⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.05.2018)
გაუქმებულია:

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 29.08.2014
ძალაში შესვლა 05.09.2014
ძალის დაკარგვა 01.05.2018
გამომცემი ორგანო ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი
ნომერი №25
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.132.016221
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,904 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
29.08.2014 მიღება
05.09.2014 ძალაში შესვლა
01.05.2018 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი ჭეიშვილი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ქალაქი ბათუმის საკრებულოს დადგენილება №25 2014 წლის 29 აგვისტო ქ. ბათუმი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის, 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბა­თუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო  ადგენს: 1. დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანდართული დებულება. 2. ამ დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ თვით­მმართველი ქალაქის - ბათუმის საკრებულოს 2006 წლის 25 დეკემბრის №5-2 დადგენილება  (გაზეთი „აჭარა“ №5, 11.01.2007 წ. გვ. 9,10). 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს 2014 წლის 5 სექტემბრიდან.ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი ჭეიშვილი დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის დ ე ბ უ ლ ე ბ ა თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური (შემ­დგომ­ში - სამსახური) არის ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთე­ული. 2. სამსახური შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­ლობის კოდექსი“ და ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების შე­საბამისად. 3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის კეთილმოწყობის სამსახური. 4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, უფროსის მოადგილ(ეებ)ისა და სამსა­ხურში შემავალი განყოფილებებისაგან. 5. სამსახურის საქმიანობა ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს ორგა­ნულ კანონს „ადგილობრივ თვითმმართველობის კოდექსს“, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებს, ასევე წინამდებარე დებულებას. 6. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­ლებული ბალანსი და ანგარიში. 7. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25. 8. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით. სამსახური იყენებს მერიის ტიტულიან ბლანკს, საკუთარი დასახელების დამატების აღნიშვნით. თავი II სამსახურის საქმიანობის პრინციპები მუხლი 2🔗. სამსახურის საქმიანობის პრინციპები სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძველ­ზე; ე) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთშე­წო­ნას­წორებით; ვ) მიუკერძოებლობა; ზ) საქვეყნოობა და საჯაროობა. თავი III სამსახურის ფუნქციები და ამოცანები მუხლი 3🔗. სამსახურის უფლებამოსილებები 1. სამსახურის უფლებამოსილებებია: ა) ქალაქ ბათუმის საქალაქო მეურნეობის ინფრასტრუქტურის განვითარების პოლი­ტი­კის შემუშავება და ამავე დარგების სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობისა და მომსა­ხუ­რების უზრუნველყოფა; ბ) სამსახურის მიერ ცალკეული დარგების რეგულირება, კოორდინაცია და განვი­თა­რების პრიორიტეტული მიმართულების შემუშავება; გ) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებაში მონაწი­ლეობის მიღება; დ) სამსახურის სფეროს ფუნქციონირებისა და განვითარებასთან დაკავშირებული ინფორ­მაციების მოპოვება, შესწავლა, დამუშავება, ანალიზი და მიწოდება ქალაქის მერი­სათვის ინფორმაციების, დასკვნების, რეკომენდაციებისა და პროექტების სახით; ე) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტროტუ­არე­ბის, სკვერების, გარე განათების ობი­ექ­ტების, სანიაღვრე არხების, წყალ­საცავების, ხიდების და სხვა საქალაქო ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა; ვ) ქალაქის კეთილმოწყობისა და კომუნალური საკითხების კოორდინაცია; ზ) სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება; თ) ქ. ბათუმის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომ­სახურება, რეაბილიტაცია და განვითარება. ი) ქ.ბათუმის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა-ნაგებობის აღდგე­­ნა-რეკონსტრუქცია და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნ­­ველ­ყო­ფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავება. კ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ქალაქგანათების და სანიაღვრე ქსელების ფუნ­ქციონირების კონ­ტრო­ლის განხორციელება. ლ) შიდა სარგებლობის გზების, გზატკეცილების, ხიდების, გვირაბების, მდი­ნარეთა ჯებირების და სხვა საინჟინრო ნაგებობების შეკეთებისა და ექსპლუატა­ციის უზრუნველ­ყოფის კოორდინირება; მ) ქ.ბათუმის მუნიციპალიტეტის შადრევან-აუზების მოვლა-პატრონობა, ქალაქგა­ფორმების ღონისძიებების განხორციელების უზრუნველყოფა. ნ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ განხორციელებულ სახელ­მწი­ფო შესყდ­ვებზე შესყიდვის ობიექტების ტექნიკური ზედამხედველობის განხორ­ციელება და მიღება-ჩაბარება ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ო) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის სფეროს პრობლემატიკისა და პრო­ცე­სების კვლევა, დარგის განვითარებისათვის სამომავლო პრესპექტივების განსაზღვრა; პ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში კეთილმოწყობის პოლიტიკის, სტრატე­გიისა და ტაქტიკის ფორმირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის პროექტთა მომ­ზა­დება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება; ჟ) ქალაქის ცალკეულ ტერიტორიათა კეთილმოწყობის სახელმძღვანელო წინა­დადე­ბების დამუშავება, ან მათი მომზადების პროცესში მონაწილეობის მიღება, მათი განხორ­ციელების ხელშეწყობა და მონიტორინგი. რ) მონაწილეობის მიღება უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მიერ მიღე­ბულ (გამოცემულ) იმ სამართლებრივი აქტების პროექტთა მომზადებაში, რომე­ლიც შეეხება სამსახურის კომპენტეციას მიკუთვნებულ საკითხებს; ს) საინჟინრო-კომუნიკაციებისა და სპეციალური დანიშნულების შენობა-ნაგე­ბო­ბების განვითარების საქალაქო პროგრამების შემუშავება და მათი რეალი­ზა­ციის ორგანიზაცია და კონტროლი; ტ) ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის სანიტარიული დასუფთავების ორგანი­ზაცია, საოჯახო-საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნ­ველ­ყოფის ზედამხედველობა და კონტროლი. უ) ქალაქის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილი­ტაციის პრო­ექ­ტების უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია. ფ) ქალაქის ადგილობრივი კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და განვითარების, სტრატეგიის შემუშავებში მონაწილეობის მიღება; ქ) დაწესებულებაში არსებული საარქივო დოკუმენტაციის მიმართ წინამოსამზა­დებელი სამუშაოების განხორციელება; ღ) მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე დებულებით გათვა­ლისწი­ნე­ბული სხვა ფუნქციების განხორციელება. თავი IV სამსახურის ხელმძღვანელობა მუხლი 4🔗. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები 1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი (შემდგომში - სამსახურის უფროსი). 2. სამსახურის უფროსს საქართველოს ორგა­ნული კანონის „ადგილობრივი თვით­მმა­რ­­თველობის კოდექსის“ შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი. 3. სამსახურის უფროსი: ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრე­ბული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) მერს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით, მო­­სამ­­სა­ხურეთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკის­რე­ბის, მოსამ­სა­ხურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსა­ხურეთა სამსა­ხუ­რებ­რივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურებრივ მოვალეობებს; დ) ამზადებს ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტებს; ე) ხელს აწერს სამსახურის მიერ მომზადებულ დოკუმენტაციას; ვ) მერს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრუ­ლებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნებ­სა და რეკომენდაციებს; თ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას, რაც არ ითვლება ქალაქ ბათუმის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერის წარმომადგენლობითი უფლე­ბამოსი­ლების გან­ხორციელებად; ი) უშუალოდ იხილავს სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ საკითხებს, ასეთის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლების არსებობის შემთხვევაში; კ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუნი­ცი­პა­ლი­ტეტის მერიის თანამდებობის პირების სამართლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს; ლ) სამსახურისადმი მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში ითანხმებს მერიის სტრუ­ქტურულ ერთეულებში მომზადებული საკითხების მოქმედ კანონმდებ­ლობასთან შე­საბა­მისობას და თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე, თვითმმართვე­ლობი­სათვის მისი მიზანშეწონილობის საკითხს; მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს ქალაქ ბათუმის მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგილეებს, ასევე სტრუქტურული ერთეულების ხელ­მ­ძ­ღ­ვა­ნელებს;   ნ) წარმოადგენს სამსახურს მერიის სტრუქტურულ ერთეულებთან ურთიერთობისას; ო) მონაწილეობს თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომი­სიებ­ში; პ) ესწრება მერის თათბირებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე; ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობდეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; რ) ერთ-ერთ თანამშრომელს ავალებს საქმისწარმოების ფუნქციების შესრულებას; ს) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის და  მერის კურატო­რი მოადგილის ცალ­კეულ დავალებებს; ტ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტ­რა­ციულ-სამართლებრივ აქტს; უ) მერის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნ­ქციებს. 4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­სილება. 5. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობისათვის მერის წინაშე. 6. სამსახურის უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანობისათვის მერისა და კუ­რა­ტო­რი მოადგილის წინაშე. 7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურ­თი­ე­რ­თო­ბის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობ­რი­ვი თვითმმართველობის კოდექსის“ შე­სა­ბა­მი­სად. მუხლი 5🔗. სამსახურის უფროსის მოადგილეები და მათი უფლებამოსილებები 1. სამსახურის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე (შემდგომში - უფროსის მოად­გი­ლე). 2. უფროსის მოადგილეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნით დად­გენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფ­ლებს მერი. 3. მოადგილეებს შორის ფუნქცია-მოვალეობებს ანაწილებს სამსახურის უფროსი. 4. უფროსის მოადგილეები: ა) სრულ კოორდინაციას და ხელმძღვანელობას უწევენ უფროსის მიერ გან­საზ­ღ­ვ­რუ­ლი გან­ყო­ფი­ლებების საქმიანობას;E   ბ) სამსახურის უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გადადგომისას ან/და გათა­ვისუფლებისას მერის გადაწყვეტილების საფუძველზე ერთ-ერთი მოადგილე ასრუ­ლებს სამსახურის უფროსის მოვალეობას; გ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ას­რუ­­­ლებენ მერის, სამსახურის კურატორი მერის მოადგილის და სამსახურის უფროსის ცალ­კეულ და­ვა­ლე­ბებს; დ) სამსახურის უფროსის დავალებით ახორციელებს კანონმდებლობით გათვა­ლის­წინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვალეობებს. 5. უფროსის მოადგილის მიერ წინამდებარე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შე­სა­ბა­მი­სად საქმიანობის სრული კოორდინაციისა და ხელმძღვანელობის განხორ­ციელე­ბ­ა გუ­ლისხ­მობს: ა) პასუხისმგებელობას საკურატორო ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნ­ქ­ციე­ბის შესრულებაზე; ბ) სამსახურის უფროსისადმი წინადადებების წარდგენას საკურატორო ქვედანა­ყო­ფის სა­კად­რო საკითხებთან დაკავშირებით, საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალი­სე­ბი­სა და მათთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსა­ხუ­რეთა მიერ მო­რი­გი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივ­ლი­ნე­ბე­ბის, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; გ) სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საკურატორო ქვედანაყოფის საქმიანობის ორ­გა­ნი­ზე­ბისა და დაგეგმვის წესის, ფორმებისა და მეთოდების, საკურატორო ქვედანა­ყოფის მო­სამ­სა­ხუ­რეთა სამსახურებრივი მოვალეობების განსაზღვრას; დ) საკურატორო ქვედანაყოფის მოსამსახურეებისათვის დავალებების მიცემას და მათი შეს­რუ­ლების კონტროლს; ე) სამსახურის უფროსისათვის საკურატორო ქვედანაყოფის მიერ მომზადებული სა­კით­ხე­ბის, წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენას; ვ) სამსახურის უფროსისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენას საკურატორო ქვედანა­ყოფის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; ზ) საკურატორო ქვედანაყოფის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე ქა­ლაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერის, ვიცე-მერის, მერის მოადგილეების, ასევე სტრუ­ქ­ტურული ერ­თეუ­ლე­ბი­სათვის კონსულტაციების გაწევას. 6. უფროსის მოადგილე მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხო­ლოდ სამსახურის უფროსთან შეთანხმებით. 7. უფროსის მოადგილეები პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებული არიან სამსა­ხუ­რის უფ­რო­სის წინაშე. 8. უფროსის მოადგილეების თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებ­რივი ურ­თიე­რთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლე­ბი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. თავი V სამსახურის სტრუქტურა მუხლი 6🔗. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები 1. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად. 3. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია: ა) ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება; ბ) საქალაქო ინფრასტრუქტურის განყოფილება; 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალე­ობები განისაზღვრება წინამდებარე დებულებით. მუხლი 7🔗. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილების  უფლებამოსილება 1. ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება. ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ადგილობრივი მნიშვნელობის გზების, ტრო­ტუარების, გარე განათების ობიექტების, სანიაღვრე არხების, წყლისა და საკა­ნა­­ლიზა­ციო ქსე­ლების მოვლა-პატრონობა. ბ) ქ. ბათუმის სანიტარიული დასუფთავების ორგანიზაცია, საოჯახო-საყოფაც­ხოვ­რე­ბო ნარჩენების გადამუშავების და გაუვნებლობის უზრუნველყოფის კოორ­დინაცია; გ) სანიაღვრე, წყლისა და კანალიზაციის ქსელების სრულუფლებიანი ფუნ­ქციონი­რების უზრუნველყოფა; დ) მონაწილეობის მიღება ქალაქის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოების ჩასა­ტა­რებ­ლად, კაპიტალური და მიმდინარე სამუშაოების დაგეგმარებაში, ასევე საპროექ­ტო დო­­კუ­მენტაციების შედგენაში; ე) საგზაო, წყლისა და კანალიზაციის, სანიაღვრე სისტემების, გარე გა­ნა­თების ობიექ­ტების სარემონტო და სამშენებლო სამუშაოებზე შესრულებული სამუ­შა­ოების ხარისხზე და მოცულობაზე ტექნიკური ზედამხედველობა; ვ) საქალაქო ინფრასტრუქტურის საკითხებში ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ჩატარე­ბული სახელმწიფო შესყიდვებით გათვალისწინებული მისაწოდებელი ან/და მიწოდე­ბული საქონლის სამუშაოების, მომსახურების მოცულობების, ხარისხისა და მიწოდების ვადების ხელშეკრულების მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით სათანადო ზედამხედვე­ლობის განხორციელება და მიღება-ჩაბარების აქტების გაფორ­მება. ზ) მიმწოდებელთან მოლაპარაკების საფუძველზე (ხელშეკრულებით გათვალის­წინე­ბული პირობები) ხელშეკრულების შესრულებაზე კონტროლის გეგმა-გრაფიკის შედ­გენა-მონიტორინგი და ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობის ამსახველი პერი­ოდული დოკუმენტაციის წარმოება და შენახვა. თ) საქონლის, სამუშაოების, მომსახურების ხარისხის ინსპექტირება სახელმწიფო შეს­ყიდვების შესახებ ხელშეკრულების შესრულების ნებისმიერ ეტაპზე, მათ შორის ნედ­ლე­ულისა და მაკომპლექტებელი ნაწილების ხარისხის და სუბ-კონტრაქტორის მიერ შესრუ­ლებული სამუშაოების (მომსახურების) ინსპექტირება. ი) ქალაქის მასშტაბით მიწისქვეშა საინჟინრო კომუნიკაციების სამუშაოების მიმდინა­რეობაზე კოტროლი, ადგილობრივი შეზღუდვების სამუშაოების წარმოე-ბისას თანხმობის გაცემა, საქმიანობის კოორდინაცია და ზედამხედველობა. კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მოადგილეების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს. ლ) სამსახურის უფროსს წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადა­დებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; მ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვა­ლეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდე­ბობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფროსის მოვა­ლეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. 7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 8🔗. საქალაქო ინფრასტრუქტურის განყოფილების უფლებამო­სილებები: 1. საქალაქო ინფრასტრუქტურის განყოფილება: ა) ქალაქის ადგილობრივი კომუნალური ინფრასტრუქტურის ჩამოყალიბებისა და გან­ვი­­თარების, სტრატეგიის შემუშავება; ბ) საინვესტიციო პროგრამების შემუშავება და მისი დანერგვა პრაქტიკაში; გ) წყალკანალიზაციისა და წყალმომარაგების საკითხთთან დაკავშირებული წინადა­დე­ბის შემუშავება, განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; დ) ქალაქის კაპიტალური მშენებლობების უზრუნ­ველყოფა; ე) ქალაქის კეთილმოწყობის სექტორების განვითარება და რეაბილიტაციის პროექ­ტე­ბის უზრუნველყოფა, დამტკიცებული პროგრამების რეალიზაცია; ვ) მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამების პროექტების მომზადება და წარდგენა ზემ­დგომი ორგანოსადმი; ზ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტით მის­თვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მოადგილეების და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებებს. ი) სამსახურის უფროსს  წარუდგენს განყოფილების მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადა­დებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; კ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ამოცანებსა და უფლება-მოვა­ლეობებს. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილესთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახუ­რის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამ­დებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსის არყოფნისას, უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორ­ციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი განთავისუფლებისას უფრო­სის მოვა­ლეობის შესრულება მერის ბრძანების საფუძველზე ეკისრება განყო­ფი­ლე­ბის ერთ-ერთ მთავარ სპეციალისტს. 5. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელია სამსახურის უფროსის წინაშე. 6. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია სამსახურის უფროსისა და კუ­რა­ტო­რი სამსახურის უფროსის მოადგილის წინაშე. 7. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან განთავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9🔗. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები ამ დებულების შესაბამისად სამსახურის საშტატო ნუსხით სამსახურის შემადგენ­ლო­ბაში დგინ­დება შემდეგი თანამდებობები: ა) სამსახურის უფროსი; ბ) უფროსის მოადგილე; გ) განყოფილების უფროსი; დ) მთავარი სპეციალისტი; ე) წამყვანი სპეციალისტი; ვ) უფროსი სპეციალისტი; ზ) სპეციალისტი. თავი VI სხვა დებულებები მუხლი 10🔗. სხვა დებულებები: წინამდებარე დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საკრებულოს დად­გე­ნი­ლე­ბით, მოქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წესით.