„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №513 |
|
2014 წლის 26 აგვისტო ქ. თბილისი |
1. პირველი პუნქტის:
ა) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) „მ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
2. მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა:
ა) სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის მოკლევადიანი და გრძელვადიანი სტრატეგიის შემუშავება;
ბ) უფლებამოსილების ფარგლებში, სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის საქმიანობის მართვა;
გ) საზოგადოების ინფორმირება სამინისტროს მიერ განხორციელებულ, მიმდინარე თუ დაგეგმილი სიახლეების, პროგრამების, პროექტების შესახებ;
დ) სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან, საერთაშორისო, არასამთავრობო, დონორ და დიპლომატიურ ორგანიზაციებთან, კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს ურთიერთობის კოორდინაცია;
ე) სამინისტროს საქმიანობასთან დაკავშირებული პროცესების შესახებ ინფორმაციის შეგროვება, გადარჩევა, ანალიზი და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გასავრცელებლად მომზადება;
ვ) წინასწარ განსაზღვრული პერიოდულობით სამინისტროს საქმიანობისა და მიღწევების შესახებ საინფორმაციო ბიულეტენების/ანგარიშების შექმნა და დაბეჭდვა;
ზ) სამინისტროს შესახებ პერიოდული გამოცემების, ინტერნეტგამოცემებისა და სატელევიზიო სიუჟეტების მონიტორინგის საფუძველზე, ყოველდღიური დაიჯესტის მომზადება;
თ) პრესკონფერენციებისა და ბრიფინგების მოწყობა;
ი) საკომუნიკაციო კამპანიებისა და პროექტების დაგეგმვა, მართვა და მონიტორინგი;
კ) საკომუნიკაციო არხების შერჩევა და მედიაგეგმაზე მუშაობა;
ლ) სამინისტროს საკომუნიკაციო არხების - ვებგვერდისა და სოციალური მედიის მართვა;
მ) ბეჭდური მასალისა და ფოტომასალის დამზადება და გავრცელება;
ნ) კომპეტენციის ფარგლებში, მინისტრის, მინისტრის პირველი მოადგილისა და მინისტრის მოადგილეებისთვის ორგანიზაციულ-ტექნიკური მომსახურების გაწევა;
ო) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან მიღებული ინფორმაციის ინტეგრირება დეპარტამენტის სამოქმედო გეგმაში;
პ) სამინისტროს საშვთა ბიუროსა და სატელეფონო ცხელი ხაზის მუშაობის უზრუნველყოფა;
ჟ) სამინისტროს ლოგოს გამოყენებაზე თანხმობის გაცემა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის/ქვედანაყოფების წინადადებების გათვალისწინებით.“.
3. მე-7 პუნქტის:
ა) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) სასკოლო სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების პროცესის ადმინისტრირება; გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების საბიბლიოთეკო ფონდის წარმოება; გრიფირებული სახელმძღვანელოების/სერიების შესახებ მონაცემთა რეესტრის წარმოება;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ1“ ქვეპუნქტი:
„ნ1) სასწავლო რესურსების შეფასების პროცესის ადმინისტრირება;“.
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 26.08.2014.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 26.08.2014. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №513. სარეგისტრაციო კოდი — 010240030.10.003.018133.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.08.2014 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №513, 26.08.2014, სარეგისტრაციო კოდი 010240030.10.003.018133 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.08.2014). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2476627/