📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2014
ძალაში შესვლა 05.09.2014
ძალის დაკარგვა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №24
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016220
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,302 სიტყვა · ~12 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2014 მიღება
05.09.2014 ძალაში შესვლა
01.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №24 2014 წლის 29 აგვისტო ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  ადგენს: 1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „თვით­მმარ­თველი ქალაქის - ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმ­მართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2010 წლის 30 ნოემბრის №38 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), სსმ, 65, 17/12/2010, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016022). 3. დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური (შემ­დგომ­ში - სამსახური) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთე­ული. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თვე­ლობის კოდექსი“-სა და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შე­საბამი­სად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ზედა­მხედ­ვე­­ლობის სამსახური. 4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილ(ეებ)ისა და სამსა­ხურში შემავალი განყოფილებებისაგან. 5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონ­ქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას. 6. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­ლებული ბალანსი და ანგარიში. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25. 8. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. თავი II სამსახურის საქმიანობის პრინციპები მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშე­წონას­წორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა. თავი III სამსახურის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებები 1. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) ქალაქის გარე იერსახეზე, გარე ვაჭრობაზე, გარე რეკლამის განთავსებაზე, საზოგა­დოებ­­რი­ვი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვის წესებზე, ავტომანქანების პარკირების წესების დაც­ვაზე ზედამხედველობა, გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გა­მოვ­ლენა და მათ შესაბამისობაში მოყვანაზე კონტროლი. გარე ვაჭრობისა და ავტომანქა­ნების პარკირების დადგენილი წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენა და მათ შესრუ­ლე­ბაზე კონტროლი. ბ) სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დაცვაზე, წარმოებული სამშენებლო ნაკე­თო­ბების, კონსტრუქციების საპროექტო ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტა­ციასთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე ზედამხედველობა, სამშენებლო საქმიანობის  დად­გენილი წე­სების დარღვევის ფაქტების გამოვლენა, დარღვევით მშენებარე ობიექტების შეჩერებაზე ან/და დემონტაჟზე ან/და სამშენებლო დოკუმენტაციასთან შესაბამისობაში მოყ­ვა­ნაზე სამშე­ნე­ბ­ლო სამართალდარღვევის საქმისწარმოება და კანონმდებლობით გათვალის­წინე­ბული შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება; გ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებუ­ლების, ორგანიზაციების, იუ­რიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნა­გე­ბო­ბე­ბის ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანე­ბული ტერიტორიების, მარკიზების, ვიტრინების, ღობეების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების, კომუნიკაციათა ჯიხურების და ჭების საქალაქო მეურნეობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობის) კონ­ტ­როლი და დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირება; დ) სამშენებლო, სარემონტო და საფრთხის შემცველი სამუშაოების წარმოების წესების დაც­ვა­ზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამ­შე­­­ნებ­­ლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნი­კაციათა ჩაწ­ყობა-გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სა­მუ­შაოების დამთავრების შემდეგ ობიექტის კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა) კონტროლი, ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის დაზიანებული ქუჩებისა და მაგისტრა­ლების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ შესრულებაზე კონტროლის დაწესება. ქ. ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე, ქუჩებზე, მაგისტრალებზე, მოედნებზე, პარკებში, სკვერებში, დასასვენებელ ზო­ნებში საერ­თო სარგებლობის ეზოებში მიწის გათხრითი სამუ­შაოების წარმოებაზე, მიწისქვეშა საინჟინ­რო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შე­მო­ღობ­ვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან ნაწილობრივ შეზღუდვაზე, ჭაბურ­ღი­ლების დაყენებაზე, შენობათა საძირკვლის გამაგრე­ბითი სამუშაოების ჩატარებაზე, სამ­შე­ნე­ბ­ლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპეციალურად გა­მო­ყოფილ საყრელებზე გატანაზე და აღნიშნული სამუ­შაოების დადგენილი წესებით და გან­საზ­ღვრულ ვადებში შესრულებაზე კონტროლი; ე) უკანონო, ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავტოფარეხების და სხვა უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟი ან დემონტაჟის ორგანიზება ან/და დე­მონ­ტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობა; ვ) მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინფორმაციო სტენ­დე­ბის, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების, ლოზუნგების და სხვა სარეკლამო ატ­რიბუტიკის არასწორად განთავსების ფაქტების გამოვლენა და მათი აღკვე­თის ღონის­ძიე­ბე­ბის განხორციელება; ზ) საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, დამრღვევი ფიზიკური ან/და იური­დი­ული პი­რების მიმართ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართვე­ლოს კა­ნო­ნით „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“-თ დად­გენილი ზო­მე­ბის განხორციელება; თ) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმასრუ­ლე­ბელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში მშენებლობის ნე­ბარ­თვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღების ან მი­ღე­ბა­ზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის შესა­ბა­მისი ადმინისტრაციულ-სამართლებ­რი­ვი აქტის პროექტის მომზადება; ი) გარემოს დაცვითი კანონმდებლობის შესრულებაზე კონტროლის განხორციე­ლება; კ) მწვანე ნარგავების მოჭრაზე ან/და ამოძირკვაზე კონტროლის განხორციელება; ლ) მიკუთვნებული უფლებამოსილების განხორციელების დროს საჭირო ინფორმაციის გა­მოთ­ხოვა სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული ყველა ფიზიკური ან/და იურიდიული პი­რი­­საგან, განურჩევლად საკუთრების ფორმისა და უწყებრივი დაქვემდებარებისა; მ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანო­ბის ძირითადი მიმართუ­ლე­ბებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე; ნ) თანამშრომლობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან; ო) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგე­ნილ ვადებში და წესით განხილვა; პ) ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის, ვიცე-მერის და მერის მოად­გილეების სხვა და­ვა­ლე­ბე­ბის შესრულება; ჟ) სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით სხვა უფლებამოსილების განხორ­ცი­ელება. 2. სამსახური მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ კურა­­ტორ ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილესთან შეთანხმებით. თავი IV სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი). 2. სამსახურის უფროსს საქართველოს ორგა­ნული კანონის „ადგილობრივი თვით­მმა­რ­­თველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მო­სამ­სა­ხურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრე­ბის, მოსამ­სა­ხურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახუ­რეთა სამსა­ხუ­რებ­რივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; დ) ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს. თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოს­ცემს ინდივიდუალურ ადმი­ნის­ტ­რაციულ-სამართლებრივ აქტებს; ე) ხელს აწერს ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გენის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს და უგზავნის დაინტერებულ პირებს ერ­თიანი საქმისწარ­მოების წესით; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრუ­ლებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) უშუალოდ იხილავს სამსახურის საჯარო მოხელეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გა­მომ­დინარე შეტანილ საჩივრებს, რომელზაც ამზადებს მერის შესაბამის სამართლებრივი აქტის პროექტებს; თ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის წარმომადგენლობითი უფლებამო­სილების გან­ხორციელებად; ი) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლების არსებობის შემთხვევაში; კ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს; ლ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუ­ქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ­ლობასთან შე­საბამისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმართვე­ლობი­სათ­ვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილეებს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელ­მ­ძ­ღ­ვანე­ლებს;   ნ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას; ო) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომი­სიებში; პ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის და  მერის კურატორი მოადგილის ცალ­კეულ დავალებებს; ტ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლებამო­სილება. 5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერისა და კუ­რა­ტო­რი მოადგილის წინაშე. 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობ­რი­ვი თვითმმართველობის კოდექ­სის“ შე­სა­ბა­მი­სად. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსის მოადგილეები და მათი უფლებამოსილებები 1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში - უფროსის მოად­გი­ლე). 2. უფროსის მოადგილეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნით დად­გენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მერი. 3. მოადგილეებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი. 4. უფროსის მოადგილეები: ა) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევენ უფროსის მიერ გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლებების საქმიანობას;E   ბ) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათა­ვისუფლებისას მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი მოადგილე ასრუ­ლებს სამსახურის უფროსის მოვალეობას; გ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ასრუ­ლებენ მერის, სამსახურის კურატორი მერის მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალ­კეულ და­ვა­ლე­ბებს; დ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალის­წი­ნე­ბულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 5. უფროსის მოადგილის მიერ წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად საქმიანობის სრული კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორციელება გუ­ლისხ­მობს: ა) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნ­ქ­ციე­ბის შესრულებაზე; ბ) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანაყოფის სა­კად­რო საკითხებთან დაკავშირებით, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალი­სე­ბი­სა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახუ­რეთა მიერ მო­რი­გი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივ­ლი­ნე­ბე­ბის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორ­გა­ნი­ზე­ბისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვედანაყოფის მო­სამ­სა­ხუ­რეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას; დ) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შეს­რუ­ლების კონტროლს; ე) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული სა­კით­­ხე­ბის, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას; ვ) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვე­დანა­ყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, ასევე სტრუ­ქ­ტურული ერ­თეუ­ლე­ბი­სათვის კონსულტაციების გაწევას. 6. უფროსის მოადგილე მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 7. უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან სამსახუ­რის უფ­რო­სის წინაშე. 8. უფროსის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თიე­რთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძ­ვლე­ბი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი V სამსახურის სტრუქტურა მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილება; ბ) ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. მუხლი 7🔗. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილებები 1. სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის განყოფილება: ა) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას ბათუმის მუნიციპალიტეტის საზ­ღვრებში არსებულ ტერიტო­რია­­ზე მიმდინარე სამშენებლო საქმიანობაზე; ბ) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამშენებლო სამუშაოების განხორ­ციე­ლებისას სამშენებლო ნორმების, წესების, სახელმწიფო სტანდარტებისა და ნორმატიული აქ­ტე­ბის მოთხოვნათა დაცვაზე; გ) ახორციელებს სახელმწიფო ზედამხედველობას სამშენებლო საქმიანობის წარმო­ები­სას სა­მუ­შ­აოების სამშენებლო დოკუმენტაციის პროექტთან შესაბამისობაზე; დ) განყოფილების მოხელეების მეშვეობით ახორციელებს სამშენებლო სამართალ­დარ­ღვევის საქმისწარმოებას, ამ მიზნით სამშენებლო სამართალდარღვევის ჩამდენის მიმართ გასცემს მი­თი­თებას, ადგენს შემოწმების აქტს, სამართალდამრღვევს უგზავნის ზეპირი სხდო­მის შესახებ უწ­ყებას (შეტყობინებას), ატარებს ზეპირ სხდომას, ახორციელებს  სამარ­თალ­­დარღვევის საქ­მის­წარმოებასთან დაკავშირებულ სხვა უფლებამოსილებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქ­ტის პროექტს წარუდგენს სამსახურის უფროსს; ე) მშენებლობის ნებართვის სფეროში ადგილობრივი თვით­მმართველი ერთეუ­ლ­ის აღმას­რუ­ლე­ბელი ორგანოსადმი მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს მშე­ნე­ბლობის ნებარ­თ­ვის საფუძველზე აშენებული შენობა-ნაგებობის ექსპლუატა­ცი­ა­­ში მიღე­ბ­ის ან მი­ღე­ბა­ზე უარის თქმის შესახებ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის შესა­ბა­მის ადმინისტრაციულ-სა­მ­ა­რთ­ლებ­­რი­ვი აქტის პროექტს; ვ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტე­ბით მის­თვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; ზ) სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის დავალებით ახორ­­ციე­ლებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვა­ლეო­ბებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვა­ლეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. 7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილების უფლებამოსილებები 1. ადმინისტრაციული ზედამხედველობის განყოფილება: ა) ახორციელებს ქალაქის გარე იერსახეზე, გარე რეკლამის განთავსებაზე ზედამ­ხედ­ვე­ლო­ბას, გარე რეკლამის განთავსების დარღვევის ფაქტების გამოვლენას და მათ შესაბამი­სობაში მოყ­ვანაზე კონტროლს; ბ) ახორციელებს ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარ­მოება-დაწე­სებულების, ორ­გა­ნიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კე­თილ­მოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განა­თების, გამწვანებული ტერი­ტო­რიე­ბის, მარკიზების, ვიტრინების, ღობეების, ალაყაფე­ბისა და სადარბაზოს კარების, კომუ­ნი­კა­ცია­თა ჯიხურებისა და ჭების, საქალაქო მეურ­ნე­ობის სხვა ელემენტების ტექნიკურ-ესთეთიკური მდგო­მარეობის) ზედამხედველობას, კონ­ტროლს და დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთ­ხ­ვე­ვაში სათანადო რეაგირებას; გ) ახორციელებს უკანონო და ამორტიზებული შენობა-ნაგებობების, ასევე ჯიხურების, ავ­ტო­ფარეხების და სხვა უსახური შენობა-ნაგებობების დემონტაჟს ან დემონტაჟის ორგანი­­ზებას ან/და დემონტაჟის განხორციელებაზე ზედამხედველობას; დ) ახორციელებს მანქანა-დანადგარების, დახლების, სტელაჟების, სარეკლამო და საინ­ფორ­მა­ციო სტენდების, დაფების, ფირნიშების, აბრების, აფიშების, პლაკატების, ლოზუნ­გების და სხვა სარეკლამო ატრიბუტიკის არასწორად განთავსების ფაქტების გამოვლენას და მათი აღკ­ვე­თის ღონისძიებებს; ე) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების მოხელეების მეშვეობით ახორ­ციე­ლებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსა­ზ­ღვრული ად­მინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ;  ვ) ახორციელებს კონტროლს საზოგადოებრივი ადგილების შეზღუდვის, გარე ვაჭრო­ბის და ავტოტრანსპორტის პარკირების წესების შესრულებაზე; ზ) ახორციელებს კონტროლს ქალაქის ქუჩებში, მაგისტრალებზე, მოედნებზე, დასასვე­ნებელ ზონებში, საერთო სარგებლობის ეზოებში მიწის გადათხრითი სამუშაოების წარმო­ება­ზე, მი­წისქვეშა საინჟინრო ქსელების ჩაწყობა-გადაკეთებაზე, სამშენებლო და სარემონტო ტერი­ტო­რიე­ბის შემოღობვების მოწყობაზე, ქუჩის დროებით გადაკეტვაზე ან სხვაგვარად შეზღუ­დ­ვა­ზე, სამშენებლო პოლიგონების ქვაბულებიდან მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნაგვის სპე­ცია­ლურად გამოყოფილ საყრელებზე გატანაზე; თ) ახორციელებს ქალაქის საზოგადოებრივი ადგილებით სარგებლობის შეზღუდვაზე (მათ შორის გადათხრითი სამუშაოები) ადმინისტრაციულ წარმოებას და შესაბამისი ადმი­ნის­­ტრა­ციუ­ლი აქტების პროექტების მომზადებას; ი) აწარმოებს გზის საფარის გადათხრით სამუშაოებთან დაკავშირებულ ყველა საქმი­ანო­­ბა­ზე კონტროლს; კ) ოპერატიულად ახდენს შესაბამის რეაგირებას შემოსულ ინფორმაციაზე; ლ) აღასრულებს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმისწარმოებისას სამსა­ხურის მიერ სა­კუ­თარი ხარჯებით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გამოცემულ დადგენილებებს; მ) ახორციელებს გარემოს დაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვაზე კონტ­როლს; ნ) თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახორ­ციე­­ლებს ხარისხობრივი ცვლილებებისაგან გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვასა და მათ რაციონალურ გამოყენებაზე ზედამხედველობას; ო) თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახორ­ციე­­­ლებს ჰაერის ფიზიკური ფაქტორების ლაბორატორიულ კვლევას; პ) მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში განყოფილების მოხელეების მეშვეობით ახორ­ციელებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსა­ზ­ღვ­რუ­ლი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენას სამართალდამრღვევი ფიზიკური ან/და იურიდიული პირის მიმართ;  ჟ) თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახდენს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების საქმიანობის კოორ­­დინაციის მიზნით თავისი საკონტროლო ობიექტების, სამოქმედო პროგრამებისა და ღ­ონისძიებათა პროექტების შეთანხმებას; რ) თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში ახორ­ციე­­ლებს ბუნებრივ გარემოზე საწარმოო საქმიანობის ზეგავლენის ანალიზს, გარემოს მდგო­­მა­რეობის მახასიათებელი ძირითადი პარამეტრების დადგენას; ს) თვითმმართველი ერთეულისათვის მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში აწარ­მოებს ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებების ზღვრულად დასაშვები გაფრქვევის პრო­ე­ქტებით მაიონიზირებელი გამოსხივების წყაროების შესაბამისი კანონმდებლობით დად­გენილი ნორმების დაცვაზე კონტროლს; ტ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მის­თვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს; უ) სამსახურის უფროსის და კურატორი სამსახურის უფროსის მოადგილის დავალებით ახორ­­ციე­ლებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვა­ლე-ო­ბებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსახურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსა­ხურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფრო­სის მოვა­ლეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. 7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენ­ლო­ბაში დგინ­დება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი; ბ) უფროსის მოადგილე; გ) განყოფილების უფროსი; დ) მთავარი სპეციალისტი; ე) წამყვანი სპეციალისტი; ვ) უფროსი სპეციალისტი; ზ) სპეციალისტი. თავი VI სხვა დებულებები მუხლი 10🔗. სხვა დებულებები წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წესით.