ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
მიღების თარიღი 22.08.2014
ძალის დაკარგვა 05.12.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტი
ნომერი №35
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.173.016035
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 29/08/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კახაბერ ბერიძე | ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №35
2014 წლის 22 აგვისტო
ქ. ახალციხე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის
განსაზღვრის წესი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გათვალისწინებით და „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449 დადგენილების საფუძველზე, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესი დანართის შესაბამისად.
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკახაბერ ბერიძე
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში პრემიის ოდენობის განსაზღვრის
წესი
მუხლი 1🔗.
ამ წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე გასაცემი პრემიის ოდენობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1. პრემია გაიცემა საჯარო დაწესებულებაში დასაქმებული პირების მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების (საჯარო დაწესებულებაში სამუშაოს შეფასების სისტემის არსებობის შემთხვევაში) ან/და დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა, მისი პროცენტული მიმართება პირის თანამდებობრივ სარგოსთან, ინფორმაცია მიმდინარე წლის განმავლობაში აღნიშნულ პირზე გაცემული პრემიის შესახებ.
2. პრემიის მიზნებია საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით, საჯარო დაწესებულებაში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს უშუალო ხელმძღვანელ პირს და ზემდგომ თანამდებობის პირს.
პრემიის გაცემის შესახებ მერიის თანამდებობის პირების და მერიაში სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო საკრებულოს აპარატის უფროსის, აპარატის და სხვა საჯარო მოხელეთა მიმართ - საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებზე პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არა უმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია „საჯარო დაწესებულებებში პრემიის ოდენობის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 15 ივლისის №449 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.