ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ

მიღების თარიღი 27.08.2014
ძალის დაკარგვა 31.08.2015
გამომცემი ორგანო ხონის მუნიციპალიტეტი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.119.016194
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 04/09/2014
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 288 სიტყვა · ~1 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.08.2014 მიღება
31.08.2015 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (1)
ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ვალერი ბახტაძე ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №38 2014 წლის 27 აგვისტო ქ. ხონი ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობებზე, საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკომპენსაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 41-ე მუხლის მე-3 ნაწილის და 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  2014 წლის 14 ივლისის №13 დადგენილების დანართი №1-ის მე-16 მუხლის შესაბამისად ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთათვის საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესი თანდართული ფორმით (დანართი №1) მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარევალერი ბახტაძე დანართი №1 ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკონპესაციო ხარჯების ანაზღაურების შესახებ მუხლი 1🔗 1. ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე საკრებულოს წევრის საქმიანობის განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 420 ლარით ყოველთვიურად. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ანაზღაურების ზღვრული ოდენობა გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადით დარიცხულ ოდენობასთან ერთად. მუხლი 2🔗 საკრებულოს წევრების მიერ საკრებულოს სხდომებსა და მის ორგანოთა მუშაობაში მონაწილეობის მიღების, ამომრჩევლებთან შეხვედრების, ასევე საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის დავალებების შესრულებისთვის ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრებზე, რომლებიც არ არიან საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლით გათვალისწინებულ თანამდებობაზე აუნაზღაურდეს ყოველთვიურად არა უმეტეს 30 ლარი სატელეფონო და 390 ლარი სატრანსპორტო ხარჯებისათვის. მუხლი 3🔗 მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურმა უზრუნველყოს თანხის გაცემა ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვამდე უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით საკრებულოს წევრის მიერ წარმოდგენილ საბანკო ანგარიშზე.