ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2014
ძალის დაკარგვა 06.02.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №27
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016096
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,045 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2014 მიღება
06.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №27 2014 წლის 25 აგვისტო ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,  ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის  სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური  განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის  ეკონომიკური განვითარებისა და  ქონების მართვის სამსახური (შემდგომში - ­ სამსახური) არის გამგეობის  სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას და მუნიციპალიტეტის ქონების მართვას. 2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის  დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3. სამსახურის კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის დებულებით, რომელსაც გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის საკრებულო. სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, საჯაროობის, სახელმწიფო და ადგილობრივი ინტერესების ერთიანობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თავის საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით. 4. სამსახურის  საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 5. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ნინოწმინდა პუშკინის ქ. №43. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან. 2. სამსახურის განყოფილებებია: ა)  ეკონომიკური დაგეგმვის, სტატისტიკის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის განყოფილება; ბ) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განყოფილება. 3. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. 4. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ბრძანებით, განყოფილების უფროსის უფლება-­მოვალეობებს ახორციელებს განყოფილების ერთ-­ერთი მოხელე. მუხლი 3🔗. სამსახურის უფროსი 1. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამ დებულებით და ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის უფროსი არის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 3. გამგეობის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის  სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) გამგებელს  წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს, სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) გამგებელს  წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს  პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ; ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-­სამართლებრივ აქტებს; თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. 4. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის  ბრძანებით სამსახურის უფროსის უფლება-­მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთ-­ერთი განყოფილების უფროსი. 5. გამგეობის  სტრუქტურული ერთეულის საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. გამგეობის  სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობრივი შეუთავსებლობის, აგრეთვე უფლებამოსილების შეჩერებისა და შეწყვეტის საკითხები წესრიგდება „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით. მუხლი 4🔗. სამსახურის განყოფილების უფროსი 1. სამსახურის განყოფილების უფროსს  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ამ დებულების შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი. 2. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის დავალებებს და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსის წინაშე. 3. სამსახურის განყოფილების უფროსი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობებს სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას და/ან გადაყენებისას. მუხლი 5🔗. სამსახურის მოხელე 1. სამსახურის მოხელის უფლება-­მოვალეობები განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამ დებულებით და მოხელის სამუშაოთა აღწერილობით. 2. სამსახურის მოხელეს უფლება აქვს: ა) გააჩნდეს შესაბამისი სამუშაო პირობები, ისარგებლოს გამგეობის  საოფისე ინვენტარითა და ტექნიკით; ბ) თანამდებობრივ უფლებამოსილებათა განსახორციელებლად მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია გამგეობის  ხელმძღვანელობისაგან, სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირებისაგან; გ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში იმოქმედოს დამოუკიდებლად, საკუთარი პასუხისმგებლობით მიიღოს გადაწყვეტილება, მონაწილეობდეს თვითმმართველობის ორგანოებისა და თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების მომზადებაში და დაცული იყოს აღმასრულებელი პრივილეგიით; დ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში ზეპირად ან მოხსენებითი ბარათით მიმართოს ზემდგომ თანამდებობის პირს, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში წარუდგინოს მას შესაბამისი წინადადებები; ე) მოითხოვოს სამსახურებრივი გამოძიება; ვ) მოქმედი კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრულ შემთხვევებში მოითხოვოს სამსახურებრივი დაწინაურება; ზ) დადგენილი წესით ისარგებლოს სასწავლო შვებულებით; თ) მოითხოვოს საკუთარი კვალიფიკაციის ობიექტური შეფასება; ი) მიღებული დავალების კანონიერებასთან დაკავშირებით წარმოშობილი ეჭვის თაობაზე აცნობოს დავალების გამცემს და მის ზემდგომ ხელმძღვანელს; კ) უარი თქვას ისეთი დავალების შესრულებაზე, რომელიც არ შეესაბამება მის სამუშაოთა აღწერილობას, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ლ) მიიღოს თანამდებობრივი სარგო, პრემია და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატები; მ) აინაზღაუროს სამსახურებრივი მივლინების ხარჯები; ნ) ისარგებლოს ყოველწლიური 30-დღიანი ანაზღაურებადი შვებულებით;  ო)ისარგებლოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით. 3. სამსახურის მოხელე მოვალეა: ა) საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობის, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად; ბ) შეასრულოს შესაბამისი დებულებითა და სამუშაოთა აღწერილობით განსაზღვრული სამსახურებრივი ფუნქციები; გ) უარი თქვას უკანონო დავალების შესრულებაზე; დ) დაიცვას გამგეობის  შინაგანაწესი; ე) შეასრულოს ზემდგომი თანამდებობის პირის დავალებები; ვ) შეასრულოს სამუშაო გეგმებით გათვალისწინებული სამუშაოები; ზ) დადგენილი პერიოდულობით და წესით, აგრეთვე ზემდგომი თანამდებობის პირის დავალების შესაბამისად მოამზადოს და წარადგინოს ანგარიშები შესრულებული სამუშაოს შესახებ; თ) გაუფრთხილდეს გამგეობის  ქონებას, არ დაუშვას მისი არადანიშნულებითი გამოყენება; ი) იზრუნოს კვალიფიკაციის ამაღლებისათვის, დადგენილი პერიოდულობითა და წესით გაიაროს ატესტაცია; კ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობით და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა მოვალეობები. 4. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-­გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  დებულებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  საქართველოს ორგანული კანონით და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. მუხლი 6🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახური დადგენილი წესით უზრუნველყოფს: ა) მუნიციპალიტეტის სოციალურ-­ეკონომიკური განვითარების სტრატეგიების, პროგრამების და პროექტების მომზადებას, მათი განხორციელების მონიტორინგს და შეფასებას; ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმვისათვის სათანადო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვებასა და დამუშავებას; გ) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შემუშავებას; დ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ეკონომიკური განვითარების მიზნით ინვესტიციების დაგეგმვის, ინვესტორებთან თანამშრომლობის, შესაბამისი საინვესტიციო პროგრამებისა და პროექტების მომზადების საკითხებზე; ე) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების განხორციელების მონიტორინგს; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწათსარგებლობის დაგეგმვას და   ზონირებას; ზ) დასახლებათა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმების შემუშავებას; თ) დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების შემუშავებას; ი) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული საწარმოთა წილების, აქციების, ფასიანი ქაღალდების აღრიცხვას, ინვენტარიზაციას, მუნიციპალური ქონების მონაცემთა ბაზის შექმნას და განახლებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების რეგისტრაციას; კ) წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას მუნიციპალიტეტის ქონებისათვის კატეგორიის შეცვლის თაობაზე; ლ) წინადადებების მომზადებას მუნიციპალური ქონებით სარგებლობისა და განკარგვის საკითხებზე; მ) წინადადებების და საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას მუნიციპალური ქონების შექმნის, შეძენის, პრივატიზების ან სარგებლობაში გადაცემის საკითხებზე; ნ) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოებში პარტნიორის, აქციონერის უფლება­მოვალეობათა განხორციელებასთან დაკავშირებით წინადადებების მომზადებას; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 7🔗. სამსახურის ეკონომიკური დაგეგმვის,  სტატისტიკის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვის და მართვის  განყოფილება 1. ეკონომიკური დაგეგმვის, სტატისტიკის, მუნიციპალური ქონების აღრიცხვის განყოფილების ფუნქციები:                     ა) ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ერთიანი ეკონომიკური პოლიტიკის განსაზღვრისა და განხორციელების უზრუნველყოფა, თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-­ეკონომიკური განვითარების სტრატეგიული პროგრამების პროექტების შემუშავება და განხორციელების კოორდინაცია; ბ) თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის საპროგნოზო და ბიუჯეტით გათვალის­წინებული ხარჯებით მისაღები შედეგების თაობაზე წინადადებების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; გ) საბიუჯეტო პროგრამებისა და გეგმების პროექტების შემუშავება, ამ პროგრამების განსახორციელებლად თანხებისა და სხვა მატერიალური რესურსების მოზიდვის ორგანიზება, კომპეტენციის ფარგლებში; დ) ინვესტიციების მოზიდვასთან დაკავშირებით საინვესტიციო პოლიტიკის განსაზღვრისათვის წინადადებების მომზადება, საჭირო დოკუმენტაციის მომზადება მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების შესადგენად,  მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით წინადადებების მომზადება და მათი განხორციელების კოორდინირება, კომპეტენციის ფარგლებში; ე) მუნიციპალიტეტის მონაწილეობით საინვესტიციო პროექტების განხორციელების ზედამხედველობა, განხორციელებული ინვესტიციებისა და გაწეული ფინანსური დახმარებების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, კანონით დადგენილი წესით, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზი; ვ) დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზების მიზნით, საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშება, რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანალიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ზ) თვითმმართველი ერთეულის სახელით დასადები ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პროექტებზე შესაბამისი დასკვნების მომზადება, კომპეტენციის ფარგლებში; თ) მუნიციპალიტეტის მიერ საგარეო­ ეკონომიკური საქმიანობის, ხელშეკრულების და კონტრაქტების პროექტების ექსპერტიზა და მომზადება; არსებული საკანონმდებლო ბაზის შესაბამისად წერტილოვანი თავისუფალი ეკონომიკური ზონების შექმნის რეკომენდაციების შემუშავება და განხორციელების მხარდაჭერა,  კომპეტენციის ფარგლებში; ი) მუნიციპალიტეტში წარმოებული პროდუქციის (მომსახურებისათვის სპეციალიზებული გამოფენების, პრეზენტაციების, სიმპოზიუმებისა და სხვა) სარეკლამო ღონისძიებების ჩატარების სტიმულირება. საერთაშორისო გამოფენებში, ბაზრობებში, სემინარებსა და აუქციონებში მონაწილეობის აქტიური მხარდაჭერა; კ) თანამედროვე ტექნოლოგიებისა და სახალხო მოხმარების საქონლის შექმნის, დანერგვის და მიწოდების მიზნით ორგანიზაციებისათვის, საწარმოებისათვის და კერძო პირთათვის საზღვარგარეთ საქმიანი პარტნიორების მოძებნა და კონტაქტების დამყარება; ლ) ეკონომიკური ურთიერთთანამშრომლობის ახალი ფორმების შექმნის, გაფართოების და გაღრმავების ხელშეწყობა დაძმობილებულ  მუნიციპალიტეტებთან,  მათთან ეკონომიკური პროექტების განხორციელების მიზნით წინადადებების მომზადება. ერთობლივი საწარმოების და სხვა ურთიერთხელსაყრელი თანამშრომლობის ფორმების დამკვიდრება; მ) მუნიციპალიტეტის   სამეწარმეო პოტენციალის გათვალისწინებით შიდა და საგარეო ბაზარზე ორიენტირებულ ბიზნეს­გეგმების შექმნისა და რეალიზაციის მხარდაჭერა როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური ინვესტიციების მოზიდვისათვის; ნ) ინვესტორებთან ურთიერთობის კოორდინაცია, ხელშემწყობი პროექტების შემუშავება, ინვესტორებისათვის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიზნეს­პორტალის შექმნა; ო) ახალგაზრდული ეკონომიკური პროექტების, პროგრამებისა და სხვა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა; პ) მუნიციპალიტეტის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ეკონომიკური პროგრამის შექმნა და განხორციელება, მცირე და საშუალო ბიზნესის დახმარება საკანონმდებლო, სამართლებრივი და ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტაში, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სტიმულირება; ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კერძო ინვესტიციების ხელშეწყობისათვის წინადადებების მომზადება, მუნიციპალური პროექტების კერძო ინვესტორებთან, მუნიციპალური განვითარების ფონდთან და დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობების წარმართვა; რ)  ციფრული ტექნოლოგიების, ელექტრონული კომერციისა და ბიზნეს კომუნიკაციების განვითარება, საინფორმაციო სისტემების მონაცემთა ბაზის შექმნა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლის მხარდაჭერა, ერთობლივი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა; ს) ეკონომიკური განვითარების მუნიციპალური პროგრამების მიმდინარეობის შესახებ საჭირო ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და ანალიზი, სათანადო დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავება; ტ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში რეგისტრირებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების საკუთრებაში ან სარგებლობაში (იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) აუქციონის ფორმით გადაცემის მიზნით, აუქციონის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; უ) საკუთრებაში ან სარგებლობაში 9იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა) თვითმმართველი ერთეულის ქონების 9მათ შორის არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებებისა და საკუთრების მოწმობების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, სარგებლობის უფლებით, გადაცემის მიზნით შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება; ფ) იჯარით გაცემული ქონების (მათ შორის არასასოფლო – სამეურნეო დანიშნულების მიწა) შესახებ ინფორმაციის მიწოდება ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  შესაბამისი სამსახურისათვის; ქ)  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედ სააუქციონო კომისიაში მუშაობა, კომისიის საინფორმაციო, მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების კოორდინირება; ღ)  მუნიციპალიტეტის „ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“  განკარგულების პროექტის მომზადება; ყ) მუნიციპალურ საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული (პარტნიორის, აქციონერის) უფლებამოსილების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი წესით; შ) მუნიციპალური საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის, მათ წესდებებში ცვლილებების შეტანის, აგრეთვე, საწარმოთა საწესდებო კაპიტალის ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება, საწარმოებში თვითმმართველი ერთეულის, როგორც პარტნიორის წარმომადგენელთა დანიშვნა-არჩევის საკითხებთან დაკავშირებით წინადადებებისა და შესაბამისი გადაწყვეტილებების პროექტების მომზადება; ჩ) არაპრივატიზებული საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი (იზოლირებული და არაიზოლირებული) ფართების კანონიერი მოსარგებლისათვის საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მოქალაქეთა  განცხადებების განხილვა, კანონით დადგენილი წესით; ც) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ქონების (მათ შორის მიწის ნაკვეთების) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებად აღრიცხვა- ­რეგისტრაციის, გამიჯვნა­გაერთიანების მიზნით შესაბამისი ბრძანების პროექტების მომზადება, შემდგომში საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარსადგენად; ძ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების (მათ შორის, არასასოფლო-­ სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები) რეგისტრაციისათვის წინადადებების შემუშავება, ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტის ხელშეწყობა და შესაბამისი დოკუმენტების მომზადება; წ) თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვა-­რეგისტრაცია და მის მიზნობრივ გამოყენებაზე კონტროლის განხორციელება, კომპეტენციის ფარგლებში, წინადადებების მომზადება ადგილობრივი ქონების კატეგორიის შესახებ, წინადადებებისა და შესაბამისი დოკუმენტების პროექტების მომზადება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული იმ ქონების თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემის შესახებ, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ექვემდებარება თვითმმართველი ერთეულისათვის გადმოცემას, გადმოცემის პროცესის ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა კომპეტენციის ფარგლებში; ჭ)მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელება. მუხლი 8🔗. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების  განყოფილება 1. ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების  განყოფილების ფუნქციები: ა) ადგილობრივი მოსაკრებლებისა და სხვა გადასახდელების დაგეგმვა და აღრიცხვა თითოეულ გადამხედლზე წლის, კვარტლის და თვეების მიხედვით; ბ) დადგენილი მოსაკრებლის ამოღება საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად; გ) გადამხდელებზე სათანადო ინფორმაციის მიწოდება, გადასახადის ვადების, მოცულობის შესახებ; დ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით ადგილობრივი ბიუჯეტისთვის განსაზღვრული ჯარიმების ამოღება; ე) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლებლების თაობაზე წინადადებების მომზადება; ვ) თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებულ საწარმოთა საქმიანობის შედეგად მიღებული მოგებიდან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის კუთვნილი დივიდენდების მობილიზება და მათი შემდგომი ზრდისათვის სათანადო ღონისძიებების გატარება, საწარმოთა წმინდა მოგებისა და სხვა შემოსავლების განაწილების თაობაზე, ნორმატივების განმსაზღვრელი დოკუმენტების პროექტების მომზადება; ზ) „სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის თაობაზე“ შესაბამისი დადგენილების პროექტის მომზადება; თ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. მუხლი 9🔗. სამსახურის უფლება-მოვალეობები 1. სამსახურს უფლება აქვს: ა) მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, მუნიციპალიტეტს  დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით; ბ) მოამზადოს წინადადებები სამსახურის წლიური ხარჯების თაობაზე, აუცილებლობის შემთხვევაში, დამატებითი ხარჯების გაწევის შესახებ, კომპეტენციის ფარგლებში; გ) საჭიროების შემთხვევაში მონაწილეობა მიიღოს სასამართლოში წარსადგენი სარჩელის მომზადებაში, კომპეტენციის ფარგლებში; დ) მოამზადოს წინადადებები და მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებულ საკითხებზე,  კომპეტენციის ფარგლებში; ე) მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, კომპეტენციის ფარგლებში; ვ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და მედია საშუალებებთან, იზრუნოს საზოგადოების სისტემატურ ინფორმირებაზე სამსახურის საქმიანობასთან და სამომავლო პერსპექტივებთან დაკავშირებით; ზ) დადგენილი წესით განახორციელოს ყველა აუცილებელი ქმედება, რაც დაკავშირებულია დებულებით გათვალისწინებული ფუნქციებისა და ვალდებულებების შესრულებასთან. 2. სამსახური ვალდებულია: ა) პასუხი აგოს მისთვის გადაცემული ქონების შენახვასა და მოვლაზე; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობისა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მოთხოვნები, უზრუნველყოს ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება; გ) ანგარიში წარუდგინოს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  გამგებელს  თავისი საქმიანობის შესახებ, წარუდგინოს გამგეობის  სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური განვითარებისა და ქონების მართვის სამსახურის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის ხარჯვასთან დაკავშირებული დოკუმენტები; ე) მოამზადოს ინფორმაციები ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის გამგეობის  ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების მიზნით; მუხლი 10🔗. სამსახურის ქონება და   ფინანსების წყაროები 1.  სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას.  2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 11🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.