„სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№3765
სარეგისტრაციო კოდი
300.190.000.05.001.002.430
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 45, 09/12/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს კანონი

„სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1.

„სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №15, 4.06.2003, მუხ. 108) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია (შემდგომში – საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექცია).“.

2. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციის მიერ გაცემული ნებართვის გარეშე სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენება;“.

3. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 8. ნებართვის გაცემის წესი

სამრეწველო დანიშნულების ფეთქებადი მასალების გამოყენების ნებართვის მისაღებად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების გარდა, ნებართვის მაძიებელი საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციას დამატებით წარუდგენს:

ა) ფეთქებადი მასალების გამოყენებისას სამუშაოთა წარმოების სიტუაციურ გეგმას, პროექტს ან პასპორტს;

ბ) მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ფეთქებადი მასალების გამოყენების შესახებ.“.

4. მე-9 მუხლის ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ნებართვის მისაღებად მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი იხდის სანებართვო მოსაკრებელს, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონი.“.

5. მე-13 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების დამზადებისა და გამოცდის უფლება აქვს მეწარმე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.

2. მეწარმე ფიზიკური ან/და იურიდიული პირი ფეთქებად მასალებს და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოებს ამზადებს საქართველოს ტექნიკური ზედამხედველობის სახელმწიფო ინსპექციასთან შეთანხმებული დამზადებისა და მოხმარების ბალანსით გათვალისწინებულ ფარგლებში.“.

6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების შეძენა შეუძლია მეწარმე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს, რომელიც:

ა) დაკავებულია ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების დამზადებით, შენახვითა და რეალიზაციით;

ბ) აწარმოებს აფეთქების სამუშაოებს როგორც საკუთარი საჭიროებისათვის, ისე დაკვეთით;

გ) ფეთქებად მასალებს იყენებს სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო-საჩვენებელი მიზნებისათვის, თუ ასეთი საქმიანობის უფლება მინიჭებული აქვს საქართველოს კანონმდებლობით;

დ) ახორციელებს დენთისა და პიროტექნიკური ნაკეთობების შესყიდვას, შენახვას, რეალიზაციასა და გამოყენებას.“.

7. მე-15 მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ფეთქებადი მასალებისა და საამფეთქებლო საქმის ხელსაწყოების შენახვა შეუძლია მეწარმე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირს.“;

ბ) მე-4 პუნქტი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი

თბილისი,

2006 წლის 24 ნოემბერი.

№3765–IIს