ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.08.2014
გამომცემი ორგანო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.133.016114
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 03/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,952 სიტყვა · ~15 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ასლან კახიძე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

დოკუმენტის ტექსტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 2014 წლის 26 აგვისტო ქ. ბათუმი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“  24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: 1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის დებულება თანდართული დანართის შესაბამისად. 2. ეს დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეასლან კახიძე დანართი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა  კომისიის დებულება       ეს დებულება, საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს (ტექსტში შემდგომ – ,,საკრებულო”) რეგლამენტის შესაბამისად, განსაზღვრავს ხელვაჩაურის  მუნიციპალიტეტის  საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომისიის (ტექსტში შემდგომ – ,,კომისია”) სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, კომისიის თავმჯდომარისა და  კომისიის წევრთა უფლებამოვალეობებს, კომისიის საქმიანობის ორგანიზაციასა და მუშაობის წესს.  მუხლი 1🔗. კომისიის  სტატუსი 1. კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომლის შექმნის მიზანია: საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ სფეროში, საკრებულოში (ბიუროსა და სხდომაზე) განსახილველი საკითხების წინასწარი მომზადება, საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, გამგეობის, მისი სტრუქტურული ერთეულებისა  და   მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების  კონტროლი. 2. კომისია იქმნება და თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 28-ე მუხლის,   საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით  დადგენილი  წესით.  3. კომისია იქმნება, მხოლოდ საკრებულოს წევრთაგან. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება კომისიის თავმჯდომარისა  და  საკრებულოს არანაკლებ ორი წევრით. საკრებულოს წევრი ვალდებულია იყოს ერთი, მაფრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი.  4. კომისიის თავმჯდომარე აირჩევა საკრებულოს მიერ, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით.   მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრებს, კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით, საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არ არიან არც ერთ ფრაქციაში, ამტკიცებს საკრებულო.  5. საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში სამუშაოდ, დროებით ან კომისიის უფლებამოსილების ვადით შეიძლება გარეშე პირთა მოწვევაც, როგორც ანაზღაურებით, ისე ანაზღაურების გარეშე.  6. კომისიის შემადგენლობას და მასში ცვლილებების შეტანას კომისიის თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.   7. კომისიის დებულებას, კომისიის  თავმჯდომარის  წარდგინების  საფუძველზე. საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარე,     8. კომისია უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით, საკრებულოს რეგლამენტით და ამ დებულებით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა       განხორციელებას. მუხლი 2🔗. კომისიის  საქმიანობის  ძირითადი პრინციპები კომისიის  საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) საჯაროობა;  გ) კოლეგიურობა; დ) დამოუკიდებელი პასუხისმგებლობა; ე) წარმომადგენლობითი პროპორციულობის დაცვა; ვ) მუნიციპალიტეტის  მოსახლეობის აზრის გათვალისწინება; ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა ჩართვის უზრუნველყოფა.; თ) ანგარიშვალდებულება  საკრებულოსა და  ადგილობრივი  მოსახლეობის წინაშე. მუხლი 3🔗. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. კომისიის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ" ევროპული ქარტია, ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი”, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე შესაბამისი ნორმატიული აქტები,  საკრებულოს  რეგლამენტი  და  ეს  დებულება.   2. კომისიის მუშაობასთან დაკავშირებულ იმ საკითხებს, რომლებიც კანონმდებლობით, საკრებულოს  რეგლამენტით და ამ დებულებით არ არის მოწესრიგებული,  წყვეტს  საკრებულო. მუხლი 4🔗. კომისიის ადგილსამყოფელი 1. კომისიის ადგილსამყოფელია ქალაქი ბათუმი დიდაჭარის  ქუჩა №23, II სართული. 2. კომისიის სხდომები ტარდება საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობაში. კომისიის   მიერ სხდომის სხვა ადგილას ჩატარება დაიშვება მხოლოდ საკრებულოს განკარგულებით ან საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით. მუხლი 5🔗. კომისიის ზოგადი უფლებამოსილება 1. კომისია: ა) სამუშაო გეგმის შესაბამისად შეიმუშავებს, განიხილავს და საკრებულოს სხდომისათვის ამზადებს საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ სფეროში საკრებულოს გადაწყვეტილებათა (სამართლებრივი აქტების) პროექტებს და წარუდგენს საკრებულოს ბიუროს; ბ) წინასწარ განიხილავს საკრებულოში შემოტანილ, მის სფეროს მიკუთვნებულ, საკრებულოს გადაწყვეტილებათა პროექტებს; ამზადებს დასკვნებს ორგანიზებას უწევს და/ან მონაწილეობს მათ განხილვაში; გ) ისმენს საკრებულოსადმი ანგარიშვალდებულ ორგანოთა და თანამდებობის პირთა ანგარიშებს; დ) განიხილავს იმ თანამდებობის პირთა კანდიდატურებს, რომელსაც ირჩევს (ათავისუფლებს) და/ან რომელთა დანიშვნაზეც (გათავისუფლებაზეც) თანხმობას იძლევა საკრებულო და დასკვნებს წარუდგენს საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს; ე) განიხილავს თვითმმართველი ერთეულის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიის, სამოქმედო გეგმის, პრიორიტეტების დოკუმენტის, მუნიციპალური პროგრამების და ბიუჯეტის პროექტებს და შეიმუშავებს დასკვნებს; ვ) აკონტროლებს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის დასკვნას წარუდგენს საკრებულოს; ზ) აკონტროლებს გამგეობის (მერიის) შესაბამისი მიმართულების სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობას, ისმენს მათ ანგარიშებს და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და შეფასებებს; თ) იღებს გადაწყვეტილებას კომისიასთან საკონსულტაციო საბჭოს შექმნის შესახებ; ი) ახორციელებს ამ რეგლამენტით, საკრებულოს დავალებით და საკრებულოს კომისიის დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს; 2. საკრებულოს კომისიის საქმიანობას კოორდინაციას უწევს და კომისიის სამუშაო გეგმებს ამტკიცებს საკრებულოს ბიურო.  მუხლი 6🔗. კომისიის განსაკუთრებული უფლებამოსილება 1. კომისია: ა) აკონტროლებს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადების პროცესს. განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს ანგარიშებს შემოსულობებისა და გადასახდელების საპროგნოზო მაჩვენებლების შესახებ, შეიმუშავებს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ბ) განიხილავს, ამზადებს დასკვნას და თანამომხსენებლად გამოდის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის და ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვის, აგრეთვე ბიუჯეტში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის განხილვაზე; გ) საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის" 78-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს  ფრაქციის ან/და საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ის მიერ ინიცირებული ბიუჯეტის პროექტის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ გამგებლისათვის  გაგზავნილი შენიშვნებთან შესაბამისობის შესახებ; დ) განიხილავს და ამზადებს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს მიერ საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის" 82-ე მუხლის შესაბამისად მომზადებული ბიუჯეტის ყოველთვიური და ყოველკვარტალური განწერის შესახებ; ე) ყოველთვიურად განიხილავს თვითმმართველი ერთეულის საფინანსო ორგანოს  მიერ საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის" 84-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად მომზადებულ ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ჩვენებით წარმოდგენილ ანგარიშს და შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს; ვ) განიხილავს საქართველოს კანონის ,,საბიუჯეტო კოდექსის" 85–ე მუხლის  შესაბამისად გამგებლის  მიერ მომზადებულ ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვას ნაზარდი ჯამით, რომელიც მოიცავს შემოსულობების, გადასახდელების (მათ შორის, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი სახსრების), ნაშთის ცვლილებისა და მთლიანი სალდოს ფაქტობრივი მოცულობების შედარებას შესაბამისი პერიოდის გეგმურ მაჩვენებლებთან და საკრებულოს წარუდგენს შესაბამის დასკვნებს და რეკომენდაციებს; ზ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებისა და გაუქმების, მათზე შეღავათების დადგენის, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების განაკვეთების განსაზღვრის შესახებ; თ) შეიმუშავებს წინადადებებსა და დასკვნებს ადგილობრივ ბიუჯეტში სარეზერვო ფონდის შექმნის და მისი განკარგვის წესების შესახებ, სამ თვეში ერთხელ საკრებულოს წარუდგენს ინფორმაციას სარეზერვო ფონდის გამოყენების შესახებ; ი) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას თვითმმართველი ერთეულის მიერ სესხის ან გრანტის აღების და შესაბამისი ხელშეკრულების პროექტთან დაკავშირებით; კ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე მუნიციპალური ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების საქმიანობის განსახორციელებლად საჭირო სახსრების განსაზღვრისა, აგრეთვე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით სხვა თვითმმართველ ერთეულთან საბიუჯეტო სახსრების გაერთიანების შესახებ ხელშეკრულების პროექტის თაობაზე; ლ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებაზე; მ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს თავმჯდომარისათვის თანხმობის მიცემაზე ისეთ გარიგების დადებაზე, რომლის ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს; ნ) განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს დასკვნას საკრებულოს მიერ მისაღებ ნორმატიულ პროექტების შესაძლო შედეგების საფინანსო–ეკონომიკური გაანგარიშების მართებულობის შესახებ; ო) განიხილავს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 140-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით დადგენილი აუდიტორული შემოწმების ანაგარიშს და დასკვნას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ წარმოდგენილ ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს; ნიშნავს საკრებულოს სხდომაზე კომისიიდან თანამოხსენებელს ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცებისას; პ) განიხილავს გამგებლის  წინადადებებს თვითმმართველი ერთეულის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.  2. კომისია განიხილავს და საკრებულოს წარუდგენს წინადადებებს, რეკომენდაციებს და დასკვნებს: ა) თვითმმართველი ერთეულის ქონების ფლობის, განკარგვისა და ქონებით სარგებლობის წესების დადგენის შესახებ; ბ) ადგილობრივი შესყიდვების დაგეგმვისა და ადგილობრივი შესყიდვების გეგმების პროექტის შესახებ; გ) თვითმმართველი ერთეულის ქონების შეძენის, ფლობის, სარგებლობისა და განკარგვის შესახებ; დ) კერძო სამართლის იურიდიული პირების შექმნის, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; ე) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის პროექტის დამტკიცების; თვითმმართველი ერთეულის ქონების განკერძოების პროგრამების და ამ პროგრამების შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ; ვ) თვითმმართველი ერთეულის ქონების საპრივატიზებო საწყისი ფასისა და სარგებლობის ქირის ოდენობის დადგენის; თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენის შესახებ; ზ) ახორციელებს საკრებულოს რეგლამენტით და საკრებულოს დავალებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. გამგეობის  და საკრებულოს წინაშე ანგარიშვალდებული თანამდებობის პირები კომისიის მოთხოვნით ვალდებულნი არიან კომისიის მიერ დადგენილ ვადაში წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები, დასკვნები და სხვა მასალები, დაესწრონ კომისიის სხდომებს, პასუხი გასცენ სხდომაზე დასმულ შეკითხვებზე და წარადგინონ გაწეული საქმიანობის ანგარიში. მუხლი 7🔗. კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილება და ვალდებულება  1. კომისიის თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან, საკრებულოს უფლებამოსილების ვადით, სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტით ირჩევს საკრებულო.  საკრებულოს კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვთ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთ მეხუთედსა და   საკრებულოს ფრაქციას.   2. კომისიის თავმჯდომარე:   ა) იწვევს, ხსნის, თავმჯდომარეობს და წარმართავს კომისიის სხდომას;   ბ) ადგენს კომისიის დებულებას, კომისიის სხდომაზე განიხილავს და საკრებულოს თავმჯდომარeს  წარუდგენს,  საკრებულოს სხდომაზე    დასამტკიცებლად;  გ) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტითა და მუნიციპალიტეტის კომისიის დებულებით დადგენილი პროცედურების დაცვას;  დ) ადგენს კომისიის სხდომის დღის წესრიგის პროექტს, განსახილველ საკითხზე გამოსვლის მსურველთა (კომისიის წევრებისა და მოწვეული პირების) სიას. საკრებულოს რეგლამენტითა და საკრებულოს კომისიის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს გამომსვლელთა რიგითობას და აძლევს მათ სიტყვას;  ე) სვამს საკითხს კენჭისყრაზე და აცხადებს კენჭისყრის შედეგებს;  ვ) ხელს აწერს კომისიის სხდომების ოქმებს, კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს,  დასკვნებსა  და   რეკომენდაციებს;  ზ) ამ დებულების  შესაბამისად  ქმნის კომისიის სამუშაო ჯგუფებს;  თ) ანაწილებს ფუნქციებს კომისიის წევრებს შორის, აძლევს დავალებებს კომისიის წევრებს;   ი) ნიშნავს კომისიის საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობას;  კ) ადგენს და საკრებულოს ბიუროს დასამტკიცებლად წარუდგენს კომისიის სამუშაო გეგმებს. უზრუნველყოფს სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელებას;  ლ) საკრებულოში და მის ფარგლებს გარეთ, არის კომისიის წარმომადგენელი, მოქმედებს და გამოდის კომისიის სახელით;  მ) აკონტროლებს კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულებას;  ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის დებულებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.  3. კომისიის თავმჯდომარის არყოფნის, აგრეთვე კომისიის თავმჯდომარის გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის დავალებით კომისიის ერთ-ერთი წევრი, როგორც კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას. ამ საკითხზე კომისიის თავმჯდომარის დავალების არ არსებობის შემთხვევაში, კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობებს ასრულებს კომისიის უხუცესი წევრი.   4. კომისიის თავმჯდომარე ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.   ვალდებულია საკრებულოს  რეგლამენტით დადგენილი წესით წელიწადში ერთხელ მაინც, საკრებულოს წარუდგინოს ანგარიში კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ და წელიწადში ერთხელ მაინც შეადგინოს და გამოაქვეყნოს კომისიის მუშაობის ანგარიში.  5. კომისიის თავმჯდომარეს უფლება არა აქვს, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა. 6. კომისიის თავმჯდომარე იმავდროულად არ შეიძლება იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარეც. ამავე დროს, არ ეკრძალება იყოს სხვა კომისიის წევრიც;   7. კომისიის თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება საკრებულოს  რეგლამენტით დადგენილი წესით გადარჩევის, თანამდებობიდან გადადგომის, მისი, როგორც საკრებულოს წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის, აგრეთვე „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი თანამდებობის დაკავების ან შეუთავსებელი საქმიანობის შემთხვევაში. მუხლი 8🔗. კომისიის წევრის უფლებები და მოვალეობები 1. კომისიის წევრს უფლება აქვს: ა)   თანაბარ  საწყისებზე  მონაწილეობდეს  კომისიის მუშაობაში; ბ) განსახილველ საკითხზე გამოთქვას შენიშვნები, წინადადებები და მოსაზრებები, ჰქონდეს განსხვავებული პოზიცია; გ)  ნებისმიერ დროს გავიდეს კომისიის შემადგენლობიდან; დ) განახორციელოს საკრებულოს რეგლამენტით და კომისიის თავმჯდომარის მიერ   მისთვის  დაკისრებული  სხვა  უფლებამოსილებანი. 2. კომისიის წევრი ვალდებულია: ა) იმუშაოს საქართველოს კანონმდებლობის, საკრებულოს რეგლამენტისა და ამ დებულების შესაბამისად; ბ)  დაესწროს  კომისიის  სხდომას  და  მონაწილეობა  მიიღოს  მის  მუშაობაში; გ) საკრებულოს რეგლამენტით  დადგენილი წესით შეხვდეს   ამომრჩევლებს; დ) არ გაავრცელოს და პირადი ინტერესებისთვის არ გამოიყენოს კონფიდენციალური ინფორმაცია; ე) შეასრულოს კომისიის მიერ მასზე დაკისრებული  მოვალეობები;      ვ) თავისი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, კომისიის წევრის  მიმართ,  გამოიყენება  საკრებულოს  რეგლამენტით  დადგენილი ნორმები.  3. კომისიის  წევრს უფლებამოსილება  უწყდება: ა)   საკრებულოს  წევრის  უფლებამოსილების  შეწყვეტის  შემთხვევაში; ბ) კომისიის წევრის საკრებულოს თავმჯდომარედ ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ არჩევის შემთხვევაში; გ)  კომისიიდან გამოსვლის შესახებ, წერილობითი განცხადების წარდგენის შემთხვევაში. 4. კომისიის წევრის მიერ კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადება ბარდება საკრებულოს  იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა  კომისიას, რომელიც განცხადებას წარუდგენს საკრებულოს უახლოეს სხდომას. საკრებულო, საკრებულოს კომისიიდან გასვლის შესახებ საკრებულოს წევრის განცხადებას იღებს ცნობის სახით, კენჭისყრის გარეშე. კომისიის წევრს კომისიის წევრობის უფლებამოსილება უწყდება კომისიიდან გასვლის შესახებ წერილობითი განცხადების  ჩაბარებიდან. მუხლი 9🔗. კომისიის სხდომა 1. საკრებულოს კომისია უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ არჩეულია კომისიის თავმჯდომარე და კომისიის ორი  წევრი მაინც. კომისიის სხდომა შეიძლება გახსნილად გამოცხადდეს, თუ სხდომას ესწრება კომისიის წევრთა შემადგენლობის ნახევარზე მეტი.  2. კომისიის პირველი საორგანიზაციო სხდომაზე ხდება ფუნქციების განაწილება კომისიის წევრებს შორის და საჭიროების შემთხვევაში, კომისიის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ ერთგვაროვან ფუნქციათა დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისგან კომისიის სამუშაო ჯგუფების შექმნა.  3. საკრებულოს კომისიის სხდომებს იწვევს და წარმართავს კომისიის თავმჯდომარე, ხოლო ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნის დროს, სხდომაზე დამსწრეთაგან კომისიის უხუცესი წევრი. კომისიის სხდომები იმართება საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული  გრაფიკის მიხედვით, თვეში ორჯერ მაინც, კომისიის სამუშაო გეგმის შესაბამისად.  4. კომისიის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, კომისიის თავმჯდომარის ან კომისიის წევრთა 1/3-ის ინიციატივით. საკრებულოს სხდომების დროს კომისია შეიძლება შეიკრიბოს საკრებულოს დავალებით, ცალკეულ საკითხთა სასწრაფოდ განხილვის მიზნით.  5.  კომისია ვალდებულია საკრებულოს, ან საკრებულოს ბიუროს დავალებით, მის მიერ განსაზღვრულ ვადაში გამართოს სხდომა და განიხილოს საკითხი.   6. კომისიის სხდომის დღის წესრიგს ადგენს კომისიის თავმჯდომარე კომისიის სამუშაო გეგმის საფუძველზე. კომისიის წევრთა წინადადებით, კომისიის გადაწყვეტილებით დღის წესრიგში შეიძლება შეტანილი იქნეს ცვლილებები.  7. საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს ან შესამაბისი კომისიების გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს კომისიების ერთობლივი სხდომა.   8. კომისიის გადაწყვეტილებით, საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით შეიძლება ჩატარდეს კომისიის გასვლითი სხდომა.   9. ცნობა კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ,  ქვეყნდება  საკრებულოს რეგლამენტით   დადგენილი წესით (სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც). მუხლი 10🔗. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის ზოგადი წესი 1. კომისიის სხდომა საჯაროა, გარდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 28-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.  კომისიის სხდომა ან სხდომის ნაწილი შეიძლება გამოცხადდეს დახურულად კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით თუ სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მონაცემების გახმაურება აკრძალული  ან  შეზღუდულია კანონით. 2. კომისიის დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს წევრებს, გამგებელს, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად  მოწვეულ  პირებს. 3. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვის საჯაროობის დაცვის მიზნით საკრებულოს აპარატი უზრუნველყოფს საკრებულოს კომისიის სხდომის ჩატარების ადგილის, დროისა და დღის წესრიგის თაობაზე და განსახილველ საკითხებზე დაინტერესებულ პირთა მიერ მოსაზრებების წარდგენის ვადის შესახებ ცნობის გამოქვეყნებას  საკრებულოს  რეგლამენტით  დადგენილი წესით. 4. ნებისმიერ პირს უფლება აქვს საკრებულოს აპარატს მიაწოდოს თავისი წინადადებები, თუ შენიშვნები კომისიის სხდომაზე გასატან საკითხთან დაკავშირებით,  ცნობაში  მითითებულ  მოსაზრებების  წარდგენის  ვადაში. 5. მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩეველს, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციებს, იურიდიულ პირებს და მოქალაქეთა ჯგუფებს უფლება აქვთ კომისიის სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად გამოყონ მომხსენებელი, რის შესახებაც უნდა აცნობონ საკრებულოს აპარატს კომისიის სხდომის ჩატარებამდე 2 დღით ადრე მაინც. საკრებულოს აპარატი ახდენს შემოსულ წერილების სისტემატიზაციას, წინადადებების ინიციატორებთან შეთანხმებით ახდენს ერთგავაროვან წინადადებათა გაერთიანებას და კომისიის თავმჯდომარეს წარუდგენს მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ამომრჩევლის, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ ორგანიზაციების, იურიდიული პირებისა და მოქალაქეთა ჯგუფების მიერ წარმოდგენილ საკრებულოს კომისიის სხდომაზე გამომსვლელთა სიას.  6. კომისიას უფლება აქვს მის მიერ განსახილველი საკითხების მოსამზადებლად გამგეობის  შესაბამისი სამსახურების, სამეცნიერო დაწესებულებების, საზოგადოებრიობის წარმომადგენლებისაგან შექმნას კომისიის სამუშაო ჯგუფები. 7. კომისიის სხდომაზე საკითხის განხილვისას წინადადებების შემოტანის უფლება აქვთ როგორც კომისიის წევრებს, ასევე კომისიის სხდომაზე მოწვეულ და დამსწრე პირებს კომისიის სხდომის თავმჯდომარის ნებართვით. წინადადება კამათის შეწყვეტის შესახებ კენჭისყრაზე შეიძლება დადგეს მხოლოდ მაშინ, როცა კომისიაში შემავალ ყველა ფრაქციის წარმომადგენელს მიეცემა აზრის გამოთქმის შესაძლებლობა. 8. კომისიამ მოხსენება მისთვის განსახილველად გადაცემულ ნორმატიული აქტის პროექტებზე უნდა წარადგინოს საკრებულოს მიერ დაწესებულ ვადაში. თუ ვადა დაწესებული არ არის, კომისიისათვის ნორმატიული აქტის პროექტის გადაცემიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ კომისია ვალდებულია წარმოადგინოს მოხსენება საკრებულოს უახლოეს სხდომაზე აღნიშნული ნორმატიული აქტის პროექტის შესახებ. 9. თუ კომისიაში გადაცემული რამდენიმე პროექტი ეხება ერთი და იგივე საკითხს, კომისია წყვეტს თუ რომელ მათგანს გაუწიოს რეკომენდაცია, როგორც ძირითადს. დანარჩენ ნორმატიული აქტის პროექტებზე ცალკე გადაწყვეტილების გამოტანა არ ხდება. თუ კომისიის ერთ-ერთი წევრი მაინც მოითხოვს სხვა რომელიმე ნორმატიული აქტის პროექტის ძირითადად მიჩნევას, საკითხი წყდება კენჭისყრით. 10. კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება კომისიის გადაწყვეტილებას უფლება აქვს მოითხოვოს თავისი მოსაზრებაის შეტანა კომისიის სხდომის ოქმში და საკრებულოს სხდომაზე  მისი გაცნობა ან თანამომხსენებლად გამოსვლა. კომისიის წევრის ეს  მოთხოვნა  უნდა  დაკმაყოფილდეს. 11. კომისიის თავმჯდომარე კომისიის დასკვნის საკრებულოს სხდომაზე გამოსატანად ნიშნავს ერთ ან რამდენიმე მომხსენებელს. 12. კომისიის გადაწყვეტილებები საკრებულოს ბიუროს წარედგინება წერილობითი სახით. გადაწყვეტილებებში უნდა იყოს აღნიშნული შესაბამის საკითხზე კომისიის დასკვნა, ამ საკითხის გადაჭრის რეკომენდაცია და საკრებულოს სხდომაზე კომისიის მიერ დანიშნული მომხსენებელი (მომხსენებლები). გადაწყვეტილებებში აღინიშნება კომისიის წევრთა უმცირესობის აზრიც და ამ საკითხზე კომისიის თვალსაზრისი. 13. კომისიის სხდომის მუშაობაზე ვრცელდება საკრებულოს სხდომის მუშაობის წესები. მუხლი 11🔗. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება 1. კომისიის სხდომა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა ნახევარი მაინც. გადაწყვეტილების მიღება ხდება კომისიის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტით. თუ რამოდენიმე კომისია იხილავს საკითხს ერთობლივ სხდომაზე, კენჭისყრა თითოეული კომისიისათვის ცალ-ცალკე ტარდება. 2. კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება ღია კენჭისყრით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. კომისიის გადაწყვეტილებით, ცალკეულ განსახილველ საკითხზე შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრა. 3. კომისიის სხდომაზე განსახილველი პროექტები განხილვის შედეგად შეიძლება მიჩნეულ იქნეს საკრებულოს სხდომაზე განხილვისთვის მომზადებულად, არასაკმარისად მომზადებულად ან მიუღებლად. 4. კომისიის სხდომაზე განიხილება აგრეთვე კომისიის საქმიანობის ძირითად მიმართულებათა აქტუალური საკითხები, პეტიციები, მოქალაქეთა საჩივრები და განცხადებები, თანამდებობის პირთა ახსნა-განმარტებები, ინფორმაციები და შემოწმებათა შედეგები. 5. კომისია განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით იღებს წინადადებებს,  დასკვნებს,  რეკომენდაციებს,   ხოლო ორგანიზაციულ საკითხებთან დაკავშირებით – გადაწყვეტილებებს. მუხლი 12🔗. კომისიის სამუშაო ჯგუფები 1. კომისიის უფლებამოსილებათა ფუნქციური დაჯგუფების მიხედვით კომისიის წევრებისაგან იქმნება  კომისიის სამუშაო ჯგუფები. 2. კომისიის წევრთა გადანაწილებას სამუშაო ჯგუფებში კომისიის წევრთა სურვილის გათვალისწინებით ახდენს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის წევრი შეიძლება იყოს კომისიის  ორი  სამუშაო ჯგუფის წევრი. 3. სამუშაო ჯგუფის ფუნქციაა თავის უფლებამოსილების ფარგლებში წინასწარ  განიხილოს და მოამზადოს კომისიის სხდომაზე განსახილველი საკითხები. 4. კომისიაში იქმნება შემდეგი სამუშაო ჯგუფები: ა)  საფინანსო-საბიუჯეტო  საკითხთა  სამუშაო ჯგუფი; ბ) ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი.  5. საფინანსო-საბიუჯეტო  საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-6 მუხლის, I პუნქტის ,,ა"–,,პ" პუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს; 6. ქონების მართვის საკითხთა სამუშაო ჯგუფი წინასწარ განიხილავს და კომისიას განსახილველად წარუდგენს ამ დებულების მე-6 მუხლის, მე-2 პუნქტის ,,ა" – ,,ვ" ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საკითხებს. მუხლი 13🔗. კომისიის საკონსულტაციო საბჭო 1. კომისიის საკონსულტაციო საბჭო  იქმნება შესაბამისი დარგის კომპეტენტური, სათანადო გამოცდილების მქონე, მოწვეული ექსპერტ-კონსულტანტების, ასევე  დაინტერესებულ  იურიდიული პირების წარმომადგენლებისაგან. 2. კომისიის საბჭოს პერსონალურ შემადგენლობას მოწვეულ პირებთან შეთანხმებით განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 3. საკონსულტაციო საბჭოს სხდომებს იწვევს და თავმჯდომარეობს კომისიის თავმჯდომარე. 4. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების დღის წესრიგს საბჭოს წევრებთან წინასწარი კონსულტაციის შემდეგ განსაზღვრავს კომისიის თავმჯდომარე. 5. საკონსულტაციო საბჭო, კომისიის თავმჯდომარის წინადადებით, წინასწარ განიხილავს კომისიის სხდომაზე განსახილველ საკითხებს, შეიმუშავებს შესაბამის რეკომენდაციებს და წინადადებებს. 6. საკონსულტაციო საბჭო განიხილავს ასევე, კომისიის უფლებამოსილებას   მიკუთვნებულ სფეროებში არსებულ პრობლემებს და მათ გადაწყვეტის შესაძლო გზებს. 7. კომისიის თავმჯდომარის, კომისიის ან კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ინიციატივით შეიძლება ჩატარდეს კომისიისა და საკონსულტაციო საბჭოს ერთობლივი სხდომა.  8. საკონსულტაციო საბჭოს სხდომების ჩატარებას ორგანიზებას უწევს საკრებულოს აპარატი. მუხლი 14🔗. კომისიის საქმიანობის უზრუნველყოფა კომისიის და კომისიის საკონსულტაციო საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ მომსახურებას და  საქმისწარმოებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი: ა) უზრუნველყოფს  კომისიის  სხდომის დღის წესრიგის და სხდომაზე განსახილველი საკითხების პროექტების და სხვა საჭირო ინფორმაციის მომზადებას, გამრავლებას, გამოქვეყნებას და საკრებულოს წევრებისათვის მათ მიწოდებას; ბ) ადგენს მოწვეულ პირთა სიას და კომისიის  თავმჯდომარის მიერ მისი დამტკიცების შემდეგ უზრუნველყოფენ ამ პირთა გაფრთხილებას; გ) ახდენს  კომისიის წევრთა რეგისტრაციას; დ) ეხმარება კომისიის  სხდომის თავმჯდომარეს სხდომის წაყვანის პროცესში, სხდომაზე წესრიგის დაცვასა და სხდომის ტექნიკურ უზრუნველყოფაში; ე) საქართველოს კანონმდებლობისა და საკრებულოს დადგენილი წესით უზრუნველყოფს საკრებულოს სხდომის ოქმის შედგენას, საკრებულოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებების გაფორმებას, გამოქვეყნებას და დაგზავნას. მუხლი 15🔗. კომისიის  სხდომის ოქმი 1. კომისიის სხდომაზე დგება ოქმი, რომელშიც უნდა აისახოს: კომისიის დასახელება; კომისიის სხდომის ჩატარების რიცხვი, თვე, წელი  და ადგილი; ოქმის რიგითი ნომერი; კომისიის სხდომის თავმჯდომარის და კომისიის სხდომაზე მონაწილე წევრთა რაოდენობა და ვინაობა;  კომისიის დღის წესრიგის საკითხები, გამომსვლელთა ვინაობით;  ყველა წამოყენებული წინადადება, რომელიც დაისვა კენჭისყრაზე; კენჭისყრის შედეგები და მიღებული გადაწყვეტილება. სხდომის ოქმს ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე.  2. კომისიის სხდომათა ოქმები გადაეცემა და ინახება საკრებულოს აპარატში. კომისიის ოქმი ქვეყნდება ხელმოწერიდან 2 დღის ვადაში საკრებულოს   რეგლამენტით დადგენილი წესით. მუხლი 16🔗. კომისიის დებულებაში ცვლილებების /დამატებების შეტანა კომისიის დებულებაში ცვლილებების/დამატებების შეტანა ხორციელდება საკრებულოს დადგენილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.