ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
მიღების თარიღი 22.08.2014
ძალაში შესვლა 01.08.2014
ძალის დაკარგვა 15.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (7)
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე |
| 4 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე |
| 5 | საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე |
| 6 | საკრებულოს სხვა წევრი |
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
| № | საკრებულოს წევრი |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 11.12.2014
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2014 წლის 22 აგვისტო
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის მე-16 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი, დანართი 1-ის შესაბამისად და ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ზღვრული ოდენობა - დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 1 აგვისტოდან.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესი
მუხლი 1🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა) განისაზღვრება დანართი 2-ის შესაბამისად.
მუხლი 2🔗.
საკრებულოს წევრებისთვის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯის ანაზღაურება
1. საკრებულოს თითოეული წევრისთვის ამ დადგენილების პირველ მუხლში მითითებული ასანაზღაურებელი ხარჯის ოდენობა, რომელიც დაკავშირებულია საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღებასთან, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით, საკრებულოს აპარატის უფროსის მიერ ერთიანი სახით მიწოდებული ინფორმაციის (მოხსენებითი ბარათის) საფუძველზე.
2. ხარჯების ანაზღაურების კონკრეტული ოდენობის განსაზღვრისთვის შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს საკრებულოს წევრის მიერ საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების სხდომებში, ასევე საკრებულოს დროებით სამუშაო ჯგუფებში საკრებულოს თითოეული წევრის ფაქტობრივი დასწრების მონაცემები. ამ მონაცემების საფუძველზე საკრებულოს აპარატის უფროსი ინფორმაციას (მოხსენებით ბარათს) ადგენს, როგორც წესი, წინა თვის 21 რიცხვიდან მიმდინარე თვის 20 რიცხვის ჩათვლით არსებული მდგომარეობით (თუ შესაბამისი რიცხვი ემთხვევა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ უქმე ან/და დასვენების დღეს – ომდევნო სამუშაო დღის) არა უგვიანეს მიმდინარე თვის 21 რიცხვის (ან შემდგომი სამუშაო დღის) მომდევნო სამუშაო დღეს. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, საკრებულოს კონკრეტული წევრებისთვის განსაზღვროს ანაზღაურების ნაკლები ოდენობა, თუ საკრებულოს რომელიმე წევრის (წევრების) მიერ საკრებულოს სხდომებში და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების (დასწრების) ფაქტობრივი მონაცემები მნიშვნელოვნად განსხვავდება (ნაკლებია) სხვა წევრების დასწრების ფაქტობრივი მონაცემებისგან.
მუხლი 3🔗.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვა
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვიურად, ამ დადგენილებით გათვალისწინებული ქალაქ ახალციხის საკრებულოს განკარგულების ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის გათვალისწინებით, საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების დარიცხვას უზრუნველყოფს, როგორც წესი, ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დარიცხვასთან ერთად.
საკრებულოს წევრების უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების ოდენობა (ზღვრული ოდენობა)
№
საკრებულოს წევრი
ანაზღაურების ზღვრული ოდენობა (ლარი)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
375
3
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე
375
4
საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე
375
5
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
375
6
საკრებულოს სხვა წევრი
375