⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (06.02.2018)
გაუქმებულია:

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.08.2014
ძალის დაკარგვა 06.02.2018
გამომცემი ორგანო ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.142.016098
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,324 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.08.2014 მიღება
06.02.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საკრებულოს თავმჯდომარე სუმბატ კიურეღიანი საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №29 2014 წლის 25 აგვისტო ქ. ნინოწმინდა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულება   დანართის შესაბამისად. მუხლი 2🔗 ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საკრებულოს თავმჯდომარესუმბატ კიურეღიანი დანართი ნინოწმინდის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის კულტურის, განათლების სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახურის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის სამსახური (შემდგომში-სამსახური) არის ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეული, რომელიც  უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა, ტურიზმის და გენდერული პოლიტიკის სფეროში მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას. 2. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს   მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით. 3. სამსახურის კომპეტენცია, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დებულებით. 4. სამსახურის საშტატო განრიგი განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით. 5.  სამსახურის  საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი. 6. სამსახურის ადგილსამყოფელია: ქ.ნინოწმინდა, პუშკინის ქ. №43. მუხლი 2🔗. სამსახურის სტრუქტურა 1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, სამსახურის განყოფილებებისა და დარგის სპეციალისტებისაგან, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ნიშნავს და ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. 2. სამსახური შედგება  ორი განყოფილებისაგან: ა) განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;  ბ )ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილება. 3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში გამგებლის დავალებით უფროსის მოვალეობას ახორციელებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი. მუხლი 3🔗. სამსახურის ფუნქციები სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები: 1. სამსახური უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სკოლამდელი განათლების, კულტურისა და სასპორტო, ინფრასტრუქტურის ობიექტების განვითარების კონცეფციების და პროგრამების მომზადებას, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პროგრამების მართვას. 2. სამსახურის ფუნქციაა: ა) წინადადებებისა და კონცეფციების შემუშავება მუნიციპალიტეტს დაქვემდებარებული კულტურის, სპორტის, ტურიზმის, საგანმანათლებლო, სკოლამდელი დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შესაქმნელად; ბ) განათლების, კულტურის, ტურიზმის და სპორტის განვითარების მუნიციპალურ პროგრამათა მომზადება და დამტკიცებული პროგრამების განხორციელება; გ) კულტურულ და სპორტულ ღონისძიებათა ჩატარების, ხალხური შემოქმედების, თეატრალური, მუსიკალური, მხატვრული და ხელოვნების სხვა დარგების განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებათა დაგეგმვა; დ) კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება; ე) მატერიალური და არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის, ხალხური რეწვის, ნებისმიერ  ისტორიულ  ეპოქაში შექმნილი კულტურული და შემოქმედებითი მოღვაწეობის ნიმუშების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური,  რელიგიური, მხატვრული, მეცნიერული თუ სხვა კულტურული ფასეულობების აღრიცხვა, დაცვა, შენარჩუნება, პოპულარიზაცია; ვ) თეატრალური, კინო, მუსიკალური, ქორეოგრაფიული, სახვითი, გამოყენებითი პროფესიული და ხალხური ხელოვნების დარგების, სპორტული განათლებისა და სპორტის განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, დაცვა და პოპულარიზაცია; ზ) კომპეტენციის ფარგლებში საბიბლიოთეკო საქმიანობისათვის ხელშეწყობა; თ) ადგილობირივი კონკურსების, დათვალიერებების, ფესტივალების, გამოფენების, შეჯიბრებების, ტურნირებისა და სხვა კულტურული და სპორტული ღონისძიებების ორგანიზება-ხელშეწყობა; ი) სპორტის სახეობათა ტრადიციების შენარჩუნების, დაცვისა და განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნა, სპორტულ-გამაჯანსაღებელი მუშაობისა და სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციულ-მეთოდური ხელშწყობა; კ) როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული შემოქმედებითი ჯგუფების გასვლითი სამუშაოების, გამოფენების მოწყობის ხელშეწყობა, შემოქმედებითი კოლექტივების, ინდივიდუალური შემსრულებლებისა და სპორტსმენებისათვის გასამართავ ფესტივალებში, კონკურსებსა და გამოფენებში, ოლიმპიადებში, სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობის ხელშეწყობა; ლ) საერთაშორისო გენდერული პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით, ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონის და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. მ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციათა მომზადება, ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმატიული უზრუნველყოფა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთავრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება; ო) ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზებისათვის ხელშეწყობა; პ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადება და სისტემატიზაცია. ჟ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების და ინტერესების დაცვა გენდერული პოლიტიკის გატარების მიზნით. მუხლი 4🔗. სამსახურის უფლებები დასახული მიზნებისა და საქმიანობის ძირითადი მიმართულებების რეალიზებისას, მოქმედი კანონმდებლობით, კომპეტენციის ფარგლებში, სამსახური უფლებამოსილია: ა) მოითხოვოს და შეუფერხებლად მიიღოს მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად ნებისმიერი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში, ცალკეული საკითხის განხილვის, დაზუსტებისა და დამუშავების მიზნით მოიწვიოს სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები და მოსთხოვოს საჭირო ინფორმაცია; ბ) სამსახურის ინტერესებიდან  გამომდინარე, დადგენილი წესით, მოამზადოს შესაბამისი დოკუმენტაციის პროექტები და წარადგინოს ისინი დანიშნულებისამებრ; გ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს აქტებით ან დავალებით, სამსახურის დებულებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი. მუხლი 5🔗. სამსახური ვალდებულია: ა) გაწეული საქმიანობის შესახებ, დადგენილი წესით საჭიროებისამებრ ან/და მოთხოვნის საფუძველზე, წარადგინოს ანგარიში და სხვა სახის ინფორმაცია გამგებელთან; ბ) კეთილსინდისიერად შეასრულოს დაკისრებული ფუნქციები, აიღოს პასუხისმგებლობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში მომზადებული აქტების მართებულობაზე; გ) განახორციელოს მოქმედი კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ფუნქციები. მუხლი 6🔗. სამსახურის მართვა და საქმიანობის ორგანიზება 1.სამსახურს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი; 2. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და ახორციელებს შესაბამისი სამსახურის საჯარო მოხელეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას; ბ) პასუხს აგებს სამსახურისათვის დაკისრებულ ამოცანების და ფუნქციების შესრულებაზე; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებს და მეთოდებს, მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს, ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებზე, მოსამსახურეთა წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მათ მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლების და სწავლების შესახებ; ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) სამსახურის მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობის შესრულებისათვის უქმნის აუცილებელ პირობებს. რეკომენდაციას უწევს კონფერენციებსა და სხვა შეკრებებზე მონაწილეობის მისაღებად; თ) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს სამსახურის მოხელეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა ჯეროვნად შესრულებას; ი)  იღებს გადაწყვეტილებებს თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს ან ვიზირებას ახდენს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტებზე; კ) შეიმუშავებს და გამგებელს წარუდგენს დასაბუთებულ წინადადებებს სამსახურის წლიური ხარჯების საკითხებზე და აუცილებლობის შემთხვევაში წარადგენს დამატებითი ხარჯების პროექტს; ლ) პასუხისმგებელია სამსახურის კომპეტენციის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებზე მოქმედი ნორმატიული აქტების, თვითმმართველობის და თანამდებობის პირების სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დაცვასა და შესრულებაზე; მ) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. ნ) ტურიზმის პერსპექტიული განვითარების, მისი კონკურენტუნარიანობისა და მიმზიდველობის გაზრდისათვის რეკომენდაციათა მომზადება, ტურიზმის განვითარების დაგეგმვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისათვის საჭირო წინადადებების მომზადება და ამ სფეროში დასაქმებულთა ინფორმატიული უზრუნველყოფა; ო) კომპეტენციის ფარგლებში ტურიზმის განვითარების მიზნით საქართველოსა და უცხოეთის სამთვრობო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გზით წინადადებების შემუშავება, ტურისტული მომსახურების სფეროში არსებული გამოცდილების გაზიარებისა და პრაქტიკაში დანერგვის მიზნით შესაბამისი პროექტების მომზადება; პ) ტურისტული მარშრუტების მომზადება, შემუშავება და მათი პრაქტიკული რეალიზებისათვის ხელშეწყობა; ჟ) ტურიზმის ერთიანი საინფორმაციო ბაზის შემუშავება, მუნიციპალიტეტის ვებგვერდისათვის შესაბამისი მასალების მომზადება და სისტემატიზაცია. რ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ქალთა უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი მიზნების, საქმიანობის, პრობლემების შესწავლა და მათი უფლებების და ინტერესების დაცვა გენდერული პოლიტიკის გატარების მიზნით. მუხლი 7🔗. განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის  განყოფილების ფუნქციები ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის სფეროში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მატერიალური და მოძრავი ძეგლების, ფოლკლორის, ისტორიული, არქეოლოგიური, ეთნოლოგიური, რელიგიური, მხატვრული თუ სხვა ღირებულებათა შენარჩუნებისა და პოპულარიზაციისთვის ხელშეწყობა; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ხელოვნების სფეროს ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის კოორდინაცია, თეატრის, კინოს, მუსიკის,  ქორეოგრაფიის სახვითი და ხალხური ხელოვნების დარგების განვითარებისათვის ხელშეწყობა; დ) საბიბლიოთეკო სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება, ხელსაყრელი პირობების შექმნა შემოქმედებითი განვითარებისათვის; ე) კულტურისა და ძეგლთა დაცვის მუნიციპალური პროგრამის მომზადებისა და მისი განხორციელების კოორდინაცია; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მყოფი დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის შესაბამისი სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; ზ) კულტურული, სამეცნიერო და სხვა ღონისძიებების მხარდაჭერა. მუხლი 8🔗. ტურიზმის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების ფუნქციები ა) მუნიციპალიტეტში  სპორტის,  ახალგაზრდობის, ტურიზმისა და გენდერული თანასწორობის  სფეროში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელება; ბ)სპორტული, ახალგაზრდული და ტურიზმის  დაწესებულების შექმნისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებების მომზადება; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული სპორტული, ტურიზმისა და ახალგაზრდული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისათვის სამუშაოების დაგეგმვა და მათი განხორციელების კოორდინაცია; დ) ახალი სასწავლო წლისათვის და ზამთრის სეზონისათვის სათანადო სამუშაოების ორგანიზაცია და კოორდინაცია; ე) საგანმანათლებლო დაწესებულებებთან ერთად სასპორტო განათლების კოორდინაცია; ვ) საბავშვო, ახალგაზრდული, სპორტული, ტურიზმისა და სხვა ღონისძიებების მოწყობის მხარდაჭერა; ზ) პროფესიული სპორტის დარგების განვითარების ხელშეწყობა, კანონის შესაბამისად სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა,  მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; თ) ახალგაზრდა სპორტსმენთა მხარდაჭერა და შესაბამისი გარემოს შექმნა,  მათი საქმიანობის პოპულარიზაცია; ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გენდერული  თანასწორობის სფეროში საერთაშორისო გენდერული პოლიტიკის მიღწევების გათვალისწინებით ,,გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და სხვა საკანონმდებლო აქტებზე დაყრდნობით, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ცხოვრების სხვადასხვა სფეროში; კ) მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარების გათვალისწინებით არასამთავრობო და სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ახალი პროექტების განხორციელება. მუხლი 9🔗. სამსახურის ქონება და   ფინანსების წყაროები 1.  სამსახურის ქონება წარმოადგენს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის  საკუთრებას. 2. სამსახურის დაფინანსების წყაროა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. მუხლი 10🔗. დასკვნითი დებულება სამსახურის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.