ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობიბის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 27.08.2014
ძალაში შესვლა 27.08.2014
ძალის დაკარგვა 17.01.2018
გამომცემი ორგანო ბოლნისის მუნიციპალიტეტი
ნომერი №29
სარეგისტრაციო კოდი 270070000.35.158.016174
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 02/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ჟორჟოლიანი | ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
დოკუმენტის ტექსტი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობიბის განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №29
2014 წლის 27 აგვისტო
ქ. ბოლნისი
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი' 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ.ე) ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მეორე პუნქტის, საქართველოს კანონის ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობების განსაზღვრის წესი (დანართი №1).
მუხლი 2🔗
დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 27 აგვისტოდან.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთამაზ ჟორჟოლიანი
დანართი № 1
ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა პრემირების ოდენობის განსაზღვრის წესი
მუხლი 1🔗.
წესის რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთათვის გასაცემი პრემიის ოდებობას, მისი გაცემის წესსა და პირობებს.
მუხლი 2🔗.
პრემიის გაცემის საფუძველი და მიზნები
1.პრემია გაიცემა ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურის მიერ შესრულებული სამუშაოს დასაბუთების საფუძველზე. დასაბუთებაში უნდა მიეთითოს გასაცემი პრემიის ოდენობა და მისი პროცენტული მიმართება თანამდებობრივ სარგოსთან.
2. პრემიის მიზანია ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეთა წახალისებისა და მოტივაციის გაზრდა, დასაქმების ბაზარზე არსებული კონკურენციის გათვალისწინებით ბოლნისის მუნიციპალიტეტში კვალიფიკაციური კადრების შენარჩუნება და მოზიდვა.
მუხლი 3🔗.
პრემიის გაცემის უფლებამოსილება
1.ბოლნისის მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეებზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირების უფლება აქვს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს.
2. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელ თანამდებობის პირზე პრემიის გაცემის საკითხის ინიციირებას ახდენს ზემდგომი თანამდებობის პირი.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პრემიის გაცემის გადაწყვეტილებას გამგეობის საჯარო მოსამსახურეთათვის საკუთარი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იღებს გამგებელი, საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთათვის საკრებულოს თავმჯდომარე.
მუხლი 4🔗.
პრემიის გაცემის პერიოდულობა და ოდენობა
1. ერთჯერადად გაცემული პრემიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული პირის თანამდებობრივ სარგოს.
2. პრემია შეიძლება გაიცეს კვარტალში ერთხელ.
3. პრემია შეიძლება გაიცეს, ასევე, არაუმეტეს წელიწადში სამჯერ, საქართველოს ორგანული კანონით ,,საქართველოს შრომის კოდექსით" განსაზღვრულ უქმე დღეებთან დაკავშირებით, ამ წესით დადგენილი ზღვრული ოდენობისა და პრინციპების დაცვით.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით დადგენილი წესიდან გამონაკლისის დაშვება შესაძლებელია ბოლნისის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მოტივირებული შუამდგომლობით.