემს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.
მუხლი 8🔗.
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
ინსტრუქციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ინსტრუქცია
მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტის მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის გადახდის წესის შესახებ
მუხლი 1🔗.
რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ (შემდგომში – მერია) მშენებლობადამთავრებული შენობა-ნაგებობების ან მისი ნაწილის/ნაწილების ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებლის (შემდგომში – მოსაკრებელი) შემოღების, მოსაკრებლის გადახდის და გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
მოსაკრებლის ცნება
მოსაკრებელი არის პირის მიერ ამ წესით დადგენილი ოდენობით, მერიის მიერ მშენებლობადასრულებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილებების შეტანის) მომსახურების ვადების დაჩქარებისათვის ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა.
მუხლი 3🔗.
მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა
მოსაკრებლის შემოღება და მისი ოდენობის განსაზღვრა ხდება ამ წესით;
ამ წესით დადგენილი მოსაკრებელი მოიცავს დაჩქარებული მომსახურებისათვის საჭირო ყველა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯებს.
სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები თავისუფლდებიან ამ წესით დაწესებული მოსაკრებლის გადახდისაგან.
მუხლი 4🔗.
დაჩქარებული მომსახურება
1. დაჩქარებული მომსახურება ამ წესის მიზნებისათვის გულისხმობს სამსახურის მიერ კანონმდებლობით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ამ წესით განსაზღვრული მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე განხორციელებულ ქმედებას, მიუხედავად მიღებული გადაწყვეტილებისა.
2. მერიის მიერ წინასწარი წერილობითი თანხმობის შემთხვევაში დაინტერესებული პირის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის გადახდის საფუძველზე, მერიის შესაბამისი სამსახური ამ წესით განსაზღვრული ვადების გათვალისწინებით, მომსახურებას ახორციელებს დაჩქარებული წესით.
3. თუ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დასადგენად ან/და საქმის სირთულის გამო აუცილებელია ამ წესით განსაზღვრულ ვადაზე მეტი, მერია უფლებამოსილია უარი თქვას დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე, რის შესახებაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
4. მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) სანებართვო პირობების შესრულების დადასტურების (ექსპლუატაციაში მიღების) თაობაზე აქტის გამოცემის (მასში ცვლილების შეტანის) დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი არ უნდა აღემატებოდეს 4500 ლარს.
მუხლი 5🔗.
ვადის გამოთვლა
მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ ამ წესით დადგენილი მომსახურების განხორციელებისათვის განსაზღვრულ ვადებში არ იანგარიშება კანონმდებლობით დადგენილი უქმე და დასვენების დღეები.
ამ წესით დაწესებული ვადის ათვლა იწყება განცხადების სამსახურში რეგისტრაციისა და თანხის სრულად გადახდის ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღეს. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
მერია უფლებამოსილია განმცხადებლის მიერ დაჩქარებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, დაჩქარებული მომსახურების ვადაში ჩათვალოს დაჩქარებული მომსახურების გარეშე დაწყებული წარმოებიდან გასული ვადა.
მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ დადგენილი ხარვეზის კანონმდებლობით დადგენილ ვადებში აღმოფხვრის შემთხვევაში, დაწესებული დაჩქარებული მომსახურების ვადის ათვლა იწყება თავიდან.
მუხლი 6🔗.
მოსაკრებლის გადახდის წესი და პირობები
1. ამ წესით განსაზღვრული დაჩქარებული მომსახურებით მოსარგებლე პირები ვალდებულნი არიან გადაიხადონ წესით გათვალისწინებული შესაბამისი მოსაკრებელი. დაინტერესებული პირის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია.
2. მოსაკრებელი გადაიხდება წინასწარ უნაღდო ანგარიშსწორებით.
3. უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. ამ წესით გათვალისწინებული მომსახურების მისაღებად განხორციელებული ანგარიშსწორების მართლზომიერებაზე/სისწორეზე პასუხისმგებელია განმცხადებელი.
5. მოსაკრებელი ჩაირიცხება ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში, წინასწარ განსაზღვრულ ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
გადახდილი მოსაკრებლის დაბრუნების წესი და ზიანის ანაზღაურება
თუ მოსაკრებელი გადახდილია ამ წესით დადგენილ განაკვეთზე მეტი ოდენობით, მოსაკრებლის გადამხდელს უბრუნდება მის მიერ გადახდილ თანხასა და ამ წესით დადგენილ განაკვეთს შორის არსებული სხვაობა.
გადახდილი მოსაკრებელი მთლიანად ბრუნდება, თუ:
ა) მერია სათანადო საფუძვლის არსებობისას უარს აცხადებს დაჩქარებული მომსახურების გაწევაზე;
ბ) დაინტერესებული პირი განცხადების წარდგენამდე მოითხოვს თანხის უკან დაბრუნებას.
თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა ნაკლებ ოდენობას, მაშინ დაინტერესებულ პირს დაუბრუნდება სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის, ასეთ შემთხვევაში განცხადება სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების ათვლის დაწყებამდე.
თუ დაინტერესებულ პირს სურვილი აქვს ისარგებლოს სხვა ვადით, რომლისთვისაც წესი ითვალისწინებს მოსაკრებლის სხვა მეტ ოდენობას, მაშინ დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს სხვაობა ამ ორ მოსაკრებლის ოდენობას შორის, ასეთ შემთხვევაში განცხადება და მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი/დოკუმენტი ან სხვა ინფორმაცია სხვა ოდენობით სარგებლობის შესახებ წარდგენილი უნდა იქნეს პირველადი განცხადების ვადის დინების დასრულებამდე.
განმცხადებლის მიერ ხარვეზის გამოუსწორებლობის საფუძველზე განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემთხვევაში, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ განმცხადებელი ვერ უზრუნველყოფს ან ხელს შეუშლის მერიის შესაბამის სამსახურს ექსპლუატაციაში მისაღებად წარმოდგენილი შენობა-ნაგებობების ადგილზე დათვალიერებაში, განმცხადებელს დაჩქარებული მომსახურებისათვის გადახდილი მოსაკრებელი უკან არ დაუბრუნდება.
გადახდილი მოსაკრებლის მთლიანად ან ნაწილობრივ დაბრუნებასთან დაკავშირებული საბანკო მომსახურების ტარიფის გადახდა ეკისრება მოსაკრებლის გადამხდელს.