ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2014
ძალაში შესვლა 27.08.2014
ძალის დაკარგვა 10.11.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №34
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016244
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი | ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №34
2014 წლის 27 აგვისტო
ქ. ქუთაისი
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გათვალისწინებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის წესი დანართის შესაბამისად.
/დანართი დადგენილებას თან ერთვის/
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 27 აგვისტოდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი
დანართი
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗.
ზოგადი დებულებები
1. ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებასა და სამართალდარღვევის ოქმის შედგენას.
2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში სამართალდარღვევის ოქმის ფორმის მიხედვით, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმისწარმოებასა და ოქმის შედგენას ახორციელებენ შემდეგი სამსახურები:
ა) მერიის სამხედრო სამსახური - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1963, 1964, 1965, 1966, 197-ე და 1971 მუხლების საფუძველზე;
ბ) მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის დასუფთავების განყოფილება - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე და 1461 მუხლების, ასევე 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების საფუძველზე;
გ) მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის ტრანსპორტის განყოფილება – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე – 1351 მუხლების საფუძველზე;
დ) მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილება – საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების, 125-ე მუხლის მე-8 ნაწილის, 533-ე, 552, 1191, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 1534, 159-ე, 1591-ე მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე;
ე) მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად ახდენს კონტროლს ქალაქში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე.
მუხლი 2🔗.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო სამსახური ახორციელებს სამართალდარღვევის ოქმის შედგენას იმ წვევამდელების მიმართ, რომლებიც არ ცხადდებიან გამწვევ კომისიაზე. სამსახურის თანამშრომლის მიერ ხორციელდება წვევამდელთა ან/და მათი ოჯახის წევრების დაუწყება. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 10 იანვრის №11 ბრძანებით დამტკიცებული მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვის შესახებ დებულების მე–18 მუხლის შესაბამისად დაუწყება ხორციელდება, როგორც პერსონალური უწყების ჩაბარებით, ასევე სხვა ტექნიკური საშუალებების მეშვეობით შეტყობინების განხორციელებით. ამასთან, თუ წვევამდელი უარს აცხადებს უწყების ჩაბარებაზე, გზავნილზე კეთდება სათანადო აღნიშვნა და ასეთ შემთხვევაში უწყება ჩაბარებულად ითვლება. უწყება ჩაბარებაულად ითვლება აგრეთვე იმ შემთხვევაშიც თუ წვევამდელთან მცხოვრები ოჯახის სრულწლოვანი წევრი უწყების განმეორებით ჩაბარებისას ჩაიბარებს უწყებას ან უარს განაცხადებს მის მიღებაზე. აღნიშნული პროცედურების შემდეგ წვევამდელი ვალდებულია გამოცხადდეს გამწვევ კომისიაზე. გამწვევ კომისიაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში სამსახურის უფროსის მიერ დგება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც განსახილველად წვევამდელის უწყებასთან ან სხვა მასალებთან ერთად იგზავნება საქალაქო სასამართლოში.
მუხლი 3🔗.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა
1. დასუფთავების განყოფილების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა
ა) თვითმმართველი ქალაქის ქუთაისის საკრებულოს 2011 წლის 15 ივნისის №115 დადგენილების საფუძველზე, რითაც დამტკიცებულია ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე პირუტყვის, ძაღლის, კატის ყოლისა და შენახვის წესი, ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის დასუფთავების განყოფილების მიერ, ქალაქ ქუთაისის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან/და მეთვალყურეობის გარეშე ყოფნისას, გარდა პირუტყვის მესაკუთრის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთისა, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ჯარიმდება კანონით დადგენილი წესით 20 ლარის ოდენობით, ხოლო პარკში, სკვერში, გაზონში წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოლის შემთხვევაში, წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მესაკუთრე ჯარიმდება კანონით დადგენილი წესით 50 ლარის ოდენობით. წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის ქვეშ ან მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის შემთხვევაში უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციის მიზნით, მომსახურების შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებული ორგანიზაცია პირუტყვს გადაიყვანს სპეციალურ ადგილზე და ახორციელებს მის მოვლა–პატრონობას, პირუტყვის მესაკუთრე ვალდებულია ჯარიმა გადაიხადოს 20 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაკისრებული ჯარიმის, პირუტყვის სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და პირუტყვის მოვლა–პატრონობის ხარჯების ანაზღაურების უზრუნველყოფის მიზნით, ხორციელდება პირუტყვის რეალიზება კანონით დადგენილი წესით. იზოლირებული ცხოველის მესაკუთრე კანონით დადგენილ ვადაში აკითხავს დასუფთავების განყოფილებას და წარუდგენს ცხოველის მესაკუთრეობის დამადასტურებელ დოკუმენტს. მესაკუთრეს პირუტყვი დაუბრუნდება მხოლოდ ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანისა და მოვლა–პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ. დასუფთავების განყოფილება უზრუნველყოფს შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების თანახმად, რასაც იბარებს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევი პირი, პირუტყვის მესაკუთრე მოცემულ შემთხვევაში. ამასთან, სამართალდამრღვევი იბარებს გაფრთხილების ფურცელს შესაბამისი ხელმოწერით და საჯარიმო ქვითარს, რომელსაც წარადგენს საბანკო დაწესებულებაში და უზრუნველყოფს ჯარიმის თანხის ქვითარში მითითებულ ანგარიშზე შეტანას, გადახდის დამადასტურებელი ქვითრის განყოფილებაში წარდგენის შემდეგ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს ეძლევა ოქმის ერთი ეგზემპლარი, გაფრთხილების ფურცლისა და გადახდის ქვითრის ქსეროასლებით, რომელთაც წარადგენს წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მეთვალყურეობის მომსახურეობის შესყიდვაზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულ ორგანიზაციაში, რის შემდეგაც მას უბრუნდება პირუტყვი.
ბ) ძაღლის, საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლის შემთხვევაში, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ პარკში, ბაღში, სკვერსა და გაზონში, მფლობელი გაფრთხილდება ან ჯარიმდება 20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედების წლის განმავლობაში ჩადენის შემთხვევაში, მფლობელი დაჯარიმდება 50 ლარის ოდენობით, დასუფთავების განყოფილების თანამშრომელთა მიერ.
გ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1461–ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე დასუფთავების განყოფილების მიერ, დგება შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დასუფთავების წესების დარღვევისათვის, ოქმის შევსებამდე ადგილზე კეთდება სათანადო ფოტოგადაღება, შესაბამისად ივსება ოქმი და სათანადო ფოტომასალით იგზავნება ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
დ) დასუფთავების განყოფილება აწარმოებს გამოყენებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების რეესტრს.
2. ტრანსპორტის განყოფილების მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა
ინფრასტრუქტურის განვითარების, კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და დასუფთავების სამსახურის ტრანსპორტის განყოფილება ახორციელებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 135–ე და 1351-ე მუხლებით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ოქმების შედგენას საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მფლობელი გადამზიდველების მიმართ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, კონტროლის განმახორციელებელი უფლებამოსილი პირი – ტრანსპორტის განყოფილება უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ეცნობება მერს და ოქმის პირველი პირი ბარდება ნებართვის მფლობელ გადამზიდველს, რომელმაც ჯარიმა უნდა გადაიხადოს საჯარიმო ოქმის მისთვის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ, 135–ე და 1351-ე მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის გადამზიდველს დაერიცხება საურავი 500 ლარის ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში, დამრღვევის მიმართ ხორციელდება ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფის ღონისძიება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4🔗.
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა
1. ზედამხედველობის განყოფილების მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა
ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების თანამშრომლები ახორციელებენ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148–ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების, 125–ე მუხლის მე–8 ნაწილის, 533–ე, 552–ე, 1191–ე, 150-ე, 1501–ე, 151-ე, 152-ე, 1522–ე, 1534–ე, 159–ე, 1591–ე მუხლებისა და საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე–80 მუხლის საფუძველზე.
ბ) 552–ე, 150–ე, 1501–ე, 152–ე, 1522–ე, 1534–ე, 159–ე, 1591–ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის აღმოჩენისას /ქალაქის შემოვლა–დათვალიერების დროს, ან შემოსული შეტყობინების საფუძველზე/, დამრღვევს ეძლევა გონივრული ვადა დარღვევის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში განყოფილების სპეციალისტი შეადგენს სამართალდარღვევის ოქმს შესაბამისი მუხლის მითითებით. ამავე დროს ხდება დარღვევის ფაქტის ფოტოგადაღება.
გ) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, სხვა მასალებთან ერთად გადაიგზავნება ქალაქ ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2. სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმისწარმოებისა და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა
ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ შესაბამისად, ახდენს კონტროლს ქალაქში მიმდინარე სამშენებლო, სარეკონსტრუქციო და სადემონტაჟო საქმიანობაზე, კერძოდ: თუ სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ, დაფიქსირებული იქნება მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟის წარმოების ფაქტი და ადგილზე ვერ მოხერხდება მიმდინარე საქმიანობის შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოდენა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების სპეციალისტების მიერ, მოხდება მითითების ფორმის შედგენა, რომელიც ჩაბარდება მეპატრონეს, ან თუ არ ჩაიბარებს, გაიკვრება თვალსაჩინო ადგილზე, გადაიღება ფოტო და ითვლება ჩაბარებად, რომლითაც ობიექტის მეპატრონეს მიეცემა ვადა არაუმცირეს 3 /სამი/ დღისა, რათა წარმოადგინოს ობიექტის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან დემონტაჟისათვის საჭირო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მიერ შეთანხმებული სამშენებლო დოკუმენტის პროექტი და შესაბამისი მშენებლობის სანებართვო მოწმობა ან ტერიტორია მოიყვანოს პირვანდელ მდგომარეობაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მის მიმართ /სამართალდამრღვევის მიმართ/ გატარდება კანონშესაბამისი ღონისძიება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 43–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას 3000 /სამი ათასი/ ლარის ოდენობით. მითითებით მიცემული ვადის გასვლის შემდეგ, სპეციალისტი ავსებს შემოწმების აქტს, რომელშიც უთითებს მითითება შესრულდა თუ არა. თუ დამრღვევის მიერ მითითება შესრულებულია, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ მომზადდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით. თუ მითითება არ შესრულდება, შედგება უწყების ფორმა, რომლითაც სამართალდამრღვევი დაბარებული იქნება საქმის განხილვაზე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შესაბამის ხელმძღვანელთან. ამის შემდეგ, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ მომზადდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი დაჯარიმების შესახებ.
ბ) ჯარიმის შესახებ ბრძანების გამოცემისთანავე, მოქალაქეს ბარდება ბრძანება, თუ არ ჩაიბარებს, გაიკვრება თვალსაჩინო ადგილზე /სახლის კარებზე ან ობიექტზე/ და მოქალაქე დაჯარიმდება.
გ) თუ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოვა მომართვა /წერილი ან განცხადება/ მშენებარე ობიექტის ექსპლუატაციაში მიღების, მშენებლობის ვადის გაგრძელების თაობაზე, ან კორექტირებული პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით და სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილების მიერ ფიქსირდება სამართალდარღვევა, კერძოდ: დარღვეული იქნება მშენებლობის ექსპლუატაციაში წარსადგენი ვადები, დარღვეული იქნება ობიექტის პირვანდელი სამშენებლო დოკუმენტის პროექტი ანუ პროექტის გადახვევით იქნება ნაწარმოები მშენებლობა, შესაბამისი სპეციალისტის მიერ, შედგება შემოწმების აქტი, რომელშიც აისახება შესაბამისი სამართალდარღვევა და საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 45–ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დაიწყება ადმინისტრაციული საქმისწარმოება, რაც ითვალისწინებს დამრღვევის დაჯარიმებას 1000 /ათასი/ ლარის ოდენობით. ანალოგიურად მომზადდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტი, მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ, ბრძანება ჩაბარდება სამართალდამრღვევს.
დ) თუ დაჯარიმების შესახებ ბრძანების ჩაბარებიდან 30 დღის განმავლობაში სამართალდამრღვევის მიერ არ იქნება გადახდილი შესაბამისი ჯარიმის თანხა, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის განყოფილება ამზადებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების პროექტს საურავის დაკისრების შესახებ, მერის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემის შემდეგ, ბრძანება ჩაბარდება სამართალდამრღვევს.
ე) ანალოგიური მითითებით იწყება საქმისწარმოება საქართველოს კანონის „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის“ 48–ე, 49–ე, 50–ე მუხლებთან დაკავშირებით.