📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2014
ძალაში შესვლა 05.09.2014
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №19
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016215
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,143 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2014 მიღება
05.09.2014 ძალაში შესვლა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №19 2014 წლის 29 აგვისტო ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  ადგენს: 1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულება, თანახმად დანართისა. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 24 ივნისის №6 დადგენი­ლება (გაზეთი „ბათუმური ქრონიკები“ №111, 29.06.2010 წ.). ბ) „თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის ტერიტორიული ორგანოების შექ­მნისა და მათი ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2008 წლის 31 მარტის №3-2 დადგენილება (გაზეთი „აჭარა“ №40, 12.04.2008 წ. გვ. 11,12). 3. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია (შემდეგში - „მერია“) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს, მუნიციპალიტეტის უმაღლესი თანამ­დე­ბობის პირის, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემდეგში -  „მერი”) დაქვემ­დე­ბარებაში არსებული დაწესებულება, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლე­ბამოსილების განხორციელებას, წინამდებარე დებულებით და სხვა სამარ­თლებრივი აქტებით განსაზ­ღვრული წესით. 2. „მერია“ შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლობის კოდექსი“-ს შესაბამისად. 3. მერიის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია. 4. მერია, როგორც დაწესებულება (ადმინისტრაციული ორგანო) შედგება სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერთეულებისაგან, რომლებიც ქმნიან მერიის ერთიან სისტემას. წინამდებარე დე­ბუ­ლე­ბით მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება გათვალისწინებულ იქნას სხვა თანამ­დებობა, რომელიც არ შედის მერიის რომელიმე სტრუქტურული ერთეულის შემადგენ­ლობაში. 5. მერიის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას. 6. მერია არ წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და იგი თავის უფლება-მოვალეობის განხორციელებას უზრუნველყოფს მერიის სტრუქტურული ერთეულების  მეშვეობით. 7. მერია არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი. 8. მერიას აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი და ტი­ტუ­ლიანი ბლანკი თვითმმართველი ერთეულის სიმბოლოს გამოსახულებით და საკუ­თარი სახელწოდების აღნიშვნით. 9. მერიის ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია: www.batumi.ge. 10. მერიის სამართალწარმოების ენაა საქართველოს სახელმწიფო ენა. 11. მერიის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25. 12. დაუშვებელია მერიის სისტემაში არსებობდეს სტრუქტურული ერთეული, რომე­ლიც გათვალისწინებული არ არის წინამდებარე დებულებით. მუხლი 2🔗. მერიის საქმიანობის პრინციპები 1. მერიის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლების განხორციელება კანონმდებლობის შესაბამისად; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესთა ურთიერთ­გაწონასწო­რებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა; თ) სამართლებრივი სახელწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. თავი II ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო -  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი მუხლი 3🔗. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი ორგანოს  -  ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილებები 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის უმაღლეს თანამდებობის პირს წარმოადგენს - ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლიტეტის მერი. 2. მერი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგა­ნო­სადმი მიკუ­თვ­ნე­ბულ საკითხებზე გადაწყვეტილებას ღებულობს საქართველოს ორგანული კანონის „ად­გი­ლობ­რივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს, წინამდებარე დებუ­ლების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და საკრებულოს ად­მი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად. 3.  მერი: ა) მერიის ორგანიზაციული საქმიანობის სფეროში: ა.ა) საერთო ხელმძღვანელობასა და კოორდინაციას უწევს მერიის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას; ა.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის, სტრუქტურული ერთე­უ­ლების დებულებებს, საშტატო ნუსხას, მერიის თანამშრომელ­თათ­ვის დაწესებულ დამა­ტე­ბით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, მერიის საჯარო მოხელეთა საკონკურსო/საატესტაციო კო­მისიის თავმჯდომარის კანდიდატურას; ა.გ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის თანამ­დებობის პირებს; ა.დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერიის მოსამსა­ხურეებს; ა.ე) უნაწილებს ფუნქციებს მერიის მოსამსახურეებს, დავალებებს აძლევს მერიის თანამდებობის პირებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ; ა.ვ) წინამდებარე დებულებით დადგენილი წესით ახორციელებს მერიის თანამ­დე­ბობის პირებისთვის უფლებამოსილებების დელეგირებას, გარდა ამ პუნქტის „ა.ა“−„ა.გ“, „ბ.ა“−„ბ.გ“, „დ.კ“, „ე.ვ“ და „ე.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა, აგრეთვე იმ უფლებამოსილებებისა, რომლებიც საქართველოს ორგანული კანონის „ადგი­ლობ­რივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად საკრებულოს მიერ დამტკი­ცებას ან თანხმობის მიცემას საჭიროებს. უფლებამოსილების დე­ლეგირება შეიძ­ლე­ბა გა­ნხორ­ციელ­დეს შესაბამისი სტრუ­­ქტურული ერთეულის დე­ბ­უ­ლ­ების დამტკიცებით (მა­სში ცვლი­ლებების შე­ტ­ა­ნ­ით) ან/და თანამდებობის პირისათვის უფლებამოსილების დელეგი­რებისათვის ცალკე სამა­რ­თლებრივი აქტის გა­მ­ოცემით. მერის მიერ წი­ნა­მ­დე­ბა­რე დე­ბუ­ლებით გათვალისწინებული, მერისათვის მი­კუ­თ­ვნებული უფლება­მო­სი­­ლე­ბ­ის მერიის სტრუ­ქტურული ერთეულის ან/ და ცალკეული თანამდებობის პირი­სადმი დელეგი­რე­ბა, არ კრძალავს ამავე უფ­ლე­­ბა­მო­სი­ლების უშუალოდ მერის მიერ განხორ­ცი­ელებას; ა.ზ) იღებს გადაწყვეტილებებს მერიის მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ა.თ) ამტკიცებს მერიის შინაგანაწესს და თანამდებობრივ ინსტრუქციებს; ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში: ბ.ა) საკრებულოს წელიწადში ერთხელ მაინც, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგ­ლამენტით დადგენილი წესით წარუდგენს ანგარიშს გაწეული მუშაობის შესახებ, აგრეთვე საკრებულოს წევრთა არანაკლებ ერთი მეოთხედის მოთხოვნით საკრებულოს წარუდგენს რიგგარეშე ანგარიშს; ბ.ბ) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეიმუშავებს და საკრებულოს მისა­ღებად წარუდგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტებს; ბ.გ) საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწ­ვე­ვის შესახებ წინადადებით, საკრებულოს მორიგ სხდომაზე შეაქვს დამატებით განსა­ხილ­ვე­ლი საკითხი, უფლებამოსილია დაესწროს საკრებულოს და საკრებულოს კომისიების ღია და დახურულ სხდომებს; ბ.დ) უზრუნველყოფს საკრებულოს მიერ მიღებული ადმინისტრაციულ-სამარ­თლებ­რი­ვი აქტების აღსრულებას; გ) საფინანსო-საბიუჯეტო სფეროში: გ.ა) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტისა და ბიუჯეტში შესატანი ცვლილების პროექტებს; უზრუნველყოფს დამტკიცე­ბული ბიუჯეტის შესრულებას თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; გ.ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს საანგარიშო წლის ბიუჯეტის შეს­რუ­ლე­ბის ანგარიშს; გ.გ) საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, საკრებულოს მიერ დად­გე­ნი­ლი წესით, მუნიციპალიტეტის დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილების შეუტანლად იღებს გადაწყვეტილებას მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხ­ლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების შესახებ; გ.დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს კანონით განსაზღვრული ადგი­ლობ­რივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებისა და გაუქმების შესახებ დადგენილებების პროექტებს; გ.ე) მუნიციპალიტეტის სახელითა და საკრებულოს თანხმობით იღებს სესხს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; გ.ვ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მერიის მიერ წლის გან­მავ­ლობაში გან­­სახორციელებელი შესყიდვების გეგმას, ახორციელებს შესყიდვებს საქართ­ვე­ლოს კა­ნონ­მ­­დებლობით დადგენილი წესით; გ.ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით მერიისათვის მიკუთვნებული გადასახდელების ფარგლებში ხელს აწერს შესაბამის საფინანსო დოკუმენტაციას;  გ.თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგ­რა­მე­ბი­სა და ღონისძიებების ფარგლებში სამართლებრივი აქტის სახით იღებს გადაწყვე­ტი­ლე­ბას კონკრეტული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე; დ) მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის სფეროში: დ.ა) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით იღებს გადაწყვეტილებას მუნი­ციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის შესახებ; დ.ბ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებებს: კერძო სამართლის სამე­წარ­მეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანი­ზა­ციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერ­ციული) იუ­რი­დიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნი­ცი­პა­ლიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს კაპიტალში ცვლილების შე­სა­ხებ; სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ; დ.გ) საკრებულოს თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის მოძ­რავი ქო­ნების პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფ­ლე­ბით, პირობით ან უპირობოდ გაცემის შესახებ;  დ.დ) საკრებულოს თანხმობით წყვეტს უძრავი ქონების პირდაპირი განკარგვის წე­სით სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით, პირობით ან უპირობოდ გა­ცე­მის საკითხს; დ.ე) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს მუნიციპალიტეტის ქო­ნების შემძენის/სარგებლობის უფლებით მიმღების/მართვის უფლებით მიმღების ხელ­შეკ­რულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისთვის დაკისრებუ­ლი/დასა­კის­რებელი პირგასამტეხლოსგან განთავისუფლების საკითხი; დ.ვ) საკრებულოს თანხმობით უფლებამოსილია გადაწყვიტოს პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გაცემული ქონების მიმღების ამ ქონებასთან დაკავშირე­ბუ­ლი პირობის (პირობების) შესრულების ვალდებულებისგან განთავისუფ­ლების საკითხი, გარ­და ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა; დ.ზ) მოქმედი კანონმდელობის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით იღებს გა­დაწ­­ყვეტილებას მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ; დ.თ) უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებ­ლო­ბას, რეკონსტრუქციასა და აღდგენას. ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სა­კუთრებაში არსებული ქონების ხელშეშლის აღკვეთას, ამ მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს და ახორციელებს სხვა ღონისძიებებს; დ.ი) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის ქონების საპ­რი­ვა­ტიზაციო ობიექტების ნუსხასა და პრივატიზაციის გეგმას; დ.კ) ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ მათთ­ვის სარგებლობის უფლებით გადაცემული მუნიციპალიტეტის ქონების გამოყენებისა და ქონებით სარგებლობის წესების დაცვაზე; დ.ლ) მუნიციპალიტეტის ქონების პირობებიანი აუქციონის ფორმით განკარგვის შემ­თ­ხვევაში ახორციელებს მონიტორინგს ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შე­სა­ბა­მისი პირობების შესრულებაზე. ამ მიზ­ნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკ­რუ­ლე­ბიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრ­თ­ხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალ­დე­ბულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს და­მა­ტე­ბით ვადებს, იღებს გადა­წყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სა­ხელ­შეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე; დ.მ) იღებს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ქონების კანონმდებლობით დად­გენილი წესით პრივატიზების შესახებ, ასევე მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული წილებისა და აქციების პრივატიზებისა და მართვის უფლებით გადაცემის შესახებ; დ.ნ) ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკ­­ვეთების ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტ­რა­ციის მიზნით კანონ­მდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და გამოსცემს შე­სა­ბა­მის სამართლებრივ აქტებს. იღებს გადაწყვეტილებას ერთის მხრივ თვი­თ­­მმარ­თველი ერ­თე­ულის და მეორეს მხრივ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზ­ღ­ვ­რე­ბის კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე; ე) აღმასრულებელი საქმიანობის სხვა სფეროებში: ე.ა) ხელს აწერს მუნიციპალიტეტის სახელით დადებულ ხელშეკრულებებსა და შე­თან­­ხმებებს; ე.ბ) წარმოადგენს მუნიციპალიტეტს და მოქმედებს მისი სახელით ოფიციალური ურ­თიერთობებისას, მუნიციპალიტეტის სახელით ანიჭებს წარმომადგენლობით უფლება­მო­სი­ლებებს, მათ შორის, რწმუნებებს (მინდობილობებს), გარდა მოქმედი კანონმდებ­ლო­ბით გათვალისწინებული შემთხვევებისა; ე.გ) მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფს შესაბამისი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და სხვა პროგრამების, სტრატეგიებისა და გეგ­მე­ბის მომზადებას, საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენას და განხორ­ციელებას; ე.დ) შეიმუშავებს და საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტებს;  ე.ე) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინის­ტ­რა­­ციულ-სამართლებრივ აქტებს; ე.ვ) მისი უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებული ცალკეული საკითხების შესას­წავ­ლად, შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მოსამზადებლად ქმნის სათათბირო ორ­განოებს − საბჭოებს და სამუშაო ჯგუფებს; ე.ზ) ანიჭებს მუნიციპალიტეტის საპატიო წოდებებსა და ჯილდოებს; ე.თ) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშე­ნ­ე­ბ­ლობის ნებართვის გაცემის, I კლასის ობიექტის შემთხვევაში - დაგეგმილი მშე­ნებ­ლობის ქალაქთმ­შე­­ნე­ბ­­ლობით დოკუმენტებთან შესა­ბა­მისობის და მშენებლობის განხორ­ციელების შესაძ­ლებ­ლობის დადასტურების ადმინისტრაციული წარ­მოე­ბის პროცესში გამოსცემს კა­ნო­ნმ­დე­ბ­ლო­ბით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ-სა­მარ­თლებრივ აქტებს, ღებულობს გა­დაწყ­ვეტილებას სპეციალური (ზონალური) შეთანხმების შესახებ, ასევე ღებულოს გა­დაწ­ყვე­ტილებებს მშენებლობის ნებართვის გა­ცე­მას­თან დაკავ­ში­რე­ბულ სხვა საკითხებზე; ე.ი) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრულებელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში გა­მო­ს­ცემს ად­მი­ნისტრაციულ-სამართლებრივ აქტს შენობა-ნაგებობის ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღების შესახებ ან მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ე.კ) კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ადმინისტრაციულ-სამართ­ლ­ე­ბ­რივ აქ­ტს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლე­გ­ა­ლიზების ან ლეგალიზებაზე უარის თქმის შესახებ; ე.ლ) ახორციელებს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლ(ებ)ისათვის მიწის ნაკ­ვე­თე­ბის საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას; ე.მ) ითანხმებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული კერძო სა­მარ­თ­ლის იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკი­ცებს მათ საშტატო განრიგს, სას­წავ­ლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონ­ტი­გენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს კერძო სამართლის იუ­რი­დიული პირების პარტნიორ(ებ)ის (დამფუძნებლის) უფლებამოსილებას; როგორც დამფუძნებელი პარტნიორი ღებულობს გადაწყვეტილებას ქ. ბათუმის მერიას დაქვემდე­ბარებული კერძო სამართლის იურიდიული პირების დირექტორების დანიშ­ვნის/გა­თავისუფლების შესახებ, ამტკიცებს კერძო სამართლის იურიდიული პირის წეს­დებას და ახორციელებს კერძო სამართლის იურიდიული პირების მართვის სფეროში მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ღონისძიებებს; ე.ნ) ღებულობს გადაწყვეტილებას გარე ვაჭრობებისა და გარე რეკლამის განთავსების ნე­ბართვის გაცემასთან დაკავშირებით. ე.ო) ღებულობს გადაწყვეტილებას პარკირების ადგილების განკარგვასთან დაკავში­რებით; ე.პ) ღებულობს გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის ფარგლებში რეგულარული სამ­­გზავრო გადაყვანების ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. ე.ჟ) იხილავს და სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით იღებს გადაწყვეტილებას მერიის სტრუქტურული ერთეულების მიერ გამო­ცე­მულ აქტებზე და განხორციელებულ ქმედებებზე წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივ­რებ­თან დაკავშირებით; ე.რ) იწვევს და ხელმძღვანელობს მერის თათბირებს; ე.ს) ხელწერით ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტებისა და სხვა მასალის მე­რიიდან გასვლის ფაქტს, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვთ, მერს, მერიას, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს  ან/და მერიის ერთიან სისტემაში მოქმედ სხვა საჯარო მოხელეს, ახორციელებს მერიის წარმო­მადგენლობას სახელმწიფო ორგა­ნოებ­თან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთი­ერ­თობისას; ე.ტ) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომ­დი­ნა­რე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს განსახილველად წა­რუდგენს მერიის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვ­ნებ­სა და რეკო­მენ­და­ციებს; კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შეს­რუ­ლე­ბას; ე.უ) განსაზღვრავს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექ­სით გათვალისწინებულ ცალკეულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე და სამართალდარღვევის საქმის განხილვაზე უფლებამოსილ პირთა წრეს; ე.ფ) ღებულობს გადაწყვეტილებას საზოგადოებრივი სივრცეების გამოყენებასთან დაკავში­რე­ბით; ე.ქ) კომისიის შექმნის მიზნით, საკრებულოს წარუდგენს დასახლებათა ტერიტო­რიების გამოყენებისა და განაშე­ნია­ნების საკითხთა კომისიის თავმჯდომარისა და კომისიის წევრების კანდიდატურებს; ე.ღ) უზრუნველყოფს საქართველოს ორგა­ნული კანონის „ადგილობრივი თვითმმა­რ­თ­­ვე­ლობის კოდექსი“-ს მე-16 და მე-17 მუხლებით გათვალისწინებული მუ­ნი­ცი­პა­ლიტეტის სხვა უფლებამოსილებების განხორ­ცი­ელე­ბას, თუ ასეთი უფლებამოსილების განხორ­ციე­ლე­­ბ­ა ამავე კანონით არ წარმოადგენს უშუალოდ საკრებულოს კომპეტენციას; ე.ყ) ახორციელებს საქართველოს საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით და საკ­რებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს. 4. მერი უფლებამოსილია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში დანიშ­ნოს მერის წარმომადგენელი. მერის წარმომადგენლის უფლებამოსილება განისაზღვრება წი­ნამდებარე დებულებით. 5. მერის თანამდებობობრივი შეუთავსებლობის, უფლებამოსილების შეჩერებისა და შე­წყვეტის, საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრი­ვი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად. თავი III ვიცე-მერი, მოადგილეები და მათი უფლება-მოვალეობები მუხლი 4🔗. ვიცე-მერი და მოადგილე (მოადგილეები) 1. მერს ჰყავს ერთი ვიცე-მერი და ორი მოადგილე, რომელთაც საქართველოს ორგა­ნუ­ლი კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებო­ბაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 2. მერის არყოფნისას ან/და მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებ­ლო­ბისას მერის მოვალეობას ასრულებს ვიცე-მერი. 3. ვიცე-მერი, მერის მოადგილე ფუნქციათა განაწილების შესაბამისად ხელმძღ­ვა­ნე­ლობს მერიის უფლებამოსილებისთვის მიკუთვნებულ დარგს (დარგებს), ორგანიზებას უწევს და აკონ­ტრო­ლებს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებისა და მერის დავალებების შესრულებას, მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლე­ბა­მო­სილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. 4. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის უფლებამოსილება განისაზღვრება უფლე­ბამო­სი­ლების დელეგირების თაობაზე მერის სამართლებრივი აქტ(ებ)ით; 5. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამ­სა­ხუ­რებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩე­რე­ბის საფუძ­ვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმა­რთვე­ლობის კოდექსის“ შესაბამისად; 6. ვიცე-მერის, მერის მოადგილ(ეებ)ის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორ­ციე­ლებს მერი; 7. ვიცე-მერი, მერის მოადგილ(ეებ)ი ანგარიშვალდებული არიან მერის წინაშე. თავი IV მერიის ფუნქციები და  სისტემა მუხლი 5🔗. მერიის ფუნქციები მერია მის სისტემაში შემავალი სამსახურების მეშვეობით უზრუნ­ველყოფს მერის უფ­ლე­ბამოსილების განხორციელებას, წინამდებარე დებუ­ლებით და სხვა სამარ­თლებრივი აქ­ტე­ბით განსაზღვრული წესით. მუხლი 6🔗. მერიის სისტემა მერია შედგება მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან. მერიის ერთიან სისტემაში შე­დის ასევე მერის წარმომადგენლები და წარმომადგენლის თანაშემწეები მუნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, რომელიც არ შედიან მერიის არცერთი სტრუქ­ტუ­რუ­­ლი ერთეულის შემადგენლობაში. მუხლი 7🔗. მერიის სტრუქტურული ერთეულები 1. მერიის სტრუქტურული ერთეულებია: ა) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია; ბ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის აპარატი; გ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-ეკონომიკური სამსახური; დ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური; ე) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური; ვ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურისა და ურბანული და­გეგ­მა­რების სამსახური; ზ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაც­ვის სამსახური; თ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სახანძრო დაცვისა და საგანგებო სი­ტუა­ციათა სამსახური; ი) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მობილიზაციის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახური; კ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახური. 2. მერიის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრუ­ლე­ბენ მერის გადაწყვეტილებებს და მერის დავალებებს; 3. სტრუქტურული ერთეული თავის გამგებლობაში შემავალი უფლება-მოვალეობების განხორ­ციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს ორ­გა­ნული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ და სხვა სამარ­თლებ­რი­ვი აქტებით; 4. სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც საკრებულოს დასამ­ტ­კიცებლად წარუდგენს მერი. 5. სტრუქტურული ერთეულის დებულება უნდა შეიცავდეს: ა) სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს; ბ) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროს და ამოცანებს; გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის ორგანიზებას და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს; დ) სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას; ე) სხვა არსებით საკითხებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზების შე­სახებ; 6. სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი; 7. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია მერის წინაშე; 8. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელია ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართვე­ლო­ბის კოდექსით“ დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშ­ნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფ­ლებს მერი. 9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი: ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერ­თე­ულისთვის დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისათვის; ბ) უნაწილებს ფუნქციებს სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეებს; გ) მერს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებ­თან დაკავშირებით; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა წახალისების, დისციპ­ლინური პასუხისმგებლობის, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და და­გეგმ­ვის წესებს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ე) მერს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წი­ნა­და­დებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ გა­წეუ­ლი სამუშაოს შესახებ; ზ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოს­ცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; თ) ხელწერით ადასტურებს სტრუქტურული ერთეულიდან ოფიციალური დოკუმენ­ტისა და სხვა მასალის გასვლას;   ი) ასრულებს მერის, ასევე ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის გამგებლობის სფე­რო­ში შემავალ საკითხებზე მათ ცალკეულ დავალებებს; 10. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობ­რი­ვი თვითმმართველობის კოდექსის“ შესაბამისად. 11. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს შეიძლება ჰყავდეს მოადგილე (მოად­გი­ლეები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით და რომლის უფ­ლე­ბა-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით. 12. სტრუქტურული ერთეულის შიგნით შეიძლება არსებობდეს ცალკე ქვედანაყოფი (განყოფილება და ა.შ.). 13. სტრუქტურული ერთეულის ქვედანაყოფს შეიძლება ჰყავდეს ხელმძღვანელი, რო­მე­ლსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამ­სა­ხუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და რომლის უფლება-მოვალე­ობები გა­ნი­საზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით. მუხლი 8🔗. მერის წარმომადგენელი ადმინისტრაციულ ერთეულში 1. მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში არის ად­გილობრივი თვითმართველობის საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს მერი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნით დადგენილი წესით და რომლის უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამ­დე­ბა­რე  დებუ­­­ლებით. 2. მერის წარმომადგენელზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს მერი. 3. მერის წარმომადგენლის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვ­ლე­ბი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 4. მერის წარმომადგენელი: ა) უზრუნველყოფს  ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან მერიის სამსახურების და მე­რიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების ურთერთობას; ბ)  უზრუნველყოფს მერიის სამსახურების და მერიის დაქვემდებარებული ორგანი­ზა­ციე­ბის მოსახლეობასთან ურთერთობას; ბ) ორგანიზებას უწევს, მერის, ვიცე-მერისა, მერის მოადგილებისა და სხვა საჯარო მო­ხე­ლეთა მოსახლეობასთან შეხვედრებს თავიანთი სამოქმედო ადმინისტრაციული ერთეუ­ლე­ბის მიხედვით; გ) ახორციელებს მუნიციპალიტეტის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავ­ში­რებით თავიანთი სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებული მდგო­მა­რეო­ბის პერიოდულ შესწავლას, კონტროლს და შესაბამის ინფორმაციას აწვდის მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძრვანელებსა და  მერიის დაქ­ვემდებარებულ ორგანიზაციებს; დ) თავიანთ სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულებში მოსახლეობის ინფორ­მი­რე­ბუ­ლობის უზრუნველსაყოფად ღებულობს შესაბამის ინფორმაციებს მერიისა და მერიას დაქ­ვემდებარებული ორგანიზაციებიდან; ე) თავიანთ სამოქმედო ადმინისტრაციულ ერთეულში  მოქმედი კანონმ­დებლობით დადგენილი წესით ასრულებს მერიის, მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების მოთხოვნებს; ვ)  ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ზ) ასრულებს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლე­ბამოსი­ლე­ბებს. თავი V მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები მუხლი 9🔗. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტები    1. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტებია:     ა) მერის ბრძანება; ბ) ვიცე-მერის ბრძანება, მერის მოადგილის ბრძანება; გ) მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის ბრძანება. 2. მერის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს  საქართველოს ორგანული კანონით „ად­გი­ლობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და წინამდებარე დებულებით დადგენილი კომ­პეტენციის ფარგლებში გამოცემული მერის ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარ­მოადგენს ინდივიდუალურ ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტს; 3. ვიცე-მერის და მერის მოადგილის სამართლებრივ აქტს წარმოადგენს  საქართ­ვე­ლოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსითა“ და წინამ­დე­ბა­რე დებულებით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ბრძანება (შემ­დეგ­ში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტს; 4. მერიის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის სამართლებრივ აქტს წარ­მოადგენს საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კო­დექ­სით“, წინამდებარე დებულებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დე­ბუ­ლე­ბით დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში გამოცემული ბრძანება (შემდეგში - „აქტი“), რომელიც წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივ აქტს; 5. მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების სარეგის­ტრაციო კოდის, თა­რიღის, რიცხვის მინიჭების, ინდექსის და რეგისტრირების წესები განისაზღვრება შესა­ბამისი სამართლებრივი აქტით. მუხლი 10🔗. მერის და მერიის თანამდებობის პირთა სამართლებრივი აქტების ძალაში შესვლა, გაუქმება, შეჩერება და გასაჩივრება 1. მერის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა, გაუქმება, შეჩერება და გასა­ჩივრება: ა) მერის აქტი შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით შეიც­ვა­­ლოს, გაუქმდეს ან არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად იქ­ნას აღიარებული მხოლოდ მერის მიერ; ბ) მერის აქტის მოქმედება შეიძლება საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წე­სით შეჩერდეს ან გაუქმდეს ასევე სასამართლოს მიერ; გ) მერის აქტი საჩივრდება სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დად­გე­ნი­ლი წესით; დ) მერის აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე, თუ ამავე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღ­ვა­ნე­ლე­ბის სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლა, გაუქმება, შეჩერება და გასაჩივრება: ა) ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღ­ვა­ნე­ლე­ბის  სამართლებრივი აქტი საჩივრდება მერთან და შემდგომ − სასამართლოში კანონით დადგენილი წესით. ბ) ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღ­ვა­ნე­ლე­ბის სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით  შეიძ­ლე­ბა შეიცვალოს, შეჩერდეს, გაუქმდეს, არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამარ­თ­ლებრივ აქტად იქნას აღიარებული მისი გამომცემი თანამ­დებობის პირის მიერ. გ)  ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლების სამართლებრივი აქტი საქართველოს კანონმდებლობის დადგენილი წესით შეიძ­ლე­ბა  შეიცვალოს, შეჩერდეს და გაუქმდეს მერის მიერ, ასევე სასამართლოს მიერ; დ) ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლების სამართლებრივი აქტი ძალაში შედის მისი ხელმოწერისთანავე, თუ ამავე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. თავი VI სამართლებრივი აქტების და წერილების ბლანკების, აღწერილობა და ფორმა მუხლი 11🔗. სამართლებრივი აქტის, ბლანკის აღწერილობისა და ფორმის დამტკიცების წესი მერის ბრძანების და წერილების ბლანკის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების და მე­რიის სტრუქტურული ერთე­ულების ხელმძღვანელების სამარ­თლებრივი აქტის და წერი­ლე­ბის ბლანკის ფორმებსა და აღწერილობას ამტკიცებს მერი. თავი VII მერიის თანამდებობების პირები და საჯარო მოხელეები მუხლი 12🔗. მერიის ერთიან სისტემაში არსებული თანამდებობები 1. მერიის ერთიან სისტემაში შეიძლება არსებობდეს შემდეგი თანამდებობები: ა) მერი; ბ) ვიცე-მერი; გ) მერის მოადგილე; დ) მერის ადმინისტრაცის უფროსი, ე) მერიის აპარატის უფროსი; ვ) მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსი; ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულის უფროსის მოადგილე; თ) მერიის სტრუქტურულ ერთეულში შემავალი განყოფილების უფროსი; ი) მერის მრჩეველი; კ) მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილის თანაშემწე; ლ) მერის წარმომადგენელი; მ) მერის წარმომადგენლის თანაშემწე; ნ) მთავარი სპეციალისტი; ო) წამყვანი სპეციალისტი; პ) უფროსი სპეციალისტი; ჟ) სპეციალისტი. 2. შესაძლებელია შესაბამისი სამართლებრივი აქტით მოხდეს მერიის ერთიან სისტე­მაში შემავალი თანამდებობების კატეგორიებად დაყოფა. თავი VIII მერიის ურთიერთობა სხვა ორგანოებთან მუხლი 13🔗. მერიის ურთიერთობა სხვა ორგანოებთან მერია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და ფარგლებში ურთი­ერ­თობს სხვა ორგანოებთან. თავი IX სხვა დებულებები მუხლი 14🔗. სხვა დებულებები 1. თვითმმართველი ქალაქის ბათუმის საკრებულოს თავმჯდომრის, რო­გორც თვით­მმა­რთველ ქ. ბათუმის აღმასრულებელი ორგანოს მიერ წინამდებარე დე­ბუ­ლე­ბის ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შე­ტა­ნა ან გაუქ­მე­ბა (არა­რა ინდივიდუალურ ადმი­ნი­ს­ტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღი­არება, ბათილად ცნო­ბა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) ხდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მე­რის ად­მი­ნის­ტრაციულ-სამართლებრივი აქტით; 2. წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრე­ბუ­ლოს დადგენილე­ბით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.