ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2014
ძალის დაკარგვა 06.02.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №23
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016092
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,109 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2014 მიღება
06.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ           ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №23 2014 წლის 25 აგვისტო ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ - სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის აღმასრულებელი ორგანოს - ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის სრულყოფას, სტრუქტურული ერთეულების მუშაობის კოორდინაციისათვის ხელშეწყობას, გამგეობის საქმისწარმოების, ადამიანური რესურსების მართვის, საკადრო საკითხთა, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა, აგრეთვე გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის უზრუნველყოფას. 2. სამსახური საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. ადმინისტრაციული სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 4.  სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ნინოწმინდა, პუშკინის ქ. №43ю მუხლი 2🔗. ადმინისტრაციული სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები 1. გამგებლისათვის საკრებულოში სამართლებრივი აქტის მიღების ინიციატივის განხორციელებაში ხელშეწყობა. 2. გამგებლისათვის (გამგებლის მოადგილეებისათვის) კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ხელშეწყობა. 3. გამგებლის, გამგებლის მოადგილეების და გამგეობის სტრუქტურული ერთეულების პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული  მუნიციპალიტეტის გამგეობის საქმიანობის ამსახველი ინფორმაციის თაობაზე. მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა. გამგეობის მუშაობის შედეგების საინფორმაციო ბაზის წარმართვა და ანალიზი. საიდუმლო საქმისწარმოებისა და საიდუმლო რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა. გამგეობაში საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. გამგეობის არქივის წარმოება. გამგეობაში ერთიან  საქმისწარმოებასთან დაკავშირებით სხვა უფლება-მოვალეობების განხორციელება. გამგეობაში დოკუმენტაციის შეუფერხებელი ბრუნვის უზრუნველყოფა. გამგებლის და გამგებლის მოადგილეების დავალებების შესრულების კონტროლი. გამგებლის, გამგებლის მოადგილეების თათბირების ორგანიზება. მოქალაქეთათვის გამგეობის საქმიანობის გაცნობა. 14. გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობის დამყარება, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ერთობლივი პროექტების კოორდინირებულად განხორციელება. საკადრო მონაცემების ინფორმაციის ბაზის წარმოება. 16. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ურთიერთობას  მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით სამთავრობო, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებების, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესის სტრუქტურებთან. 17. უზრუნველყოფს საქმიანი პარტნიორების გამოვლენასა და მათთან კონტაქტების დამყარებას. ხელს უწყობს ოფიციალური დელეგაციების მიღებასა და დაბინავებას. 19. ახორციელებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მყოფი უცხო ქვეყნის წარმომადგენლების გამგეობის მიერ დახვედრის, მიღების, გაცილების ორგანიზებას.      20. უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წერილების, ოფიციალური დოკუმენტაციების პროექტების მომზადებას და მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის წარდგენას. 21. ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებს  თავისი კომპეტენციის ფარგლებში. მუხლი 3🔗. ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობის ორგანიზაცია და სტრუქტურა სამსახური შედგება: სამსახურის უფროსის, განყოფილების უფროსების,  სამსახურის სხვა მოხელეებისგან. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი. სამსახურის უფროსი: ა)  ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ)  იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში (ოპერატიული აუცილებლობიდან გამომდინარე), ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტზე; გ)  წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; დ) ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს; ე)  გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული   დავალებების, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების შესრულებას. ადმინისტრაციული სამსახურის განყოფილებებია: ა)  საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილება; ბ) საორგანიზაციო განყოფილება; გ) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილება მუხლი 4🔗. განყოფილებები და მათი ძირითადი ფუნქციები 1.საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ფუნქციებია: ა) შემოსული და ადგილზე შექმნილი დოკუმენტების აღრიცხვა, რეგისტრაცია და დოკუმენტების გადაცემა შემსრულებლისათვის; ბ) დოკუმენტების შესრულების კონტროლი და შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება; გ) გასული დოკუმენტების გაგზავნა; დ) საქმეთა მომზადება არქივისათვის ჩასაბარებლად; ე)  ადმინისტრაციული წარმოების წესებისა და პროცედურების დაცვა; ვ)  საქმისწარმოებაში ბეჭდების, შტამპების, ბლანკების სათანადო გამოყენება; ზ) თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტებისა და სხვა დოკუმენტების გამოქვეყნება; თ) ელექტრონული საქმისწარმოება; ი) საჯარო მოსამსახურეთა საკადრო პოლიტიკის შემუშავება და მისი განხორციელება; კ) მუნიციპალიტეტის  მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფა და კონტროლი, საკადრო საკითხებთან დაკავშირებით სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება,  მუნიციპალიტეტის  მოსამსახურეთა პირადი საქმეების წარმოება, მუნიციპალიტეტის მოსამსახურეთა მიერ ,,საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი დოკუმენტაციის წარმოდგენის სისრულის და შესაბამისობის შემოწმება, მუნიციპალიტეტის შტატგარეშე და დამხმარე მოსამსახურეებთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება, აღრიცხვა და კონტროლი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დაცვაზე; ლ) მოსამსახურეთა ატესტაციების და ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; მ) საკადრო რესურსების გამოყენების პროცესის ოპტიმიზაციის მიზნით შესაბამისი წინადადებების მომზადება, მათი მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ორგანიზება, სტაჟირებასთან და პრაქტიკის გავლასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტა, კვალიფიკაციის ასამაღლებელ მოსამსახურეთა სიის შედგენა, გადამზადების პროგრამათა განსაზღვრა, კონტროლი მუნიციპალურ მოსამსახურეთა მიერ სწავლების (კვალიფიკაციის) ამაღლების კურსების გავლაზე, სწავლების ეფექტურობის შემოწმებაზე. ნ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.     2. საორგანიზაციო განყოფილების ფუნქციებია: ა) საინფორმაციო - საკომუნიკაციო სისტემის გამართული ფუნქციონირება; ბ) საოფისე ავეჯის, კომპიუტერების და სხვა ტექნიკის მოვლა - პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება; გ) გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლის ოფისების საოფისე მასალებით მომარაგება; დ) გამგეობის სამსახურების სარგებლობაში არსებული სატრანსპორტო საშუალებების მოვლა-პატრონობა, რემონტი და ტექნიკური მომსახურება; ე) გამართული კომუნიკაცია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებსა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის, ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა კომუნიკაცია მოქალაქეებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან; ვ) მუნიციპალიტეტის ვებ-გვერდის ადმინისტრირება; ზ)        სხვა მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებთან, ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ორგანიზება; თ) მუნიციპალიტეტის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვა და ორგანიზება; ი) ოფიციალური დელეგაციების მიღება, საგარეო ვიზიტების დაგეგმვა და ორგანიზება; კ) გამგეობის სამსახურებისა და წარმომადგენლების საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინირებული საქმიანობა; ლ) გამგებლის პრესკონფერენციების ჩატარება, მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების პრეს-დაიჯესტის მომზადება და გამოქვეყნება, ურთიერთობა მასობრივ საინფორმაციო საშუალებებთან; მ) საქმეთა ნომენკლატურის შედგენა და დაარქივება; ნ) მოქმედი კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება.       3. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის განყოფილების ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დაცვის, სოციალური ინფრასტრუქტურის ობიექტების რეაბილიტაციისა და განვითარების პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების კოორდინაცია; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლა, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და მათი სოციალური უფლებების დაცვა; გ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზება, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; დ) მოსახლეობის შრომითი მოწყობის და უმუშევართა დახმარების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადება და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელება; ე) თავშესაფრების მოწყობის ორგანიზება და მოსახლეობის სოციალური ადაპტაციისათვის საჭირო ღონისძიებების გატარება; ვ) მოსახლეობის სოციალურად დაუცველ ფენებზე განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად მათი დახმარების ერთჯერადი და მიზნობრივი პროგრამების შემუშავება; ზ) დახმარებისა და პენსიის მიმღებთა სოციალურ ადაპტაციაზე ზრუნვა; თ) კომპეტენციის ფარგლებში დაწესებული სახელმწიფო სოციალური, ჰუმანიტარული, ერთდროული მატერიალური და სხვა სახის დახმარებათა გაცემის ორგანიზება; ი) სოციალური სტატისტიკის წარმოება იმ ძირითად პრობლემათა გამოსავლენად და სრული სურათის მისაღებად, რომელიც მუნიციპალიტეტში პრიორიტეტად ითვლება; კ) დადგენილი ფორმით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა სოციალურად დაუცველი კონტიგენტის აღრიცხვა; ლ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან, ორგანიზაციებიდან სოციალურად დაუცველ კონტიგენტთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღება; მ)ადგილობრივი თვითმმართველობის საბინაო ფონდის განაწილების რეგულირებაში მონაწილეობის მიღება; ნ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, აგრეთვე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპული, უგზო-უკვლოდ დაკარგული, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების ზუსტი აღრიცხვის უზრუნველსაყოფად  და შემდგომში მისი სწორად საწარმოებლად საჭირო ღონისძიებების განხორციელება; ო) პერიოდულად შეისწავლოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ვეტერანთა სოციალურ-საყოფაცხოვრებო მდგომარეობა; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 5🔗. სამსახურის ქონება და   დაფინანსების წყაროები 1.  სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას.  2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.