გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 26.08.2014
გამომცემი ორგანო გორის მუნიციპალიტეტი
ნომერი №21
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.148.016219
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.08.2014 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კონსტანტინე თავზარაშვილი | გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №21
2014 წკის 26 აგვისტო
ქ. გორი
გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 აგვისტოს №1 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის ”კ” ქვეპუნქტის, ასევე ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის 1-2 პუნქტების შესაბამისად, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი (დანართი 1).
მუხლი 2🔗
ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეკონსტანტინე თავზარაშვილი
დანართი №1
გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
ეს წესი განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტში (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) რეგისტრირებული მოსახლეობისათვის, აგრეთვე გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის სახეებსა და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს.
თავი I
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია
მუხლი 1🔗.
ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2. ონკოლოგიურმა პაციენტმა ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს), ამ მუხლში აღნიშნულ დაავადების მკურნალობის ფარგლებში, დახმარება გაეწევა ერთჯერადად:
ა) ონკოლოგიური ავადმყოფების, სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით, კვლევის თანადაფინანსება განისაზღვროს წარმოდგენილი ღირებულების არაუმეტეს 300 ლარისა;
ბ) ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო სტაციონალური მომსახურების თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%-ით. მაგრამ არა უმეტეს 500 ლარისა.
მუხლი 2🔗.
ონკოლოგიური ავადმყოფების უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. ამ მუხლით დახმარების მიმღები არის ონკოლოგიური ავადმყოფი.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 300 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3. დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 3🔗.
სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სამედიცინო დახმარება
1. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის, სამედიცინო უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია და მათზე გაიცემა შემდეგი სამედიცინო დახმარება ერთჯერადად:
ა) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ სამედიცინო კვლევა, რომელიც არ არის გათვალისწინებული სხვა პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ჩათ. სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს 150(ას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;
ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 70000-დან. 100000-ჩათ. სარეიტინგო ქულა სამედიცინო დახმარების თანადათინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განესაზღვროს არსებული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო ტარიფის მიხედვით წარმოდგენილი თანხის 50%-ით, მაგრამ არა უმეტეს 500(ხუთასი) ლარისა;
გ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 100000-ჩათვლით სოციალურ სააგენტოდან მინიჭებული სარეიტინგო ქულა, ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის ვერცერთი პროგრამით, თანადაფინანსება მუნიციპალიტეტის მხრიდან განისაზღვროს, ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 50%-ით. მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
2. ამ მუხლით გათვალისწინებულმა კატეგორიებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) გამცხადებლის (პაციენტის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით სამედიცინო დაწესებულების შესაბამის ანგარიშზე.
4. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ორი კვირის ვადაში.
მუხლი 4🔗.
უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფა
1. მოსახლეობის უფასო მედიკამენტებით უზრუნველყოფის კუთხით დასაფინანსებელ დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კონტინგენტია
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ეპილეფსიით დაავადებული პაციენტები;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული პარკინსონიზმით დაავადებული პაციენტები;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბრონქიალური ასთმით დაავადებული პაციენტები;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული გულის იშემიური დაავადების მქონე, სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი პაციენტები, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 57000-ჩათ სოციალური სარეიტინგო ქულა.
2. დახმარების მიმღებს (ბენეფიციარს) დახმარება გაეწევა ერთჯერადად, არაუმეტეს 100 ლარის ოდენობით, ამ მუხლში აღნიშნულ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში.
3. პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა დახმარების მიმღებმა (ბენეფიციარმა) ან მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი აფთიაქიდან;
ე) გულის იშემიური დაავადების მქონე პაციენტებმა დამატებით წარმოადგინონ რეგისტრაციის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზიდან, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამამისი აფთიაქის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 5🔗.
სკოლიოზით დაავადებული ბავშვების სამკურნალო-სარეაბილიტაციო დახმარება
1. II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლის ჩათვლით), რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ჩათ. სარეიტინგო ქულა დახმარება ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა. სამკურნალო მასაჟი 12 პროცედურა.
2. დაფინანსებას მიიღებს საცურაო აუზზე II-III ხარისხის სქოლიოზით დაავადებული ბავშვები 18 წლამდე, რომელთაც გააჩნიათ 0-დან 70 000-ჩათ. სარეიტინგო ქულა. თითო ბავშვს დაუფინანსდება ერთთვიანი საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსი „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ თვეში 12 პროცედურა (კვირაში 3 დღე).
3. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა II-III ხარისხის სკოლიოზით დაავადების შესახებ (ფორმა №100), გაცემული უნდა იყოს ბოლო ერთი თვის მანძილზე ორთოპედ/ტრავმატოლოგის მიერ;
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობა ან/და დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას,რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 6🔗.
ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სამკურნალო სარეაბილიტაციო დახმარება
1. ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების (0-დან 18 წლის ჩათვლით) დახმარება, ამ დაავადებათა მკურნალობის ფარგლებში, მოხდება:
ა) ოპერაციული მკურნალობის,სტაციონარული,ამბულატორიული მომსახურეობის, მათ შორის კვლევების, სამკურნალო სარეაბილიტაციო ღონისძიებების თანადაფინანსება განისაზღვროს ერთჯერადად 50%-ის თანადაფინანსებით არაუმეტეს 500 (ხუთასი) ლარისა;
ბ) საცურაო-გამაჯანსაღებელი კურსის დაფინანსება თითო ბავშვზე „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი გორის მუნიციპალიტეტის საცურაო აუზზე“ სულ 12 პროცედურა;
გ) ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით და აუტიზმით დაავადებული ბავშვების სოციალური დახმარება ერთჯერადად 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა შესაბამისი დაწესებულებიდან;
ე) დაბადების მოწმობა;
ვ)განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ქვეპუნქტის ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
5. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების მისაღებად გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფის დასკვნის და სამსახურის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე გასცემს დაპირებას, რომელიც საფუძველია საცურაო აუზისათვის გაწიოს შესაბამისი მომსახურება. საცურაო აუზი განცხადებითა და მომსახურების გაწევის ამსახველი დოკუმენტაციით (საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, სასაქონლო ზედნადები და ა.შ) მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს კუთვნილი თანხების ჩასარიცხად.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 7🔗.
სტუდენტებისა და სპორტსმენების დახმარება
1. აკრედიტებულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის საფასურის თანადაფინანსება 500 ლარის ოდენობით, ერთჯერადად გაეწევათ სტუდენტებს, რომლებიც არ სარგებლობენ სხვა სახელმწიფო პროგრამით და არა აქვთ მოპოვებული სახელმწიფო გრანტი:
ა) დედ-მამით ობოლი;
ბ) მარჩენალდაკარგული მრავალშვილიანი (4 და მეტი შვილი, 18 წლის ჩათვლით) ოჯახებიდან;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან, რომელთაც აქვთ მინიჭებული 0-დან 57000- ჩათ. სარეიტინგო ქულა
.
2. სტუდენტებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან მათზე სახელმწიფო დაფინანსების არარსებობის, თანხის ოდენობისა და შესაბამისი სასწავლებლის რეკვიზიტების შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის შემთხვევაში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის საბანკო ანგარიშზე.
4. ერთჯერადი ფულადი დახმარება 500 (ხუთასი)ლარის ოდენობით გაეწევათ ოლიმპიური სახეობების საქართველოს ნაკრების მოქმედ სპორტსმენებს, რომელთაც მინიჭებული აქვთ 0-დან 57000- ჩათ. სიციალური სარეიტინგო ქულა.
5. სპორტსმენებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) ცნობა შესაბამისი ფედერაციიდან ეროვნული ნაკრების წევრობის შესახებ;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
ე) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის ამონაწერი, რომელშიც მუდმივ საცხოვრებელ ადგილად მითითებული იქნება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია.
6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 8🔗.
მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ანაზღაურდება შემდეგი სახის სარიტუალო მომსახურება:
ა) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ბ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
გ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ავღანეთის ომის მონაწილეთა გარდაცვალების, სარიტუალო მომსახურება;
დ) მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირთა გარდაცვალების სარიტუალო მომსახურება;
ე) უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება.
2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) იძულებით გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;
ე) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
ვ) გარდაცვლილის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. თანხა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 9🔗.
დედ-მამით ობოლი ბავშვების დახმარება
1. დედ-მამით ობოლ 0-დან 18 წლის ჩათვლით პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად სტაციონარული მკურნალობისათვის – 50%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 700 ლარისა.
2. დედ-მამით ობოლ ბავშვებზე დახმარება გაიცემა ერთჯერადად, ყოველ ბავშვზე 500 ლარის ოდენობით.
3. დედ-მამით ობოლი 0-დან 18 წლის ჩათვლით ბავშვის მეურვემ/მზრუნველმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოს განყოფილებიდან ბავშვის მეურვის ვინაობის შესახებ;
დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა 100);
ე) ექიმის დანიშნულების საფუძველზე, ცნობა სამედიცინო დაწესებულებიდან პაციენტის მკურნალობის, მისი ღირებულებისა და საბანკო ანგარიშის შესახებ, რომელზედაც განხორციელდება გადარიცხვა;
ვ) ბავშვის ან/და ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე ან/და შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 10🔗.
ხანძრებისა და სტიქიური მოვლენებით საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის ოჯახისადმი დახმარება
1. ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად საცხოვრებელ ბინებზე მიყენებული ზარალისათვის დაზარალებულ ოჯახებს მიეცეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა.
2. მოქალაქემ მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე დამდგარი ზიანიდან ათი დღის ვადაში;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ბანკში გახსნილი პირადი ანგარიშის მონაცემები;
დ) ცნობა გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;
ე) ცნობა ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურიდან;
ვ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. ზიანის ოდენობას განსაზღვრავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური და გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახური, რომლებიც ხელმძღვანელობენ საქონლის მოქმედი საბაზრო ფასებით.
მუხლი 11🔗.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახების სოციალური დახმარება
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ერთჯერად 200(ორასი)ლარიან სოციალური დახმარებას მიიღებენ შემდეგი კატეგორიის მებრძოლთა (ვეტერანთა) ოჯახები და ომის მონაწილეები.
ა) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ინვალიდი;
ბ) საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახები;
გ) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები.
2. მუნიციპალიტეტში წარსადგენი დოკუმენტებია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
ე) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც დაადასტურებს გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობლები და შვილები) ურთიერთობას;
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
4. სოციალურ დახმარებას მიიღებს საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველი მიმართავს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას.
მუხლი 12🔗.
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. ერთჯერად (თითო ბავშვზე) 100 (ასი) ლარის ოდენობით დაფინანსებას მიიღებენ გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომალთაც ჰყავთ 5 და მეტი შვილი 0-დან 18-წლის ჩათვლით.
2. გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ოჯახები, რომელთაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ სამი (0-18 წლის ასაკის) შვილი ერთჯერად დაფინანსებას მიიღებენ 200(ორასი)ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) შვილების დაბადების მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში.
4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
მუხლი 13🔗.
ასი და მეტი წლის ასაკის უხუცეს დღეგრძელთა დახმარება.
1. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოქალაქეები, რომელთაც შეუსრულდათ 100 და მეტი წელი.
2. დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის ან გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) საბანკო ანგარიში.
3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.
თავი II
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
მუხლი 14🔗.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
1. გორის მუნიციპალიტეტის 2014 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას, უზრუნველყოფს გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური (შემდგომში – სამსახური).
2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილი დოკუმენტაციისას სამსახური ამზადებს დასკვნას. გარდა ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, ხოლო შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.
4. ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში, სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდგომ სრულყოფილ დოკუმენტაციის მასალებს სამსახური დასკვნასთან ერთად გადასცემს შემდგომი განხილვისათვის სოციალური დახმარების გაცემის სამუშაო ჯგუფს (შემდგომში – სამუშაო გჯუფი).
5. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატიურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგენა და ა.შ..
მუხლი 15🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ განცხადებების განხილვა
1. სამუშაო ჯგუფი იქმნება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაცემის განხილვის მიზნით. სამუშაო ჯგუფს ჰყავს თავმჯდომარე და მდივანი.
2. სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს სამუშაო ჯგუფს და უძღვება მის სხდომებს.
3. სამუშაო ჯგუფის მდივანი პასუხისმგებელია სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმის შედგენაზე და სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში უძღვება სამუშაო ჯგუფის სხდომის მუშაობას. ამ შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის მდივანი უფლებამოსილია სამუშაო ჯგუფის სხდომის მდივნობა დააკისროს სამუშაო ჯგუფის რომელიმე წევრს.
4. სამუშაო ჯგუფის მისთვის გადაცემულ განცხადებებს განიხილავს კვირაში ერთხელ.
5. სამუშაო ჯგუფის მუშაობა საჯაროა და მას შეიძლება დაესწროს ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.
6. სამსახურის უფროსი უზრუნველყოფს სამუშაო ჯგუფის სხდომის ადგილის, დროისა და თარიღის თაობაზე შესაბამისი ინფორმაციის წინასწარ, ერთი დღით ადრე განთავსებას გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციულ შენობაში არსებულ საინფორმაციო სტენდზე.
მუხლი 16🔗.
სამუშაო ჯგუფის მიერ გადაწყვეტილების მიღება
1. სამუშაო ჯგუფი მის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხის განხილვისას ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
მუხლი 17🔗.
სამუშაო ჯგუფის ოქმები და დასკვნები
1. სამუშაო ჯგუფის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.
2. სამუშაო ჯგუფის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.
3. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.
4. სამუშაო ჯგუფის სხდომის ოქმების სათანადო წესით შენახვასა და დაცვაზე პასუხისმგებელია სამსახურის უფროსი.
5. სამუშაო ჯგუფის სხდომაზე მიიღება დასკვნა, რომელსაც ხელს აწერენ სამუშაო ჯგუფის სხდომაზე დამსწრე სამუშაო ჯგუფის ყველა წევრები. განსხვავებული აზრის არსებობის შემთხვევაში სამუშაო ჯგუფის წევრის აზრი დაერთვება დასკვნას.
6. სამუშაო ჯგუფის დასკვნა სამსახურის უფროსის მიერ გადაეცემა მუნიციპალიტეტის გამგებელს.
მუხლი 18🔗.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება
1. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით მუნიციპალიტეტის გამგებლის სამუშაო ჯგუფის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, გარდა ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შემთხვევაში.
2. ამ წესის მე-10 მუხლით გათვალისწინებული სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით სამუშაო ჯგუფის დასკვნისა ან მოხსენებითი ბარათის საფუძველზე.
თავი III
დასკვნითი დებულებები
მუხლი 19🔗.
სოციალური დახმარების გაცემის დაუშვებლობა
დაუშვებელია ამ წესით გათვალისწინებული დახმარების გაცემა გორის მუნიციპალიტეტში დროებით რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური დახმარების მიმღები აჟარის, ახალგორის, ერედვის, ქურთის და თიღვის თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტებიდან.