საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.08.2014
ძალაში შესვლა 27.08.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.123.016242
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/09/2014
matsne.gov.ge 1,234 სიტყვა · ~6 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2014 მიღება
27.08.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №32 2014 წლის 27 აგვისტო ქ. ქუთაისი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის №2 დადგენილების 41-ე მუხლის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულო  ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი №1 დანართის შესაბამისად. /დანართი №1 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 2🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი №2 დანართის შესაბამისად. /დანართი №2 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 3🔗 დამტკიცდეს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ფორმა №3 დანართის შესაბამისად. /დანართი №3 დადგენილებას თან ერთვის/ მუხლი 4🔗 დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 27 აგვისტოდან.ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დვალი დანართი №1 საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წ ე ს ი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესი /შემდგომში წესი/ განსაზღვრავს საზოგადოებრივი ინტერესის მატერებელი საჯარო ინფორმაციის ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ელექტრონულ რესურსზე განთავსების სამართლებრივ საფუძვლებს. 2. წინამდებარე წესი არეგულირებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირისათვის ინფორმაციის ზუსტ და დროულ მიწოდებას ვებგვერდზე პროაქტიულად განთავსების მიზნით. მუხლი 2🔗. ვებგვერდის ადმინისტრირება 1. ვებგვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი ახორციელებს: ა) ვებგვერდის დიზაინის მომზადებას და მასში ცვლილებების შეტანას; ბ) ამ წესის მე–5 მუხლით გათვალისწინებული ინფორმაციის განთავსებას. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდის მისამართია: www.kutaisi.gov.ge მუხლი 3🔗. ინფორმაციის კატეგორიები 1. ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაცია საჯარო და უსასყიდლოა. 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე განთავსებული პროაქტიული ინფორმაციის გამოყენება თავისუფალია. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს გამოიყენოს ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაცია ვებგვერდის მისამართის სავალდებულო მითითებით. 3. ვებგვერდისა და მასში განთავსებული ინფორმაციის საავტორო უფლებები დაცულია „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით. 4. ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაციის კატეგორიების მითითება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე სავალდებულოა. მუხლი 4🔗. ვებგვერდზე ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება 1. ინფორმაციის მიწოდების დროულობასა და უტყუარობაზე პასუხისმგებელია ინფორმაციის მიმწოდებელი, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ამისათვის განსაზღვრული პასუხისმგებელი პირები, ხოლო ვებგვერდზე დროულ და შესაბამის განყოფილებაში განთავსებასა და მიწოდებული ინფორმაციის რედაქტირებაზე – ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელი პირი. 2. პროაქტიულ გამოქვეყნებასთან დაკავშირებით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე იქმნება შესაბამისი გვერდი „პროაქტიული გამოქვეყნება“, რომელშიც განთავსდება წინამდებარე წესის მე–5 მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია. 3. პროაქტიული ინფორმაციის განთავსებაზე კონტროლს ახორციელებს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი და მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი. 4. პროაქტიული ინფორმაცია ვებგვერდზე განთავსდება PDF ფორმატში. მუხლი 5🔗. ვებგვერდზე გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად ვებგვერდის ადმინისტრირებაზე პასუხისმგებელ პირს აწვდიან შემდეგი სახის ინფორმაციას: 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციების, კომისიების დროებითი სამუშაო ჯგუფების ფუნქციების აღწერა; 2. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატისა და მისი სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები /დებულება, შინაგანაწესი/; 3. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საქმიანობის შესახებ ანგარიში; 4. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები და სამოქმედო გეგმები; 5. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის, მერის მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების უფროსების/მერის წარმომადგენლების შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები; 6. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიისა და მისი სტრუქტურული ერთეულების/ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, ფაქსის ნომერი, ცხელი ხაზის ნომერი; 7. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37-ე და მე-40 მუხლების შესაბამისად საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით შემოსული განცხადებების შესახებ ზოგადი წლიური სტატისტიკა; 8. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული ბიუჯეტი; 9. სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმა; 10. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც ადმინისტრაციული ორგანოს შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია; 11. ინფორმაცია იმ მოსაკრებლების, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. დანართი №2 საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულება საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესსა და ფორმას. მუხლი 2🔗. საჯარო ინფორმაციის გაცემა 1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ /ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო/ და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესითა და ვადებით მიიღოს მოთხოვნილი ინფორმაცია. 2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ, განცხადებაში მითითებულ ელ–ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით. 3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის გაცემაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს მისი კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობა. მუხლი 3🔗. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა 1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე, უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@kutaisi.ge ზემოთ ჩამოთვლილი თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად /დანართი № 3/. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება. მუხლი 4🔗. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება 1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევნება: ა) ინფორმაციის მომთხოვნის მისივე დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე ინფორმაციის ჩაწერისას; ასევე მეხსიერების ბარათზე ჩაწერისას; ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას; გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას. 2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღურულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით. მუხლი 5🔗. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები 1. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე /ელექტრონულ ფოსტაზე/ შემოსული ელ.განცხადება, მიღებისთანავე გადაეგზავნება შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურს რეგისტრაციისათვის და შესრულება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირებს, რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება. 2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება – მომზადების შემდგომ, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი/ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი წერილობითი სახით ადასტურებს ინფორმაციის გაცემას ან უარს აცხადებს ინფორმაციის გაცემაზე, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს. 3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით. 4. მოთხოვნილი ელექტრონული საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება შესაბამისად, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატსა და ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ სამსახურში ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.  დანართი №3 მოქალაქე – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – მცხოვრები – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – ტელ/მობ: – – – – – – – – – – – – – – – ორგანიზაციის დასახელება: – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –  /მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება/ ინფორმაცია ელექტრონული სახით. ასევე გთხოვთ: 1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებული ელ.ფოსტის მისამართზე გადმოგზავნით – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –; 2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურ დისკზე და თანხმობას ვაცხადებთ შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; 3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილი მეხსიერების ბარათზე/ კომპაქტურ დისკზე; 4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითების შესაბამისად, გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ოდენობა; /მონიშნეთ თქვენთვის მისაღები ფორმა/ დაინტერესებული პირი /განმცხადებელი/ –––––––––––––––––––––– თარიღი: ––––––––––––