„აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №30 |
|
2014 წლის 25 აგვისტო ქ. აბაშა |
1. დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„2 . სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:
ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;
ბ) განათლების განყოფილება:
გ) სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილება“.
2. დებულების მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „უ“ ქვეპუნქტი:
„უ) საზოგადოებრივი განათლებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადებას და ღონისძიებების დაგეგმვას.“
3. დებულების მე-4 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 4. კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილების ფუნქციები
სამსახურის კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებას;
ბ) კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაციას;
გ) მუნიციპალური მუზეუმების, კულტურის სახლების, თეატრების, სახელოვნებო სკოლების და კულტურის სხვა დაწესებულებების მართვას;
დ) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, კულტურის უძრავი და მოძრავი ძეგლების, ყოველ ისტორიულ ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების (ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული და ა.შ.) აღრიცხვას, დაცვას, შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;
ე) თეატრის, კინოს, მუსიკის, ქორეოგრაფიის, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული ხელოვნებისა და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, ტრადიციების შენარჩუნებასა და პოპულარიზაციას;
ვ) ეროვნული სიმდიდრის დაცვას და პოპულარიზაციას, გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, კულტურის სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობას:
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“
4. დებულებას დაემატოს 4 1 მუხლი შემდეგი რედაქციით :
„მუხლი 41. განათლების განყოფილების ფუნქციები“
1. განათლების სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;
2. განათლების სფეროში მუნიციპალურ პროგრამათა განხორციელების კოორდინაცია;
3. სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების მართვის კოორდინაცია;
4. წინადადებების შემუშავება განათლების დაწესებულებების შექმნისა და რეორგანიზაციის საკითხებზე;
5. გამოჩენილი პიროვნებების ხსოვნის უკვდავყოფის, განათლების სფეროში დასაქმებულთა მოღვაწეობის წარმოჩინებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;
6. საზოგადოებრივი განათლებისა და გენდერული თანასწორობის ხელშეწყობის უზრუნველყოფისთვის შესაბამისი წინადადებების მომზადება და ღონისძიებების დაგეგმვა.
7. მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 25.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 25.08.2014. მიმღები ორგანო — აბაშის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №30. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.110.016170.
- რამდენი მუხლისგან შედგება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „აბაშის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №30, 25.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.110.016170 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2474265/