ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 22.08.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი
ნომერი №13
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.160.016223
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 27/08/2014
matsne.gov.ge 379 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ   ქალაქი რუსთავის საკრებულოს დადგენილება №13 2014 წლი 22 აგვისტო ქ. რუსთავი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე–16 მუხლის მე–3 პუნქტის  და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 ივლისის №449-ე დადგენილების მე-4 მუხლის  შესაბამისად,  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა   და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი” დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით მაღლაკელიძე დანართი ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები  ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს თანამდებობის პირთა და მოსამსახურეთა პრემიების ოდენობის განსაზღვრისა და გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს თანამდებობის პირების და  საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა  პრემიის  გაცემის წესს,  პირობებს და მის ოდენობას. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება პრემია – საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირზე გაცემული შრომითი გასამრჯელო, რომელიც გაიცემა დაკისრებული უფლებამოსილებების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, ან/და განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის. მუხლი 3🔗. საპრემიო ფონდის ფორმირების პრინციპი პრემიის გამოყენებისას საპრემიო ფონდის ფორმირების წყაროა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. პრემიის გაცემა ხორციელდება ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი წლის ბიუჯეტით. მუხლი 4🔗. პრემიის გაცემის  წესი, მიზანი და პერიოდულობა 1. ერთდროულად გაცემული პრემიის  ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.  2.  პრემიის გაცემა შესაძლებელია განხორციელდეს კვარტალში ერთხელ.   3. საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი პრინცი­პების დაცვით, პრემია შესაძლებელია გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ.   4. პრემიის მიზანია,  დასაქმებულ პირთა წახალისების და მოტივაციის გაზრდა, აგრეთვე, საჯარო დაწესებულებებში კვალიფიციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა. მუხლი 5🔗. პრემიის გაცემის უფლებამოსილება  1. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს ხელმძღვანელი პირის  – საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის,  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის, საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწისა  და საკრებულოს აპარატის უფროსის  მიმართ პრემიის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს ქალაქ  რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე საკუთარი  დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში და გამოსცემს შესაბამის სამართლებრივ აქტს (ბრძანებას). 2. გადაწყვეტილებას ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში დასაქმებულ პირების (საჯარო მოსამსახურეებზე)  მიმართ პრემიის გაცემის შესახებ იღებს  ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, შესაბამისი ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის (ბრძანების) გამოცემით. საკითხის ინიციირებას ახორციელებს საკრებულოს აპარატის  უფროსი, საკრებულოს აპარატის შესაბამისი განყოფილების  უფროსის წარდგინების საფუძველზე. 3. პრემიის გაცემის თაობაზე შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე თანხის გადარიცხვას ახორციელებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური.