📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2014
ძალაში შესვლა 05.09.2014
ძალის დაკარგვა 01.07.2017
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №22
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016218
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,992 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2014 მიღება
05.09.2014 ძალაში შესვლა
01.07.2017 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №22 2014 წლის 29 აგვისტო ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  ადგენს: 1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის თანდარ­თული დებულება. 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვით­მმართველი ქალაქის - ბათუმის მერიის განათლების, კულტურის, ტურიზმისა და სპორ­ტის სამ­სახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუ­მის საკრე­ბუ­ლოს 2012 წლის 30 მარტის №19 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/04/2012, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016109). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი დანართი ქ. ბათუმის  მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაციის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმინისტრაცია (შემდგომში - ადმინის­ტრაცია) არის ქ. ბათუმის მერიის სტრუქტურული ერთეული, რომელიც ოახორ­ციელებს ქ. ბათუმის მერის მიერ თავის საქმიანობის განხორციელების ორგანიზა­ციულ უზრუნველყოფას. 2. ადმინისტრაცია შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმართველობის კოდექსის“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებუ­ლების შესა­ბა­მი­სად. 3. ადმინისტრაციის სრული დასახელებაა: ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ადმი­ნისტრაცია. 4. ადმინისტრაცია შედგება ადმინისტრაციის უფროსისა და ადმინისტრაციაში შემავალი განყოფილებებისაგან. 5. ადმინისტრაციის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქარ­თვე­ლოს ორგანულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, საქარ­თველოს სხვა ნორ­მატიულ აქტებს და წინამდებარე დებულებას. 6. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ.№25. 7. ადმინისტრაციას აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. ადმინის­ტრაცია იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით თავი II ადმინისტრაციის საქმიანობის პრინციპები მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის საქმიანობის პრინციპები ადმინისტრაციის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგაწონასწო­რებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა; თ) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. თავი III ადმინისტრაციის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის უფლებამოსილებები 1. ადმინისტრაციის უფლებამოსილებებია: ა) მერისათვის, ვიცე-მერისათვის და მერის მოადგილეებისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაში ორგანიზაციული ხელშეწყობა; ბ) მერისათვის, ვიცე-მერის და მერის მოადგილეების მოხსენებების, საჯარო გამოს­ვლებისა და ანგარიშების მომზადება; გ) ქ. ბათუმის მერის, ვიცე-მერის მერის მოადგილეების შეხვედრებისა და თათბირების გამარ­თვისათვის საჭირო ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება; დ) ქალაქ  ბათუმის  მუნიციპალიტეტის მერიის  სისტემაში მიმდინარე პროცესების შესა­ხებ, საზოგადოების პროაქტიული და სისტემური ინფორმირება, არსებული საკითხების კვლე­ვა, ანალიზი და მონიტორინგი ასევე მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინ­ფორ­მირება საზოგადოებისათვის პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით; მიზნობრივ პროექტებში მათი  ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზება. ე) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გამყარების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მომზადება და სისტემატიზაცია; ვ) ქ. ბათუმის მერის, ვიცე-მერის და მოადგილეებისათვის მის უფლებამოსილებას მი­კუთ­ვნებულ საკითხებზე წინადადებებისა და შესაბამისი პროგრამების მომზადება; ზ) ქ. ბათუმის მერის სხვადასხვა დაწესებულებებისა და ორგანიზაციების ხელმ­ძღვა­ნელების, აგრეთვე მათი წარმომადგენლების აუდიენციის, საქმიანი შეხვედრების გამარ­თვის უზრუნველყოფა და სხვა საპროტოკოლო ღონისძიებების განხორციელება; თ) ქ. ბათუმის მერისა და მერის მოადგილების საზოგადოებრივ, საერთაშორისო ორგანი­ზაციებს, სახელმწიფო ორგანოებსა და თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის კოორ­დინაცია და ხელშეწყობა; ი) ქ. ბათუმის მერის და მერის მოადგიელების საქმიანობის ინფორმაციულ-ანალიტი­კური უზრუნველყოფა; კ) მერისა და მისი თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანიზება; ლ) ქ. ბათუმის მერის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების კონტროლის გან­ხორ­ციელება; მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ქ. ბათუმის მერის სახელზე შემოსული განცხადე­ბე­ბისა და ოფიციალური კორესპონდენციების განხილვა და შესაბამისი რეაგირება; ნ) მერის, მერის მოადგილეების და მერიის სისტემაში შემავალი სტრუქტურული ერთე­ულე­ბის პერიოდული უზრუნველყოფა საქართველოს მედიის მიერ გავრცელებული ქ.ბათუმის მერიის საქ­­მი­­­­­ანო­­ბის ამსახველი ინფორმაციით; ო) მედიის საინფორმაციო საშუალებებთან ურთიერთობა; პ) მერისა და მერის მოადგილეების თათბირების ორგანიზება; ჟ) მოქალაქეთათვის მერიის საქმიანობის გაცნობა; რ) მერიის სისტემაში შემავალ სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერ­თობის დამყარება, მათი საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მოპოვება; ს) საერთაშორისო ურთიერთობათა პრიორიტეტულ მიმართულებათა შემუშავება და გატარება; ტ) ქ. ბათუმში განათლების, კულტურის, სპორტის მიმართულებების განვითარების ხელ­შეწყობა და ამ მიზნით სხვადასვა ღონის­ძიებების, პროგრამების დაგეგმვა, ორგანიზება და გან­ხორ­ციელება. უ) ახალგაზრდობის საქალაქო პროგრამების დაგეგმვა და განხორციელება; ფ) საპატიო წოდებების მინიჭების ორგანიზება; ქ) უზრუნველყოფს მერის, ვიცემერისა და მერის მოადგილების მოქალაქებთან შეხვედრების ორგანიზებას და მოქალაქეთა მიღებას; ღ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის, როგორც ტურისტული ქალაქის პო­პულარი­ზა­ციი­სათვის ახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს, უზრუნველყოფს ტურისტული სარეკლამო, საინ­ფორმაციო პროდუქციის მომზადებისა და გავრცელებისათვის საჭირო ღონისძიებებს; ყ) შეიმუშავებს და მერს წარუდგენს წინადადებებს და პროგრამებს ტურიზმის საკით­ხებ­თან დაკავ­ში­რე­ბით და უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის ტურისტული პროგრამებისა და ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელებას; შ) უზრუნველყოფს მერიის სასაჩუქრე პაკეტების მომზადებისათვის საჭირო ორგა­ნი­ზა­ციულ-სამართლებრივი ღონის­ძიე­ბე­ბის დაგეგმვა-განხორციელებას; ჩ) სხვა მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გან­ხორ­ციელება. თავი IV ადმინისტრაციის ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. ადმინისტრაციის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი (შემდგომში - ადმი­ნის­ტრაციის უფროსი). 2. ადმინისტრაციის უფროსს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმართველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავი­სუფლებს მერი. 3. ადმინისტრაციის უფროსი: ა) წარმართავს ადმინისტრაციის საქმიანობას და პასუხისმგებელია ადმინისტრაციაზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) უფლებამოსილ პირს წარუდგენს წინადადებებს ადმინისტრაციის, საკადრო საკით­ხებ­­თან დაკავშირებით, მოსამსახურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუ­ხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ)  განსაზღვრავს  ადმინისტრაციის  საქმიანობის  ორგანიზებისა  და  დაგეგმვის  წესს, ფორ­მებსა და მეთოდებს, ადმინისტრაციის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს. დ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობას.         ე) კონტროლს უწევს ადმინისტრაციის მოსამსახურეთა მიერ დაწესებულების შინაგანა­წესის დაცვას; ვ) კონტროლს  უწევს  ადმინისტრაციის მიერ საქმისწარმოების  წესებისა  და  ადმინის­ტრაციული  წარმოების ვადების დაცვას; ზ) მერს წარუდგენს ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს დასკვნებსა და რეკომენდაციებს; თ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს ადმინისტრაციის სტრუქტურული ერ­თე­­ულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ი) უშუალოდ იხილავს ადმინისტრაციის სტრუქტურული საჯარო მოხელეთა სამსახუ­რებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებსა და წარდგინებებს, რომელზეც წარუდგენს მერს შესაბამის დასკვნას; კ) ითანხმებს ადმინისტრაციის სტრუქტურულ ერთეულში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობას და მერიის საქმიანობიდან გამომდინარე, მერი­ისათ­ვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; ლ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მერს, ვიცე-მერს და მერის მოადგილეებს, სტრუქტურული ერთეულების ხელმძრვანელებს თავისი უფლე­ბამო­სილების ფარგლებში; მ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოს­ცემს ინდივიდუალურ ადმი­ნის­ტ­რა­ციულ-სამართლებრივ აქტებს; ნ) წარმოადგენს ადმინისტრაციას მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან და ურთიერ­თო­ბისას; ო) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; პ) ესწრება მერის თათბირებს; ჟ)  ესწრება  საკრებულოს  სხდომებს; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის და მერის მოად­გილეების ცალ­კეულ დავალებებს; ს) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს. 4. ადმინისტრაციის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს ადმინი- სტრა­ციისადმი ან/და ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამოსილება. 5. ადმინისტრაციის უფროსი პასუხისმგებელია ადმინისტრაციის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 6. ადმინისტრაციის უფროსი ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის საქმიანობი­სათვის მერის წინაშე. 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთი­ე­რ­­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობ­რი­ვი თვითმმართველობის კოდექ­სის“ შე­სა­ბა­მი­სად. მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე და მისი უფლებამოსილებები 1.  ადმინისტრაციის უფროსს ჰყავს ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე (შემდ­გომში - უფროსის მოადგილე), რომელსაც კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებო­ბიდან ათავისუფლებს მერი. 2. უფროსის მოადგილე: ა) ადმინისტრაციის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათა­ვისუფ­­ლებისას ასრულებს ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობას; ბ) მონაწილეობს მერიის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში; გ) ესწრება მერის თათბირებს; დ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით კოორდინაციას და კონტროლს უწევს ადმი­ნის­­­­­ტრა­ციის სტრუქტრული ერთეულების საქმიანობას; ე) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს ადმინისტრაციის სტრუქ­ტურული ქვედანაყოფების საქმიანობის კოორდინაციას, მოსამ­სახურე­ები­სათვის დავალებების მიცემას და მათი შესრულების კონტ­როლს; ვ) ადმინისტრაციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ამზადებს წინა­და­დებებს, დასკვნებს და რეკომენდაციებს. ზ) ადმინისტრაციის უფროსს წარუდგენს პერიოდულ ანგარიშს მის კოორდინაციას დაქვემ­დებარებული ადმინისტრაციის სტრუქ­ტურული ერთეულების მიერ შესრულებულ სამუ­შაოთა შესახებ; თ) ადმინისტრაციის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრულებს მერის, ვიცე-მერისა და მერიის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს; ი) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. კ)  პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე. თავი V ადმინისტრაციის სტრუქტურა მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება; ბ) პროტოკოლის  განყოფილება; გ) განათლებისა და კულტურის განყოფილება; დ) სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება; ე)  მოქალაქეთა მიღების, ჯილდოებისა და საპატიო წოდებების განყოფილება; 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვა­ლეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. მუხლი 7🔗. საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფლე­ბა­მო­სილებები 1. საერთაშორისო  და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება: ა) ორგანიზებას უწევს მერიის წარმომადგენლების შეხვედრებს, მასობრივი საინ­ფორ­­მაციო საშუალებების წარმომადგენლებთან, პრესსამსახურებთან და სხვადასხვა უწყებებთან ათანხმებს შეხვედრის დროს და ადგილს. უზრუნველყოფს პრესკონფერენციების, ბრიფინგების ორგანიზებას და მოწყობას, ამზადებს პრესრელიზებს, საინფორმაციო მასალებს, განცხადებებს, ანონსებს, ინტერვიუებს. ახდენს ბუკლეტების, ბროშურების, ცნობარების, და სხვა სახის ბეჭ­დვური პროდუქციის მომზადებას. მართავს მერიის სარეკლამო კამპანიას და ყოველ­დღი­ური პრესის მონიტორინგს აარქივებს და აღრიცხავს ნებისმიერ საინფორმაციო მასალას. ბ) გეგმავს, ორგანიზებას და ანალიზს უწევს მერიის PR აქციებს, ამუშავებს მის სტრა­ტეგიას და რისკებს. გ) უზრუნველყოფს ქალაქ  ბათუმის  მერიის  სისტემაში მიმდინარე პროცესების შესახებ, საზოგადოების პროაქტიულ და სისტემურ ინფორმირებას, არსებული საკითხების კვლევას, ანალიზს და მონიტორინგს, ასევე ახორციელებს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ინფორმირებას საზო­გადოებისათვის პრობლემატურ საკითხებთან დაკავში­რებით; მიზნობრივ პროექტებში მათ  ურთიერთთანამშრომლობის ორგანიზებას. დ) უზრინველყოფს საჯარო და კერძო სექტორისთვის ტრენინგების დაგეგმვას; ორგანიზებას უწევს კონ­ფერენ­ციების, თემატური შეხვედრების, კონკურსების, გამოფენების, პრეს-ტურების და სხვა სახის ღონისძიებების ჩატარებას. ე) შეთანხმებით არჩევს, სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც მედია საშუ­ალებებს ინტერვიუებს და მცირე, სატელეფონო კომენტარებს აძლევენ; ათანხმებს ექსკლუ­ზიურ ინტერვიუებს. ვ) ინფორმაციის მიღების მიზნით ესწრება კონფერენციებს, სხდომებს, თათბირებსა და შეხვედ­რებს.  ზ) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია მერიის დაქვემდებარების სხვადასხვა სამსა­ხურებიდან შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, ასევე შესაბამისი მასალები,  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. თ) ამყარებს კონტაქტებს მოქალაქეებსა და ინტერეს ჯგუფებთან (არასამთავრობო ორგანი­ზაციები, ბიზნესმენები, ხელოვნების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და სხვა), ახდებს მათი წინადადებების, მოსაზრების დამუშავებას და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სტრუქ­ტურული ერთეულების ხემძღვანელებისათვის მიწოდებას. ი) ახდენს ქალაქ ბათუმის მოსახლეობისა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან მიღე­ბული ინფორმაციის, წინადადებებისა და შენიშვნების ანალიზს. მათ შესრულებაზე მონიტორინგს. კ) ახორციელებს სოციალურ ქსელებში, ვებგვერდზე, განსათავსებელი ინფორმაციის მომზადებას, განახ­ლებას, რედაქტირება; მის საინფორმაციო უზრუნველყოფას, მართვასა და თარგმნას ინგლისურ ენაზე. ლ) უზრუნველყოფს სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებასთან, საჯარო და კერძო სამართლის იური­დიულ პირებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, თავისი კომპეტენ­ციის ფარგლებში, მერიის ურთიერთობის კოორდინაციას; მ) კომპეტენციის ფარგლებში წარმართავს ურთიერთობას, კოორდინაციას უწევს, უზ­რუნ­­­ველყოფს მერის ურთიერთობას, თანამშრომლობის გეგმასა და სტრატეგიას, უცხოურ მედიას­თან, ადგილობრივ, საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საზღვარგარეთის ქვეყნების ოფი­­­ცი­ალურ პირებთან, საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიურ წარმომად­გენლებ­თან, საქარ­თველოს პარლამენტთან, პრეზიდენტთან, მთავრობასთან, სახელმწიფო დაწესებუ­ლე­ბებთან   და სხვა ქვეყნების ანალოგიური ფუნქციის მქონე უწყებებთან.  ნ) უზრუნველყოფს საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა და გამყარების მიზ­ნით ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მომზადებასა და სისტემატიზაციას; ო) ახორციელებს საქართველოში ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ხაზით ჩამოსული უცხოეთის ქვეყნის წარმომადგენელთა ვიზიტების, გამართული შეხვედრებისა და მიღწეული შეთანხმებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას მედიის საშუალებებით; პ) ახორციელებს საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრების დაგეგმვას, საუბრების, მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების ხელმოწერის ორგანიზებას; ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქ­­ტე­­ბით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; რ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წი­ნებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ-დებობიდან ათავისუფლებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას,  უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფრო­სის მოვალეობის შესრულება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. პროტოკოლის განყოფილების უფლებამოსილებები 1. პროტოკოლის  განყოფილება: ა) უზრუნვეყოფს საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების მოწვევის ორგანიზებას, აერო­პორტში დახვედრას და მიღებას, პროტოკოლით დადგენილი წესების თანახმად; ბ)  უზრუნვეყოფს სტუმრებისა და მისი თანმხლები პირების ქალაქში ტრანსპორტირებას, სასტუმროებში დაბინავებას და მიღება-გაცილებას; გ) კოორდინაციას უწევს მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილეების უცხო ქვეყნის ოფიციალური დელეგაციების ვიზიტისას საპროტოკოლო ღონისძიების გატარებას; დ) უზრუნვეყოფს საზღვარგარეთის ქვეყნებში მერისა და თანმხლები დელეგაციის წევრების, ოფი­ციალური და სამუშაო ვიზიტების ორგანიზებას (მათ შორის, განთავსება, ტრან­სპორტირება სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); ე) ახორციელებს მერისა და მერიის თანამშრომელთა სავიზო მომსახურების ორგანი­ზებას. ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებული კვოტის ფარგლებში ახორციელებს მერისა და მერიის თანამშრომელთა სამსახურებრივი პასპორტით უზრუნველყოფას; ზ) უზრუნვეყოფს მერიის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფების მოსამსახურეთა ჩართვას საპროტოკოლო ღონისძიების ორგანიზებაში; თ) ახდენს მერიის მოწვევით უცხო სახელმწიფოთა დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენას, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვას, სტუმრების მიღება-გაცილებას. ი)  ახორციელებს ვიზიტის პროგრამის შედგენას ქართულ და უცხოურ ენებზე. კ) წარმართავს სტუმართა პატივსაცემად ოფიციალურ სადილს ან/და ვახშამს, ასევე სხვა წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას; ლ) ახორციელებს დიპლომატიური და ოფიციალური პროტოკოლის საკითხებში საკონსულტაციო დახმარების გაწევას. მ) უზრუნვეყოფს მერიის სახელით სასაჩუქრე პაკეტების დამზადებასა და გადაცემას; ნ) უზრუნველყოფს უცხოეთის ქვეყნების ხელმძღვანელებზე, ასევე საქართველოს საკა­ნონ­მდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების თანამშრომლებზე გასაგზავნი წერილების და დეპეშების დამზადებას და მათი გაგზავნის ურგანიზებას. ო) უზრუნველყოფს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე გასამართ სხვადასხვა ღონისძიებებში მერის მონაწილეობის საპროტოკოლო ორგანიზებას; პ) ახორციელებს უცხოეთის წარმომადგენლობებზე, საერთაშორისო მისიებზე და საერ­თაშორისო ორგანიზაციებზე ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელთა მიერ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დახმარების ოპერატიულად გაწევის კოორდინაციას; ჟ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქ­ტე­ბით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; რ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვა­ლისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას უფრო­სის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფი­ლების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრა­ციის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. განათლებისა და კულტურის  განყოფილება 1. განათლებისა და კულტურის  განყოფილება: ა) უზრუნველყოფს კულტურული ღონისძიებების მომზადება-ჩატარებას. ბ) ხელს უწყობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს სახელოვნებო დაწესებულების მართვის საკითხებში. გ) უზრუნველყოფს კულტურული ურთიერთობების დამკვიდრების, ჯანსაღი კონკურე­ნ­ტ­­უნარიანი გარემოს შექმნის და შესაბამისი პროფილის კერძო სექტორის განვითარების ხელ­შე­წ­ყობას. დ) კულტურის საქალაქო პროგრამების სფეროში ახორციელებს ადმინისტრირების და ანა­ლი­­ტიკურ სამუშაოებს. ე) თანამშრომლობს ქალაქის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწე­სე­ბუ­ლე­ბათა თვითმმართველობებთან, ხელს უწყობს ერთობლივი ღონისძიებების განხორ­ცი­ელე­ბას. ვ) ახორციელებს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კულტუ­რუ­ლი და საგანმანათლებლო ღონისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას. ზ) ხელს უწყობს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს სკოლამდელი დაწესებულებების მართვაში; თ) ამზადებს წინადადებებს განათლებისა და კულტურის დარგში მოღვაწე ადგი­ლობ­რივი სპეციალი­ს­ტე­ბის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერე­ნ­ც­იების, სე­მი­ნა­რების და მასტერკლუბების მოსაწყობად საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევის თ­ა­ო­ბაზე. ი) განყოფილების უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წი­ნე­ბულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დე­ბობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ცი­ე­ლე­ბის შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფრო­ს­ის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10🔗. სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება სპორტისა და ახალგაზრდობის განყოფილება: ა) ახალგაზრდობის საქალაქო პროგრამების სფეროში ახორციელებს ადმინისტრირების და ანალიტიკურ სამუშაოებს; ბ) ახორციელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სპორტის ღო­ნ­ისძიებების ჩატარების კოორდინაციას და ხელშეწყობას; გ) დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების ნორმალური ფუნქციონი­რე­ბი­სათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით შეიმუშავებს წინადადებებს, კონცეფციებს და უზ­რუნ­­ველყოფს მათ განხორციელებას; დ) შეისწავლის დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების პერსონალის საქ­მი­ა­ნო­ბა­ს­თან დაკავშირებულ პრობლემატიკას და შეიმუშა­ვ­ებს წინადადებებს მათი საქმიანობის სტი­მუ­ლირებისათვის; ე) ამზადებს წინადადებებს სპორტის დარგში მოღვაწე ადგილობრივი სპეციალი­ს­ტე­ბის კვა­ლიფიკაციის ასამაღლებლად, გამოცდილების გასაზიარებლად, კონფერენციების, სე­მი­ნა­რე­ბ­ის და მასტერკლუბების მოსაწყობად საზღვარგარეთიდან სპეციალისტების მოწვევის თ­ა­ო­ბაზე; ვ) ახორციელებს სახელმწიფო დაწესებულებების ახალგაზრდობასთან თანამშრომლობას; ხელს უწყობს მათ აქტიურ ჩართვას საზოგადოებისთვის აქტუალური პრობლემების გადა­ჭ­რა­ში და მათი როლის გამოკვეთას საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში; ზ) ხელს უწყობს ახალგაზრდობაში ინტელექტუალური დონის განვითარებას; თ) ხელს უწყობს ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას; ი) ხელს უწყობს ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას; კ) უზრუნველყოფს ახალგაზრდების ჩართვას თვითმმართველი ერთეულის პროგრა­მ­ებში; ლ) ხელს უწყობს ხელოვნებასა და კულტურის სფეროში ახალგაზრდების შესაძლებ­ლო­ბ­ე­ბის რეალი­ზე­ბას;   მ) ხელს უწყობს სოციალურად დაუცველი ბავშვებისა და ახალგაზრდების საზოგადო­ე­ბა­ში ინტეგრირებას; ნ) თანამშრომლობს საჯარო სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების თვითმმარ­თვ­ე­ლო­ბებთან და სამე­უ­რვეო საბჭოებთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით; ო) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით ორგანიზებას უწევს კულტურულ-მასობრივი და სპორ­ტუ­ლი ღონისძიებების, სამეცნიერო კონფერენციების, დებატებისა და გაც­ვლი­თი პროგრამების ორგანიზებას; პ) ადმინისტრაციის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინე­ბულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ად­მი­ნისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამ­სა­ხუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხო­რც­ი­ე­ლ­ების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფრო­სის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 11🔗. მოქალაქეთა მიღების, ჯილდოებისა და საპატიო წოდებების განყოფილება 1. მოქალაქეთა მიღების, ჯილდოებისა და საპატიო წოდებების განყოფილება: ა) ქ. ბათუმის მერს უმზადებს წინადადებებს და შესაბამის დოკუმენტაციას, საპატიო წოდებების მინიჭების შესახებ; ბ) ამზადებს საპატიო წოდებების მინიჭების წესს და წარუდგენს მერს დასამტკიცებლად; გ) ახორციელებს საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანო­ბით (მოღვაწეობით) დაკავებული ცნობილი ადამიანების შესახებ ინფორმაციას და საპატიო წოდებების მინიჭების წინადადებით მიმართავს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს: დ) ამზადებს დასკვნებს საპატიო წოდებების მინიჭების მიზანშეწონილობის შესახებ; ე) განსაზღვრავს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს საპატიო წოდებაზე კანდიდატის წამოყენების წესს და პირობებს; ვ) თანამშრომლობს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, საინიციატივო ჯგეფებთან; ზ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს წარუდგინს წინადადებებს პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა  საქმიანობით (მოღვაწეობით) დაკავებულ ცნობილი ადამიანებთან თანამშრომლობის შესახებ. თ) ამზადებს საპატიო წოდებების დამადასტურებელ სიგელებსა და სამკერდე ნიშნებს და სხვა სიმბოლოებს; ი) ორგანიზებას უკეთებს საპატიო წოდებების მინიჭების საზეიმო ღონისძიებების გამართვას; კ) ამზადებს წინადადებებს საპატიო წოდებების მინიჭებასთან ერთად ფასიანი საჩუქრისა ან/და ფულადი ჯილდოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადაცემის შესახებ; ლ) ამზადებს და მერს დასამტკიცებლად წარუდგენს საპატიო წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერებისსპეციალურ წიგნს, სახელწოდებით – „საპატიო წოდება“; მ)  აწარმოებს საპატიო წოდება მინიჭებული ადამიანების შესახებ მონაცემებს და შეაქვს მონაცემები ჩანაწერების სპეციალურ წიგნში; ნ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში იხილავს  ქ. ბათუმის მსერის სახელზე შემოსული განცხადე­ბე­ბისა და ოფიციალური კორესპონდენციების და ახორციელებს შესაბამისი რეაგირებას; ო) განყოფილების კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია მერიის დაქვემდებარების სხვადასხვა სამსა­ხურებიდან შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, გამოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია, ასევე შესაბამისი მასალები,  მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. პ) ამყარებს კონტაქტებს მოქალაქეებსა და ინტერეს ჯგუფებთან. ჟ) ადმინისტრაცის კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს მერის, ვიცემერის, მერის მოადგილების და ადმინისტრაციის უფროსის თათბირების ოქმების მომზადებას, ასევე, მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეებისა და ადმინისტრაციის უფროსის თათბირების ოქმების დამრავლებას, მისი ამონაწერების შესაბამის თანამდებობის პირებზე დაგზავნას; რ) ორგანიზებას უწევს მერის, ვიცემერის, მერის მოადგილეების და სხვა თანამდებობის პირების მოქალაქებთან შეხვედრას და მიღებას; ს) ამზადებს მერის მოქალაქებთან შეხვედრისათვის საჭირო მასალებს, უზრუნველყოფს მოქალაქებთან შეხვედრაზე განხილული საკითხების  და შესაბამისი დავალებების რესტრის წარმოებას; ტ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა მიღებაზე მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილეების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების და დავალებების შესაბამის სამსახურებსა და საჯარო მოხელებზე გაცნობას და დავალებათა კონტროლის შესრულებას. უ) ახდენს ქალაქ ბათუმის მოსახლეობისა და მერიის სტრუქტურული ერთეულებისაგან მიღე­ბული ინფორმაციის, წინადადებებისა და შენიშვნების ანალიზს. მათ შესრულებაზე მონიტორინგს. ფ) განყოფილების უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წინე­ბ­ულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ ადმინისტრაციის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამ­სა­ხუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თა­ნამდებობიდან ათავისუფლებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხო­რც­ი­ე­ლ­ების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვალეობის შესრულება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანების საფუძველზე ეკის­რება განყოფილების ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია ადმინისტრაციის უფრო­სის წინაშე. 6. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 12🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები 1. ამ დებულების შესაბამისად ადმინისტრაციის საშტატო ნუსხით ადმინისტრაციის შემადგენლობაში დგინდება შემდეგი თანამდებობები: ა) ადმინისტრაციის უფროსი; ბ) ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე. გ) განყოფილების უფროსი; დ) მერის მრჩეველი; ე) მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილის თანაშემწე; ზ) მთავარი სპეციალისტი (მერის რეფერენტი); თ) მთავარი სპეციალისტი (მერის მოადგილის რეფერენტი); ი) მთავარი სპეციალისტი; კ) წამყვანი სპეციალისტი; ლ) უფროსი სპეციალისტი; მ) სპეციალისტი. თავი VI სხვა დებულებები მუხლი 13🔗. სხვა დებულებები წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.