ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.08.2014
ძალაში შესვლა 27.08.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №31
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016241
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
matsne.gov.ge 856 სიტყვა · ~4 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2014 მიღება
27.08.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №31 2014 წლის 27 აგვისტო ქ. ქუთაისი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილების 41-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება დანართის შესაბამისად. /დანართი დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 27 აგვისტოდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი  დანართი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დებულება მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. დებულება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის ფუნქციონირების შესახებ ადგენს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის შევსების, ორგანიზებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის დანიშნულებაა: ა) ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის სოციალურ–ეკონომიკური, კულტურული, საზოგადოებრივ–პოლიტიკური მდგომარეობის, მუნიციპალიტეტის პერსპექტიული განვითარების, მუნიციპალიტეტის ორგანოების, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწესებულებების, ორგანიზაციებისა და საწარმოების საქმიანობის შესახებ ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის და ყველა დაინტერესებული პირისა თუ ორგანიზაციისათვის; ბ) უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების მუდმივი კავშირი ქალაქის მოსახლეობასთან, დაწესებულებებთან, ორგანიზაციებთან და საწარმოებთან, საშუალება მისცეს მოსახლეობას და იურიდიულ პირებს შეუფერხებლად მიმართონ და მიაწოდონ წინადადებები მუნიციპალიტეტსა და თანამდებობის პირებს მუნიციპალიტეტში არსებული მიმდინარე პრობლემებისა და მისაღებ გადაწყვეტილებათა პროექტების შესახებ, უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის მიერ, გადაწყვეტილების მიღებაში საზოგადოების ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება. 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის მისამართია: www.Kutaisi.gov.ge. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებას ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახური. 2. ვებგვერდის ადმინისტრირება მოიცავს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებასა და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ვებგვერდის ფუნქციონირების ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას; გ) ინფორმაციის განთავსებას; დ) ვებგვერდზე შემოსული წინადადებებისა და წერილების სისტემატიზაციასა და გადაცემას საკრებულოს თავმჯდომარისა და მერისათვის; ე) ვებგვერდის ფუნქციონირების პროგრამულ უზრუნველყოფას, მათ შორის, ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის დაცვას არასანქცირებული ჩარევისაგან, ინფორმაციის შეცვლის, გაყალბების, დამახინჯების, წაშლისა და დაბლოკვისაგან. 3. საკრებულოსა და მერიის მიმართვა ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განსათავსებლად სავალდებულოა შესასრულებლად ქალაქის მუნიციპალიტეტის ორგანოების, თანამდებობის პირებისა და ადმინისტრაციული დაწესებულებებისათვის. მუხლი 3🔗. ინფორმაციის წყაროები, კატეგორიები და სტატუსი 1. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია არის მუნიციპალიტეტის საკუთრება. იგი საჯარო და უსასყიდლოა. 2. ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციას შეიძლება ჰქონდეს ოფიციალური /შესაბამისი მითითებით/ ან არაოფიციალური სტატუსი. 3. ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. საინფორმაციო საშუალებებს უფლება აქვთ გამოიყენონ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 4. ვებგვერდის შევსების წყაროებია: ა) მუნიციპალიტეტის ორგანოები; ბ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირები; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები; დ) მასობრივი საინფორმაციო საშუალებები და ინტერნეტრესურსები; ე) საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციები; ვ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საწარმოები, დაწესებულებები და ორგანიზაციები. 5. ვებგვერდის ინფორმაცია განახლების მიხედვით იყოფა შემდეგ კატეგორიებად: ა) მუდმივი /ყოველდღიური/; ბ) პერიოდული /ყოველკვირეული, ყოველთვიური/; გ) ერთჯერადი. მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის გამოქვეყნება 1. მუნიციპალიტეტის ორგანოები, მუნიციპალიტეტის ერთეულის იურიდიული პირები, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო დაწესებულებები, საწარმოები და ორგანიზაციები ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან ვებგვერდზე განსათავსებელ ინფორმაციას ელექტრონული ფორმით, ამ დებულებით დადგენილი გადაცემისა და განახლების პერიოდულობის ვადების დაცვით. 2. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ხოლო ვებგვერდზე დროულ, შესაბამის გვერდზე განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი. 3. ინფორმაციის მიწოდების ვადებია: ა) მუდმივად განახლებადის – ყოველი დღის 13.00 სთ; ბ) ყოველკვირეულის – ყოველი სამშაბათის 13.00 სთ; გ) ყოველთვიურის – ყოველი თვის 15 რიცხვის 13.00 სთ. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული წყაროების გარდა, სხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის განთავსება ვებგვერდზე ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესთან და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერთან შეთანხმების საფუძველზე. მუხლი 5🔗. ვებგვერდის სტრუქტურის ძირითადი განყოფილებები 1. მუნიციპალიტეტი; 2. ბიუჯეტი; 3. ინფრასტრუქტურა; 4. ბიზნესი; 5. ისტორია; 6. ახალი ამბები; 7. განათლება, მეცნიერება; 8. სოციალური სფერო; 9. ბუნებრივი რესურსები; 10. ღირსშესანიშნაობები; 11. რელიგია; 12. მართლწესრიგი; 13. სამუშაო ჯგუფი; 14. კონტაქტები; 15. ბმულები. მუხლი 6🔗. ვებგვერდის სტრუქტურა 1. მუნიციპალიტეტის გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად: ა) მუნიციპალიტეტის საკრებულო: ა.ა) საკრებულოს რეგლამენტი, სამუშაო გეგმა; ა.ბ) საკრებულოს თანამდებობის პირები /თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები/; ა.გ) საკრებულოს მაჟორიტარი წევრები; ა.დ) საკრებულოს წევრები; ა.ე) საკრებულოს კომისიები /დებულება, სამუშაო გეგმა, კომისიის შემადგენლობა/; ა.ვ) საკრებულოს დროებითი სამუშაო ჯგუფები /დებულება, სამუშაო გეგმა, სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა/; ა.ზ) საკრებულოს ფრაქციები /ფრაქციის წესდება, ფრაქციის შემადგენლობა, ფრაქციის განცხადებები და მიმართვები/; ა.თ) საკრებულოს ბიუროს შემადგენლობა; ა.ი) საკრებულოს აპარატი /აპარატის დებულება/, აპარატის უფროსი /მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, სამსახურის ტელეფონი, მისამართი/, აპარატის სტრუქტურა. ბ) მუნიციპალიტეტის მერია: ბ.ა) მერიის დებულება; ბ.ბ) მერიის თანამდებობის პირები /თანამდებობა, მოკლე ბიოგრაფია, პროფესია, პარტიულობა, უფლებამოსილება, სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი და მიღების საათები/; ბ.გ) მერიის სტრუქტურა; ბ.დ) მერიის სტრუქტურული ერთეულები /სტრუქტურული ერთეულის დებულება, პერსონალური შემადგენლობა, თანამდებობისა და სამსახურის ტელეფონის მითითებით/; ბ.ე) მერიის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში /სამსახურის ტელეფონი, სამსახურის მისამართი/. 2. სამართლებრივი აქტების ვებგვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად: ა) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი; ა.ა) საკრებულოს დადგენილებები, საკრებულოს განკარგულებები, საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებები; ა.ბ) მერის ბრძანებები; ა.გ) მერის პირველი მოადგილის ბრძანებები; ა.დ) მერის მოადგილის ბრძანებები; ა.ე) სტრუქტურული ერთეულების, სამსახურის უფროსის ბრძანებები; ა.ვ) პროექტები; ა.ზ) საკრებულოს დადგენილებათა პროექტები. 3. ვებგვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად: ა) მუნიციპალიტეტის ძირითადი გეოგრაფიული და დემოგრაფიული მონაცემები; ბ) ისტორია; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულები; დ) მუნიციპალიტეტის რუკა. 4. ახალი ამბების განყოფილებაში თავსდება ინფორმაცია მუნიციპალიტეტში მომხდარ და მიმდინარე მოვლენებზე. 5. მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებებად: ა) ეკონომიკა; ბ) მრეწველობა; გ) მიწათმოწყობა; დ) ბუნებრივი რესურსები; ე) საბინაო–კომუნალური მეურნეობა; ვ) მუნიციპალიტეტის ქონება; ზ) ტრანსპორტი; თ) ტურიზმი. 6. სოციალური სფეროს გვერდი იყოფა შემდეგ მიმართულებად: ა) განათლება; ბ) კულტურა; გ) ჯანმრთელობის დაცვა; დ) სპორტი; ე) სოციალური დაცვა; ვ) ახალგაზრდობა; ზ) მასმედია; თ) არასამეწარმეო /არაკომერციული/ ორგანიზაციები. 7. კონტაქტების გვერდზე თავსდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული იურიდიული პირების საცნობარო ინფორმაცია /მოქმედების სფერო, მისამართი, ტელეფონი/.