⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.04.2015)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2014
ძალის დაკარგვა 06.04.2015
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016094
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 831 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2014 მიღება
06.04.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №25 2014 წლის 25 აგვისტო ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1.      ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესყიდვების სამსახური (შემდგომში – სამსახური)   თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, და მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 2.    სამსახური წარმოადგენს ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს   მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 4.  სამსახურის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 5. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ.ნინოწმინდა, პუშკინის ქ. #43. მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები 1. შესყიდვების საკითხებში სამსახურის ფუნქციებია: ა)    დადგენილი წესით ანალიტიკური,  პროგნოზული, ექსპერტული და ინფორმაციული სამუშაოების შესრულება საკრებულოს მიერ დამტკიცებული  შესყიდვების გეგმების საფუძველზე. ამ გეგმებით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელება; ბ)    შემსყიდველი ორგანიზაციებიდან მიღებული ანგარიშებისა და საფინანსო სამსახურის მიერ მოწოდებული (ფაქტიური დაფინანსების) მონაცემების საფუძველზე  შესყიდვების სფეროში არსებული მდგომარეობის სისტემატური შესწავლა, გაანალიზება და სათანადო წინადადებების მომზადება; გ)    შემსყიდველი ორგანიზაციების საკონსულტაციო მომსახურება; დ) მუნიციპაიტეტის ყველანაირი შესყიდვების პროცედურების განხორციელება და ხელშეკრულებათა მომზადება; ე)    მომწოდებელთა რეესტრის წარმოება; ვ)     შესყიდვების განხორციელებისას შესყიდვების მონაწილეთა მიმართ სამართლიანი და არადისკრიმინაციული მიდგომის უზრუნველყოფა, ჯანსაღი კონკურენციის მხარდაჭერა და შესყიდვების პროცედურების გამჭვირვალობის ხელშეწყობა; ზ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შესყიდვების ორგანიზების პროცედურებისა და სანიმუშო დოკუმენტების ფორმების მომზადება, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად წლიური გეგმის პროექტის მომზადება, დამტკიცებული შესყიდვის წლიური გეგმის შესაბამისად შესყიდვების მომზადება და განხორციელება. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში გასაგზავნი წერილების, ანგარიშების, ხელშეკრულებების, ინფორმაციის და სხვა მასალების მომზადება, მათი დროულად წარდგენა სააგენტოში; თ) ტენდერისა და კანონით დადგენილი შესყიდვის სხვა საშუალებების ორგანიზება, შესყიდვის პროექტის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, შესყიდვის ხელშეკრულებათა პროექტების მომზადება; ი) დაგეგმილი და წარმოებული შესყიდვების, ასევე შესყიდვების არსებული და შესაძლო ობიექტების პოტენციური მიმწოდებლებისა და შესყიდვებში მონაწილე ორგანიზაციების, მათ მიერ საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების მიწოდებაზე გაკეთებული შემოთავაზებების, აგრეთვე მათ მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ ერთიანი სისტემატიზებული ფორმით ინფორმაციის შეგროვება. შესყიდვების ჩატარების შესახებ პერიოდული და ყოველწლიური ანგარიშების მომზადება  და გამგებელთან წარდგენა. მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებები და ვალდებულებები 1. სამსახურს უფლება აქვს:      ა)     მიიღოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში საჭირო ინფორმაცია განხორციელებული ან/და განსახორციელებელი შესყიდვების კუთხით მდგომარეობის ანალიზისა და პროგნოზირების მოსამზადებლად;     ბ)დაკისრებული ამოცანების შესრულების უზრუნველსაყოფად, თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო ორგანოებთან, საზოგადოების წარმომადგენლებთნ, არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა; გ) შემსყიდველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის ჩაატაროს შეხვედრები და ტრენინგ-სემინარები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) დაიცვას მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნები და წინამდებარე დებულების ნორმები; ბ) მოამზადოს ყოველწლიური ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და წარუდგინოს გამგებელს; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მოამზადოს ყოველკვარტალური და წლიური ანალიზი  შესყიდვების განხორციელების მდგომარეობის კუთხით და წარუდგინოს გამგებელს; დ) უზრუნველყოს სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების დაცვა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ე) პასუხი აგოს თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებულ „ვალდებულების დოკუმენტის“ მართებულობაზე. მუხლი 4🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზაცია 1. სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს    ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2.        სამსახურის უფროსი: ა)    ხელმძღვანელობს, წარმართავს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე; ბ) იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტეციის ფარგლებში, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს იდივიდუალურ  ადმინისტრაციულ- სამართლებრივ აქტს-ბრძანებას. გ)    წარმოადგენს სამსახურს სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან, დაწესებულებებთან, იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან ურთიერთობისას; დ)  ამ დებულების შესაბამისად, გასცემს სათანადო მითითებებსა და დავალებებს; ე) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ. კონტროლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას და ახორციელებს მათზე სამსახურეობრივ ზედამხედველობას, აგრეთვე უზრუნველყოფს კადრების კვალიფიკაციის ამაღლების ღონისძიებათა განხორციელებას; ვ) დადგენილი წესით შეაქვს წინადადებები   მუნიციპალიტეტის გამგებელთან  მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, წარუდგენს მათ სამსახურის მიერ მომზადებულ წინადადებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს; ზ)    გამგებელს  წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს; თ)    შეაქვს დასაბუთებული წინადადებები გამგებელთან სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის  შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს; ი) წყვეტს სამსახურისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივი გამოყენების საკითხებს, პასუხს აგებს ამ სახსრების მიზანმიმართულად გამოყენებაზე; კ)    განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის, ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის თანამშრომელთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას, უქმნის სამსახურის თანამშრომლებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობისა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით, თავის მოვალეობას აკისრებს სამსახურის ერთ-ერთ მოხელეს. 4.     სამსახურის თანამშრომლები: ა) სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეები, რომელთაც   თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს  მუნიციპალიტეტის გამგებელი. ბ)  ვალდებულნი არიან დროულად და ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს მოქმედი  კანონმდებლობით, გამგეობის დებულებით, ამ დებულებით განსაზღვრული  მოვალეობანი. გ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები.    დ)    გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა მუნიციპალურ  ქონებას. მუხლი 5🔗. სამსახურის ქონება და   ფინანსების წყაროები 1.  სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას.  2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 6🔗. დასკვნითი დებულება      სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.