⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.02.2018)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2014
ძალის დაკარგვა 06.02.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016095
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,721 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2014 მიღება
06.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო – საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ              ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №26 2014 წლის 25 აგვისტო ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის  10 თებერვლის №2 დადგენილება (სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.142.016071,  14.02.2014 წ.). მუხლი 3🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის   მუნიციპალიტეტის გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბა მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური (შემდგომში – სამსა­ხური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულებას, საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, მიზანშეწონილ და ეფექტიან გამოყენებას და ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას. მატერიალერ-ტექნიკურად უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს და გამგეობის საქმიანობას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის  დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.     4. სამსახურის  საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.     5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ნინოწმინდა პუშკინის ქ. №43. მუხლი 2🔗. სამსახურის უფლებამოსილებები 1. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში მონაწილეობის მიღება, რისთვისაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურული ერთეულებიდან, საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებულებებიდან შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას; ბ)  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტის მომზადება, რისთვისაც: ბ.ა) კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს დადგენილ ვადებში მხარჯავ დაწესებულებებზე დასაყვანად; ბ.ბ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის  საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან მხარჯავი დაწესებუ­ლებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებას და დამუშავებას; ბ.გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და მუნიციპალიტეტის სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ახორციელებს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების პროგნოზირებას; ბ.დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს ბიუჯეტის  პროექტს; ბ.ე) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე  პროექტს; გ) ახორციელებს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის აღსრულებას, რისთვისაც: გ.ა) კანონმდებლობით დადგენილ ვადაში ამზადებს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას; გ.ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ახორციელებს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობების ყოველდღიურ აღრიცხვას, ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობის გაანალიზებას და წინადადებების მომზადებას ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობების სრულყოფის უზრუნველსაყოფად; გ.გ) ახორციელებს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის ფარგლებში საბიუჯეტო ორგანიზაციების,  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსებას; გ.დ) დადგენილი წესის თანახმად ამზადებს  საკრებულოს საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს; გ.ე) დადგენილი წესის მიხედვით იღებს და ამუშავებს საბიუჯეტო ორგანიზაციების საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს, ახდენს მათ რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას; გ.ვ) შეიმუშავებს და გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს შემდგომში ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, დადგენილი წესის შესაბამისად,  მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე; გ.ზ) გამგებელს წარუდგენს  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის მიზანშეწონილობის თაობაზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და დასკვნებს, ამზადებს ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე მუნიციპალიტეტის  გამგებლის ბრძანების პროექტს; გ.თ) გამგებლის ბრძანების შესაბამისად ახორციელებს  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას; გ.ი) უზრუნველყოფს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილში დადგენილი წესით შეტანილი ცვლილების აღრიცხვის წარმოებას, უგზავნის შეტყობინებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებს ამ ცვლილების მიხედვით განსახორციელებელ ანგარიშსწორებებზე; დ) პერიოდული და წლიური საბუღალტრო ანგარიშების შედგენა; ე)  ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებზე მისი კომპეტენციის ფარგლებში მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე; ვ)  კანონმდებლობით დადგენილ ვადაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყოველკვარტალური და წლიური შესრულების ანგარიშის მომზადება; ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების შედგენა  საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარსადგენად; თ)   მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი საბიუჯეტო დაწესებულებების წლიური და პერიოდული ანგარიშების მიღება; ი) მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შესათანხმებლად წარდგენა, მათი საშტატო ნუსხის პროექტების მომზადება და დამტკიცების თაობაზე გამგებლის შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება; კ) წინასწარი და მიმდინარე კონტროლის დაწესება საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად და ეფექტიანად ხარჯვაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის მართებულობის შემოწმება; ლ)  მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებების და გამგებლის სხვა დავალებების აღსრულება. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში – სამსახურის უფროსი). 2. სამსახურის უფროსს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონისა და საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) გამგებელს  წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; დ) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ე) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ვ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზედაც წარუდგენს გამგებელს შესაბამის დასკვნას; ზ) ხელმოწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება გამგეობის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებად; თ) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთი უფლებამოსილების არსებობის შემთხვევაში; ი) ითანხმებს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე ხელშეკრულების პროექტებს; კ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს  გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს; ლ) ითანხმებს სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ­ლობასთან შესაბამისობას და გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე, გამგეობისათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს  გამგებელს, გამგებლის მოადგილეს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებს; ნ) წარმოადგენს სამსახურს გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებთან  ურთიერთობისას; ო) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; პ) ესწრება გამგებლის თათბირებს; ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონაწი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის და გამგებლის მოადგილის ცალკეულ დავალებებს; ტ) გამგებლის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს. 4. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის გამგებლის წინაშე. 5. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილებები 1. სამსახურის განყოფილებებია: ა) საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება; ბ) ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება. მუხლი 5🔗. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილების უფლებამოსილებები 1. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის  განყოფილება: ა) შეიმუშავებს „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებებს; ბ) მონაწილეობას ღებულობს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის პრიორიტეტის დოკუმენტის მომზადებაში, ახორციელებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმების მომზადებას; გ) ახორციელებს საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღებასა და დამუშავებას; დ) ახორციელებს  გამგეობის სხვა სამსახურებიდან და საბიუჯეტო ორგანიზა­ციებიდან ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას; ე) წარმოდგენილი ინფორმაციისა და მასალების საფუძველზე ამზადებს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესახებ  მუნიციპალიტეტის საკრებულოს შესაბამისი დადგენილების პროექტს, ახდენს ამ მიზნით საჭირო სამუშაოების ორგანიზებასა და შესრულებას; ვ)  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის მიზნით უზრუნველყოფს შესაბამისი სამუშაოების ორგანიზებასა და განხორციელებას; ზ)  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული წლიური ასიგნებების ფარგლებში ამზადებს ამ ასიგნებების კვარტალური განწერის პროექტს და კანონით გათვალისწინებულ ვადებში აწვდის თითოეულ საბიუჯეტო დაწესებულებას; თ) ახორციელებს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალური განაწილების და შესაბამისი მონაცემების გადაცემას ბუღალტრული არღიცხვის განყოფილებაზე; ი) ამზადებს წინადადებებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტით დამტკიცებულ წლიურ ასიგნებებში ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლებს შორის ხარჯების ნაწილობრივი გადანაწილების შესახებ მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ ფარგლებში და დადგენილი წესით; კ) ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ; ლ) ახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემოწმებას და ანალიზს; მ) ადგენს და დადგენილ ვადებში ფინანსთა  სამინისტროში წარსადგენად ამზადებს  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიურ, ყოველკვარტალურ და წლიურ ანგარიშებს; ნ) გამგეობის   სხვა სამსახურებთან კოორდინაციით ამზადებს წინადადებებს მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო(არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვების შეთანხმების თაობაზე; ო) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებულ  ხარჯვით ნაწილს, შემოსულობებსა და გადასახდელების შესრულების ანგარიშის შედგენას, აღრიცხავს სპეციალური შემოსულობების ანგარიშზე თანხების მოძრაობას, ახორციელებს საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას და მათი  სისწორის კონტროლს; პ) ახორციელებს ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილებიდან საგადასახადო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას, უზრუნველყოფს წარმოდგენილი საგადასახადო მოთხოვნების  დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას, შედარებას და მათ საფუძველზე მათ ფორმირებას; ჟ) ახორციელებს ყოველდღიურ საბანკო ამონაწერის დამუშავებას; რ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ს) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება  გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 6🔗. ბუღალტრული აღრიცხვის  განყოფილების უფლებამოსილებები 1. ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება: ა) საბიუჯეტო რესურსის გათვალისწინებით უზრუნველყოფს  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ვალდებულებების დოკუმენტების მომზადებას; ბ) ახორციელებს ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია; გ) ამოწმებს წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებული თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან, სამუშაოების შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან, ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას და რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრუ­ლებასთან; დ) უზრუნველყოფს სამუშაოების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე საგადასახადო მოთხოვნის ფორმირებას; ე) ადგენს გამგეობის საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშებს (ბუღალტრული ბალანსები); ვ) ახდენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციები­დან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების (ბუღალტრული ბალანსების) მიღებას, შემო­წმებას და ანალიზს; ზ) ახდენს  გამგეობის თანამშრომელთა ხელფასების, პრემიების და სხვა გადასახდელების თავისდროულ დარიცხვას და გაცემას; თ) ახორციელებს კონტროლს  გამგეობაში ფულადი სახსრებისა და მატერიალურ ფასეულობათა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყენებაზე; ი) დადგენილი წესის შესაბამისად, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის გამგეობის სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა, არაფინანსური და ფინანსური აქტივებისა (ვალდებულებების) და სხვა დებიტორული (კრედიტორული) დავალიანებების ინვენტარიზაციის განსაზღვრულ ვადაში ჩატარებას და ინვენტარიზაციის შედეგების აღრიცხვაში ასახვას; კ) უზრუნველყოფს ბუღალტრული აღრიცხვის დოკუმენტების დადგენილი წესით შენახვას და არქივში ჩაბარებას; ლ) უზრუნველყოფს საგადასახადო ინსპექციაში წარსადგენი დოკუმენტების შედგენასა და დადგენილ ვადაში წარდგენას; მ) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯობესების საკითხებზე; ნ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ო) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს  გამგებელი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 7🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები საკრებულოს მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით და ამ დებულების შესაბამისად სამსახურის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი; ბ) განყოფილების უფროსი; გ) მთავარი სპეციალისტი; დ) წამყვანი სპეციალისტი; ე) უფროსი სპეციალისტი; ვ) სპეციალისტი. მუხლი 8🔗. სამსახურის ქონება და   ფინანსების წყაროები  1.  სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას. 2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 9🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.